ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები

დღეს, როდესაც ორთოდონტიული პაციენტების ნახევარი ზრდასრულებზე მოდის, ბუნებრივია ბრეკეტ-სისტემების ესთეტიკური მხარის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ლინგვალური ბრეკეტების მზარდი პოპულარობაც ამითაა განპირობებული. ისინი, ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით სასის/ენის მხრიდან მაგრდება კბილებზე (ლათ. lingua- ენა) და შესაბამისად გარედან სრულიად შეუმჩნეველია. Continue reading “ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები”

ბრეკეტები და ფლოსი

ვინც ბრეკეტებს ატარებს, ბევრმა არ იცი როგორც უნდა გამოიყენოს ფლოსი. ზოგი კი ფიქრობს, რომ ბრეკეტებთან ერთად ფლოსის გამოყენება საერთოდ შეუძლებელია. სინამდვილეში კი ფლოსით ყოველდღიური გაწმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორთოდოტიული მკურნალობის პერიოდში, რადგან საკვების ნარჩენების შეყოვნება და ნადების დაგროვება გაცილებით ინტენსიურია ბრეკეტის კონპონენტებზე და შესაბამისად კბილის ზედაპირზეც. Continue reading “ბრეკეტები და ფლოსი”

ბრეკეტები და ასაკი

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემის საშუალებით ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს. Continue reading “ბრეკეტები და ასაკი”

შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?

პრაქტიკულად, ნებისმიერი კბილის ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა გარემოებების გამო და ამოჭრის ნაცვლად ჩანასახი ძვალში შეყოვნდეს. ასეთი რეტენირებული ანუ შეყოვნებული კბილები ყველაზე ხშირად მერვეები ანუ სიბრძნის კბილებია. მათ ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იღებენ. მაგრამ უფრო რთულადაა საქმე შეყოვნებული ეშვების ან ფრონტალური ზონის ნებისმიერი სხვა კბილის შემთხვევაში, რადგან ეს მდგომარეობა ესთეტიკურ პრობლემებს იწვევს. ამოღების შემთხვევაში საჭიროა კბილის აღდგენა, რაც ესთეტიკურ ზონაში განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, დროს და თანხებს ითხოვს. Continue reading “შეყოვნებული კბილი: ამოვიღოთ თუ “ამოვქაჩოთ”?”

ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები

კბილების გასწორება მოზრდილ ასაკში ბევრისთვის სასურველიცაა და ხელმისაწვდომიც, თუმცა ხშირად თავს იკავებენ ვიზუალური ფაქტორის გამო. ის გარემოება, რომ კბილებზე დამაგრებული აპარატი საუბრისას, გაღიმებისას თვალში მოსახვედრია, ბევრისთვის პრობლემატურია. Continue reading “ინვიზალაინი — უხილავი ბრეკეტები”

“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა. Continue reading ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია”