არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს. Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”
Tag: ტკივილი
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კბილის პასტაზე ალერგია არცთუ ისე იშვიათია. თუმცა ცოტამ თუ იცის ამ პრობლემის შესახებ. შეიძლება იმიტომ, რომ მას არ ახლავს რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტი ან ტკივილი.
თუკი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედა შრე სხვადასხვა უბანში ადვილად შორდება თხელი აპკის სახით ენით ან თითის საშუალებით, შესაძლოა თქვენ ალერგიული ხართ კბილის პასტაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. ისინი თითქოს წვავენ ლორწოვან გარსს, რომელიც იქერცლება. Continue reading “ალერგია კბილის პასტაზე”
ავტორი: კახა გურგენიძე— ქირურგი-იმპლანტოლოგი/პაროდონტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი.
წყარო: www.implantacia.wordpress.com
კბილის ამოღება ანუ ექსტრაქცია მოსახლეობაში დაკავშირებულია გარკვეული ტიპის მითებთან და დაუჯერებელ ისტორიებთან. ერთნი კმაყოფილი არიან ექიმ N-ის იმის გამო რომ მან ისე სწრაფად ამოუღო კბილი, რომ ჯერ თურმე პირიც არ ქონდა გაღებული პაციენტს, მეორენი უკმაყოფილო არიან ექიმ X-ის, რომელიც კბილს დიდხანს უღებდა და მაშის მაგივრად რაღაც „კრუჩოკებს“ და „ბორებს“ იყენებდა.
საინტერესოა ეს დამოკიდებულება და ყოველთვის მინდოდა ამ საკითხის გარკვევა.
აქვე აღსანიშნავია რომ კბილის ამოღება ასოცირდება რაღაც მარტივ, ძალიან ადვილ სადალაქო მანიპულაციასთან და თურმე კაპიკები, დღეს რა თქმა უნდა Continue reading “ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.”
ეს სტატია განკუთვნილია ექიმებისთვის, ამიტომ სპეციფიკური ტერმინოლოგია ზოგისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს . რაც დაგაინტერესებთ, იკითხეთ კომენტარის სახით. არ დამეზარება, გიპასუხებთ 🙂
დამეთანხმებით, უმტკივნეულო ანესთეზიის ფაქტორი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მომავალში შევეცდები ცალკე სტატიად ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს ანესთეზიის ჩატარებისას. ერთერთი ასეთი მიზეზია წნევა, რომელიც პრეპარატის ქსოვილში შეყვანისას ხორციელდება.
მინდა “გაგაცნოთ” კომპანია MILESTONE SCIENTIFIC-ის პროდუქტი, რომელიც ერთერთ გამოფენაზე ვნახე და შეუცვლელ ნივთად ჩავთვალე სტომატოლოგიურ კაბინეტში.
STA Single Tooth Anesthesia System® —- ესაა ბლოკი, რომელიც აერთიანებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას და ერთჯერად საინექციო მოწყობილობას, რომელსაც მისი ფორმის გამო “Wand” ანუ “ჯადოსნური ჯოხი” ეწოდება.პროცესორის საშუალებით კონტროლდება შესაყვანი ანესთეტიკის რაოდენობა და შეყვანის სიჩქარე, შესაბამისად კი —- წნევა, რაც ინექციის პროცედურას უმტკივნეულოს ხდის. ექიმი პროცესს სპეციალური პედლის საშუალებით არეგულირებს.
STA სისტემა საშუალებას იძლევა ინტრალიგამენტური ანესთეზიის მეთოდით ჩატარდეს მხოლოდ ერთი კბილის გაუტკივარება. მაგალითად ქვედა ყბაზე მანდიბულური ან ტორუსული ანესთეზიის მაგივრად, როცა მხოლოდ ერთი კბილის პრეპარირებაა საჭირო.
ჩვეულებრივი გზით ჩატარებული ინტრალიგამენტური ანსეთეზია ყველამ ვიცით როგორ მტკივნეულ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს პრეპარატის შეყვანა უნდა ხდებოდეს დიდი წნევით, რაც ხშირად პერიოდონტის და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. STA-სისტემაში გამოყენებული ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა პროცედურა უსაფრთხოდ ჩატარდეს.
კვლევებით დადგინდა, რომ ფიზიკის კანონების თანახმად საინექციო ნემსის თავის ირიბი ჭრილი ცდომილებას იძლევა რბილ ქსოვილებში მისი სწორხაზოვნადგადაადგილებისას . მაგალითად, 0,4მმ X 30მმ ზომის ნემსი “დანიშნულების ადგილს” 5 მმ-ით სცდება. “Wand”-ის შემქმნელების მიერ შემუშავებულია სპეციალური — ბურთულიანი კალმის მსგავსი დიზაინი, რაც ამცირებს ცდომილებას.
“Wand”-ის დიზაინი მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული შპრიცისაგან, ამის გამო თავიდანვე პაციენტის კეთილგანწყობას იმსახურებს, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.
STA-სისტემაში გამოიყენება ნებისმიერი ანესთეტიკი კარპულის სახით.
უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე : www.milesci.com