გათეთრება

49 thoughts on “გათეთრება

  1. გამარჯობა. ორი კითხვა მაქვს. 1) ეშვი მაქვს მკვდარი და დროტა განმავლობაში გაყვითლდა, ვიცი ეშვი უფრო ყვითელია ისედაც მაგრამ ეს მართლა ძალიან ყვითელია და მინდა ენდოგათეთრება გავიკეთო, თან ბევრი ცუდი მსმენია და მეშინია. რას მირჩევთ? ბევრი ფული არ მაქვს რომ ვინირი გავიკეთო. ენდოგათეთრების შედეგის ხანგრძლივობაზეც მიტხარით რამე <3, არ ვსვავ კოფეინს, გაზიანებს და არც ვეწევი. 2) კალციუმის ელექტროფორეზზე რას მეტყვით? მინანქარი მაქვს გამოფიტული, ბრეკეტებმა დამიზიანა და დამისუსტა, მინდა ჩავიტარო თერაპია და დიდად კალციუმის ფორეზზე არაფერი მსმენია, რას უზავს კბილს? ჩემი პრობლემა არის კბილის კიდეს გამჭვირვალობა კბილის დაბოლოებაში, ეგეც ვიცი ნორმალურია მაგრამ ჩემი უფრო აჭრელებულად გამოიყურება, ასე ნამდვილად არ მქონდა. კალციუმის ფორეზმა შეიძლება აღმიდგინოს ერთი ფერი ? მადლობა

    1. სწორად ჩატარებული ენდოგათეთრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არც შედეგი იცვლება დროთა განმავლობაში.
      კალციუმის ელექტროფორეზის ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით. მოძველებულია და თანამედროვე სტომატოლოგიაში აღარ გამოიყენება, რადგან არსებობს მინანქრის რემინერალიზაციის მრავალი საშუალება. თუმცა თუ პორბლემა ესთეტიკურია და სიჭრელის მოშორებაა თქვენი მიზანი, ვინირები უალტერნატივოა.

      1. დიდი მადლობა. აქვე რომ ვიკითხო, დაბლა ყბაზე 5,6 და მე-7 კბილი მაქვს გადასაკრავო, ორთოპედმა ცირკონის გადაკვრა მირჩია, მე კი სულ მეგონა საღეჭებზე მეტალო უფრო გამძლე იყო. იმედია ვცდები და ცირკონიც გამძლეა და ასე ვთქვად ,,ხელზე არ მიხვევს,. მოგეხსენებათ სხვაობა დიდია ფასებში.

      2. ცირკონი ბევრად გამძლეა. პლიუს ვიზუალურად ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული.

  2. გამარჯობა გინგივიტი მაქვს და ვკურანობ მხოლოდ სამკურნალო კბილის პასტიტ მაინტერესებს ქიმიური გატეტრება ტუ სჰემიქმნის რაიმე პრობლემას რომ გავიკეთო

    1. აჯობებს გინგივიტის მკურნალობის შემდეგ ჩაიტაროთ გათეთერება, როცა სიმპტომები (შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა) აღარ გექნებათ. გამათეთრებელი საშუალება პირდაპირ არ მოქმედებს ღრძილზე, მაგრამ მისი გაჟონვის შემთხვევაში კიდევ უფრო გაართულებს გინგივიტს. მაშინ, როცა ჯანმრთელი ღრძილის შემთხვევაში ასეთი დაზიანების შემდეგ ღრძილის ქსოვილი სწრაფად აღდგება.

  3. Myavs 5 wlis da 3 wlis shvilebi, ortaves gaushavdat minanqari, risgan sheidzleba momxdariyo da ra aris aucilebeli rom gavaketo

    1. გააჩნია რას გულისხმობთ მინანქრის გაშავებაში. თუ შავი პიგემნტური ნადებია, ამის მოშორება შესაძლებელია სტოამტოლოგთან გასაწმენდად თუ მიიყვანთ. თუ სიშავე კარიესის ბრალია, კბილების მკურნალობაა საჭირო, ხოლო თუ მთლიანად მინანქრის ქსოვილის ფერია შეცვლილი, ეს კბილების ამოჭრისთანავე ჩანს ხოლმე, რადგან კბილის ჩანასახის პერიოდში დაზიანებას უკავშირდება. ამიტომ აჯობებს ჯერ სტომატოლოგთან მიიყვანოთ, რათა გაირკვეს სიშავის მიზეზი.

