რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?

დავიწყოთ იმით, თუ რა არის pH ბალანსი. ეს მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ რამდენად შეუძლია სითხეს მჟავას განეიტრალება. პირის ღრუში კი, როგორც ვიცით უამრავი სახის მჟავა ხვდება საკვებთან და სასმელთან ერთად. გარდა ამისა მჟავები წარმოიქნება ბაქტერიების მიერ საკვების ნარჩენების გადამუშავებისას. მჟავა აზიანებს  კბილის მინანქარს, ახდენს მის დემინერალიზაციას და შედეგად ვითარდება კარიესი. ამიტომ ამ მჟავების განეიტრალება პირის ღრუში ძალიან მნიშვნელოვანია კარიესის პროფილაქტიკისათვის. Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს pH ბალანსი?”

Advertisements

Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა

esteemdental-7

ისეთი მტკიცე ქსოვილიც კი, როგორიც კბილის მინანაქარია დროთა განმავლობაში კარგავს იმ მინერალებს (დემინერალიზაცია), რომლებიც მის სიმტკიცეს განაპირობებენ. ეს უმთავრესად საკვებში შემავალი მჟავების გავლენით ხდება,  და რომ არ არსებობდეს ერთგვარი ბალანსი პირის ღრუში, კბილებს ახალგაზრდა ასაკში დავკარგავდით.

დაკარგულ მინერალებს მინანქარი უმთავრესად ნერწყვიდან აღიდგენს. გარდა ამისა ნერწყვი ჩამორეხცხავს მისი ზედაპირიდან საკვების ნარჩენებს, რომლის დაშლის შედეგად ბაქტერიების მიერ ასევე მჟავები წარმოიქნება. მათი Continue reading “Tooth Mousse — გემრიელი და საიმედო დაცვა”