ვაკანსია

ვაკანსიის დასამატებლად გთხოვთ ვაკანსიის ტექსტი გამოგზავნოთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com
განცხადება ვაკანსიის შესახებ საიტზე რჩება 2 თვის განმავლობაში. თუ ვაკანსია შეივსო და აღარ არის აქტიური, გთხოვთ გვაცნობოთ, რათა წაიშალოს საიტიდან. 
განცხადების ტექსტი სასურველია შეიცავდეს მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ — კლინიკის დასახელება, პოზიცია, სამუშაო გრაფიკი, პირობები, მოთხოვნები, ანაზღაურება, საკონტაქტო ინფორმაცია.

დამატებულია 11.11.2026

  • მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სტომატოლოგიური კლინიკა „შაკო“ აცხადებს სტომატოლოგის (თერაპევტის) ვაკანსიას. პერსონალური უნარ-ჩვევები: მოწესრიგებული; კომუნიკაბელური; პუნქტუალური; პასუხისმგებლობის მქონე. ადგილმდებარეობა ვარკეთილი. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მითიტებულ ტელეფონზე. ტელ: 599 74 16 09 / 593 32 65 72
  • სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ორთოპედის პოზიციაზე. ტელ: 558059191
  • სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თერაპევტის და ექიმი-ორთოდონტის პოზიციზე. დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე. ტელ: 558059191
  • ფუნქციონალური და ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “NewFormat” -ი აცხადებს თავაზიანი, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და ემპათიური ადმინისტრატორის ვაკანსიას. მოვალეობები: პაციენტების დახვედრა და კონსულტირება; ჩაწერის მართვა და განრიგის კონტროლი; სატელეფონო ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი; პირველადი დოკუმენტაციის წარმოება; პაციენტებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა. მოთხოვნები: სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ქართულად გამართულად მეტყველება და წერა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა. პერსონალური უნარ ჩვევები: კომუნიკაბელურობა. ლოკაცია: ქ.თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 41-ა,”ნიუფორმატი”. ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ გუნდს; პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; კონკურენტულ ანაზღაურებას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00- 19:00. ანაზღაურება: 1400 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: nfinfobox@gmail.com. ტელ:
    505 05 10 01
  • სტომატოლოგიური კლინიკა „თ.გ დენტალი“ (T.G. Dental) აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ორთოპედის პოზიციაზე. მოვალეობები: პაციენტის პირველადი მიღება და კონსულტაცია: პაციენტის ჩივილების მოსმენა, პირის ღრუს საფუძვლიანი დათვალიერება, ღეჭვითი ფუნქციისა და ესთეტიკური დეფექტების შეფასება; მკურნალობის კომპლექსური დაგეგმვა: რენტგენოლოგიური კვლევების (3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ორთოპანტომოგრამა) ანალიზი, ყბა-კბილთა სისტემის მოდელების შესწავლა და პაციენტისთვის ოპტიმალური (ალტერნატიული) ორთოპედიული მკურნალობის გეგმის შემუშავება; კბილების მომზადება (პრეპარირება): კბილების მინიმალური ინვაზიური და ზუსტი დამუშავება სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისთვის, ღრძილის კიდის დაცვითა და ანატომიური ფორმების გათვალისწინებით; ფიქსირებული პროთეზირება: ვინირების, ჩანართების (Inlay/Onlay), ცირკონო-კერამიკის, პრეს-კერამიკისა (E-max) და მეტალო-კერამიკის გვირგვინებისა