სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ

“უშაქრო საღეჭი რეზინი” —  ეს ფრაზა ყველასათვის ნაცნობი და ახლობელია სატელევიზიო რეკლამების წყალობით. მარკეტერების პოზიცია გასაგებია, მაგრამ სტომატოლოგების აზრიც თუ გაინტერესებთ, ისინი არამარტო დასაშვებად თვლიან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენებას, არამედ მიესალმებიან და რეკომენდაციასაც უწევენ.  Continue reading “სიმართლე უშაქრო საღეჭი რეზინის შესახებ”

შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

პრაქტიკულად, ნებისმიერი კბილის ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გარემოებების გამო და ამოჭრის ნაცვლად ჩანასახი ძვალში შეყოვნდეს. ასეთი რეტენირებული ანუ შეყოვნებული კბილები ყველაზე ხშირად მერვეები ანუ სიბრძნის კბილებია. მათ ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იღებენ. მაგრამ უფრო რთულადაა საქმე შეყოვნებული ეშვების ან ფრონტალური ზონის ნებისმიერი სხვა კბილის შემთხვევაში, რადგან ეს მდგომარეობა ესთეტიკურ პრობლემებს იწვევს. ამოღების შემთხვევაში საჭიროა კბილის აღდგენა, რაც ესთეტიკურ ზონაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დროს და თანხებს ითხოვს. Continue reading “შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?”

პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები

ბავშვობაში ჩანერგილი რწმენა, რომ ბაქტერიები ბოროტი უხილავი არსებებია და დაავადებასთან ასოცირდება ბევრ ჩვენგანს დღემდე მოჰყვება. ამ რწმენიდან გამომდინარე კი მიგვაჩნია, მათგან თავდაცვის საუკეთესო გზა მათი განადგურებაა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. Continue reading “პრობიოტიკები, პრებიოტიკები და ბაქტერიები”