თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. II)

ქლორჰექსიდინი —- წარმოადგენს ერთერთ ყველაზე აქტიურ ანტისეპტიკს. აქვს სწრაფი და ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ეფექტურია არხის მიკროფლორის, მათ შორის E. faecalis მიმართ. პრეპარატი სტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში რჩება ქსოვილებში მათი დამუშავების შემდეგ და აგრძელებს მოქმედებას.

ქლორჰექსიდინის ანტიმიკრობული მოქმედება დამოკიდებულია მის Continue reading “თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. II)”

როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან

ჩემი სტუმარი ერთერთი ცნობილი ქართველი ბლოგერია, პროფესიით სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ “RADIX“-ის პრეზიდენტი —- ზურაბ ალხანიშვილი. დარწმუნებული ვარ სტატია, რომელიც ნეტგაზეთში გამოქვეყნდა თქვენც ძალიან მოგეწონებათ, .

მონა ლიზას მომაჯადოვებელი ღიმილის საიდუმლოს კარიესი ჰქვია. დიახ, სავარაუდოდ, მას ცუდი კბილები ჰქონდა და ასე მოკრძალებით ამიტომ იღიმის. უფრო მეტიც, შუა საუკუნეების მხატვრობაში ღიმილს პრაქტიკულად ვერსად დაინახავთ, ტილოებიდან  მშვიდი და სათნო სახეები შემოგვცქერის. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი სილამაზის ახალი სტანდარტი – ფართოდ გაღებული ბაგეები, მკვეთრი, „ჰოლივუდის ღიმილია“. Continue reading “როგორ გავთავისუფლდეთ მონა ლიზას ღიმილისგან”