რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?

მუქი ფერის ნადები, რომელიც უფრო მეტად კბილის ყელთანაა ლოკალიზებული და ღრძილის კიდეს მიჰყვება, ხშირადაა მშობლების შეშფოთების მიზეზი, როდესაც მას პატარას პირის ღრუში აღმოაჩენენ. თუმცა მოზრდილ პაციენტებშიც არაა იშვიათი მოვლენა.

ნადების მუქ შეფერილობას იწვევს აქტინომიცეტის ტიპის ქრომოგენული ბაქტერიები, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები იერთებენ პირის Continue reading “რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?”

სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?”

თუ კბილი გტკივათ…

თუ ნამდვილად გტკივათ კბილი, თავს არ შეგაწყენთ შეგონებებით, რომ აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან. ამაზე შემდგომ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — მიმართოთ ექიმს. თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება (კბილებს უცნაური ჩვევა აქვთ თავი შეგვახსენონ აბსოლუტურად შეუფერებელ დროს, მაგალითად პარასკევ საღამოს, ან თვითმფრინავ სი აფრენამდე 2 საათით ადრე, ანდა 31 დეკემბერს საღამოს 6 საათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტომატოლოგთან დროული ვიზიტის აუცილებლობას), მაშინ: Continue reading “თუ კბილი გტკივათ…”