პაროდონტი, რომელიც კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების — ღრძილის, ძვლისა და თავად კბილის ერთობლიობას წარმოადგენს, ხშირად “პასუხობს” ქალის ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ცვლილებებს. იმის ცოდნა, თუ რატომ და როდის ხდება ეს პროცესი, დაგვეხმარება უყურადღებოდ არ დავტოვოთ სიმპტომები და თავიდან ავიცილოთ პაროდონტის დაავადება. Continue reading “პაროდონტი და ქალის ჯანმრთელობა”
Tag: ღრძილების დაავადება
ათწლეულების განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორ მთელს საბჭოთა კავშირში იგნორირებული იყო თამანედროვე პაროდონტოლოგია. სწორედ ამის გამო დღემდე არ არსებობდნენ კლასიკური პაროდონტოლოგიის მეთოდებით მომუშავე სპეციალიტები. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო დაწესებულება — “ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლა”, რომელიც ამზადებს სპეციალიტებს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნით. ამიტომ შესაბამისი პრობლემის არსებობისას აუცილებლად მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს და არა ზოგადად სტომატოლოგს. ჩვენ შევეცდებით ჩვენს პოსტებში პერიოდულად ავხსნათ ის პროცედურები და მკურნალობის მეთოდები, რომელსაც პაროდონტოლოგი ატარებს.
By Dr. Todd Welch
ღრძილების დაავადების პირველი ნიშნების ცოდნა და გამოვლენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კბილების დაკარგვის მიზეზთა დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. გადა ამისა, ბოლო წლებში ბევრს წერენ მის კავშირზე ბევრ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან, მაგალითად გულის დაავადებები.
თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ან ჰქონია ღრძილების პრობლემა ცხოვრების გარვეულ ეტაპზე, გარკვეული ხარისხით. მისი დროულად გამოვლენა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული პრობლემები. Continue reading “ფაქტები და რჩევები ღრძილების დაავადებაზე”
***პაროდონტი — კომპლექსი, რომელლიც მოიცავს კბილს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს (ღრძილი, მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილი და კბილის ირგვლივი იოგი).
პაროდონტის დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია — ზრდასრული მოსახლეობის 98% და მოზარდთა 83% მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის მატარებელია.
დაავადება შეიძლება მოიცავდეს მთელ კომპლექსს, ან ქსოვილთა მხოლოდ ნაწილს, შეიძლება იყოს ანთებადი ან დისტროფიული ხასიათის.
გინგივიტი და პაროდონტიტი ერთმანეთთან დაკავშირებული ფორმებია. ანთებითი პროცესი თავიდან იწყება ღრძილიდან (გინგივიტი) და დროთა განმავლობაში ვრცელდება კბილის ირგვლივ იოგსა და ძვლოვან ქსოვილზე (პაროდონტიტი).
ამჯერად შევჩერდებით პაროდონტიტის მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულად კი აპარატ “ვექტორზე”.
პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში.
პირდაპირი ქირურგიული მეთოდების გარდა ამისათვის არსებობს ფიზიკური მეთოდებიც — პათოლოგიური ჯიბეების წმენდა მექანიკური ინსტრუმენტებით (კიურეტაჟი) და ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით. როგორც მექანიკურ, ისე ულტრაბგერით მეთოდს აქვს ნაკლი — ამ დროს ზიანდება ღრძილის ღრმა ქსოვილები და კბილის ფესვის ზედაპირი. ხელით ჩატარებული კიურეტაჟის დროს ექიმი ფაქტიურად ბრმად მოქმედებს. ულტრაბგერის ფიზიკური თვისებები ექიმს საშუალებას აძლევს მოაშოროს ქვები და ნადებები პათოლოგიური ჯიბის ყველაზე ღრმა წერტილებში კი, მაგრამ რხევები და ინსტრუმენტის გადახურება უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. გადა ამისა, ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ვერ ხერხდება 5მმ-ზე ღრმა ჯიბეების დამუშავება.
“ვექტორის” მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაში მდგომარეობს, რისი მეშვეობითაც სამუსაო ინსტრუმენტს მოწესრიგებული რხევები გადაეცემა —- იგი მოძრაობს კონკრეტულად სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.
სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.
მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.
“ვექტორის” აპარატით მუშაობისას გამოიყენება არა მეტალის, არამედ კომპოზიტის დრეკადი ინსტრუმენტები, რაც ისეთი რთული ზედაპირების გაწმენდის საშუალებას იძლევა, როგორიცაა კბილის ფესვი და ღრმად მდებარე იმპლანტები.
ფაქტიურად, “ვექტორის” აპარატი უალტერნატივოა დღესდღეობით. მის მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ფაქტიურად არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.