ბრეკეტები და ასაკი

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემის საშუალებით ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს. Continue reading “ბრეკეტები და ასაკი”

შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

პრაქტიკულად, ნებისმიერი კბილის ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გარემოებების გამო და ამოჭრის ნაცვლად ჩანასახი ძვალში შეყოვნდეს. ასეთი რეტენირებული ანუ შეყოვნებული კბილები ყველაზე ხშირად მერვეები ანუ სიბრძნის კბილებია. მათ ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იღებენ. მაგრამ უფრო რთულადაა საქმე შეყოვნებული ეშვების ან ფრონტალური ზონის ნებისმიერი სხვა კბილის შემთხვევაში, რადგან ეს მდგომარეობა ესთეტიკურ პრობლემებს იწვევს. ამოღების შემთხვევაში საჭიროა კბილის აღდგენა, რაც ესთეტიკურ ზონაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დროს და თანხებს ითხოვს. Continue reading “შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?”