კბილების ლაზერული გათეთრება

კბილების გათეთრების მეთოდებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა ლაზერით გათეთრება, თუმცა ამასთანავე ყველაზე ძვირადღირებულიცაა. ძალიან ხშირად ამ მეთოდს ურევენ ფოტოგათეთრებაში (ZOOM-ის მეთოდი) არა მხოლოდ პაციენტები, არამედ სტომატოლოგიური კლინიკებიც.

ლაზერული გათეთრება ხასიათდება მთელი რიგი თვისებებით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ფოტოგათეთრებასთან შედარებით.

პროცედურა იგივენაირად ტარდება, როგორც  ZOOM-ის მეთოდით გათეთრება, იმ განსხვავებით, რომ გელი, რომელიც მინანქრის ზედაპირზე თავსდება შეიცავს სპეციალურ მცენარეულ პიგმენტს. მას გააჩნია ლაზერის გამოსხივების აბსორბირების უნიკალური უნარი, რაც განაპირობებს ატომური ჟანგბადის უფრო ღრმა შეღწევადობას ( გათეთრების ეფექტი 8-12 ტონი) და პროცედურის უფრო ხანმოკლე მიმდინარეობას (დაახლ. 30 წთ).  მიღებული ეფექტი პრაქტიკულად მუდმივია, კბილების სწორი მოვლის შემთხვევაში. რამდენიმე წლის (5-6) შემდეგ მოსალოდნელია მინანქრის რამდენიმე ტონით გამუქება, რაც გარეშე თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა პირვანდელი ფერი აღარასოდეს აღდგება.

ლაზერის სხივის მოქმედება იმპულსური და ლოკალურია, რის გამოც გამორიცხულია რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება და დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას.

ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ზუსტად შეარჩიოს სხივის ინტენსივობა და დროის ხანგრძლივობა. ამის გამო მინანქრის სტრუქტურის ცვლილება არ ხდება და შესაბამისად არც მგრძნობელობა მატულობს.  ZOOM-ის მეთოდისგან განსხვავებით, პროცედურის შემდეგ მინანქარი ისეთივე გლუვი და პრიალაა, როგორც პროცედურამდე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ZOOM-ის მეთოდით გათეთრებისას გამოყენებულ გელში ამორფული კალციუმის ფოსფატის დამატებით მკვეთრად შემცირდა მგრძნობელობის მომატების ალბათობა. იგი მინანქრის ზედაპირზევე კრისტალდება და ავსებს წარმოქმნილ ფორებს, რის გამოც მინანქრის შეღწევადობა, და შესაბამისად მგრძნობელობაც, მცირდება.

გათეთრების ყველა არსებული მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, მაგრამ სამკურნალო ეფექტი მხოლოდ აღნიშნული მეთოდისთვისაა დამახასიათებელი, რაც განპირობებულია ლაზერული სხივის ბაქტერიოციდული და შესაბამისად კარიესის საპროფილაქტიკო მოქმედებით.

Zoom-ის მეთოდის არსი

Zoom-ის ტექნოლოგია 2 ეტაპს მოიცავს: კბილის ზედაპირზე სპეციალური გელის აპლიკაცია, რომელიც წყალბადის ზეჟანგს შეიცავს და კბილების დასხივება Zoom-ის პლაზმური ლამპით.

ლამპის შუქის ზემოქმედებით ხდება გელის აქტივაცია, წარმოქმნილი ატომური ჟანგბადი აღწევს კბილის ქსოვილებში, რის ედეგადაც კბილი თეთრდება. აღნიშნული ტექნოლოგიის დიდი პლიუსია ის, რომ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას პირის ღრუს ქსოვილებზე.

ამ ტექნოლოგიის გარდა, სტომატოლოგის არსენალში არის ასევე გათეთრების სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ფოტოგათეთრება. ამ შემთხვევაში გელის აქტივაციისთვის გამოიყენება ლაზერის სხივი. აღნიშნული მეთოდის დროს, პულპის გადახურება ხდება მინიმალურად.

შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის არაა ცნობილი, რომ  კბილების გათეთრება შეიძლება დამოუკიდებლადაც, სახლის პირობებში, ამისათვის უნდა გქონდეთ სპეციალური კაპები და გელი. ეფექტი პროფესიონალური გათეთრების ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობაშია: სტომატოლოგის კაბინეტში ჩატარებული გათეთრების პროცედურა 1-2 საათი გრძელდება, ხოლო სახლის პირობებში კაპების ტარება მოგიწევთ 2-3 კვირის განმავლობაში. თუნდაც სახლის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ეს მეთოდი.

უკუჩვენებად ითვლება ალეგიული რეაქცია წყალბადის ზეჟანგზე, ასევე მინანქრის მომატებული მგრძნობელობა. სახლის პირობებში გათეთრების დროს ადვილად შეიძლება გელი მოხვდეს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, კარიესულ ღრუებში, ყელში. ეს ყოველივე დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან, ამიტომ უნდა იყოთ ზედმიწევნით ყურადღებით ამ პროცედურის ჩატარებისას. უფრო მარტივია გამოიყენოთ პროფესიული დახმარება.

ჩვენს მიერ აღწერილი ტექნოლოგია საშუალებას იძლეევა მხოლოდ ერთ სეანსში მიიღოთ სასურველი შედეგი. ამასთანავე, გელის ძირითად კომპონენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება კარბამიდის პეროქსიდი, რომელიც წყალბადის პეროქსიდისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გათეთრების, მთელი პროცედურა დაახლოებით 1 საათს გრძელდება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კბილების გათეთრების დაგეგმვისას, აუცილებელია პირის ღრუს გამოკვლევა. რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მკურნალობა, ხოლო შემდეგ—- გათეთრების ჩატარება.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/sut-metoda.htm