  4. გამარჯობა. ორი წლის შვილი მყავს, ცენტრალურ კბილზე (მხოლოდ ერთზე) მოულოდნელად შეეცვალა ფერი, ოდნავ გაუმუქდა. სხვა კბილები ჯანსაღი აქვს. ეს კბილი არც ირყევა და არც აწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. ყველაზე ხშირად ასეთო რამ ტრავმისას ხდება. არ არის აუცილებელი კბილი ირყეოდეს. საჭიროა რენტგენის გადაღება, რომ გაირკვეს თუ არის ფესვის მოტეხილობა.

      1. თუ არ არის ფესვი მოტეხილი და ნერვი თუა მარტო მკვდარი ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა?

      2. დიახ, არხის დაბჟენა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდარი ნერვი გამოიწვევს ანთებას ფესვზე. თუ ფესვია მოტეხილი, სამწუხაროდ კბილის შენარჩუნების შანსი ცოტაა.

  5. Gamarjoba,dzalian kmayopili var rom am saitshi shemovedi da gavige rogor unda mouarot piris grus. Me minda kitxva dagisvat me 14 wlis var da me6 tvea miketia breketebi da breketebis qvesh gamiyvitlda kbilebi da ras sheidzleba gamoewvia es gayvitleba?

    1. ძალიან მიხარია, რომ თქვენთვის საინტერესოა ინფორმაცია იპოვეთ ამ საიტზე.
      ბრეკეტებს რაც შეეხება, ჰიგიენური პროცედურები ყოველთვის რთულდება ბრეკეტების ტარებისას. აგროვდება ნადები და სიყვითლეც აქედან უნდა იყოს. ამიტომ საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება. მაგალითად, სპეციალური ჯაგრისის, რომელიც დაგეხმარება ბრეკეტების გარშემო ნადების მოცილებაში. ასევე ირიგატორი ან სპეციალური ფლოსი. სტომატოლოგთან გაწმენდის ჩატარებაც ბრეკეტის ტარებისას უფრო ხშირადაა საჭირო, ვიდრე ბრეკეტების გარეშე. თქვენმა ორთოდონტმა უნდა შეგირჩიოთ მოვლის საშუალებები და გაგგზავნოთ გასაწმენდად, როცა საჭიროდ ჩათვლის. აუცილებლად შეეკითხეთ ამის შესახებ შემდეგ ვიზიტზე.

  6. gamarjobat mainteresebs tu xdeba wina kbilis moqlibva estetiuri tvalsazrisit da kbilis mgrdznobelobaze xom ar imoqmedebs ?

    1. კბილის ქსოვილის მოქლიბვა შემდგომი დაფარვის გარეშე ნამდვილად არასასურველია, თუნდაც მცირე რაოდენობით. მგრძნობელობის განვითარება დამოკიდებულია მოქლიბული ქსოვილის რაოდენობაზე.

  7. Mogesalmebit.mainteresebs tu sheizleba gaketebuli kbilebis gatetreba.vgulisxmob netaloplasmass.xshiri kavis smit gamimuqda,madlobt

    1. სამწუხაროდ ხელოვნური მასალის გათეთრება არ ხდება, მხოლოდ კბილის ქსოვილის. მეტალოპლასტმასის ერთერთი დიდი მინუსია ის, რომ დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, კერამიკისგან განსხვავებით. გამოსავალი მხოლოდ გვირგვინის შეცვლაა.

  8. Gamarjoba kbilebs gatetreba Minda qimiurad. Mainteresebs ra ukuchvenebebi aqvs da tu iwvevs iset zians Tom lbili dashlamde mivides.anu ROM gava misi moqmedebis dro ra xdeba shemdeg ufro xom AR muqdeba?

    1. თუ ხარისხიან და აპრობირებულ გათეთრების მეთოდს იყენებს ექიმი, არანაირ გართულებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. მხოლოდ შეიძლება კბილების მგრძნობელობის მომატება დროებით. არ გამოიყენება ორსულებში და კარიესული ღრუების არსებობის შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბჟენების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ისინი შესაცვლელი გახდეს, რადგან მათი ფერი არ იცვლება.

  9. გამარჯობათ, კბილების ფერის შეცვლას რა შეიძლება იწვევდეს ,მქონდა ძალიან თეთრიარა მაგრამ ამ ბოლო დროს საგრძნობლად გამიმუქდა და რა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ, და გათეთრება რამდენ ხანშიერთელ შეიძლება?