თუ ხიდისებრი პროთეზების დამზადება და მორგება/ფიქსაცია; პროთეზირება დენტალურ იმპლანტებზე: იმპლანტებზე დაყრდნობილი სხვადასხვა სირთულის კონსტრუქციების (როგორც ერთეული გვირგვინების, ისე All-on-4 / All-on-6 სისტემების) დაგეგმვა, ანაბეჭდების აღება და ორთოპედიული ე ტაპის სრულყოფილი მართვა. მოთხოვნები: განათლება და ლიცენზირება: უმაღლესი სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით და მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება); სამუშაო გამოცდილება: ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 2–3 წელი); კონსტრუქციების სრულყოფილი ფლობა: ყველა სახის ფიქსირებული (ცირკონი, პრეს-კერამიკა E-max, ვინირები, მეტალო-კერამიკა) და მოხსნადი (ბიგელი, ელასტიური, სრული ფირფიტოვანი) პროთეზირების მეთოდების ცოდნა; იმპლანტებზე პროთეზირება: დენტალურ იმპლანტებზე დაყრდნობილი სხვადასხვა სირთულის კონსტრუქციების დაგეგმვისა და ორთოპედიული პროტოკოლების ზუსტი შესრულების გამოცდილება; თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა: თანამედროვე სტომატოლოგიური მასალების, ანაბეჭდის მასებისა და ფიქსაციის სისტემების ფლობა (ციფრული სტომატოლოგიის/სკანერის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ოკლუზიისა და გნათოლოგიის საფუძვლები: ყბა-კბილთა სისტემის ბიომექანიკის, ოკლუზიისა და არტიკულაციის პრინციპების ცოდნა ფუნქციურად გამართული კონსტრუქციების შესაქმნელად; რენტგენოგრაფიული დიაგნოსტიკა: 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) და ორთოპანტომოგრამის (OPG) მაღალ დონეზე წაკითხვისა და ანალიზის უნარი; პროფესიული განვითარება: მუდმივი ზრუნვა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თანამედროვე მასტერკლასებზე, კონფერენციებსა და ვებინარებზე დასწრება. პერსონალური უნარ ჩვევები: განვითარებული ესთეტიკური ხედვა და ფერების აღქმა: ფორმის, პროპორციებისა და ფერების ნიუანსების იდეალური აღქმის უნარი, რაც აუცილებელია ბუნებრივი და ეფექტური ღიმილის (ვინირები, გვირგვინები) შესაქმნელად; უმაღლესი კონცენტრაცია და სიზუსტე: მიკროსკოპულ დეტალებზე ორიენტირებულობა, რაც კრიტიკულია კბილების პრეპარირების (გაფხეკის), ანაბეჭდების აღებისა და კონსტრუქციების ზუსტი მორგების დროს; ეფექტური კომუნიკაცია და დარწმუნების უნარი: პაციენტისთვის მკურნალობის ალტერნატიული გეგმების, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეებისა და ფასების მარტივ, გასაგებ ენაზე ახსნის უნარი; მომთმენლობა და მოქნილობა: პაციენტის სურვილებისა და ესთეტიკური მოლოდინების ყურადღებით მოსმენა და მათი რეალურ სამედიცინო შესაძლებლობებთან შეჯერება; გუნდურობა და კოლეგიალობა: კლინიკის სხვა სპეციალისტებთან (ქირურგ-იმპლანტოლოგთან, ორთოდონტთან, თერაპევტთან) და რაც მთავარია, კბილის ტექნიკოსთან (ლაბორატორიასთან) მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობა და ეთიკა: პაციენტის უფლებების, საექიმო საიდუმლოებისა და უსაფრთხოების/სტერილიზაციის სტანდარტების მკაცრი დაცვა. მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა N31; სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით, თქვენი გრაფიკისა და კლინიკის საჭიროებების გათვალისწინებით); ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და პროფესიულ უნარებზე); სამუშაო ადგილი: კომფორტული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საბურთალოს ცენტრში. ენები: ქართული, ინგლისური. ტელ: 579 10 51 51hrtgdental@gmail.com
