განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?

გქონიათ შემთხვევა, როდესაც კბილი წლების წინ გაქვთ ნამკურნალები, “მკვდარია” და არც გაწუხებთ, მაგრამ სტომატოლოგი გეუბნებათ, რომ საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა? ასეთ გადაწყვეტილებას ექიმი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს, თუ ჩათვლის რომ არხები სრულფასოვნად არ არის ნამკურნალები და ჩამოყალიბებულია ფესვის ირგვლივ ანთებითი კერა, რომელიც მოიაზრებს ძვლის დაშლას და წარმოქმნილ ღრუში ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვებას. ძალიან ხშირად ასეთი პროცესი ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ გამწვავდება. რენტგენზე კი ჩანს მუქი ჩრდილი ფესვის მწვერვალზე ან მის გარშემო, რაც ძვლის დაშლას შეესაბამება. Continue reading “განმეორებითი ენდოდონტია — რატომ?”

ჰელიობჟენი თუ ცერეკი?

როდესაც საქმე მცირე ზომის კარიესს ეხება, ჰელიობჟენის ანუ სხივით გამყარებადი კომპოზიტის არჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც დიდი ზომის დეფექტია აღსადგენი, ანუ კბილის გვირგვინის რესტავრაციაა საჭირო, ღირს დაფიქრება. ასეთ შემთხვევაში ჰელიობჟენს კონკურენციას უწევს “ცერეკის” ბჟენი, რომელიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული CEREC ტექნოლოგიით. ასეთ ბჟენს ინლეი ან ონლეი ეწოდება. Continue reading “ჰელიობჟენი თუ ცერეკი?”

რატომ ვარდება ბჟენები?

პაციენტები ხშირად კითხულობენ: “რატომ ვარდება ბჟენი?”. და მართლაც, ზოგჯერ სრულიად ახალი ბჟენები ტოვებენ თქვენს კბილებს სრულიად უდროოდ და მოულოდნელად. მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

პირველ რიგში, საბჟენი მასალები განსხვავდებიან თვისებებით. ერთ სახეობას ახასიათებს მეტი კუმშვადობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ზომაში მცირდებიან და კბილის კედელსა და ბჟენს შორის სივრცე ჩნდება, სადაც აღწევს მიკრობები და საჭმლის ნარჩენები. ბჟენის ირგვლივ ჩნდება კარიესი, კედლები რბილდება და ბჟენიც ვარდება. Continue reading “რატომ ვარდება ბჟენები?”

ნანოკომპოზიტური მასალები

nano2

სამწუხაროდ, ეკოლოგიური სიტუაცია, განსაკუთრებით კი მეგაპოლისებში, კვების კულტურა, სტომატოლოგიური მკურნალობისადმი დამოკიდებულება ადამიანებში სახარბიელო ნამდვილად არაა.  ამავდროულად, მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები, ჩვენი პაციენტების მოთხოვნები და შესაძლებლობები მატულობს. ყოველივე ეს იწვევს თანამედროვე დონის სტომატოლოგიური მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ მიკროელექტრონიკის, ელემენტური ფიზიკის, კოსმოსური და სამხედრო დარგების გვერდით, სტომატოლოგია გვევლინება მედიცინის მაღალდინამიურ, განვითარებად დარგად. გასული წლის 80-იანი წლებიდან დაიწყო კომპოზიციური მასალების აღმასვლა. მოკლე გამოყენების ვადა, სირთულეები მუშაობის პროცესში და არაესთეტიურობა —  მაშინდელი ქიმიური კომპოზიტების უარყოფით მხარეებს წარმოადგენდა. Continue reading “ნანოკომპოზიტური მასალები”