კბილების გათეთრება — რა უნდა ვიცოდეთ Zoom-ის შესახებ

  1. რამდენ ხანს ძელდება გათეთრების პროცედურა სტომატოლოგთან?
    Zoom-ით კბილების გათეთრება ტექნიკურად მარტივი პროცედურაა და 45-60 წუთი გრძელდება. მაგრამ მანამდე სტომატოლოგი ატარებს გაწმენდას და პოლირებას, ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამათეთრებელი გელის აპლიკაცია კბილებზე და დაშუქება სპეციალური ლამპით, რაც 3-4 ჯერ მეორდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ტონით გვსურს გათეთრება. თითოეული აპლიკაცია 15 წუთი გრძელდება. Continue reading “კბილების გათეთრება — რა უნდა ვიცოდეთ Zoom-ის შესახებ”

გამათეთრებელი ზოლები: პლიუსები და მინუსები

ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკურ პროდუქტთა შორის კბილების გამათეთრებელი საშუალებები უდაოდ მოწინავეთა შორისაა. საუბარია სწორედ კოსმეტიკურ ანუ უსაფრთხო და მომხმარებლისთვის განკუთვნილ, და არა პროფესიონალურ საშუალებებზე. ასეთები ხელმისაწვდომია ყველასთვის ექიმის დანიშნულების გარეშე, თუმცა თუ კბილების სახლის პირობებში გათეთრებას გადაწყვეტთ, სტომატოლოგთან წინასწარი კონსულტაცია ნამდვილად ბრწყინვალე იდეაა.

ყოველწლიურად ბაზარზე კბილების გასათეთრებელი უამრავი პროდუქტი უწვეს კონკურენციას ერთმანეთს. გამათეთრებელი ზოლები ანუ ლენტები (tooth whitening strips)

Continue reading “გამათეთრებელი ზოლები: პლიუსები და მინუსები”

Zoom-ის ტექნოლოგია

კბილების გათეთრება Zoom-ის ტექნოლოგიით საკმაოდ გავრცელებული სტომატოლოგიური მომსახურებაა ჩვენს დროში, რომელიც ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდიკად ითვლება. პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. პირველადი დათვალიერება— რომელიც მიზნად ისახავს ყველა ღიად მიმდინარე თუ ლატენტური ფორმის ანთებითი პროცესების გამოვლენას. სანამ გათეთრებას შევუდგებით, აუცილებელია ინფექციის ყველა კერის აღმოფხვრა, იქნება ეს კარიესი თუ პაროდონტის დაავადება, რადგან გათეთრების პროცედურა ხშირად ხელს უწყობს მსგავსი პროცესების დაჩქარებას. გარდა ამისა, სტომატოლოგმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბჟენებსა და ხელოვნურ გვირგვინებს, რომლებიც სამწუხაროდ, არ ექვემდებარება გათეთრებას.
  2. კბილების ჰიგიენური წმენდა —- ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა უმრავლესობისთვის იმდენად, რამდენადაც ათავისუფლებს კბილის ზედაპირს ნადებისა და ქვებისგან, რაც მნიშვნელოვანია ეფექტური გათეთრებისთვის. 
  3. გამათეთრებელი გელის აპლიკაცია —- სპეციალური გელი, რომელიც აძლიერებს Zoom-ლაპმის მოქმედებას, თავსდება კბილების ზედაპირზე. გელის მოთავსებამდე კი ექიმი ორივე ყბაზე ამაგრებს სპეციალურ კაპებს, რომელიც გამოყოფს კბილებს რბილი ქსოვილებისგან. გელი მოთავსებული უნდა იყოს მაქსიმალურად თანაბრად, ამაზეა დამოკიდებული მიღებული ერთგვაროვანი ფერი.
  4. გათეთრების დასრულება — ამ ეტაპზე პაციენტს უკეთდება სპეციალური ფოტოდამცავი სათვალე, ხოლო ლამპის ფოკუსირება ხდება კბილთა რკალებზე. გამათეთრებელი ეფექტი მიიღწევა ინტენსიური დასხივებით, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება.

არსებობს Zoom-ის რამდენიმე სისტემა: Zoom, Zoom 2, Zoom 3. პრინციპული განსხვავება მათ შორის არაა, ბოლო თაობის ტექნოლოგია —Zoom 3 უფრო ეფექტურად ითვლება ლამპის მოდერნიზების ხარჯზე.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/texnologiya-zoom3.htm

კბილების გათეთრების ეტაპები —- ZOOM 3

გთავაზობთ სტატიების ციკლს კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ZOOM-ის სისტემის გამოყენებით.

