ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

262 thoughts on “ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

  1. გამარჯობა, კბილი დამიჩირქდა და ფესვები გამომირეცხა, უკვე დაპლომბა კიდეც სტომატოლოგმა, თითქმის ერთი თვეა გასული და კბილს ზემოთ თეთრი ამობურცული წერტილია, არ მტკივა, მარა მაშინებს, შეიძლება ბრუნდება ინფექცია? ასეთი მქონდა დაპლომბვამდე და მომაშორა მაშინ. კიდევ ღიძილებზე მძვრება კანი, ფაფისებური მასაა, აჯობებს პაროდონტოლოგს მივმართო?

    1. ამობურცული წერტილი შესაძლოა დახურული ხვრელარხი იყოს, თუ მანამდეც გქონდათ მსგავსი რამ ამ ადგილას. სასურველია რენტგენოკონტროლი თუ როგორ არის არხები დაბჟენილი და თუ არის პროგრესი დაბჟენის შემდეგ.
      ღრძილებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. თუ თქვენი ჰიგიენა სათანადოა და ეს ფაფისებური მასა ბაქტერიული ნადები არ არის, აუცილებელია დიაგნოსტიკა.

  2. გამარჯობა. 4წლის წინ დავიპლომბე კბილი და სამი დღის უკან შევატყვე აღნიშნული კბილის დაბლა ღრძილზე წამონაზარდი, რომელიც ოდნავ იყო შეწითლებული და სახის შიდა ნაწილზე შეხებისას მიქმნიდა დისკომფორტს, რატომღაც ვეცადე ხელით ჩარევა მეგონა ჩირქს გამოვადენდი თუმცა არაფერი წამოსულა და იყო მყარი კონსისტენციის, ამ წამონაზარდს ოდნავი წერტილი ჰქონდა მოთეთრო რომელშიც შეხების მერე სისხლჩაქცევა მოხდა, არ გამომიყენებია არავითარი სავლები და ანტიბიოტიკი, მხოლოდ ვიხეხავ რეგულარულად. სამი დღეა გასული და ოდნავ ჩაცხრა და მგონი ცხრება კიდეც მაგრამ ამ ბოლო ხანში თითს რომ ვადებ ძალიან ცოტა თეთრი სისხლნარევი სითხე გამოდის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაინტერესებს კონკრეტულად რა მჭირს და როგორ შეიძლება მოვიქცე?

    1. აღწერის მიხედვით ფისტულას ჰგავს, რომელი სავარაუდოდ შესაბამის კბილთანაა დაკავშირებული. არხების მკურნალობაა საჭირო.
      ფისტულიდან პერიოდულად გამოიყოფა ჩირქოვანი ექსუდატი, რომელიც კბილის არხებში არსებული ინფექციის გამო წარმოიქმნება. თუნდაც გაქრეს, აუცილებლად საჭიროა არხების მკურნალობა, რადგან ეს ქრონიკული პროცესია და ისევ გაჩნდება პერიოდულად.

    2. გამრჯობა ერთი კვირა რაც დამისივდა კბილი ვიღებ ანტიბიოტიკებს და გამყუჩებელსაც მაგრამ არ ცხრება ასევე მაქ ტკივილი და როგორ მოვიქცეთ ან თუ შეიძლება გასიებულზე კბილის ამოღება მადლობა წინასწარ

      1. ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ. გარდა ამისა, ანტიბიოტიკი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა სამკურნალო პროცედრებთან ერთად. აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ მკურნალობა.
        შეშუპებისას კბილი ამოღებას რაც შეეხება, გააჩნია დიაგნოზს.

  3. გამარჯობა. მაინტერესებს, რას შეიძლება გამოეწვია ქვედა ყბის სულ ბოლო, საღეჭ კბილზე ხორცმეტის წარმოქმნა,რომელიც ზევიდან ედება კბილს და არის ძალიან მტკივნეული, თან დრო და დრო იწვევს ყბის შეშუპებას. ამის გამომწვევი მიზეზი სიბრძნის კბილის ამოსვლაც ხომ არ შეიძლება იყოს?

    1. თქვენს მიერ აღწერილი ძალიან ჰგავს ქუდაკის პრობლემას.
      სიბრძნის კბილის გვირგვინის თავზე არსებული ძვლოვანი ან/და ლორწოვანი ქსოვილი ხშირად ხელს უშლის მის სრულად ამოჭრას და საჭიროა მისი მოშორება. ამ პროცედურას ქუდაკის მოკვეთა ანუ კაპიშონექტომია ეწოდება და ადგილობივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ეგრეთწოდებული ქუდაკი ხშირად ტრავმირდება და მის ქვეშ ხშირად გროვდება საკვების ნარჩენები, რომელიც პირის ღრუში არსებული ბაქტერიების საშუალებით გახრწნას განიცდის და იწვევს კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკულ ანთებას ანუ პერიკორონარიტს.

    2. Gamarjoba. Erti kviraa dasiebuli maqvs grdzilebi da shexebisas sisxli mdis. Dzlivs vsaubrob chamaze agarapers vambob. Var orsulad 34 kviris da mirchiet gtxovt rogor vimkurnalo saxlis pirobebshi.

      1. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. ეს მდგომარეობა ორსულობას უკავშირდება და შეშუპება ხშირად მთელი ეს პერიოდი გრძელდება. ამას ვერაფერს უზამთ, მაგრამ შეშუპებით გამოწვეული გართულებების აცილება შესაძლებელია. სახლის პირობებში ეს ვერ მოხდება, აუცილებელი პაროდონტული ჯიბეებიდამ ბაქტერიული ნადების მოშორება, რაც სისხლდენას და ანთებას იწვევს. ამისათვის პაროდონტოლოგთან ვიზიტია საჭირო.

  4. გამარჯობა.რამდენად შეიძლება თავის ტკივილები მქონდეს სიბრძნის კბილენის გამო?ორივე ქვედა კბილი მაქვს ჩირქიანი პლიუს უსიამოვნო სუნი და გემო

    1. შესაძლებელია ტკივილის გადაცემა ანუ ირადიაცია, მაგრამ ამის გარეშეც კბილები რომ სამკურნალოა ფაქტია. ყველაზე მეტად საგანგაშო ისაა, რომ ჩირქოვანი კერების არსებობა მუდმივად წამლავს ორგანიზმს და ძალიან საშიში გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

  5. Gamarjoba amtkivda uksna sagewi kbili ar maqvs gatexili ubralod fiqris an nerviulobis dros kbilebs ertmanets vawer chemdauneburat da axla kbilis midebwzec mtkiva samwuxarod am droistvis ar maq fuli rom gaviketo is da aramgonia rame mwirdes da tqven xo ar icit risi bralia

    1. რადგან გაწუხებთ, ეს უკვე ნიშნავს რომ კბილს პრობლემა აქვს. უნდა მიმართოთ ექიმს თუნდაც კონსულტაციაზე. სამწუხაროდ ვირტუალურად ასეთი სიტუაციის შეფასება შეუძლებელია.

