აპიკოექტომია

თუ თქვენმა სტომატოლოგმა ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია შემოგთავაზათ, ესეიგი არხის მკურნალობა ჩვეულებრივი გზით ვერ ხერხდება. აპიკოექტომია მცირე მასშტაბის ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ფესვის მწვერვალს კვეთენ (apex მწვერვალს ნიშნავს ლათინურად, tomia –გაკვეთას) და მის გარშემო არსებულ ანთების კერას აშორებენ, არხს კი ჰერმეტულად ხურავენ. Continue reading “აპიკოექტომია”

არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.

არხების მკურნალობა მტკივნეული პროცედურაა?
არხების მკურნალობა ტკივილთან ასოცირდება არა იმიტომ რომ პროდურაა მტკივნეული, არამედ იმიტომ რომ ინფექცია ფესვის არხში იწვევს ტკივილს და სწორედ ამიტომ არის საჭირო არხების მკურნალობა — მიზეზის და შესაბამისად ტკივილის მოსაშორებლად. ხშირად სწორედ შიშის გამო არიდებენ თავს მკურნალობას. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და მტკივნეული არ უნდა იყოს.
Continue reading “არხების მკურნალობა. ხშირად დასმული კითხვები.”

სტომატოლოგია ტკივილის გარეშე: ეს რეალურია!

კბილები და ღრძილები უხვად შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, რის გამოც პირის ღრუ ერთერთი ყველაზე “მტკივნეული” ზონაა სამედიცინო ჩარევის თვალსაზრისით. ადგილობრივი ანესთეზიის წყალობით დღეს უკვე ნებისმიერი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, რადგან თანამდროვე საანესთეზიო საშუალებები ბევრად ეფექტურია, ვიდრე მათი წინამორბედები. Continue reading “სტომატოლოგია ტკივილის გარეშე: ეს რეალურია!”

პრობლემა: ღებინების რეფლექსი

ძლიერი ღებინების რეფლექსი სერიოზული დაბრკოლებაა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის.  ასეთ შემთხვევაში პრობლემატურია ელემეტარული პროცედურების ჩატარებაც კი, როგორიცაა რენტგენოგრამის გადაღება ან კბილების გაწმენდა. რთული შემთხვევების დროს სახლის პირობებში კბილების გახეხვაც შეიძლება უჭირდეს პიროვნებას. შესაბამისად, ამ პრობლემის გამო მისი პირის ღრუს ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება. Continue reading “პრობლემა: ღებინების რეფლექსი”

ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?

სიბრძნის კბილი რაღაცით”ბრმა ნაწლავს” ანუ აპენდიქსს წააგავს — ორივე მათგანს დაკარგული აქვს თავისი როლი  და ორივე მათგანი გვიქმნის პრობლემებს. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია: სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიჭრას უმტკივნეულოდ ან მისი ამოჭრის პროცესი სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. შეიძლება ამოიჭრას დროულად, ან პირის ღრუს განვითარების დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ, ან შეიძლება სულაც არ ამოიჭრას და დარჩეს ძვალში (ასეთი “მიძინებული” სიბრძნის კბილი აწვება და აზიანებს მის წინ მდგომ კბილს. დროთა განმავლობაში მის ირგვლივ ხშირად ვითარდება კისტა). და ყველაფერ ამასთან ერთად ისინი ფაქტობრივად არც კი გვჭირდება

რადგანაც სიბრძნის კბილების თავნებობას საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ ხშირად ურჩევენ სტომატოლოგები მათ ამოღებას მანამ, სანამ პრობლემებს გამოიწვევდნენ. დღეს ძალიან იშვიათია, როდესაც Continue reading “ონავარი “სიბრძნის კბილი”: შევინარჩუნოთ თუ ამოვიღოთ?”

პარესთეზია – გართულება ანესთეზიის შემდეგ

100818167ეფექტური საანასთეზიო საშუალებები ალბათ თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. სანამ ანესთეტიკის შეყვანის სხვა ეფექტური გზები არ აღმოუჩენიათ, ჩვენ ისევ ინექციურ ანესთეზიას ვიყენებთ. ყოველთვის, როცა ინექცია ტარდება და ნემსი ქსოვილში შედის, გართულების ალბათობა არსებობს.

Continue reading “პარესთეზია – გართულება ანესთეზიის შემდეგ”

ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.

ავტორი: კახა გურგენიძე— ქირურგი-იმპლანტოლოგი/პაროდონტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი.

წყარო: www.implantacia.wordpress.com

კბილის ამოღება ანუ ექსტრაქცია მოსახლეობაში დაკავშირებულია გარკვეული ტიპის მითებთან და დაუჯერებელ ისტორიებთან. ერთნი კმაყოფილი არიან ექიმ  N-ის იმის გამო რომ მან ისე სწრაფად ამოუღო კბილი,  რომ ჯერ თურმე პირიც არ ქონდა გაღებული პაციენტს,  მეორენი უკმაყოფილო არიან ექიმ X-ის,  რომელიც კბილს დიდხანს უღებდა და მაშის მაგივრად რაღაც „კრუჩოკებს“ და „ბორებს“ იყენებდა.

საინტერესოა ეს დამოკიდებულება და ყოველთვის მინდოდა ამ საკითხის გარკვევა.

აქვე აღსანიშნავია რომ კბილის ამოღება ასოცირდება რაღაც მარტივ, ძალიან ადვილ სადალაქო მანიპულაციასთან და თურმე კაპიკები, დღეს რა თქმა უნდა Continue reading “ატრავმული ექსტრაქცია ანუ კბილის ამოღება რბილი და მაგარი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნებით.”