ძვირფასო მკითხველებო!

copyright

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ სტატიები თქვენთვის საინტერესოა. ასე იმიტომ მგონია, რომ ხშირად ვხედავ აქაურ პოსტებს სოციალურ ქსელებში. მაგრამ ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ტექსტის ან მისი ნაწილის წაღებისას მიუთითოთ წყარო.

სხვისი შრომის დაუფასებლობა და საავტორო უფლებების იგნორირება ცუდად მეტყველებს თქვენი, თქვენი ფეიჯის ან ბრენდის იმიჯზე და მხოლოდდამხოლოდ აკნინებს მის ავტორიტეტს.

ავტორისგან

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ანუ როგორც უკვე უწოდებენ მას “ჯინეტში” არცთუ იშვიათად შემხვედრია რესურსები, რომლებიც ამ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას იყენებენ, ანუ ჩემს საკუთარ სტატიებს თუ ჩემს მიერ ნათარგმნ ინფორმაციას. გულსატკენია, რომ ხშირად წყაროს მითითება რატომღაც “ავიწყდებათ”, ეს კი საავტორო უფლებების დარღვევაა. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი ბლოგის მისამართის ხილვამ სდასუს-ს XVIIსამეცნიერო კონფერენციის შრომებში ერთერთი სტატიის (გვ.221) გამოყენებულ ლიტერატურაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სტატიის ავტორებს. ასევე მინდა აღვნიშნო სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი MedGeoNet, რომელიც ყოველთვის იცავს საავტორო უფლებებს.