  6. გამარჯობა, დაახლოვებით 1თვის წინ ღრძილის ტკივილი დამეწყო შემდეგ გვირილის ნაყენს ვივლებდი ცოტა დამისივდა და მალევე გამიარა ეხლაკი გუშინ წინ ცოტა ისევ დამისივდა იმავე ადგილას, ამღრძილის ქვეშ კი კბილი მაქვს დასაბჟენი გუშინ ვიყავი სტომატოლოგთან და ცოტათი დასიებული მქონდა კბილი გაბურღა ნერვიც ამოიღო მაგრამ არხი არდამიხურა მითხრა რომ გვირილის ჩაი უნდა გამოვივლო და შესიება დავიცხრო მაგრამ უფრო გამისივდა და ტკივილითაც მტკივა და ჩირქის ბრალი უფროა თუ ანთების თქვენიქზრით, მადლობა წინასწარ❤️

    1. გირჩევდით მიმართოთ სხვა ექიმს, ვინც თანამდროვე მეთოდებით მუშაობს. არხის გახსნის და დამუშავების პროცესში მთლიანად უნდა მოხდეს ჩირქის ევაკუაცია და არხის “გასტერილება”, არხი კი უნდა დაიხუროს. რადგან პროცედურის შემდეგ შეშუპებამ და ტკივილმა მოიმატა, ესეიგი ინფექცია დარჩა არხში. გვირილის ჩაი არ წარმოადგენს ანბაქტერიულ საშუალებას და ვერ აღწევს ფესვის არხში.

      1. გამარჯობა, მოკლედ კბილი მქონდა დაპლომბილი ბახევრად და ვეღარ მოვახერხე სემდეგ მისვლა და დამრჩა დროებითი მერე ეს კბილი საერთოდ ჩამტყდა და ეხლა მაქ ალბათ 1 მილეტრი ღრძილი მაქ გამაგრებული ქვემოთ გეგონება კბილი არის გამოწულიო და ასევე ჩირქიც მქონდა მაგრამ ეგ აღარ მაქვს და რა უნდა ვქნა?

      2. ექიმს უნდა მიმართოთ რათქმაუნდა.

  7. გამარჯობა ერთი კბილი მაქვს დასაბჟენი ზედა მეოთხე და ყოველი ჭამის შემდეგ (კბილისჩხირით) ვისუფთავებდი ეს ბოლო 4-5 დღეა ნელნელა ტკივილი დამეწყო იმ კბილის ზემოთ რომელიც დასაპლომბიმაქვს მაგრამ ისეთ ცუდ მდგომარეობაში არარის რომ ესე მტკიოდეს ვერგამიგია ღრძილის ბრალია თუ კბილის ღრძილები შეწითლებული მაქვს დაუსიამოვნო სუნიც შევნიშნე ამ ბოლო დროს 3 დრეა სოდიანებს ვივლებ დღეში სამჯერ და გუშინ დავიწყე გვირილის ნაყენის გამოვლება 1 გამოვივლე ღამე და დღეს დილით რომ გავიღვიძე ლოყა მაქვს შესიებული იმ კბილის ზემოთ რომელიც დასაპლომბიმაქვს, არვიცი ვფიქრობ ღძლების ანტებამაქვს, იქნებ მირჩიოთ რამე მადლობა ❤

    1. დასაბჟენი კბილი ადრე თუ გვიან ტკივილის მზეზი ხდება. შესაბამისად საჭიროა მკურნალობა. ღრუს სიდიდის მიხედვით, ანუ იმით რასაც თქვენ ხედავთ, მდგომარეობას ნუ შეაფასებთ.
      პარალელურად შესაძლოა ღრძილების პრობლემაც იყოს, მაგრამ პირველ რიგში კბილის საკითხი უნდა მოაგვაროთ.

  8. ერთი წინა კბილის გარშემო ღრძილი შემიწითლდა,სიწითლე ნელ-ნელა გაიზარდა. სტომატოლოგმა მითხრა მექანიკური გაღიზიანებითააო გამოწვეული,დამინიშნა სამკურნალო პასტა ელგიდიუმი,რბილი ჯაგრისი და მეტროჟილ დენტას გელი. ამ გელმა მიშველა,სულ გააქრო,მაგრამ როცა შევწყვიტე ისევ იგივე დაიწყო,ახლა გვერდითა კბილზეც გადავიდა. სისხლდენა,ტკივილი ან რამე სხვა სიმპტომი არ მაქვს. ახლა ვხმარობ კბილის პასტა პაროდონტაქსს მაგრამ ჯერ საგრძნობ შედეგს ვერ ვატყობ. აგერსიულად არ ვიხეხავ კბილებს. ერთ საიტზე გავგზავნე შეკითხვა და ეს მაინც პაროდონტიტი არისო,მსუბუქ ფორმებში მაქვს,არც ირყევა… რა ვიხმარო,ან ნსავლები ან რამე გელი ან მეტროჟილმა რომ გააქრო,რატომრა განვითარდა ისევ? ძალიან ნელა ვითარდება,პირველად გამიჩნდა 1 წლის წინ და მეორე კბილზე ახლარა გადავიდა.

    1. აღწერის მიხედვით ლოკალურ პაროდონტიტს ჰგავს, რომელსაც ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზეზი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ბჟენის ან გვირგვინის კიდე.
      უნდა მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს. უნდა მოხდეს მიზეზის კორექცია და პაროდონტოლოგიური მკურნალობა (ქირურგიული ან კონსერვატიული). ამის გარეშე ნებისმიერი შედეგი მხოლოდ დროებითი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი პროგრესირებს, დროთა განმავლობაში იკარგება კბილის ირგვლივ ძვალი, კბილი ირყევა და საბოლოოდ იკარგება.

      1. გამარჯობა,
        შეგიძლიათ მირჩიოთ პარადონტოლოგი?

      2. http://www.parodontolo.ge აქ შეგიძლია აარჩიოთ კვალიფიცირებული პაროდონტოლოგი ლოკალიზაციის მიხედვით.

  9. გამარჯობააა დედაჩემს კბილი სტკიოდაა და მთელი სახე დაუჩირქდააა ნემსებს იკეთებდა(ცეფამედი) ცოტა რომ დაუცხრა ამოუზლღეს მაგრააამ ცხვირთააან სიმაგრე დარჩა ამავდროულაად კი სხვაა კბილი ასტკივდააა რა ვუშველოთ განაგრებულ ადგილს ? დასიებულივით აქვს მადლობა

    1. სხვა მიზეზობრიც კბილს აუცილებლად უნდა უმკურნალოთ. სიმაგრე კი, რომელიც ამოღებულ კბილთან იყო დაკავშირებული დროთა განმავლობაში გაქრება.

  10. nervi amovige kbilidan exa ki maq sisxldenaa da maq mgoni anteba radgan kbilis zemotamxares gasiebulivitmaq da mtkiva chamis dros gansakutrebit ravushvelo

    1. შეიძლება ჯერ მკურნალობა არ არის დასრულებული და დროებით გაქვთ კბილი დახურული. ასეთ შემთხვევაში მიჰყევით ექიმის დანიშნულებას და მკურნალობის გეგმას. თუ კბილის მკურნალობა დასრულებულია, საჭიროა რენტგენი და კბილის რევიზია, რომ მიზეზი გაირკვეს. თუ საჭიროა — განმეორებითი მკურნალობა.