გათეთრების პროცედურის დაწყების წინ, ექიმი განსაზღვრავს მინანქრის ნატურალურ ფერს და შეაქვს მონაცემები სპეციალურ ბარათში. ფერი განისაზღვრება სპეციალური — Vita-ს შკალით. გათეთრების დამთავრების შემდეგ კი, ახალი მონაცემები კვლავ შეაქვთ ბარათში, თვალსაჩინო შედარებისთვის.
შემდეგ ეტაპზე ხდება ღრძილების და ლოყების იზოლაცია კბილებისგან, რათა გამოირიცხოს გელის მოხვედრა რბილ ქსოვილებზე.
გელი, რომელიც თავსდება კბილების ზედაპირზე, შეიცავს დაახლოებით 25% წყალბადის ზეჟანგს, რომელიც ზუმ-ლამპის ზემოქმედებით გადაიქცევა ატომურ ჟანგბადად. შედეგად ხდება ქიმიური რეაქცია: გელი აღწევს კბილის ქსოვილში, ზემოქმედებს პიგმენტზე და ხდის მას გამჭვირვალეს და წყალში ხსნადს.
რეკლამას თუ დავუჯერებთ, “ზუმით” შეიძლება მთელი 8 ტონით კბილის ფერის გაღიავება, მაგრამ ეს ცოტა გადაჭარბებულია.
როგორც წესი, კბილები თეთრდება 3-4 ტონით, იმისდამიხედვით როგორია საწყისი ფერი და ქსოვილის სტრუქტურა.
თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის ხელოვნური კონსტრუქცია (ვინირი, ბჟენი, გვირგვინი, ხიდი), მათი გათეთრება მხოლოდდამხოლოდ მათი შეცვლით შეიძლება.
ასეთ შემთხვევაში ჯერ ტარდება გათეთრების პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფერის შერჩევა ახალი ვინირისა თუ გვირგვინისთვის.
ზუმ-ლამპით გათეთრების პროცედურა საკმაოდ მარტივი, სწრაფი და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთდერთი, რისთვისაც მზად უნდა იყოთ, ეს მინანქრის მგრძნობელობის მომატებაა. პირველი 2 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება “თეთრი დიეტა” —- არ შეიძლება ფერადი საკვების და სასმელის გამოყენება: შავი ჩაი, ყავა, ჭარხალი, სოიოს პროდუქტები და სხვა. რეკომენდებულია თავის შეკავება სხვადასხვა მჟავის შემცველი პროდუქტებისგან: ციტრუსები, ახალი ხილი და ა.შ. რათა არ მოხდეს მინანქრის მგრძნობელობის პროვოცირება. ნუ იღელვებთ, ეს მხოლოდ დროებითია __ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომატებული მგრძნობელობა გაივლის.
რაც შეეხება გარემოებებს, რომლის დროსაც არ შეიძლება გათეთრების ჩატარება, არც ისე ბევრია:

  1. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (კბილების გატეთრებას ყოველთვის მოსაწრებთ, არ ღირს ამის გაკეთება ორგანიზმისთვის ისედაც რთულ პერიოდში).
  2. წყალბადის პეროქსიდზე ალერგია.
  3. მოზარდობის პერიოდი (გათეთრება არაა რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, იმდენად რამდენადაც ჯერ არაა დასრულებული ფესვის მწვერვალების ფორმირება).
  4. ბრეკეტების ტარებისას (ადვილი მისახვედრია, რომ მინანქრის ზედაპირი არათანაბრად გათეთრდება).
  5. მინანქრის ეროზია.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/etapi-Zoom3.htm

ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ კბილი მტკიცე ქსოვილებისაგან შედგება, იგი ჩვეულებრივი ორგანოა, თავისი ინერვაციით და სისხლმომარაგებით, თუმცა რეგენერაციის უნარი არ გააჩნია. კბილის დევიტალიზაცია  ანუ “მოკვლა” როგორც მას ხშრად უწოდებენ, არღვევს მისი მაგარი ქსოვილების სისხლმომარაგებას, რადგან პულპა ანუ “ნერვი”, რომლის ამოღებაც დევიტალიზაციის მიზანია ტკივილის აღმოსაფხვრელად, ნერვული დაბოლოებების გარდა შეიცავს სისხლძარღვებსაც. სწორედ ისინი კვებავენ კბილის მაგარ ქსოვილს —- დენტინს. კვებას მოკლებული დენტინი დროთა განმავლობაში ოდნავ მუქდება და მყიფე ხდება, კარგავს ელასტიურობას და მცირე ტრავმებითაც კი შეიძლება დაზიანდეს. Continue reading “ფერშეცვლილი “მკვდარი” კბილის პრობლემა”

სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?

ალბათ ინფორმაციის სიმცირის ბრალია, როცა პაციენტები კბილების “გასათეთრებლად” მიმართავენ ისეთ შინაურ მეთოდებს, როგორიც ნახშირი, ლიმონი, სოდა თუ ცარცია. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თავად სტომატოლოგმა ურჩია. მოდით, ლოგიკურად ავხსნათ რა “სარგებლობის” მოტანა შეუძლია ასეთ მეთოდებს. Continue reading “სანდოა თუ არა “გათეთრების” შინაური მეთოდები?”