ავტორისგან

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ანუ როგორც უკვე უწოდებენ მას “ჯინეტში” არცთუ იშვიათად შემხვედრია რესურსები, რომლებიც ამ ბლოგზე წარმოდგენილ მასალას იყენებენ, ანუ ჩემს საკუთარ სტატიებს თუ ჩემს მიერ ნათარგმნ ინფორმაციას. გულსატკენია, რომ ხშირად წყაროს მითითება რატომღაც “ავიწყდებათ”, ეს კი საავტორო უფლებების დარღვევაა. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი ბლოგის მისამართის ხილვამ სდასუს-ს XVIIსამეცნიერო კონფერენციის შრომებში ერთერთი სტატიის (გვ.221) გამოყენებულ ლიტერატურაში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სტატიის ავტორებს. ასევე მინდა აღვნიშნო სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი MedGeoNet, რომელიც ყოველთვის იცავს საავტორო უფლებებს.