      1. გამარჯობათ წინა 6კბილზე მქონდა ჩასმული კბილები 2წლის შემდგომ ჩემი ძირითადი კბილი დამიჩირქდა და ფისტულა გრძილზე გამოვიდა ჩამომხსნეს ეს კბილები შემდგომ იმ კბილის არხში ჩამიტოვა წამალი 2კვირით შემდგომ მივედი და ისევ დამიტოვა 3დგის შემდეგ დამიპლომბა მაგრამ რენდგენზე ანთება მაინც არის დარჩენილი შესაძლებელია ეს ანთება თავისით ალაგდეს ? და ასევე დანრჩენი კბილებიც გავხსენით ცოტა ანთება იმათშიც არის . მადლობა წინასწარ

      2. ფესვის ირგვლივ პროცესის რეგენერაციას და ძვლოვანი ქსოვილით შევსებას დრო უნდა. მთავარია არხი სრულფასოვნად იყოს დაბჟენილი. თუ ასე არ არის, კვლავ გამწვავდება და ფისტულა განახლდება.

  11. Gamarjoba 1 wlis win gzdilze gamichnda chirqi .. dzalian aris gamagrebuli qvemot ybastan… madhin gamixsnes kbilze. Arxebi … chirqi ki izrdeba ufro metad.. stomatologtan vegar movaxerxe misvla… da mainteresebs es kbili rom amovigo chirqic amova? Tu gachris garedhe ver moxerxdeba chirqis amigeba?

    1. რადგან სტომატოლოგთან მაინც მოგიწევთ მისვლა ამოსაღებად, აჯობებს იმკურნალოთ თუ არის შანსი კბილის შენარჩუნების.
      ამოღების დროს იქნება თუ არა საჭირო დამატებით განაკვეთი, ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. წინასწარ და დისტანციურად თქმა ძნელია.

  12. მოგესალმებით, ჩამოტეხილი მაქვს ზედა მეექვსე კბილი,დაბჟენილი ორჯერ ჩამოვარდა, ჰოდა ახლა ჩირქი მდის კბილის ზემოდან ღრძილიდან და ანტიბიოტიკს ვსვავ რომ ჩამიცხრეს, მაგრამ არ ვიცი რა რაოდენობის ჩირქი მაქვს ჩაყლაპული და სისუსტე რომ მაქვს ხოლმე ვშიშობ ბევრი ჩირქი ხომ არ დამიგროვდათქო და მაინტერესებს ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომ ორგანიზმი გადაყლაპული ჩირქისგან გავისუფთაო?

    1. დაავადებული კბილი ჩირქის ქრონიკული კერაა. ამ მიზეზის მოშორების გარეშე რაიმე ზომების მიღება უშედეგოა. იგულისხმება მიზეზობრივი კბილის მკურნალობა. ანტიბიოტიკის რეგულარული მიღება სხვა უფრო დიდ პრობლემას გამოიწვევს, რომელსაც ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა ეწოდება (ანუ ანტიბიოტიკი უბრალოდ აღარ იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე). ჩირქი სისხლძარღვების საშუალებით ვრცელდება ჩირქის კერიდან მთელ ორგანიზმიში, რაც უფრო საშიშია ვიდრე მისი ჩაყლაპვა. ამიტომ თქვენი მიზანი უნდა იყოს ჩირქოვანი კბილის მკურნალობა ან ამოღება, და არა ორგანიზმის გაწმენდა გადაყლაპული ჩირქისგან, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია თუ ჩირქის კერა კვლავ იარსებებს.

  13. გამარჯობა. ცოტა ხნის წინ ამომიღეს მე4ე კბილები რადგან ეშვები ჯერ კიდევ არ მქონდა ამოსული და ამოსასვლელი ადგილიც არ ქონდა. მეოთხე კბილების ამოღების შემდეგ კბილებმა კვლავ არ დაიწყო ძვრა. ქირურგმა გადაწყვიტა, რომ ორივე მხარეს გაეჭრათ ღრძილი და კბილი ძალით (ბრეკეტის დახმარებით) ამოეყვანათ, დამადეს ნაკერებიც. ხვალ ვასრულებ ანტიბიოტიკებს მაგრამ ღრძილზე შევნიშნე თეთრი სიმაგრე არც გასიებული მაქვს და არც მტკივა. ვეჭვობდი რომ კბილია მაგრამ კბილის კვალობაზე ძალიან თეთრია. რა შეიძლება იყოს? რამე გართულებები ხომ არ შეიძლება რომ მოჰყვეს? წინასწარ მადლობა.

    1. სავარაუდოდ კბილია. კბილის ჩანასახი უფრო თეთრი ფერისაა, ვიდრე უკვე პირის ღრუში არსებული კბილი. ჩანასახის მდებარეობა, ასევე მისი გადაადგილება შეგიძლიათ რენტგენით აკონტროლოთ.

  14. გამარჯობა, ზედა უკანა კბილზე გამიჩნდა ღრუ დაახლოებით ერთი წელია, სტომატოლოგთან არ მივსულვარ. მას შემდეგ ვგრძნობ რომ ამ კბილის ზემოთ ყბაში გამიჩნდა რაღაც სითხესავით რომელიც ნელნელა მაგრდება. ცხვირის გვერდზე ხელით შეხებისას ვგრძნობ შიგნით გამობერილს. რა შეიძლება იყოს? და ვის მივმართო

    1. მიმართეთ თერაპევტ-სტომატოლოგს, სავარაუდოდ საჭირო იქნება არხების მკურნალობა. საჭიროების შემთხვევაში თვითონ გადაგამისამართებთ ქირურგთან.
      ცხვირის გვერდით შემაგრება შესაძლოა სხვა კბილთან იყოს დაკავშირებული.

  15. მოგესალმებით. მაქვს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში და ქვედა ღრძილენიდან სისხლდენა, თუმცა ტკივილი არ მქონია. ბოლო ორი დღეა ქვედა ყბის ბოლო კბილზე ხორცმეყივით მაქვს და მტკივა, ასევე მტკივა ნერწყვის ყლაპვის დროს მარცხენა მხარეს სასა. რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო?

    1. შესაძლოა ყლაპვის დროს მტკივნეულობა ნუშურა ჯირკვლის ბრალი იყოს, მაგრამ პირველ რიგში უნდა მიმრათოთ პაროდონტოლოგს. აშკარაა, რომ ღრძილებზე გაქვთ პრობლემა. ამის გამოა უსიამოვნო სუნიც (თუმცა ეს ასევე ნუშურა ჯირვლის ბრალიც შეიძლება იყოს) და სისხლდენაც. ხორცმეტივით წანაზარდი შეიძლება ისევდაისევ ღრძილის ანთების გამო იყოს, ან მისგან დამოუკიდებლად, ბოლო კბილის ამოჭრასთან დაკავშირებული. ეს გასინჯვისას გაირკვევა.

      1. გამარჯობათ,ღრძილზე მაქვს უკანა კბილის ქვეშ გამონაზარდი თეთრი თავით მაგარი წითელი , ტკივილით არ მტკივა , გთხოვთ მირჩიოთ სახლის პირობებში რა შეიძლება გავაკეთო , მადლობა.

