თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. III)

მეორე ჯგუფი — ანტისეპტიკური სახვევები სადეზინფექციო საშუალებებია, რომელსაც ტოვებენ არხში გარკვეული დროით. არხის შიგთავსის ევაკუაციის შემდეგ მიკროორგანიზმები მოკლებულნი არიან საკვებ გარემოს და მგრძნობიარე ხდებიან სუსტი მედიკამენტების მიმართაც კი.  ეს ნივთიერებები ქმნიან მიკრობებისთვის არახელსაყრელ გარემოს და ამავდროულად ახდენენ პერიაპიკალური ქსოვილების დამცველობითი ფუნქციების სტიმულაციას. რამდენადაც მიკროორგანიზმების ძირითადი ნაწილი მოშორებულია არხის ინსტრუმენტული დამუშავების შედეგად, ანტისეპტიკურ სახვევებში ანტისეპტიკის მაღალი კონცენტრაცია არაა აუცილებელი. მათი ფუნქცია შემდგომში მდგომარეობს:   Continue reading “თანამედროვე ენდოდონტიაში გამოყენებული არხის სადეზინფექციო საშუალებები და მეთოდები (ნაწ. III)”

SlickGel ES from Sybron Endo

დღეს ნეტში წავაწყდი ერთ ძალიან პრაქტიკულ და საჭირო პროდუქტს  Sybron Endo-სგან. ეს ფირმა ალბათ ბევრისთვისაა ცნობილი ხარისხიანი ენდოდონტიური პროდუქციით და არამარტო.

მოკლედ, წარმოგიდგენთ SlickGel ES.

slickgel-es-tubes

მის შემადგენლობაში შედის კარმაბიდის, იგივე შარდოვანას პეროქსიდი და EDTA-ს ხსნარი. ლუბრიკანტის ფუნქციის გარდა, რომელიც აუცილებელია არხის როგორც მანუალური, ისე მექანიკური დამუშავებისას, მისი შემადგენელი კომპონენტები სულ სხვა “მისიას” ასრულებენ. Continue reading “SlickGel ES from Sybron Endo”