კბილების გასწორება (ორთოდონტია)

311 thoughts on “კბილების გასწორება (ორთოდონტია)

  1. გამარჯობა ოთხი დღის წინ ვიყავი ორთოდონტან მეორე წელია ბრეკეტები მიკეთია რეზინით გადაბმა გამიკეთა იმის მერეა ბოლო კბილი ძალიან მტკივა გამაყუჩებელიც არ მიყუჩებს სახეც გასიებული მაქ რას მირჩევდით?

    1. შეშუპება ანთებით პროცესზე მიუთითებს, რაც კბილის ან ღრძილის პრობლემასთან არის სავარაუდოდ დაკავშირებული და არა ორთოდონტიულ მკურნალობასთან. კბილის რენტგენზე გამოჩნდება რა არის მიზეზი. მიმართეთ თერაპევტ-სტომატოლოგს ან პაროდონტოლოგს.

      1. გამარჯობა.როდესაც მეექვსე და სხვა კბილის ნახ გვირგვინია დარჩენილი და და დანარჩენი პლომბია საჭიროებს თუ არა იმ კბილის გვირგვინით დამაგრება როდესაც უნდა დაიწყოს ორთოდონტიული მკურნალობა და რომელი გვირგვინი ჯობია გაკეთდეს და 16 ელიდან თუ არის შესაძლებელი?

      2. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ. ორთოდონტთან კონსულტაციია საჭირო, რადგან ინდივიდუალურ გადაწყვეტას მოითხოვს.

      3. გამარჯობა,თქვენი რჩევა მჭირდება.რთული ქეისია. წამყვანი და გამოცდილი ორთოდონტები სხვადასხვა და განსხვავებულ მკურნალობის ამბობენ.ზოგი თავიდან სპლინტს ამბობს ზოგი პირდაპირ ბრეკეტს.გთხოვთ მიპასუხოთ სრული გამოკვლევა 3 დ გარდა რომელიც გაკეთებულია კიდევ რა არის საჭირო რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას.პირველ რიგში გნათოლოგმა უნდა შეაფასოს და მერე ორთოდონტმა? თქვენი რჩევა მნიშვნელოვანია.არ მაქვს დაზღვევა და ვეძებ ძლიერ გამოცდილ და პაციენტზე ორიენტირებულ ორთოდონტს.

      4. მადლობა ნდობისთვის, თუმცა საწუხაროდ ორთოდონტიულ ქეისზე რჩევებს ვერ მოგცემთ. იმის თქმა შეგვიძლია, რომ ცეფალომეტრია პრაქტიკულად ყოველთვის კეთდება დიაგნოსტირებისას. გირჩევდით თამარ კუბლაშვილს ან ნინო ბერიძეს.

      5. გამარჯობა .ზედა ყბის გაფართოება ,იმისთვის რომ ადგილი მიეცეს ეშვს რომელიც არ ჩამოდის და დგას არასწორ პოზიციაში.ექიმმა 16 და 17 ასაკისათვის წლის ასაკისათვის ექსპანდერით უფრო მისაღებია ვიდრე ფირფიტაო და თქვენ რას გვეტყვით?ქეისი რთულია.ასევე მიკრო იმპლანტები თუ ანაცვლებს ექსპანდერს თუ სხვადასხვა დანიშნულება ააქვს?

      6. როგორც უკვე გითხარით, ასეთ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს სპეციალისტმა ორთოდონტმა უშუალოდ ვიზუალური დათვალიერების და გამოკვლევის შემდეგ, რადგან კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ჩვენს ვებსაიტზე ამის საშუალება შეზღუდულია.

  2. gamarjobat,maqvs otxive sibrdznis kbili amosuli,da gavikete breketebi,ise rom ar amomigia arcerti sibrdznis kbili,da breketebis moxsnis shemdeg,sibrdznis kbilis amogeba rom damchirdes,isev aireva tuara kbilebis wyoba amogebis shemdgom?

    1. ეს ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული და მხოლოდ ორთოდონტს შეუძლია პროგნოზის გაკეთება. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგან ორთოდონტოული მკურნალობისთვის საჭირო არ გახდა მერვე კბილების ამოღება, არც ბრეკეტის მოხსნის შემდეგ ამოღება იქონიებს გავლენას მიღებულ შედეგზე.

