კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

651 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამრჯობათ მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ანთებამ ბჯენი შეჭამოს

    1. რათქმაუნდა არა. ანთებითი პროცესის შედეგად შეიძლება დაზიანდეს ბუნებრივი ქსოვილი — ძვალი, კბილის ფესვი, ღრძილი. მაგრამ ხელოვნური მასალა არ ზიანდება.

  2. გამარჯობა,დაახლოებით ორი თვის წინ დავიპლომბე უკანა კბილები,ანთებითი პროცესი იყო,მკურნალობის შემდეგ არხები დამიპლომბა ექიმმა,კბილის ტკივილი არ მაწუხებს,ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგრამ მას შემდეგ დაპლომბილ კბილსა და მის გვერდით მდგომ კბილს შორის ღრძილი მაქვს გაღიზიანებული,სისხლსაც ვამჩნევ ხოლმე,მაინტერესებს შეიძლება თუარა რომ ეს ბჟენის ბრალი იყოს,დაპლომბვის შემდეგ მგონია თითქოს კბილები იმდენად მჭიდროს არის ერთმანეთთან,რომ ეს იწვევს ამ გაღიზიანებას,ვიყენებ სავლებს და ღრძილების გელს,რომელიც იმავე სტომატოლოგმა მირჩია,თუმცა შედეგი არ მაქვს,დაპლომბვამდე მსგავსი პრობლემა არ მქონია,ისიც თუ შეგიძლიათ რომ ქუთაისში კარგი სტომატოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ ძალიან გამიხარდება,დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

    1. გამარჯობა. ასეთი პრობლემა ხშირად ჩნდება, როდესაც ბჟენი 2 კბილს შორისაა ანუ საკონტაქტო ზედაპირზე. თუ ბჟენი კბილის ანატომიურ ფორმას არ იმეორებს ყელის არეში ღრძილის კიდესთან, ეს იწვევს ნადების დაგროვებას და ღრძილის ანთებას. ზოგჯერ ბჟენის კორექცია საკმარისია, რომ პრობლემა მოგვარდეს.
      ქუთაისში შეგიძლიათ მიმართოთ ანა გორგოძეს “ქუთაისის რეგიონულ სტომატოლოგიურ ცენტრში”.

  3. გამარჯობათ მაინტერრესებს გრძილზე ფისტულა მხოლოდ კბილის დაჩირქების ბრალია? და სხვა რისიბრალი შეიძლება იყოს ? ასევე მაინტერრესებს რენდგენის მეშვეობით როგორ ხტება მისი აგმოხვფრა რომ ეს კბილის ბრალია? თუ ჩანს ანთება ფესვსზე? და კიდევ ფისტულას მდებარეობაა გრძილზე კბილის ფესვის ბოლოს გამოდის თუ დასწყიში ?

    1. ფისტულა არის ხვრელ-არხი, რომლის საშუალებითაც ქსოვილის სიღრმეში არსებული ჩირქოვანი კერიდან გამონადენი კანის ან ლორწოვანი გარსის ზედაპირზე გამოიყოფა. ასეთი ჩირქოვანი კერა შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკავშირებული კბილთან. პირის ღრუში ყველაზე ხშირად ფისტულა კბილის ფესვზე არსებულ ანთებით პროცესს უკავშირდება, რაც რენტგენოგრამაზეც ჩანს.
      ფისტულის მდებარეობა შეიძლება არ ემთხვეოდეს ანთებითი კერის ლოკალიზაციას. ამიტომ აუცილებელია რენტგენოლოგიული გამოკვლევა, რისთვისაც ფისტულაში ათავსებენ რენტგენოკონტრასტულ მასალას (მაგ, გუტაპერჩას წკირს), შესაბამისად რენტგენზე კარგად ჩანს რომელ კბილს უკავშირდება ფისტულის მეორე ბოლო.