  • სტომატოლოგიური კლინიკა „თ.გ დენტალი“ (T.G. Dental) აცხადებს ვაკანსიას ექიმი-პაროდონტოლოგის პოზიციაზე. მოვალეობები: პაციენტების მიღება, კონსულტაცია, პირის ღრუს ღრძილებისა და პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის დიაგნოსტიკა; პაროდონტოლოგიური დაავადებების (გინგივიტი, პაროდონტიტი და სხვა) მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მართვა; კლინიკური მანიპულაციების ჩატარება (ღრმა კიურეტაჟი, ვექტორ-თერაპია, ღრძილქვეშა ნადების მოცილება და ა.შ.); მკურნალობის შედეგების მონიტორინგი და პაციენტებისთვის პირის ღრუს ჰიგიენის სწორი მოვლის რეკომენდაციების გაზიარება; დიაგნოსტიკა და კონსულტაცია: პაციენტის პირის ღრუს დათვალიერება, პაროდონტოლოგიური ჯიბეების ზონდირება, რენტგენოლოგიური კვლევების ანალიზი და დაავადების სტადიის (გინგივიტი, პაროდონტიტი) ზუსტი განსაზღვრა; მკურნალობის გეგმის შემუშავება: თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური, ეტაპობრივი მკურნალობის სქემის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან (ორთოპედი, ქირურგი, თერაპევტი) კონსილიუმის ორგანიზება; კონსერვატიული (არაქირურგიული) მკურნალობა: კბილის ზედაპირული და ღრძილქვეშა ნადების/ქვების მოცილება (სკეილინგი და ფესვების დაგეგმვა – Root Planing), აპარატურული მკურნალობა (მაგ. ვექტორ-თერაპია) და მედიკამენტოზური დამუშავება; ქირურგიული მანიპულაციები (საჭიროებისამებრ): ღია და დახურული კიურეტაჟი, გინგივექტომია, ფლაპ-ოპერაციები (ნაკვეთოვანი ოპერაციები) და რეგენერაციული პროცედურები პაროდონტის ქსოვილების აღსადგენად; პრევენცია და მონიტორინგი: მკურნალობის შემდგომი კონტროლი, პაციენტებისთვის პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის სწორი მეთოდების სწავლება, მოვლის საშუალებების (ჯაგრისები, ძაფები, სავლებები) შერჩევა და გეგმიური პროფილაქტიკური ვიზიტების მართვა; დოკუმენტაციის წარმოება: პაციენტის ელექტრონული ან მატერიალური სამედიცინო ისტორიის ზუსტი, დეტალური და დროული შევსება სამედიცინო რეგულაციების შესაბამისად. პერსონალური უნარ ჩვევები: აუცილებლობა: დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე: მიკროსკოპულ დეტალებზე კონცენტრაციის უნარი, რაც კრიტიკულია ღრძილქვეშა მანიპულაციებისა და მიკროქირურგიული პროცედურების ჩატარებისას; მოთმინება და სტრესმედეგობა: რთულ პაციენტებთან ან ხანგრძლივი მანიპულაციების დროს სიმშვიდისა და კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: საექიმო საიდუმლოების, ეთიკის ნორმებისა და პაციენტის უსაფრთხოების/სტერილიზაციის სტანდარტების უპირობო დაცვა; კოლეგიალობა და გუნდურობა: კლინიკის სხვა ექიმებთან (ქირურგებთან, ორთოპედებთან, ასისტენტებთან) ეფექტური თანამშრომლობის უნარი პაციენტის კომპლექსური მკურნალობის უზრუნველსაყოფად; დროის მენეჯმენტი და პუნქტუალურობა: ვიზიტების გრაფიკის ზუსტი დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული პაციენტების რიგები და კლინიკაში დისკომფორტი. პირობები: მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ტაშკენტის ქუჩა N31; სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით, თქვენი გრაფიკის გათვალისწინებით); ანაზღაურება: გამომუშავებით — პროცენტული განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით); სამუშაო ადგილი: კომფორტული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საბურთალოს ცენტრში. ენები: ქართული, ინგლისური. ტელ: 579 10 51 51 hrtgdental@gmail.com


