სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ

“უშაქრო საღეჭი რეზინი” —  ეს ფრაზა ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია სატელევიზიო რეკლამების წყალობით. მარკეტერების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სტომატოლოგების აზრიც თუ გაინტერესებთ, ისინი არამარტო დასაშვებად თვლიან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებას, არამედ მიესალმებიან და რეკომენდაციასაც უწევენ.  Continue reading “სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ”

რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი

Chewing-Gumყველას გაგვისინჯავს საღეჭი რეზინი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც უშაქროს, მაგრამ რეალურად ტკბილი გემო აქვს. ასეთი საღეჭი რეზინი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ შაქრის ნაცვლად მის შემცვლელს შეიცავს, ყველაზე ხშირად ქსილიტოლს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

საღეჭი რეზინის გამოყენების ასეთი აქტიური პროპაგანდა არამხოლოდ Continue reading “რატომ და როგორ გამოვიყენოთ უშაქრო საღეჭი რეზინი”

ჰალითოზი — უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. მიზეზები და გამოსავალი.

ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება გახდეს პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.

ჰალითოზის მექანიზმის გაგება საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასთან ბრძოლის მეთოდები როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში.

უსიამოვნო სუნის წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეორე ტიპის ჰალითოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტს, ღვიძლის, თირკმლის, ფილტვების დაავადებებს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას (ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები).

უმეტეს შემთხვევაში ჰალითოზის ძირითადი წყარო პირის ღრუში მდებარეობს, კერძოდ კი ენის ზურგის უკანა ნაწილში, რომელიც უხვადაა “შემოსილი” ხაოებით და “დასახლებულია” ბაქტერიებით. მათ შორისაა გრამ-უარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომელიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავებს და წარმოქმნიან სპეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. გარდა ამისა, დამახასიათებელი სუნის მქონე ნივთიერებები შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში (მაგ. ნიორი, ხახვი, სანელებლები). ასეთი ალიმენტური ანუ საკვებისმიერი ჰალითოზი არაა დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.

ბაქტერიების მიერ გამოყენებული ამინომჟავების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ამიტომ ჰალითოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა.

ასევე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება ე.წ. ჩირქოვანი “საცობები”. მათი შემჩნევა ადვილია ხახის დათვალიერებისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰალითოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები + ამინომჟავები. ამინომჟავების წყარო შეიძლება იყოს როგორც საკვებში შემავალი ცილები, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი პროდუქტები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს. ამიტომ ყველა ის უბანი პირის ღრუში, სადაც ეს ორი პირობაა, შეიძლება იყოს ჰალითოზის წყარო — ენის ზურგზე არსებულ ხაოებს შორის სივრცეები, პაროდონტის დაავადებისას არსებული პათოლგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ნუშურა ჯირკვლის ლაკუნები. შესაბამისად, მკურნალობის მეთოდის მიზანი უნდა იყოს ასეთი სივრცეების ელიმინაცია, ჟანგბადით გამდიდრება, პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირება.

ჰალითოზის წინააღმდეგ ყველაზე აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც მოიცავს:

  1. კბილების გახეხვას დღეში 2-3ჯერ სწორი ტექნიკით და ხარისხიანი ჯაგრისით. ამასთან, ჯაგრისი უნდა შეიცვალოს დროულად
  2. ფლოსის ან ირიგატორის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება პაროდონტალური ჯიბეების და კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავებას.ირიგატორი
  3. პირის ღრუს სავლების ყოველდღიური გამოყენება, რაც ემსახურება პათოლოგიური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
  4. ენის საწმენდის ყოველდღიურ გამოყენებას, რაც ემსახურება ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიებით მდიდარი ნადების მოშორებას.

პირის ღრუს სანაცია — კარიესული კბილების მკურნალობა, სათანადო კბილების ექსტრაქცია, აუცილებელია ბაქტერიებისა და ნადების სარეტენციო სივრცეების შესამცირებლად. ინდივიდუალური ჰიგიენის გარდა აუცილებელია რეგულარული პროფესიული ჰიგიენა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პაროდონტის დაავადება აწუხებს — ქვებისა და ნადებების მოშორება, კბილისა და ფესვების გაშიშველბული ზედაპირების გაპრიალება.

მათთვის, ვისაც ჰალითოზი აწუხებს მიზანშეწონილია სუფთა სასმელი წყლის (და არა წვენების ან გაზიანი სასმელების) ხშირი მიღება, რადგან წყალი გარდა იმისა რომ ბაქტერიებსა და ნადებს ჩამორეცხავს, ასევე მიაწოდებს ჟანგბადს რეტენციულ უბნებს, რაც ხელს უშლის ანაერობული ბაქტერიების აქტივობას.

ასევე რეკომენდებულია საღეჭი რეზინის გამოყენება საკვების მიღების შემდეგ  არამარტო მისი მადეზოდორირებელი თვისების გამო არომატული დანამატების წყალობით, არამედ იგი ხეწლს უწყობს ნერწყვის გამოყოფას ღეჭვის პროცესში, რომელიც ჩამორეცხავს საკვების ნაწილაკებს.

ჰალითოზი არაა დაუძლეველი პრობლემა. მისი შენიღბვა სხვადასხვა არომატული საშუალებებით არაა გამოსავალი. მთავარია მოიძებნოს მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა

მიუხედავად პატარების წინააღმდეგობისა, ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის. 5-6 წლის ასაკამდე პატარების კბილების სისუფთავე მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მცირე ასაკის პავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ამ რთულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. Continue reading “როგორ ვასწავლოთ პატარას კბილების ხეხვა”

მითები

მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს  ალბათ პასუხს.

დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში. Continue reading “მითები”

პირის ღრუს მოვლის საშუალებები

jagrisi-da-pasta1საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.

კბილების საწმენდად ადამიანები ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა საშუალებებს: საკუთარი თითებით დაწყებული, ოქროს კბილის საწმენდებით დამთავრებული. ჩვენს დროში კი უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში. Continue reading “პირის ღრუს მოვლის საშუალებები”