    1. ზოგიერთი ტიპის საკვები შეიცავს ძლიერ პიგმენტებს და თუ თქვენს დიეტაში ხშირად შედის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ჭარხალი, სტაფილო, წითელი ღვინო, ყავა, მუქი ჩაი, შესაძლოა მინანქრის გამუქების მიზეზიც ეს იყო. თუმცა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს მინერალების ნაკლებობას მინანქარში. ამისათვის არსებობს სპეციალური საშუალებები (გელები, პასტები), რომელის აპლიკაციებიც კეთდება როგორც სტომატოლოგთან, ასევე დამოუკიდებლადაც სახლში. თქვენს სტომატოლოგს შეუძლია შეგირჩიოთ ასეთი მკურნალობის მეთოდი.

  10. გამარჯობა,შემთხვევით ვნახე ეს გვერდი და ძალიან გამეხარდა.იქნებ მირჩიოთ კარგი ექიმი,12წლის ვიყავი როცა მშობლებმა წინა კბილების დასაპლომბად სტომატოლოგთან მიმიყვანა,არაფერი ისეთი არ მჭირდა. ექიმმა მომიკლა წინა კბილები,დამიპლომბა მაგრამ იმის მერე სულ გამიშავდა,გამიკეთეს რკინები და რომ მოიხსნი თავიდან დავპლომბავთო მანუგეშეს.რკინები მეკეთა წელიწად ნახევარი და მერე მოვიხსენი,აღარ მინდოდა იმ კლინიკის და ექიმების დანახვა.ერთდღესაც უკანა კბილი ამტკივდა და ისევ მიმიყვანეს მშობლებმა ექიმთან თან ბრეკეტებიც უნდა გამეკეთებინა,ექიმმა წინა კბილები რომ დაგიპლომბო ბრეკეტებს აღარ მიიწეპებსო,არც დამიპლომბა დანარჩენი კბილები, არც გამიწმინდა.ასე გავიდა ორ წელიწად ნახევარი,სულ გამიფუჭდა და გამიყვითლდა ყველა კბილი.ჩემი ექიმი შვებულებაშია,ამასობაში მე უკანა კბილი ამტკივდა სხვა ექიმთან მივედი კონსულტაციაზე და გადაირია ეს კბილი ჩირქიანიაო და დაიწყო ჩემი ყოფილი ექიმების ლანძღვა.მოკლედ აღარ შემიძლია რა,ძალიან დავიღალე,გამიმწარეს ცხოვრება,დავკომპლექსდი და ვეღარ ვიცინი წესიერად,მრცხვენია ჩემი კბილების.უკვე მიწევს ბრეკეტების მოხსნა,თან წინა და უკანა კბილები დასამპლომბი მაქვს და ჩემს ექიმს ვერ ვანდობ! როგორცვიცი რაღაც ხსნარით თუ წამლით აპირებდა წინა კბილების გამოთეთრებას,არვიცი რა.მთლიანად მოსაწესრიგებელი მაქვს პირის ღრუ,დამეხმარეთ პროფესიონალი ექიმის პოვნაში, ძალიან გთხოვთ :(((

    1. ეხლა გადავხედე კომენტარებს,გათეთრება 18 წლამდე არ შეიძლებაო,გავგიჟდებიიიი,აბა რა უნდა ვქნაა? :((((((((( ესე ვერვიქნები

  11. როდესაც ბჟენებია კბილებზე გასაგებია, რომ ჯერ გათეთრება კეთდება და შემდეგ ბჟენების გამოცვლა მაგრამ დროთა განმავლობაში კბილები ისევ რომ გამუქდება, ხედახალი გათეთრების დროს ისევ უნდა გამოიცვალოს ბჟენები? ქიმიური გათეთრება ხომ ერთი წელი ძლებს დაახლოვებით? და ქიმიური და ზუმი ერთიდაიგივეა თუ რა განსხვავებაა?

