ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი. Continue reading “კომპოზიტური რესტავრაციები ღიმილის საკორექციოდ”
Tag: რესტავრაცია
გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”
როდესაც საქმე მცირე ზომის კარიესს ეხება, ჰელიობჟენის ანუ სხივით გამყარებადი კომპოზიტის არჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც დიდი ზომის დეფექტია აღსადგენი, ანუ კბილის გვირგვინის რესტავრაციაა საჭირო, ღირს დაფიქრება. ასეთ შემთხვევაში ჰელიობჟენს კონკურენციას უწევს “ცერეკის” ბჟენი, რომელიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული CEREC ტექნოლოგიით. ასეთ ბჟენს ინლეი ან ონლეი ეწოდება. Continue reading “ჰელიობჟენი თუ ცერეკი?”
ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც ვერ შეცვლი, მაგალითად სიმაღლე, ფეხის ზომა, ოჯახი, სადაც დაიბადე… საბედნიეროდ, ღიმილი ამ სიაში არ შედის. კოსმეტიკური სტომატოლოგიისა და ღიმილის ციფრული დიზაინის წყალობით სავსებით რეალურია მისი რადიკალური შეცვლა. ისევე როგორც თითოეული ღიმილია უნიკალური, ასევე ინდივიდუალურია მისი შეცვლის სქემა. Continue reading “ღიმილი და ციფრული ტექნოლოგია”