პრობლემა: ღებინების რეფლექსი

ძლიერი ღებინების რეფლექსი სერიოზული დაბრკოლებაა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის.  ასეთ შემთხვევაში პრობლემატურია ელემეტარული პროცედურების ჩატარებაც კი, როგორიცაა რენტგენოგრამის გადაღება ან კბილების გაწმენდა. რთული შემთხვევების დროს სახლის პირობებში კბილების გახეხვაც შეიძლება უჭირდეს პიროვნებას. შესაბამისად, ამ პრობლემის გამო მისი პირის ღრუს ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება. Continue reading “პრობლემა: ღებინების რეფლექსი”

Advertisements

შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

პრაქტიკულად, ნებისმიერი კბილის ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გარემოებების გამო და ამოჭრის ნაცვლად ჩანასახი ძვალში შეყოვნდეს. ასეთი რეტენირებული ანუ შეყოვნებული კბილები ყველაზე ხშირად მერვეები ანუ სიბრძნის კბილებია. მათ ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იღებენ. მაგრამ უფრო რთულადაა საქმე შეყოვნებული ეშვების ან ფრონტალური ზონის ნებისმიერი სხვა კბილის შემთხვევაში, რადგან ეს მდგომარეობა ესთეტიკურ პრობლემებს იწვევს. ამოღების შემთხვევაში საჭიროა კბილის აღდგენა, რაც ესთეტიკურ ზონაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დროს და თანხებს ითხოვს. Continue reading “შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?”

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?”