პრობლემა: ღებინების რეფლექსი

ძლიერი ღებინების რეფლექსი სერიოზული დაბრკოლებაა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის.  ასეთ შემთხვევაში პრობლემატურია ელემეტარული პროცედურების ჩატარებაც კი, როგორიცაა რენტგენოგრამის გადაღება ან კბილების გაწმენდა. რთული შემთხვევების დროს სახლის პირობებში კბილების გახეხვაც შეიძლება უჭირდეს პიროვნებას. შესაბამისად, ამ პრობლემის გამო მისი პირის ღრუს ჯანმრთელობა სერიოზულად ზარალდება.

ფიზიოლოგიურად ღებინების რეფლექსი აღმოცენდება სასის უკანა ნაწილზე, ე.წ. რბილ სასაზე, ასევე ენის ზურგის უკანა ნაწილზე, ნუშურა ჯირკვლებზე (გლანდებზე) ან ხახის კედლებზე შეხებისას. ევოლუციურად კი ეს რეფლექსი ჩამოყალიბდა როგორც დაცვითი მექანიზმი: პირი ღრუს უკანა ნაწილში რაიმეს  მოხვედრისას, რაც ყლაპვის პროცესს არ ახლავს თან, იცავს ორგანიზმს დახრჩობისგან

ღებინების რეფლექსის არარსებობა ხშირად უკავშირდება სამედიცინო პრობლემას, როგორიცაა მაგალითად გლოსოფარინგეალური ნერვის ან ცდომილი ნერვის დაზიანება, ან თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა. თუმცა როგორც ერთერთმა კვლევამ აჩვენა, ჯანმრთელი ადამიანების 37% არ აქვს ღებინების რეფლექსი.

ინტენსიური ღებინების რეფლქსის დროს მისი ინიცირება ხდება პირის ღრუს წინა უბნებშიც კი, ლოყის შიდა ზედაპრზე, ენის გვერდით ზედაპირებზე შეხებისას. ანუ იქ, სადაც ნორმაში არ უნდა ჩნდებოდეს ეს რეფლქსი.

ასეთ სიტუაციაში ყველაზე ეფექტური საანესთეზიო აეროზოლის გამოყენებაა. შედეგი 15-30 წუთს გრძელდება და განმეორება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ფიზიოლოგიურის გარდა ღებინების რეფლექსს ფსიქოლოგიური მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. იგი ხშირია პირებში, ვისაც სტომატოლოგის შიში აქვს. ექიმის უნარი მოიპოვოს პაციენტის ნდობა და დაამყაროს სწორი კომუნიკაცია პაციენტთან, გადამწყვეტია ასეთ შემთხვევაში.

 

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.