      2. სახლის პირობებში ნურაფერს მოიმოქმედებთ, რადგან დიაგნოზი გარკვეული არ არის და შეიძლება მხოლოდ გაუარესდეს მდგომარეობა.

  16. Gamarjobat mokled dzaan cud dgeshi var da ver gamigia vis mivmarto mtkiva mtliani ybebi grdzilebidan mak sisxldenebi da muwukwbivit gamomivida erti ori sami tvea rac yvela kbilma damiwyo gapucheba magram zemodan mipuchdeba wina kbilebic ki mirchiet ra gavaketo vis mivmarto adre gamiketa ertma stomatologma kbilwbi gamiwminda damibjina ramodenime kbili mara chirkis parkebi gaiketa rendgenze rom cnaxe da mitxres ro gasaxsneli mak eg kbilebi makvs kidev sashineli mgrdznobeloba momatebuli da xandaxan verc ki vlaparakob 😦 davitanje da ra mainteresebs ikneb mitxrat gadzilerebuli nerwyvdena makvs da esec amis brali xom ar ikneba? Ikneb vitaminebi mivigo an kalci an magniumi ar vici ra gavaketo gtxovt damayenet swor gzaze

    1. პირველ რიგში უნდა მიმართოთ პირის ღრუს ლორწოვანის სპეციალისტს ან პაროდონტოლოგს. სავარაუდოდ მთავარი პრობლემა პირის ღრუს ლორწოვანის გარსის (მათ შრის ღრძილების) ანთება ან ინფექციური დაავადებაა. მიზეზი შეიძლება იყოს ლოკალურად პირის ღრუში, ან ეს ცვლილებების შეიძლება იყოს რაიმე ზოგადი პათოლოგიის ფონზე განვითარებული. მრავლობითი კარიესების განვითარებაც აიხსენება იმით, რომ ღრძილები მტკივნეულობის და მგრძნობელობის გამო პირის ღრუშ ჰიგიენის დაცვას სათანადოდ ვერ ახერხებბთ. http://www.parodontolo.ge — აქ შეგიძლიათ მოძენოთ პაროდონტოლოგი.

      1. gamarjobat . wina 6kbilze shevicvale xidi cirkonis ramodenime dgea 5tvis ukn daviplombe axalat es kbilebi .
        mawuxebs tuchis wva da siwitle ,aseve shevmchnie adre grdzilze wertili giaferis romelic magariyo dges mivige cota mjave sakvebi shemdeg wva gamimdzafrda da grdzilic gawitlda im wertildan tetri gamondeni da sisxli gamovida exa witeli wertilia risi brali sheileba iyos ? madloba winaswar

      2. რაც თქვენ აღწერეთ, ფისტულად ჰგავს. რენტგენის საშუალებით ადვილია გარკვევა არის თუ არა ეს ფისტულა და რომელი კბილია მიზეზი. თუ ფისტულაა, საჭიროა ან გვირგვინის მოხსნა და არხის მკურნალობა, ან ფესვზე ქირურგიული ჩარევა გვირგვინის მოხსნის გარეშე.

      3. შესაძლებელია თუ არა ეს იყოს გრძილის ანთების ბრალი? ან გრძილის სხვა დაავდების ? ხოლო ტუჩის წვა შიგნიდან და ქავილი რისი ბრალია?

      4. როგორც უკვე გითხარით, ტუჩის წვა და ქავილი ალერგიულ რეაქციას ჰგავს.
        ფისტულა შეიძლება იყოს ღრძილის ანთების ბრალი, თუ ჩირქოვანი კერა პაროდონტული აბსცესია. ამიტომ არის საჭირო დიაგნოსტიკისთვის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

  17. gamarjobat ramdenime kviris win grdzilidan sisxldena mkonda amavdroulad grdzilebis momentalurad mtkiva sheidzleba es anteba iyos? da am antebam tu icis dabali sicxeebi magalitad 37 37 naxevari? gtxovt mipasuxot

    1. ეს სიმპტომები ღრძილების ანთებაზე მიუთითებს, მაგრამ დაბალ სიცხესთან ერთად უფრო რაიმე ფონზე განვითარებულ მდგომარეობას ჰგავს. მაგალითად ვირუსი, ორსულობა ან რაიმე სხვა სახის ჰორმონული ცვლილება. აუცილებელია პაროდონტოლოგის დაკვირვების ქვეშ ყოფნა, რადგან ფონური მდგომარეობის მკურნალობის მიუხედავად პაროდონტის დაავადება ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელ დაავადებად ყალიბდება ხოლმე.

      1. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ანტიბიოტიკი. ჯერ ერთი რომ შესაძლოა ეს ჰერპესული ინფექციაა, რომელიც ვირუსულია და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. და მეორე, ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს ექიმმა, შეარჩიოს სახეობა და დოზა. მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს.
        ანტიბიოტიკის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით და მხოლოს აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან მისი არამიზნობრივი გამოყენება ხელს უწობს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების გაჩენას, რომელზეც მომავალში ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს.

      2. გამარჯჯობათ კბილი დავიპლომბე და ღძილზე შევნიშნე თითქოს ჩირქგროვა , ექიმმა არაფერიაო სავლები და ანტიბიოტიკი გამომიწერა და შედეგი არაფერი. ვტხოვე რომ გამიხსენი და გამისუფტავე ტქო მარა არავითარ შემთხვევაში დაბჟენილი კბილი როგორ გავხსნაო. ვერ ვხვდები რა გავაკეტო ესე უფრო არ გამწვავდეს კბილის მდგომარეობა და ამოსაღები არ გამიხდეს მეშინია.

      3. თუ ეს ჩირქგროვა, რომელიც სავარაუდოდ ფისტულაა, დაბჟენამდე არ გქონდათ, არხების მკურნალობაა საჭირო თავიდან. ამის გადამოწმება რენტგენით შეიძლება. დაბჟენილი კბილის გახსნა მართალია შრომატევადია, მაგრამ სტანდარტული პროცედურაა ასეთ შემთხვევაში. ამის გარეშე, მხოლოდ ანტიბიოტიკების დანიშვნით მკურნალობა დაუშვებელია. მიმართეთ ისეთ ექიმს, ვინც არხების მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით ატარებს და აქვს გამოცდილება.

  18. გამარჯობა. წინა მარცხენა მხარეს დამეწყო ტკივილები, მას შემდეგ რაც ტკბილეული “პეჩენია” ვჭამე, ეს მოხდა ღამით, მომდევნო მთელი დღის განმავლობაში მქონდა ტკივილი. თავიდან ვფიქრობდი რო კბილის ბრალი იყო და მივიღე გამაყუჩებლები, მაგრამ რო დავაკვირდი, აშკარად ღრძილის ქვედა ფენიდან მოდიოდა ტკივილი, სადაც ამოღებული კბილის ნაპრალია. მესამე დღეს ტკივილებმა გამიარა, მაგრამ დასიებულია იმ ადგილას და სავარაუდოდ ჩირქია ეს? ამ ადგილას წლების წინ ოპერაცია მქონდა გაკეთებული, ჩირქი იყო დაგროვილი. ახლაც ამის ბრალი იქნება? არ ჩაცხრება? ისევ ოპერაციამდე უნდა მივიდეს საქმე თუ არის შეძლებელი სახლის პირობებში მკურნალობა?