დამატებულია 28.10.2026

  • სტომატოლოგიური ლაბორატორია DM Dental Lab აცხადებს თაბაშირის ტექნიკოსის ვაკანსიას. მოვალეობები: სტომატოლოგიური ანაბეჭდების დამუშავება; თაბაშირის მოდელების ჩამოსხმა და მომზადება; სამუშაო პროცესში სიზუსტისა და ხარისხის დაცვა. მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პერსონალური უნარ ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობა და გუნდურად მუშაობის უნარი. პირობები: დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV: info@dmlab.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 593626940
  • სტომატოლოგიური ლაბორატორია DM Dental Lab აცხადებს გამოცდილი ციფრული დიზაინერის ვაკანსიას. მოვალეობები: Exocad-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; სტომატოლოგიური კონსტრუქციების ციფრული დიზაინის პრინციპების ცოდნა; დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. პერსონალური უნარ ჩვევები: გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@dmlab.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 593626940
  • სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თერაპევტის პოზიციზე. პერსონალური უნარ ჩვევები: დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე 558059191
  • თემქაზე მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა Elegant Dent აცხადებს ვაკანსიას ექიმი სტომატოლოგის პოზიციაზე (თავისი მასალებით 50 %-ად). მოვალეობები: პაციენტების მკურნალობა. მოთხოვნები: უპგ ქულები. პერსონალური უნარ ჩვევები; კომუნიკაბელურობა; პასუხისმგებლობა. პირობები: დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე 574 71 11 99
  • სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ექთნის ვაკანსიას (შესაბამისი სერთიფიკატის მქონე) ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის და სავარძლების მომსახურებისთვის. მოვალეობები: სტერილიზაცია-დეზინფქცია, სავარძლების მომსახურება (2 სავარძელი). მოთხოვნები: სერთიფიკატის მქონე. პირობები: მდებარეობა: თბილისი, ლადო ასათიანის 42ა (სოლოლაკი). ანაზღაურება: 1,300 – 1,500 ₾- თვეში. საკონტაქტო ინფორმაცია: 593 31 26 71 zura.kuloshvili@gmail.com
  • სტომატოლოგიური კლინიკა „დელტა ლაიფი“ აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას. უნარები: სამედიცინო განათლება. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. საკონტაქტო ინფორმაცია: 599 35 55 19nikaqiria@yahoo.com