  4. გამარჯობათ ვიყავი სტომატოლოგტან 1 კვირის უკან კბილის დასაპლომბად ყველაფერი გამიკეტა კბილზე ნევიც მომიკლა დარიშხანიტ მედო 5 დღე 5 დღის მმმერე რომ მივედი მიტხრა ნერვი მკვდარიაო და ამოიღო მაგარამ მაინც საშინლად მტკიოდა და მიტხრა რომ სამკურნალო წამალს ჩამიდებდა და მის შემდეგ არ მეტკინებოდა გავიდა 10 დღე მის შენდეგ მაგრამ 3 დღეა რაც დამეწყო ტკივილი ისევ ყრუ ტკივილი მაქ რის ბრალი უნდა იყოოოს

    1. მკურნალობის იმ მეთოდიკაში, რომელიც თქვენს შემთხვევაში იქნა გამოყენებული, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი.
      ანესთეზიის ქვეშ ერთ ვიზიტზე ხდება ნერვის ამოღებაც და არხის დაბჟენაც, სრულიად უმტკივნეულოდ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად გაქვთ ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, შესაძლებელია უსაფრთხო ანესთეტიკის შერჩევა, პრემედიკაციის ჩატარება ალერგოლოგთან ერთად. თუ ეს ვარიანტები არ განხილულა თქვენი ექიმის მიერ და მითუმეტეს თუ არ გაქვთ დადასტურებულად ალერგიული რეაქცია ანესთეტიკზე, გირჩევთ სხვა ექიმს მიმართოთ.

  5. გამარჯობა,უკანა საღეჭის პატარა კბილი მტკიოდა მივედი ექიმთან, და ჩამიდო დროებითი პლომბი, ნერვიც მოკლა, ახლა რამოდენიმე დღის შემდეგ, ისევ მივედი და ისეთი ტკივილი მქონდა თითქოს, ისევ ისეთი ტკივილმა შემაწუხა და ასე მითხრა ღრძილის ბრალიაო და შესაძლებელია თუარა, რომ მართლა ღრძილის ბრალი იყოს ამ ნერვ მოკლული კბილის ტკივილი?მადლობა

    1. შესაძლებელია ღრძილის ბრალი იყოს, თუ კბილი სრულფასოვნად არის დაბჟენილი. შესძლებელია ასევე იყოს ნარჩენი არხი ან არასრულფასონად იყოს არხები დაბჟენილი და ეს იწვევდეს ტკივილს.

      1. გამარჯობა.
        რამდენიმე დღის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვიც მომიკლა, მედო დროებითი პლომბი, მეორე მისვლაზე არხების გასუფთავების დროს მქონდა საშინელი ტკივილი, ყველა შეხებას ვგრძნობდი,მთელი ყბა მტკიოდა, გადაეცემოდა თავზეც და ყურზეც, ვეღარ გააგრძელა პროცესი ამ ტკივილის გამო, ისევ დროებითი პლომბი ჩამიდო და 1კვირაში დამიბარა. მაინტერესებს ასეთი ტკივილი მოკლული ნერვის დროს რას შეიძლებოდა გამოეწვია?
        მადლობა წინასწარ.

      2. ასეთ ტკივილს იწვევს არხში ნერვის (პულპის) ქსოვილის არსებობა. გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული ანესთეზია.

  6. მაინტერესებს გაბზარულ, ნერვმოკლულ წინა კბილზე რამდენათ მართებულია ბრეკეტების გაკეთება?

    1. ნერვმოკლული პრობლემა არ არის. მაგრამ ბზარს გააჩნია. ზოგი ტიპის ბზარის შემთხვევაში კბილის შენარჩუნებაც კი ვერ ხერხდება და ამოღებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ბზარი ხვდება თუ არა ბრეკეტის ფიქსაციის ზონაში, კბილის ზედაპირზე.

  7. გამარჯობა, 4 წინა, ზედა კბილზე მაქვს ნერვი მკვდარი. მაინტერესებს იქნება თუ არა პრობლემა ბრეკეტების გაკეთება და როგორ უნდა მოვუარო, რომ მალე არ გაყვითლდეს? რამდენი ხანი შეუძლია გაძლოს ამ კბილებმა?

    1. “მკვდარი ნერვი” ბრეკეტის დასამაგრებლად პრობლემას არ წარმოადგენს. გაძლება ანუ პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიან არის ჩატარებული არხის მკურნალობა, რამდენად კარგ ჰიგიენურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ და ასევე ღრძილების ჯანმრთელობაზე.

      ბრეკეტის დამაგრების შემდეგ ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ ინსტრუქტაჟი თუ როგორ მოუაროთ კბილებს ბრეკეტის ტარების პერიოდში, რომელი სპეციალური ჰიგიენური საშუალებები გამოიყენოთ. აუცილებელია: გახეხვა დღეში მინიმუმ 2ჯერ (ძილის წინ აუცილებლად), ფლოსის და სპეციალური ბრეკეტის ჯაგრისის გამოყენება, ჰიგიენური სავლები, პროფეციული გაწმენდის ჩატარება სტომატოლოგთან 3-4 თვეში ერთხელ ან იმ სიხშირით, როგორც ექიმი გირჩევთ. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს პაროდონტოლოგთან თანამშრომლობით გააკეთებთ, რომელიც ასევე თვალს მიადევნებს თქვენი ღრძილების ჯანმრთელობას, რადგან ბრეკეტის ტარება ხშირად ხდება პაროდონტის დაავადების დაწყების მიზეზი, როცა ჰიგიენა სათანადო დონეზე არ არის. მასვე შეუძლია შეგირჩიოთ რეჟიმი და მოვლის საშუალებები.