    1. კი, ასეა. თუ ფერი უსევ გამუქდა ისევ უნდა გაითეთროთ. გათეთრების ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გათეთრების ტექნიკაზეც და იმაზეც, თუ რამდენაც იყენებს პაციენტი პიგმენტირებულ საკვებს/ სასმელს. თუ ფრონტალურ კბილებზე ბჟენებია, გათეთრების მაგივრად რეკომენდებულია ვინირები.
      ზუმიც ქიმიური გათეთრებაა. ყველა სახის გათეთრება ქიმიურია. ზუმის ანუ სხივით გათეთრების დროს გამათეთრებელ გელს ააქტიურებს სხივი და პროცესი უფრო სწრაფად მიდის. კაპებით გათეთრებისას გაცილებით ნელა, რადგან გელი თვითონ მოქმედებს მინანქარზე, სხივის გარეშე. მოძებნეთ ამ საიტზე სტატები ზუმის ტიპის გათეთრებაზე და გაერკვევით ყველაფერში.

  12. gamajobat, wina ramdenime kbilze maqvs yavisferi sheferilobis laqebi ragac sichrelesavit dayveba kbilebs, aseve nervmokluli kbilebic maqvs, jerjerobit breketebs vatareb moxsnis shemdeg vgegmav gatetrebas. da mainteresebs qimiuri gatetrebis shemtxvevashi es laqebic gatetrdebaa, an zogadad mkvdari kbilebic tetrdeba xolme aseti tipis gatetrebis shemtxvevashi ?

    1. მკვდარ კბილებს ხშრად დამატებით სჭირდება გათეთრება შიგნიდან. სხვადასხვა სახის ლაქები სხვადასხვანაირად ემორჩილება გათეთრებას. ზოგჯერ თანაბარი ფერის მიღება შეუძლებელია და მცირედ შესამჩნევი სიჭრელე მაინც რჩება. შეიძლება უკეთესი იყოს ვინირების გაკეთება გათეთრების მაგივრად.

  13. Gamarjobat. Dzalian gtxovt mitxarit rogor gavitetro kbilebi bunebrivad anu saxlshi? Tu shegidzliat ramdenime mitxarit

    1. თუ შინაურულ მეთოდებს გულისხმობთ, უშედეგოა. უფრო მეტიც, სოდის, ლიმონის, ნახშირის და მსგავსი საშუალბების გამოყენება საგრძნობლად აზიანებს მინანქარს. არის გამათეთრებელი სახლის სისტემებიც, რომელიც ექიმისგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ სახლში გამოიყენოთ, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. რეალური ეფექტისთვის უნდა ჩაიტაროთ პროფესიონალური გათეთრება სტომატოლოგიურ კაბინეტში.

  14. gamarjobat.30 %iani opalescence-it gatetrebis efeqti ramden xans grdzeldeba da ramdenad sazianoa kbilebistvis?

    1. რამდენადაც ვიცი 30%-სე ზემოთ მხოლოდ ოფისის მეთოდის დროს გამოიყენება, ანუ ერთჯერადად.

      1. სახლის სისტემები 2 სახისაა: ერთი რომელიც დამუკიდებლად შეგიძლიათ შეიძინოთ და ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენოთ. ისინი ხშირად იყიდება აფთიაქებში ან სუპერმარკეტებში. შეგიძლიათ ინტერნეტითაც შეიძინოთ (მაგ. Crest-ს აქვს ასეთი საშუალებები). მეორე, რომელსაც გაძლევთ სტომატოლოგი შესაბამის ინსტრუქციასთან და გამოყენების ინდივიდუალურ რეჟიმთან ერთად. ეს პროფესიონალური სისტემებია და შესაბამისად ბევრად ეფექტურია (მაგ. Opalescence).

    1. სურათზე რაცაა ეს აპარატი ვიზუალურად ჰგავს ზუმის აპარატს. არ ჩანს წარწერა და სურათიც შეიძლება ინტერნეტიდან იყოს აღებული. აჯობებს ადგილზე გაარკვიოთ.

    1. არსებობს სახლის სისტემები, რომელიც ძალიან ეფექტურია. შინაურ მეთოდებს თუ გულისხმობთ, ამით მხოლოდ მინანქარს დაიზიანებთ.

    1. ფასები განსხვავდება სხვადასხვა კლინიკაში. გააჩნია სისტემას, პათოლოგიას და ექიმის კვალიფიკაციას. მერყეობს 1000-დან 5000 ლარამდე დაახლოებით.

  15. და რამდენად კარგია ანუ რამე ზიანს ხომ არ აყენებს კბილებს დროთა განმავლობაში??

    1. ხარისხიანი სისტემით და სწორად ჩატარებული პრაქტიკულად არანაირ ზიანს არ აყენებს მინანქარს.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.