    1. სახლის პირობებში მკურნალობა დაუშვებელია. თუ კბილი ახალი ამოღებულია და ჭრილობა ახალია, დაინფიცირება შესაძლებელია მომხდარიყო საკვების ნარჩენის მოხვედრით შედეგად. ტკივილი და შეშუპებაც ამით აიხსნება. თუმცა შესაძლებელია არსებული კბილის ღრძილია მიზეზი, განსაკუთრებით იმ შემხვევაში, თუ პაროდონტის დაავადება გაწუხებთ.

  19. Gamrjobat.anu maqvs didi albatobit grzilebis anteba ver vixexav sisxli momdis grzilebic aqet aris amosuli darbiebulia da xelac ver vkideb sisxli movida shemdeg shreve mirchet via mivmarto da rogor vimkrulnalo tan orsuad var da tu sheizleba mkurnaloba?

    1. თქვენს მდგომარეობაში უბრალოდ აუცილებელია მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს ამ პრობლემით, რადგან საფრთხეს წარმოადგენს ნაყოფისთვისაც. http://www.parodontolo.ge — ამ საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ და შეარჩიოთ კვალიფიციური პაროდონტოლოგი.

      1. Gamarjoba,4 wlis win daviplombe erti kbili mmeore gaxsnili damrcha agar mivsulvar..erti kvira am kbilis shigbidan grzilivit amovida sodiani wylit vivleb mere gamodis chirqivit ragac da isev sivdeba,ra sheizleba iyos:((

      2. ეს შეიძლება იყოს როგორც კბილის ღრუში ჩაზრდილი ღრძილი, ისე ფესვის “ნერვის” ანუ პულპის პოლიპი, რომელიც ამ შემთხვევაში დაუსრულებელი მკურნალობის გამო განვითარდა. უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ არხების მკურნალობა, სანამ კბილის შენარჩუნება კიდევ არის შესაძლებელი.

    1. “ვექტორი” ულტრაბგერის აპარატია, 2 სხვადასხვა ტიპის. ერთი გამოიყენება კბილების პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, მეორე — “პარო”, პაროდონტოლოგიური გაწმენდისთვის, რომელიც გულისხმობს ღრძილქვეშ ფესვის ზედაპირის გაწმენდას. ამისათვის ამ ტიპის აპარატს აქვს სპეციალური თავები, რომელიც უზრუნველყოფს ატრავმულ მუშაობას ღრძილის ქვეშ და ნადების მაქსიმალურ მოშორებას. “ვექტორი” ერთერთია მსგავსი ტიპის აპარატებიდან, რომელიც ამჟამად გამოიყენება.

      1. გამარჯობა. ვარ 21წლის. მაქვს კბილი ამოსაღები დიდი ხანია და ამ ბოლოს შევნიშნე ამოსაღები კბილის მაღლა ღრძილში თეთრად კბილივით მაგარი რაღაც ჩანს და შესაძლოა რომ ფესვი ჩანდე? ძალიან საშიში ხომ არაა?

      2. შესაძლოა დამატებითი კბილი იჭრება, ასაკის მიუხედავად. ასეთი რამ საკმაოდ ხშირია. აუცილებლად გამოჩნდება რენტგენზე.

  20. გამარჯობა ვარ 21 წლის, კბილებზე მქონდა ქვები დიდი რაოდენობით და ღრძილები შეწითლებული, ექიმმა მითხრა რო როცა გაიწმინდაკ კბილებს ღრძილებიც აღარ გექნება გაწითლებულიო, 1 თვის წინ გაწმენდის მერე მეტროგილ გელს ვიზელდი ღრძილებში, მიუხედავად ამისა ქვა აღარ მაქ მარა ღრძილები ისევ გაწითლებული მაქ, თვითონ კბილებთან შედარებით ნაკლებად უფრო ქვემოთ ნიკაპის კენ ქვემოთ ანუ ტუჩს რო დაბლა ჩამოვწევ იმედია გასაგებად ვხსნი 🙂 , და რა ვუშველო არ ვიცი, კბილები ჩვეუელბრივად ზედაპირი გამიპრიალეს და ქვა მომაშორეს თავიდან გავიწმინდავდი მტკივნეული საერთოდ არ იყო მარა აქვს აზრი? ასევე ერთი კბილის არხები მაქ ცუდად დაპლომბილი და ჯიბე მაქ გაწითლებული მარტო ამ კბილზე აი კბილის ქვეშ ზოლად პატარაზე გაწითლებულია წლებია უკვე ალბათ, ეს კბილი საერთოდ არ მტკივა და ალბათ ეს კბილი არ იწვევს ხო ამ ღრძილების სიწითლეს პირის ღრუში? ვის მივმართო და როგორი მკურნალობა დამჭირდება იქნებ დამეხმაროთ :))

    1. ძალიან კარგია, რომ გაწმენდა ჩაიტარეთ და ქვები მოიშორეთ. ეს არის რათქმაუნდა თქვენს შემთხვევაში ღრძილების სიწითლის და ანთების მიზეზი. მაგრამ როგორც ჩანს გესაჭიროებათ ღრმა გაწმენდა, როდესაც ქვების მოშორება არა მარტო კბილის ზედაპირიდან, არამედ ღრძილქვეშა სივრციდანაც ხდება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს და არა თერაპევტ-სტომატოლოგს, რადგან ეს პროცედურა სპეციფიურია და განკუთვნილია პრობლემატური ღრძილებისთვის, განსხვავებით გეგმიური გაწმენდისგან, რომლის ჩატარებაც თერაპევტ-სტომატოლოგსაც შეუძლია.
      ნამკურნალებ კბილს რაც შეეხება, თუ ბჟენი ღრძილის დონეზეა ან უფრო ღრმად, ეს ყველაზე ხშირი მიზეზია ადგილობრივად პათოლოგიური ჯიბის გაჩენის და საჭიროა კორექცია. არხების მკურნალობა სავარაუდოდ, თქვენ მდგომარეობასთან კავშირში არაა და დამოუკიდებელი პრობელმაა.
      http://www.parodontolo.ge აქ შეგიძლიათ მოძებნოთ და შეარჩიოთ პაროდონტოლოგი.

      1. დიდი მადლობა, და მაინტერსებს ეს ღრძილქვეშა გაწმენდა რაც ახსენეთ სპეციფიურიაო, რამდენად მტკივნეულია? ანესთეზიას ხო არ საჭიროებს? რახან ღრძილქვეშა სივრცეზეა საუბარი საშიში ხომ არაა ეს პროცედურა კბილისთვის? წინასწარ მადლბა

      2. გააჩნია პათოლოგიური ჯიბეების სიღრმეს. ანუ გაწმენდა ხდება მხოლოდ თავისუფალი სივრცის, რომელიც ღრძილსა და ფესვის ზედაპირს შორიასაა (და რომელიც არ უნდა იყოს წესით). შესაბამისად ღრძილი არ ზიანდება. ზოგისთვის დისკომფორტი პროცედურის დროს ასატანია, ზოგს ანესთეზია ესაჭიროება. ეს ინდივიდუალურია. საშიში ვერ იქნება, როცა აუცილებელია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ექიმი პაროდოტნოლოგის მიერ უნდა ჩატარდეს, რომ სასურველი შედეგი იქნას მიღებული.

