კარიესის პროფილაქტიკის მიზნით ფტორის გამოყენების საკითხი ალბათ ყველაზე სადაო თემაა დღეს სტომატოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტურობა დადასტურებულია — ფტორის არსებობა კბილის მინანქარში მას უფრო მტკიცეს ხდის კარიესოგენული ფაქტორების მიმართ — სადაო რჩება როდის, რა რაოდენობით და რა გზით არის მისი მიწოდება ოპტიმალური. Continue reading “ფტორი: მტერი თუ მეგობარი?”
Tag: ფტორირება
ა
მჯერადაც მინდა გამოვეხმაურო ერთერთი მკითხველის შეკითხვას და მოკლედ დავწერო მინანქრის თეთრი ლაქების შესახებ .
თეთრი ლაქები მინანქარზე 3 ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
მინანქრის ჰიპოპლაზია ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი კბილის ჩანასახის განვითარებისას მინანქრის მინერალიზაციის დარღვევის გამო ჩნდება და კბილს ამოჭრისთანავე აქვს ასეთი სახის ლაქა. იგი შეიძლება იყოს რძისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო. ლაქა არ Continue reading “მინანქრის თეთრი ლაქები”
ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.
აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის: Continue reading “პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან”