ცოტა რამ ღრძილოვანი გრაფტის შესახებ

ღრძილის რეცესიის შემთხვევაში თქვენი პაროდონტოლოგი დიდი ალბათობით ღრძილოვან გრაფტს შემოგთავაზებთ. რას წარმოადგენს იგი და რისთვის უნდა იყოთ მზად? Continue reading “ცოტა რამ ღრძილოვანი გრაფტის შესახებ”

პაროდონტიტიდან ინსულტამდე

ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან. Continue reading “პაროდონტიტიდან ინსულტამდე”

“პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?

Image

ავტორი: თეა ნაცვლიშვილი — ექიმი-პაროდონტოლოგი, კლინიკა “ზიბექსი”.

შეიძლება ეს სტატია წაიკითხოს, როგორც პაციენტმა, ასევე სტომატოლოგმა. მინდა ყველა იმ ადამიანის ყურადღება მივიპყრო ვინც დარწმუნებულია, რომ არსებობს დაავადება სახელად “პაროდონტოზი” ან თავადაა ავად (რადგან ასე უთხრა ექიმმა-სტომატოლოგმა!).

თავიდანვე უნდა აღსნიშნო, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რადგან რუსეთის პაროდონტოლოგთა ასოციაციამ 2001 წელს (პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციის ბოლო გადახედვისას) ისევ შეინარჩუნა ეს ტერმინი და იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში სტომატოლოგთა უმეტესობა ხელმძღვანელობს რუსული ლიტერატურით, პაროდონტოზის არსებობა ისევ აქტუალური რჩება.

ამ დაავადებას ასე განმარტავენ: პაროდონტოზი არის პაროდონტის ქსოვილების არაანთებადი დაავადება, რის შედეგადაც ხდება ყბის ძვლებისა Continue reading ““პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?”