  21. გამარჯობათ,მაინტერესებს ღრძილების მკურნალობის მეთოდი როგორია,ერთმა სტომატოლოგმა მითხრა რო ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებო,შემდეგ დაგიხეხავ ძირებსო და მგონი ნემსებიც მიხსენა 🙂 🙂 ისე შემაშინა მირჩევნია დამძვრეს ეს კბილები 🙂 :)გთხოვთ ორიოდე სიტყვით ამიხსნათ თუ როგორ მკურნალობენ ანთებას(მაქვს ზედა და ქვედა კბილებიდან,მხოლოდ წინა კბილებზე ვსაუბრობ,ჩირქდენები)

    1. ღრძილების მკურნალობის ყველაზე მთავარი ეტაპი გაწმენდაა, რომელიც ფესვის გაწმენდასაც უნდა მოიცავდეს აუცილებლად. უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით როცა დაავადება შორსწასულია და ჯიბეები ღრმაა, გაწმენდა ღრძილის ქვეშ ხდება, ჯიმის მთელ სიღრმეზე. მტკივნეულობა ინდივიდუალურია და საჭიროების შემთხვევაში კეთდება ანესთეზია. მაგრამ ასეთი გაწმენდის გარეშე ნებისმიერი სხვა პროცედურა, თუნდაც ლაზერი, უშედეგოა. აუცილებლად უნდა მოშორდეს ბაქტერიული ნადები და ქვები ჯიბის მთელ სიღემეზე, რაც არის კიდეც დაავადების მიზეზი. გირჩევდით მიმართოთ ექიმ პაროდონტოლოგს, და არა უბრალოდ სტომატოლოგს, რადგან ასეთ რთულ ეტაპზე სპეცილური ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, ვიდრე უბრალოდ კბილების გაწმენდის ჩატარება.
      კბილებს კი ასე იოლად ნუ გაიმეტებთ 🙂
      გისურვებთ წარმატებას!

    2. გამარჯობათ
      კითვა მაქვს 5 6წლის წინ მაქვს დაბჟენილი წინა ორი კბილი ზედა ყბაზე, ეხლა ერთერთი კბილი მომერყა ვიყავი სტომატოლოგთან გამიხსნა არხი ეხლა ველოდებით კარგად დაიცალოს რო დამიბჟინოს. ეხლახანს შევამჩნიე კბილის უკან სასაზე გამიჩნდა ბუშტივით თითქოს რაღაც ისთხეა შიგნით და ძალიან მტკივა რაშია საქმე და სავლევს ვივლებ. ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკი დაგჭირდესო ვნერვიულობ ძალიან იქნებ იციდეთ რა შეიძლება მჭირდეს ???

      1. სასაზე წარმონაქმნი სავარაუდოდ ერთერთი კბილის არხში არსებულ ინფექციასთანაა დაკავშირებული. ბუშტუკი თუ გაიხსნება და ფისტულა გაჩნდება, შიგთვსი დაიცლება, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის და საჭიროა მიზეზობრივი კბილის მკურნალობა (თუ ეს ის კბილი არაა, რომელიც ექიმმა გახსნა). ანტიბიოტიკი ძირითადად აღარ არის საჭირო თუ ანთებითი კერის მკურნალობა არხიდან მოხდება სრულყოფილად.

  22. გამარჯობათ. ქვედა ყბის ბოლოში, დროგამოშვებით საიდანღაც ვგრძნობ რომ გამომდის რაღაცა სითხე რომელსაც აქვს საშინელი გემო და სუნი. რამე დაავადებას ახასიათებს ამდაგვარი სიმპტომები? გმადლობთ წინასწარ

    1. ეს შესაძლოა იყოს ფისტულა, საიდანაც ჩიქრი გამოიყოფა. უნდა მოიძებნოს დაზიანებული კბილი ამ არეში. ასევე შესაძლებელია ჩირქი გამოიყოფოდეს ღრძილის ჯიბიდანაც. ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზის დადგენა ექიმის მიერ რთული არ უნდა იყოს. მთავარია დროულად მიმართოთ.

      1. უკაცრავად და რომელ ექიმს უნდა მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით? სტომატოლოგს ?

      2. დიახ, პირველ რიგში სტომატოლოგს, რადგან უნდა გამოირიცხოს კბილთან დაკავშირებული პრობლემა. თუ საჭირო იქნება, სტომატოლოგი თვითონ გადაგამისამართებთ სპეციალისტთან.

      3. gamarjobat 1 wlis win gavikete bjeni, ragaca metalic gamoiyena ,drogamoshvebit kbilshi shignit jetqavda ,5 tvis ukan grzilze gachnda kapsula saidanac chirq narevi sisxli gamodis es kafsula cotati gaizarda dzalian meshinia.tkivilebi ara maqvs ,eqims rom vutxari araferiao savlebi daminishna da gagivlis .ar gamiara rogor moviqce rame mirchiet

      4. აუცილებლად საჭიროა არხების განმეორებით მკურნალობა, სასურველია სხვა ექიმთან. შესაძლოა არხი არასრულადაა დაბჟენილი ან დამატებითი არხია დარჩენენილი, სადაც ინფექციაა და ჩირქი ფისტულის საშუალებით გამოიყოფა. თუნდაც ფისტულა გაქრეს, აუცილებლად განახლდება, რადგან ამ მდგომარეობისთვის პერიოდული გამწვავებაა დამახასიათებელი. თავისთავად ძვალში ჩირქოვანი პროცესის არსებობა ნიშნავს, რომ ძვალი თანდათან იშლება და რაღაც ეტაპის შემდეგ კბილის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება.

  23. gamarjoba. shriftistvis bodishs gixdit. mokled, qveda ukana mesame kbilze tavisit mokvda nervi. shemdeg stomatologma gamisuftava da damibara unda damebjina. samwuxarod vegar movaxerxe misvla. kbili qvemot gamichnda patara sharikivit, meore dgidan ybam daiwyo dasieba da mtkiva. ramdenad sashishia da aucilebeli saswrafod stomatologtan misvla?

    1. ეს ნიშნავს, რომ ქრონიკული ანთებითი პროცესი ფესვზე გამწვავდა და ჩირქოვანი კერა ჩამოყალიბდა ძვლის ზედაპირზე ლორწოვანი გარსის ქვეშ. დიახ, აუცილებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

  24. გამარჯობა, დაახლოებით ერთი წლის წინ მივედი ექიმთან და კბილი გაამზადა დასაპლომბად, არხი გამიხსნა. იმის მერე აღარც მივსულვარ. ეს ბოლო დღეებია რაღაც სუნს ვგრნობ, მიუხედავად ჰიგიენის დაცვისა. ანუ სახლის პირობებში როგორ გავიქრო ეს სუნი?