დამატებულია 08.10.2026

  • სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში აქირავებს სრულად აღჭურვილ სამუშაო ადგილს/სტომატოლოგიურ სავარძელს მოქმედი ექიმისთვის. ტელ: 555212721
  • გლდანში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ვეი” აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციებზე. მსურველებმა დეტალების დასაზუსტებლად დარეკოთ ტელ-ზე: 598727490. მისამართი: ხიზანიშვილის 108.
  • გვესაჭიროება დამლაგებელი კლინიკაში, საბურთალოზე. 2 საათი შაბათ-კვირას! საჭიროა დალაგდეს კლინიკა საღამოს საათებში 20:00დან 22:00მდე. დეტალურად და ხარისხიანად. ტელ: 511 24 07 50
  • სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტა ლაიფი“ აცხადებს ექიმი-თერაპევტის ვაკანსიას. მოვალეობები: თერაპევტის მოვალეობის შესრულება. მოთხოვნები: კვალიფიციური. პერსონალური უნარ ჩვევები: პასუხისმგებლიანი; საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი. პირობები: ადგილმდებარეობა — საბურთალო. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555390937
  • სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს კურიერის ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით. მოვალეობები: საჭიროებისამებრ გადაადგილება. პერსონალური უნარ ჩვევები: შრომისმოყვარე; მოწესრიგებული; პუნქტუალური; პასუხისმგებლობის მქონე. პირობები: ანაზღაურება 700 ლ. დამიკაშირდით მითითებულ ტელეფონზე 599355519. დიმა.
  • გლდანში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ვეი” აცხადებს ვაკანსიას ალერგოლოგის პოზიციაზე. მოვალეობები: ალერგოლოგიური სინჯების ჩატარება; შესაბამისი დარგის პაციენტების მკურნალობა. მოთხოვნები: შინაგანაწესის დაცვა; სუბორდინაციის დაცვა. პერსონალური უნარ ჩვევები: თავაზიანობა; გუნდური მუშაობის პრინციპის ცოდნა. პირობები: ექიმზე მორგებული სამუშაო გრაფიკი. მსურველებმა დეტალებზე სასაუბროდ დარეკოთ მითითებულ ნომერზე. ტელ: 598 72 74 90salome.burjaliani@gmail.com
  • გლდანში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ვეი” აცხადებს ვაკანსიას პაროდონტოლოგის პოზიციაზე. მოვალეობები: პაციენტების მკურნალობა. მოთხოვნები: სტომატოლოგის დიპლომი; პაროდონტოლოგიური მკურნალობის კურსის განათლება. პერსონალური უნარ ჩვევები: დისციპლინა; თავაზიანობა; შინაგანა წესის დაცვა; გუნდური მუშაობის პრინციპის ცოდნა. პირობები: ექიმზე მორგებული მუშაობის გრაფიკი. ადგილმდებარეობა გლდანი, ხიზანიშვილის 108. დეტალებზე სასაუბროთ დაუკავშირდით კლინიკის ხელმძღვანელს მითითებულ ტელეფონზე. უნარები: სამედიცინო განათლება; პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა; სამედიცინო პროცედურების შესრულება; პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნა; კვლევების ანალიზი; კლინიკური პროტოკოლების და სტანდარტების დაცვა; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; სამედიცინო ინფორმაციული სისტემების ცოდნა; პაციენტებთან კომუნიკაცია; დიაგნოსტიკა; ეთიკური სტანდარტების დაცვა; სტრესული სიტუაციების ეფექტური მართვა; დეტალებზე ორიენტირი; დროის მენეჯმენტი; გუნდური მუშაობა. ტელ: 598 72 74 90salome.burjaliani@gmail.com
  • სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტი აცხადებს ვაკანსიას რენტგენო-ლაბორანტის თანამდებობაზე კვირაში 3 დღე 09:00- 21:00 სთ-მდე. გთხოვთ, მსურველებმა სურათი და CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე – info@unident.ge, ან დაგვიკავშირდეთ 0322940394.



აღებულია საიტიდან  www.saqme.ge, http://www.jobs.ge, http://www.cv.ge

30 thoughts on “ვაკანსია”

  1. დასავლეთის ვაკანსია ფაქტიურად არ დევს არსად და თუ არის ისიც 1 ან 2 . თუა შესაძლებელი ფილტრი გააკეთოთ , ქალაქების ან რეგიონის მიხეთვით?

    1. იგეგმება რეგიონების ვაკანსიების გამოყოფა მომავალში, მაგრამ კონკრეტულად როდის იქნება ეს ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ შეგვიძლია თქმა. აუცილებლად გავაკეთებთ.

  2. ვარ 5 კურსის სტუდენტი მიმუშავია ექთნად სასტერილიზაციის და ვიზიოს კაბინეტში, ყბა-სახის და ოტთოპედის და თერაპევტის ასისტენტად. ამჟამად ვარ უმუშევარი ვეძებ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს. 598175975

  3. გამარჯობა , ვარ კვალიციციური ექთანი ,მაქვს როგორც საოპერაციო ასევე სასტერილიზაციოს გამოცდილება , მაქბს დიპლომი და ექთნის გადამზადების სერთიპიკატიც , სად მდებარეობს თქვენი კლინიკა ტერიტორიულად

