სამკაული კბილებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ კბილებზე დასამაგრებელი სამკაულების პროფესიონალური სისტემები 2 ათწლეულზე მეტია არსებობს ბაზარზე (Skyce®, Twinkles®), ეს ტრენდი სულ უფრო პოპულარული ხდება ბოლო წლებში. კბილების შემკობის ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციებიდან მოდის, როდესაც იშვიათ მეტალებსა და ძვირფას ქვებს იყენებდნენ, რაც ყველასათვის არ იყო ხელმისაწვდომი. Continue reading “სამკაული კბილებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ”

Advertisements

ღიმილის დიზაინი

როგორ “შევარჩიოთ” ღიმილი, რომელიც განუმეორებელს გაგვხდის? საქმე იმაშია, რომ ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა მხატვრული რესტავრაცია და ფაიფურის ვინირები სტომატოლოგს საშუალებას აძლევს  ეფექტურად შეცვალოს კბილების ფერი, ფორმა, ზომა და მდებარეობა.

ლამაზი ღიმილის რამდენიმე მახასიათებელი:
• სიმეტრიულობა. ყველა კბილი დგას თავის ადგილას.
• კბილების ნატურალური ფერი და ბზინვარება. Continue reading “ღიმილის დიზაინი”

ბრილიანტები კბილებზე

მრავალი წლის წინ ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ინდიელები თავიანთ კბილებს ფირუზის, ლალის, ზურმუხტის და ნეფრიტის კრისტალებით იმკობდნენ. და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ XXI საუკუნის ერთერთი მოდის ფუძემდებლები გახდებოდნენ. დღეს კბილის სამკაულები ანუ სკაისები მეტად პოპულარულია.

decor_13რას წარმოადგენს სკაისები და ღირს თუ არა მათი გაკეთება? სკაისები __ ეს ძალიან მცირე ზომის, მსუბუქი და ბრტყელი თვლებია, დამზადებული სპეციალურად კბილების შესამკობად. მათი ფორმები სხვადასხვაა: წვეთი, ვარსკვლავი, ნახევარმთვარე, ასოები და სხვა.

მათ მინანქარზე ამაგრებენ სპეციალური მასალით. ეს პროცედურა სულ 10 წუთი გრძელდება. მანამდე კი კბილის ზედაპირს ექიმი ამზადებს __ იდეალურად ასუფთავებს, აშრობს და შემდეგ ამაგრებს თვლებს. Continue reading “ბრილიანტები კბილებზე”