    1. ღია არხით არათუ 1 წელი, 1 დღეც არაა რეკომენდებული კბილის დატოვება, რადგან ნერწყვში და ზოგადად პირის ღრუში არსებული პათოგენური ბაქტერიები პირდაპირ ხვდება ძვლოვან ქსოვილში კბილის არხის გავლით. გირჩევდით რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს, რომ კბილის შენარჩუნება შეძლოთ. სუნი ნიშნავს ინფექციას არამარტო კბილის არხში, არამედ ძვლოვან ქსოვილშიც. დამოუკიდებლად მკურნალობა შეუძლებელია.

  25. გამარჯობა. 5 წლის წინ დავიპლომბე პირველად კბილი. რამოდენიმე დღის წინ შემაწუხა ისევ ტკივილებმა. ექიმმა გადამაღებინა 3D სურათი და აღმოჩნდა იმავე კბილის ფესვის ანთება ყბის ძვალში. მაინტერესებს რამდენად რთულ მდგომარეობად ითვლება და ვის მივმართო ასეთ სიტუაციაში?

    1. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს-ენდოდონტისტს, ანუ მას ვინც არხების მკურნალობას ატარებს. სირთულე დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის, რა ზომის და ლოკალიზაციის ანთებითი კერაა ძვალში.

  26. Gamarjoba.chems shvils romelic aris 4wlis kbili aqvs dazianebuli da dachirqebuli.dachirqebit sisxlshi leikocitebisa da trombocitebis momateba shesadLebelia tu ara?

    1. შესაძლებელია, მაგრამ სხვა მიზეზიც უნდა გამოიკვლიოთ. კბილი კი აუცილებლად უნდა უმკურნალოთ, რადგან ამ მდგომარეობას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

  27. გამარჯობა. 3 თვის ბიჭს ზედა ყბაზე ღრძილის ზედა მხარეს უჩანს თეთრი კბილებივით.ბიძასაც 4თვისას ამოუვიდა ზედა 2 კბილი. მასზემოდან 8 უჩანს და დბლა ოთხი. სტომატიტსარ ჰგავს.პატარა კბილების ფორმა აქვს. შესაძლებელია პათოლოგიის გარშე მიმდინაეეობდეს ეს პროცესი? ან დ ვიტამინის დიდ დოზას გამოეწვია? და ასეზედა მხეიდან უნდა ჩანდეს კბილის ამოსვლის პროცესი? რამე დარღევა ხომ არაა?

    1. ეს ბუნებრივი ბორცვებია, რომელიც ჩვილებს აქვთ კბილების ამოჭრამდე. მათი დანიშნულებაა ძუძუს წოვის პროცესში ბავშვმა უკეთ შეძლოს დვრილზე მოჭიდება და წოვის პროცესი გაუადვილდეს.

  28. გამარჯობა, ერთი წლის წინ ამოვიღე ქვედა მე 6 კბილი. 21 კისტა ამომიღეს. ბოლო 2 თვეა ამოღებული კბილის ქვევით ღრძილზე გამომივიდა მაგარი მოთეთრო წანქზქრდი. იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს?

    1. ასეთ შემთხვევაში რთულია რამის თქმა დათვალიერების გარეშე. აჯობებს მიმართოთ ექიმს.

  29. გამარჯობათ, ბოლო ერთი წელია ღრძილებიდან მდის ჩირქი ( სასას და ქვედა კბილებთან ღრძილებს ენით რომ ვაწვები სარკეში ვხედავ კბილების ძირებიდან როგორ გამოდის ჩირქი, ზემოთ ეწინააღმდეგება ექვს კბილზე და ქვემოთაც ასევე). ტკივილით არ მტკივა და გაწითლებული არაა, შეიძლება ოდნავ შევარდისფრებული იყოს. პერიოდულად ზედა მესამე კბილის ზემოდან ღრძილი სივდება, ერთ დღეში სკდება და ჩირქი გადმოდის. თუ შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს.

    1. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია პაროდონტის დაავადების მძიმე ფორმისთვის. დამოუკიდებლად პაროდონტის დაავადებასთან ბრძოლა შეუძლებელია, მითუმეტეს ასეთ სტადიაზე. აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. შესაძლოა ზედა მესამე კბილზე ამისგან დამოუკიდებლად სხვა პრობლემაც იყოს, რადგან ფისტულა ჩნდება პერიოდულად. ამ კბილზე საჭიროა რენტგენის გადაღება.

      1. დიდი მადლობა ასეთი მყისიერი პასუხისთვის.
        მე ამჟამად ვცხოვრობ კიპრზე და სამწუხაროდ აქ მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა. თუ შეიძლება ამ ავადმყოფობის დისტანციურად მკურნალობა და კიდევ ერთი, ყველაზე უარესი რა შეიძლება დამემართოს.
        წინასწარ გმადლობთ.

      2. დისტანციურად შეუძლებელია სამწუხაროდ. გჭირდებათ პაროდონტოლოგი ან სტომატოლოგი, რომელსაც აქვს პაროდონტოლოგიაში მუშაობის გამოცდილება. ასეთი დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და საბოლოოდ კბილები ჯერ ირყევა, შემდეგ კი იკარგება. ფესვების გარშემო დაშლილი ძვლის ქსოვილის აღდგენა ძალიან რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს პროცესის შეჩერება. რომელი ქალაქია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი კვიპროსზე? იქნებ შევძლოთ პაროდონტოლოგის პოვნა.

      3. გამარჯობათ, მე პაფოსში ვცხოვრობ და აქ არ გვყავს პაროდონტოლოგი. სტომატოლოგთან უკვე ვიყავი და დამინიშნა Amoxil 5 დღე, ასევე სავლები და სპეციალური კბილის პასტა. პაროდონტოლოგი ალბათ ლიმასოლში იქნება და იქ მოვძებნი.

      4. ჩვენ მოვიძიეთ პაროდონტოლოგი ლიმასოლში. იმედია დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია.
        Dr. Eleni Aristodemou-Periodontist and Dental Implant Specialist
        Agias Filaxeos 64
        3025 Limassol, Cyprus
        +357 25 366344

      5. ძალიან დიდი მადლობა.
        იმედი მაქვს ძალიან არ დავაგვიანე ექიმთან მისვლა შევძლებ კბილების შენარჩუნებას.

      6. იმედია 🙂 წარმატებას გისურვებთ, მარიამ!

  30. gamarjobat…erti tvis ukan amovige kbili shemdeg gavikete breketebi erti kviraa rac anogebuli kbilis adgilas amomisivda xorci xom ver damexmarebit ra sheidzleba iyos da ram gamoiwvia

    1. დათვალიერების გარეშე შეუძლებელია რამის თქმა. შეიძლება იყოს შესიებული ღძილი ან ახალწარმონაქმნი ლორწოვანზე. საჭიროა რენტგენზე შემოწმდეს ამოღებული კბილის ადგილი. თუ ყველაფერი ნორმალურადაა და ღრძილის ანთებაც გამოირიცხება, მაშინ საჭიროა წამონაქმნის ბიოფსია. არ გადადოთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  31. გამარჯობა. ერთი კვირის წინ ამოვიღე კბილი, შესიებული მქონდა ამოღებამდე, სავარაუდოდ დაჩირქებული იყო. უწყვეტი ტკივილები მქონდა ამ ერთი კვირის მანძილზე ამოღების შემდეგ. გუშინ ვიყავი ექიმთან და გამისუფთავა ჭრილობა, მარა უარესად მტკივა. რისი ბრალია შეგიძლიათ მითხრათ? რა ვუშველო. ან საშიშია თუ არა

    1. თუ ჭრილობის დამუშავება იყო საჭირო, როგროც ჩანს კბილბუდეში ინფექცია განვითარდა. სააჭიროა ანტიბიოტიკი და სათანადო მოვლა.