    1. გამარჯობა. ეს არაა რომელიმე კლინიკის საიტი და ჩვენ არ გვაქვს ვაკანსიები. უბრალოდ ვეხმარებით მათ, ვინც სამსახურს ეძებს და ვაქვეყნებთ ვაკანსიებსა და რეზიუმეებს. შეგვიძლია გამოვაქვეყონოთ თქვენი რეზიუმეც, თუ გამოგვიგზავნით შესაბამისი ფორმატით. პირობები იხილეთ აქ: http://bit.ly/2oyZv4n

  4. მოგესალმებით, ვარ მედდა მაქვს გამოცდილება სტომატოლოგიაში მუშაობის , ვეძებ სამსახურს, თუ მალე გამომეხმაურებით კარგი იქნება, წინასწარ გიხდით მადლობას.

    1. მოგვაწიდეთ თქვენი რეზიუმე მითითებული ფორმატით და განვათავსებთ.

  5. Gamarjobat var licenzirebuli ortoped stomatologi rezidentura gaviare klinika albiusshi maqvs 2 wliani gamocdileba vedEb samsaxurs ramit shegidzliat dexmarot?

    1. შეგვიძლია განვათავსოთ თქვენი რეზიუმე, თუ გამოგზავნით მითითებული ფორმატით.

      1. Ukacravad rogor sheidzleba ro gamovagzavno anu sivi gammovgzavno xo mailze tusad an mail ismisamarti rodawerot tu sheidzleba

    1. გამოგზავნეთ რეზიუმე იმ ფორმით, რომელიც მითითებულია ჩვენს გვერდზე, დასაქმების განყოფილებაში და განვათავსებთ.

  6. Famarjobat var mexute kursis studenti minda mushaobis dacyeba asistentan aseve vmushaob qirurgiis erovnul centrshi.xelpasi naklebad mnishvnelovania chemtvis.damikavshirdit dainteresebis shemtxvevashi.598804588 shako

    1. იხილეთ ამ საიტზე განთავსებული ვაკანსიები, ბევრი განცხადებაა ასისტენტის პოზიციაზე.

  7. მოგესალმებით! ვარ 3 წელზე მეტი სტაჟის მქონე სტომატოლოგი თერაპევტი-ქირურგი. ცვლაში ვიმუშავებდი პროცენტზე. დამიკავშირდით: 593 111 878.

    1. რეზიუმეს განსათავსებლად საჭიროა მეტი ინფორმაცია. ნიმუში იხილეთ რეზიუმეების გვერდზე.

      1. gamarjobat.var licenzirebuli ,terapiuli stomatologi ,samsaxuris dzebnavs viwyeb , riti shegidzliat damexmarot?

      2. გამოგზავნეთ რეზიუმე აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული ფორმით და განთავსდება ჩვენს ბაზაში.

  8. Ybasaxus qirurgiashi vimushaveb asistentad sruli pasuxismgeblobit magram vis mivmarto AR vici iqneb damezmarot

    1. მხოლოდ იმით შემიძლია დაგეხმაროთ, რომ განვათავსებ თქვენს რეზიუმეს. შეადგინეთ რეზიუმე მითითებული ფორმატის მიხედვით. https://kbilebi.wordpress.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94/

    2. Var 4 kursis studenti maqvs 3 wliani gomocdileba eqtnad mushaobis vici vizios gadaxeba da sterilizacia.mimushavia asistentad yba_saxis qirurgtan da stomatologi terapevttan.

  9. ლიცენზია ჯერ არ ამიღია რეზიდენტურას ვამთავრებ ვარ ორტოპედი და ვერ დავიწყებ ვერსად ჯერ მუშაობას
    თუ იცით?

  10. ტომატოლოგიურ კლინიკას საბურთალოზე, ესაჭიროება კბილის ტექნიკოსები. ტელეფონი: 597555014 es vinc datova ar sheuzlia zustad daakonkretos sad aris nomeri ro sworad daweros?

    1. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დაგეხმარებით, თუ ნომერი არასწორია. განცხადებაში ასე იყო მითითებული. იმედია შენიშნავს შეცდომას და სწორ ნომერს განათავსებს.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.