  3. გამარჯობა. ვარ 19 წლის. მაწუხებს კბილებთან დაკავშირებული რამოდენიმე პრობლემა, მათ შორის განლაგების დარღვევა და სხვა. ვფიქრობ ამ მიზეზით არის გამოწვეული ყბის ასიმეტრიაც. მაინტერესებს ბრეკეტების საშვალებით რამდენია ამ პრობლემის აღმოფხვრის ალბათობა ჩემი ასაკის გათვალისწინებით.

    1. ყბის ასიმეტრიის მიზეზი შეიძლება მხოლოდ კბილების განლაგებასთან არ იყოს დაკავშირებული. აუცილებლად უნდა გაიაროთ კარგ პროფესიონალ ორთოდონტთან კონსულტაცია, რადგან ასეთი მდგომარეობა ხშირად კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და მხოლოდ კბილების გასწორებით პრობლემა არ გვარდება. კარგი ისაა, რომ თქვენი ასაკი ოპტიმალურია კარგი შედეგის მისაღებად ასეთ შემთხვევებში, როცა მრავალპროფილიანი მიდგომაა საჭირო. თუმცა ორთოდონტიულ ჩარევას ასაკობრივი შეზღუდვა პრაქტიკულად არ აქვს.

  4. გამარჯობა მაინტერესებს დაპლომბოლი მაქ თითქმის ნახევარი კბილი და ბრეკეტებით თუ გამისწორებენ თუ არაფერი ეშველება ჩემს კბილებს

    1. ზოგადად დაბჟენილ კბილზე შესაძლებელია ბრეკეტის დამაგრება და ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება. კონკრეტული სიტუაცია ორთოდონტმა უნდა შეაფასოს.

  5. გამარჯობა. მაინტერესებს, არის თუ არა ბრეკეტებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ბჟენი და დამოკიდებულია თუ არა ბჟენის სიმყარეზე ბრეკეტების გაკეთების შესაძლებლობა.

    1. დამოკიდებულია ბჟენის ლოკალიზაციაზე და კბილის გადანაცვლების მიმართულებაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს ბჟენის/ რესტავრაციის გამოცვლა ან კბილის ხელოვნური გვირგვინით დაფარვა.

  6. გამარჯობა. ბრეკეტის ჩასმა მინდა, მაგრამ ძგიდის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, ღამით მიჭირს ცხვირით სუნთქვა ძირითადად. ჯერ ბრეკეტი რომ გავიკეთო, რამე პრობლემა იქნება?

    1. ბრეკეტების დამაგრების შემდეგ მცირე დისკომფორტია თავიდან რამდენიმე ხანი. ეს პერიოდი თუ არ დაემთხვევა ოპერაციას, წესით პრობლემა არ უნდა იყოს.

    1. გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას. ვინირით ან გვირგვინით გასწორება შესძლებელია თუ კბილი რკალიდან არ არის გამოსული. . სხვა შემთხვევაში ორთოდონტიული მკურნალობას გირჩევთ.

      1. გამარჯობა !ორთოდონტმა გაგვაგზავნა ყბა სახი ქირურგთან სადაც უნდა მოხდეს და გადაწყდეს კბილის ამოღების და არ ამოღების საკითხი მაგრამ არის თანდაყოლილი ასიმეტრია. თუმცა მანამდე რკინები რომ გვეკეთა ცენტრი რომ გასწორებული იყო ასიმეტრიაც ნაკლებად ჩანდა თუმცა მოხსნის შემდეგ ისევ აირია ცენტრი .მაინტერესებს ყბა სახის ქირურგის შემდეგ კონკრეტულად ჯერ გნათოლოგთან არის სწორი რომ მივიდეთ და მერე ორთოდონთან? რადგან ყველა არ ფლობს როგორც ვიცი ამ სფეროს და მხოოლოდ კბილების გამოსწორებით საერთო სურათი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.გთხოვთ გვირჩიოთ კვალიფიციური ასევე ამ საკითხში გამოცდილი სამივე სპეციალისტი.მადლობა

      2. თუ საუბარია ყბა-კბილთა პათოლოგიაზე, ასეთ შემთხვევაში მკურნალობას გეგმავს ორთოდონტი. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტა საჭიროა თუ არა კბილის ამოღება (ორთოდონტიული მკურნალობის მიზნით). გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასიმეტრია ყბა-სახის რაიმე პათოლოგიით არის გამოწვეული. გნათოლოგსაც ორთოდონტის რეკომენდაციით უნდა მიმართოთ.
        გირჩევდით ორთოდონტებს: ლალი კოჭლაშვილი (კლინიკა “ალბიუსი”), თამარ კუბლაშვილი (კლინიკა “უნიდენტი”).

