ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები

კბილების გასწორება მოზრდილ ასაკში ბევრისთვის სასურველიცაა და ხელმისაწვდომიც, თუმცა ხშირად თავს იკავებენ ვიზუალური ფაქტორის გამო. ის გარემოება, რომ კბილებზე დამაგრებული აპარატი საუბრისას, გაღიმებისას თვალში მოსახვედრია, ბევრისთვის პრობლემატურია. Continue reading “ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები”

რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. Continue reading “რატომაა იმპლანტაცია ძვირი?”