“მოკლე კბილები”, “ღრძილოვანი ღიმილი” და გვირგვინების დაგრძელება

გვირგვინების დაგრძელება, უფრო ზუსტად კი “კბილის კლინიკური გვირგვინის ესთეტიკური დაგრძელება” ქირურგიული პროცედურაა, რომლის საჭიროება საკმაოდ ხშრად დგას კლინიკურ პრაქტიკაში. ყველაზე ხშირად იგი ტარდება ე.წ. “მოკლე კბილების” შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა ღრძილით დაფარული კბილის გვრგვინის ყელის ნაწილი გაშიშვლდეს და სრულად გამოჩნდეს გვირგვინის ზედაპირი. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ღრძილის კიდის მოკვეთა ჩატარდეს (გინგივექტომია), ზოგჯერ კი ღრძილის ქვეშ ძვლის ქსოვილის ნაწილის მოშორებაც აუცილებელია (ოსტეოტომია).  Continue reading ““მოკლე კბილები”, “ღრძილოვანი ღიმილი” და გვირგვინების დაგრძელება”

რა არის ღრძილოვანი გრაფტი?

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ან პაროდონტოლოგმა გითხრათ, რომ ღრძილებზე ქირურგია გჭირდებათ გრაფტის გამოყენებით, ნუ შეშინდებით. ეს რუტინული პროცედურაა და ყველაზე ხშირად გამოიყენება ღრძილი რეცესიის (განლევის) მკურნალობისთვის. შევეცდები მოკლედ აღვწერო რას წარმოადგენს იგი, რას უნდა მოელოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ.

გრაფტი ანუ ტრანსპლანტატი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ღრძილის ქსოვილი დაზიანებულია დაავადების ან ტრავმის შედეგად. პაროდონტის დაავადება სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პროგრესირებს და ანთებითი

Continue reading “რა არის ღრძილოვანი გრაფტი?”

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?”