  32. გამარჯობა. დაახლოებით 6 წლის წინ ქვედა ყბის ბოლოდან მესამე კბილის არხები დავიპლომბე თუმცა შემდეგ აღარ მივედი ექიმთან რო კბილი დაეხურა. დროთაგანმავლობაში დაიშალა ეს კბილი და 3 დღის წინ შესიება და ტკივილები დამეწყო. გუშინ ამოვიღე ეს კბილი, თუმცა გართულებით, ექიმს გაუჭირდა ამოღება რადგან ვერ მიყუჩებდა. დღეს ღამე გამათენებინა ისე მტკიოდა, ჭრილობა მიფეთქავს როგორც ჩირქის დროს იცის ხოლმე, სოდიანს ვივლებ, ანტიბიოტიკებსაც ვსვამ. დღეს შედარებით უკეთ ვარ, თუმცა ტკივილით მაინც მტკივა, თან ჭრილობაზე თეთრი აპკივით მაქვს. რამდენად ნორმალურია ასეთი სახის ტკივილი?

    1. თეთრი აპკი ნორმალურია ამ ვადაზე. ეს ფიბრინული ნადებია, რომელიც შეხორცებისას წარმოიქმნება. მიყევით ექიმის დანიშნულებას, რადგან უკეთესად გრძნობთ თავს, ესეიგი დანიშნულება მოქმედებს. გართულებული ამოღებისას შეხორცების პროცესი უფრო რთულად მიდის და ტკივილიც ახლავს ხოლმე თან საწყის ეტაპზე. თუ ჩათვლით რომ ჭრილობა არ ხორცდება ან ტკივილი არ მცირდება, მაშინ მიმართეთ ექიმს ჭრილობის რევიზიისთვის.

  33. Gamarjoba ,me mawuxebs erterti wina kbilidan usiamovno sunis gaminadeni ritac dzalian shewuxebuli var tu sheidzleba mipasuxet sheidzleba tuara am problemis agmopqvra da rogor an vis sheidzleba mivmarto.amastanave es kbili iweva grdzilidan da ukve pesvi chans kargad,gverdita kbilic iwevs.gtxovt mipasuxot.madloba winaswar.

    1. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. აღწერილი მდგომარეობა ჰგავს მწვავე ლოკალურ პაროდონტიტს ღრძილის რეცესიით, რის მკურნალობასაც პროფესიონალი პაროდონტოლოგი სჭირდება, არა ზოგადი სტომატოლოგი, ან თერაპევტი სტომატოლოგი, რომ კბილი არ დაკარგოთ. შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა “ალბიუსს” ან ქეთევან გელაშვილს კლინიკა “დენტეფექტში”.

  34. gamarjobat, ramdenime dgea amovige ukana qveda ybis sagechi kbilis fesvebi, surati ar gadaugia eqims, tkivilebi ar cydeba, mivige antibiotiki , vsvam gamayucheblebs da aseve dabali temperatura maqvs. shevamchnie simagre vfiqrob fesvia romelic amougebeli darcha. rodesac davreke mitxra rom yvis dzvalia da ara fesvi. ramdenad shesadzlebelia ybis dzvali chandes?

    1. შესაძლებელია ძვალი ჩანდეს, მაგრამ ამის იგნორირება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა მიმართოთ თუნდაც სხვა ექიმს ჭრილობის რევიზიისათვის.

  35. გამარჯობათ რა მაინტერესებს ღრძილების ანთების დროს მკურნალობას რომელს აქვს ეფექტი სტომატოლოგთან ნემსებით თუ მაზებით და კიდვ მაინტერესებს, ვარ ოცი წლის და ბრეკეტების გაკთება შესადზლებელია თუ არა?

    1. სამწუხაროა, რომ ასეთი მეთოდებით “მკურნალობას” კიდევ ატარებენ დღეს სტომატოლოგები. არც მალამოები და არც ნემსები არაა ეფექტური პაროდონტის დაავადების სამკურნალოდ. მიღებული დროებითი ეფექტი პირიქით, ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას. მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს და არა ზოგად სტომატოლოგს. რეკომენდაციას გავუწევდით თეა ნაცვლიშვილს (კლინიკა “ალბიუსი”), ქეთევან გელაშვილს (კლინიკა “დენტეფექტი”).
      მეორე შეკითხვას რაც შეეხება, ბრეკეტებით მკურნალობისთვის ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს.

  36. გამარჯობათ, რა მაინტერესებს, ამოვიღე ბოლოდან მეორე კბილი, მაგრამ მაგ ადგილზე ანუ ღრძილზე ისევ მტკივა ცივის მიკარების დროს და როგორ შეიძლება ამის მკურნალობა?

    1. სავარაუდოდ ცივზე მეზობელი კბილი რეაგირებს. შესაძლოა ფესვი გაშიშვლდა ამოღების დროს ან კარიესული ღრუა. მიმართეთ ექიმს. დათვალიერებისას ადვილად აღმოაჩენს მიზეზს.

      1. გამარჯობათ ნამკურნალევი კბილი დამისივდა პლომბი ჩამომხსნეს მაგრამ არ დაცხრა არც ცჰირქია და არც კისტააო კბილიც ამოვიგე მაგრამ ისევ სიმაგრეა დარჩენილი რა შეიზლება იყოს?

      2. ასე რამის თქმა შეუძლებელია. საჭიროა რენტგენის სურათის შეფასება, გვერდითი კბილების და ღრძილების გამოკვლევა.

      3. ძალიან დიდი მადლობა პასუხისტვის,  კიდევ მაქვს შეკითხვა კბილი ამოვიგე და დიდი ხნის ანთება იყო წასული და ჰაიმორის ღრუსა და კბილს შორის  ძვალი  შეჭმულია ანთებითო. ექიმმა მითხრა ეს ძვალი 4 ან 5 თვეში თავისით აღდგებაო  შეიძლება ისეთი რამე? ანუ ძვალი აგდგება ? >Среда, 11 декабря 2019, 16:22 +04:00 от ყველაფერი სტომატოლოგიაზე : >  >dentist commented: “ასე რამის თქმა შეუძლებელია. საჭიროა რენტგენის სურათის შეფასება, გვერდითი კბილების და ღრძილების გამოკვლევა.” >

      4. დიახ, ჰაიმორის ღრუს ფსკერი აღდგება თუ კბილბუდე მთლიანად დახურულია და პირის ღრუს მხრიდან დაინფიცირება არ მოხდება. ასევე არ უნდა იყოს ნარჩენი ანთებითი პროცესი უშუალოდ ძვალში და ჰაიმორის ღრუში. თუ ყველაფერი სწორად ჩატარდა ძვალი აღდგება. ზოგადად ძალიან კარგი რეგენერაციის უნარი გააჩნია ძვლოვან ქსოვილს.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.