      3. აუციილებელლია თუ არა ორთოდონტიულ ჩარევამდე ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი და თუ პრობლებაა ცხვირით სუნთქვის ამ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს ბრეკეტი? ან თუ ადრეა ცხვირის ოპერაციის გაკეთება მაგრამ ამავე დროს კბილებს თავისი ჩვენებეები აქვს და თავისი დრო?

      4. დიახ, ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგთან კონსულტაცია. ორთოდონტმა მასთან ერთად უნდა შეიმუშავოს მკურნალობის გეგმა, რადგან ეს დამოკიდებულია როგორც ცხვირით სუნთქვის გაძნელების კონკრეტულ მიზეზზე, ისე თანკბილვის პათოლოგიის ტიპზე.

  7. გამარჯობა, რეტეინერის ფირფიტას ვხმარობ და ღამე გადმომივარდა პირიდან და დილით რომ მოვსონჯე, ყბას რომ ვხურავ, წინა,მთავარი რკალი ძალიან აწვება წინა კბილებს. მაინტერესებს რაიმე საშიშროება თუ არის რომ კბილებმა ფორმა შეიცვალოს? ან ფასიანია თუ არა გასწორება?? 💗მადლობა

    1. არ ღირს დაზიანებული რეტეინერის გამოყენება. ეს შეიძლება შედეგზე აისახოს.
      გასწორება ფასიანია თუ არა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მკურნალობის პირობებზე და შეთანხმებაზე. უნდა მიმართოთ თქვენს ორთოდონტს.

    2. დიდი მადლობა რჩევისთვის და ყბა სახის ქირურგსაც და გნათოლოგს ვის გვირჩევთ რთული ქეისის სამკურნალოდ? (12 წ 18 წლამდე )რადგან სადაც ვიყავით ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს და ამ დროს პაციენტისთვის რთულია როდესაც ექიმი თავად არ არის პასუხში დარწმუნებული.

      1. საქართველოში გნათოლოგზე არ მაქვს ინფორმაცია. ყბა-სახის ქირურგს კი გირჩევდით მამუკა გოგიბერიძეს “ალბიუსში”.

  8. გამარჯობა, 4 წლის წინ მეკეთა ბრეკეტი, 2 წლიანი მკურნალობა ჩავიტარე და არ ამოუღია ვიღებ სიბრძნის კბილები, 2 თვეა ქვედა ყბა , რომელზეც რეტეინერი მაქვს დაფიქსირებული სრულიად დეფორმირდა, მთელი მკურნალობა წყალში ჩაიყარა და უფრო უარესიც დამემართა , როგორ მოვიქცე? ეშველება რამე ?

    1. თუ დეფორმაცია სიბრძნის კბილების ამოჭრამ გამოიწვია, უნდა ამოიღოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება მაინც იქნება საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად.

  9. გამარჯობა, თითქმის 2 კვირაა ზედა ყბაზე გავიკეთე ბრეკეტები. დღეს შევამჩნიე, რომ ერთი წინა ცენტრალური კბილი მერყევა როცა კბილს კბილზე ვაჭერ. საგანგაშოა თუ არ ვინერვიულო?

    1. საგანგაშო არაფერია. კბილების გასწორების პროცესში ჯერ მათი მორყევა ხდება, შემდეგ გადანაცვლება და მკურნალობის ბოლოს ახალ პოზიციაში გამყარება.

  10. გამარჯობა გუშინ კბილებს როდესაც ვიხერხავდი ბერკეტის რკალი განეღუნა ორ კბილთა და მყინვარი ახლა ეს კბილები. და ჩემი ექიმი კვირამდე არ ჩამოდის და მანამდე ხომ არ მოუვა კბილებს რამე ?

    1. კბილების “გახერხვაში” რას გულისხმობთ? ალბათ ჯაგრისით გახეხვას არა, რადგან გახეხვისას რკალს ვერ დააზიანებდით. ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებთ და მოგიწევთ ექიმს დაელოდოთ.

  11. გამარჯობა, ინფორმაციას ხომ ვერ მომაწვდით, ბრეკეტებზე რომ აკეთებენ ერთმანეთზე გადაბმულ რეზინებს, რისთვისაა ეგ?

Leave a reply to Kia Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.