  8. გამარჯობა,გუშინ მომიკლა ნერვი სტომატოლოგმა,ამოასუფთავა და დაპლომბვა ვერ მოხერხდა ,ამის გამო ჩადო დროებითი პლომბი,მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ,წყალსაც კი ვერ ვსვავ,მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ნერვის მოკვლის შემდეგ?

    1. რადგან მკურნალობა დასრულებული არ არის, ძნელი სათქმელია რა შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი, რადგან არ ვიცით რა ეტაპზე მოხდა პროცედურის შეწყბეტა. ყოველთვის ჯობია, რომ მკურნალობა დასრულდეს სანამ ანესთეზია მოქმედებს.

  9. Გამარჯობათ, 1 დღის წინ ნერვი მომიკლა სტომატოლოგია, ახლა ცხელ სავლებებს ვივლებ, არხები დახურულია მაგრამ მტკივა. Ცხელი სავლების დროს მეწყება ტკივილი. Საგრძნობია Განსაკუთრებით კბილზე პერკუსიის დროს (ნელა დაკაკუნების). Რისი ბრალი შეიძლება იყოს? Ან ბუნებრივია მსგავსი კლინიკა ესეთ დროს?

    1. გააჩნია რა იყო საწყისი დიაგნოზი. არხების დაბჟენის შემდეგ ასეთი სიმპტომები შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუ რამდენიმე დღეში გაქრება. მაგრამ ცხელი სავლები თუ ტკივილს პროვოცირებას უკეთებს გაუგებარია რატომ გაქვთ დანიშნული.

  10. გამარჯობა, ნოემბერში ვიყავი სტომატოლოგთან ნერვი მომიკლა შემდგომ დაჩირქება დამეწყო და ლოყა დამისივდა რომ მივედი არხის გახსნა იყო საჭირო , მაგრამ ექიმმა გაყუჩების გარეშე გამიკეთა პროცედურა რომელიც საშინლად მტკივნეული იყო. მაინტერესებს თუ არის შემთხვევა როცა გაყუჩება არ კეთდება არხის გახსნისას

    1. არის შემთხვევები, როცა ანესთეზიის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციისა და წინასწარი მომზადები შემდეგ პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი ანსთეზიის გაკეთება. ასეთი მდგომარეობაა მაგ. ორსულობა, ალერგიული ფონი, ჰიპერტონიული და გულსისხლძარღვთა დაავადება… ერთადრეთი როცა შეიძლება ვერ გავაკეთოთ ანესთეზია, არის გადაუდებელი ჩარევა, როდესაც წინასწარ მომზადების დრო არ არის და გვაქვს აშკარად გამოხატული უკუჩვენება.

      1. ლოკალური გაყუჩების შემთხვევაშიც ? ანუ ნემსით რომ ხდება გაყუჩება, მაგრამ ჩვეულებრივ დაძინების გარეშე ? ანუ როცა მივედი ლოყა დაბერილი მქონდა უკვე და ექიმმა მითხრა, რომ ამ დროს ნემსით თუ გამიყუჩებდა უარესი იქნებოდა

      2. დიახ, ლოკალურ ანესთეზიაზეა საუბარი.
        ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ზოგჯერ ანესთეზიის ეფექტურობა მცირდება ანუ სრულფასოვნად არ ყუჩდება, მაგრამ მაინც შეღავათია პაციენტისთვის. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ანასთეტიკები. “უარესი იქნება” რას გულისხმობს გაუგებარია. ალბათ ექიმს ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა ანესთეზიის გამოყენებაზე და უმჯობესი იქნება სთხოვოთ რომ აგიხსნათ.

  11. გამარჯობათ. მაინტერესებს, კბილის დაპლომბის შემდეგ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლური სასმლის მიღება?

    1. ალბათ ანესთეზიით მკურნალობას გულისხმობთ. პრობლემას არ წარმოადგენს. სასურველია ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.