უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სტომატოლოგიის და განსაკუთრებით ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობები.
CAD/CAM (Computer-Aided Design /Computer-Aided Manufacturing) ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კომპიუტერის საშუალებით მოხდეს კონსტრუქციის დიზაინის შექმნა და შემდეგ მისი წარმოება ანუ ის, რაც ლაბორატორიაში კბილის ტექნიკოსის ხელით კეთდებოდა ადრე. ეს ზოგავს უამრავ დროს და ადამიანურ რესურსს.
CAD/CAM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რამდენიმე პროგრამა არსებობს. ზოგი მათგანი განკუთვნილია ლაბორატორიაში სამუშაოდ. ზოგი კი,
ე.წ. “Chair side” პირდაპირ ექიმის კაბინეტში გამოიყენება და საშუალებას იძლევა უშუალოდ ვიზიტის დროს დამზადდეს და ჩაბარდეს პაციენტს კონსტრუქცია, ისე რომ არ მოუწიოს, მაგალითად, დროებითი გვირგვინებით სიარული, სანამ ლაბორატორია დაამზადებს მუდმივ გვირგვინებს.
ერთერთი ასეთი “Chair side” პროგრამაა ცერეკი (Cerec), რომელიც ფირმა Sirona-ს პროდუქტია. პროცესი შემდეგნაირად წარიმართება: პირველ ეტაპზე ხდება ექიმის მიერ კბილის დამუშავება, შემდეგი ეტაპი არის არის სკანირება და გადატანა 3D ფორმატში.
პროგრამის საშუალებით ხდება მოდელირება და სასურველი დიზაინის შექმნა.
მიღებული გამოსახულება გადაეგზავნება ფრეზს, რომელშიც მიღებული გამოსახულების ფრეზირება (გამოთლა, გამოჩარხვა) ხდება სპეციალური ბლოკებისგან.
ბლოკები სხვადასხვა მასალისაა — კერამიკა, კომპოზიტი, ცირკონიუმის ოქსიდი, მეტალი. მისი არჩევა ხდება იმის მიხედვიტ თუ რა კონსტრუქციის დამზადებაა საჭირო. მაგალითად, ვინირების, გვირგვინებისათვის, ჩანართების და სხვა სარესტავრაციო კონსტრუქციებისთვის გამოიყენება კერამიკა და კომპოზიტი, კარკასებისთვის —- ცირკონიუმის ოქსიდი და მეტალი.
მზა კონსტრუქციის დაფიქსირება პირის ღრუში იმავე ვიზიტზევეა შესაძლებელი. დროის ფაქტორი, ისევე როგორც მაღალი სიზუსტე CAD/CAM ტექნოლოგიის უდიდესი პლიუსია. ადამიანის ხელით შეუძლებელია ასეთი ზუსტი მოდელების შექმნა, რომელიც 10 მიკრონის სიზუსტით ერგება დამუშავებულ კბილს. ასევე შესაძლებელია უთხელესი ვინირების დამზადება, რაც კბილის დამუშავებას მინიმალურად ითხოვს.
გამარჯობათ, მაინერესებს ამოღებული კბილის ნაცვლად თუ შეიძლება ცერეკის ჩასმა?
ცერეკი არის ტექნოლოგია, რომელიც ამზადებს სხვადასხვა კონტრუქციებს, როგორიცაა გვირგვინი, ვინირი, ხიდი. თუ ამოღებული კბილის ხიდით აღდგენა გაინტერესებთ, დიახ, ცერეკის საშუალებით დამზადებული ხიდის გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ თუ იმპლანტზე აღდგენას გულისხმობთ, იმპლანტი ცერეკის მეთოდით არ მზადდება. თუმცა იმპლანტზე ცერეკის გვირგვინის დამაგრება შესაძლებელია.
ცერეკის კბილების ჩასმა ავერშიც არის სესაძებელი?
ვერ გეტყვით, უნდა იკითხოთ “ავერსში”.
ზედა ყბაზე მაქვს წინა პირველი კბილების შემდეგ ერთ მხარეს მეორე კბილი ჩვეულებრივ მაქვს და მეორე მხარეს საერთოდ არ ამომსვლია მეორე კბილი და მაქვს პირდაპირ ეშვი, ადგილი არაა გამოტოვილი ანუ პირდაპირ დიდი პირველი კბილის გვერდით ამოსულია ეშვი და ესე მიყვება კბილები რომ ადგილი გამოტოვილი არსად არაა, მაინტერესებს ცერეკით ამის გასწორება თუ შეიძლება?
ანუ თქვენ გინდათ ეშვის გვირგვინის ფორმის შეცვლა, რომ მეორე კბილს დაემსაგავსოს და ისევე გამოიყურებოდეს, როგოც მეორე მხარეს. ეს შეიძლება ჰელიობჟენის საშუალებით მინიმალური დანაკარგით. შეიძლება ცერეკითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში გვრიგვინს შემოგთავაზებენ ალბათ და ეს აუცილებელი არაა. ცერეკი სისტემაა, რომლითაც სხავდასხვა “ნაკეთობებს” ამზადებენ სხავდასხვა მასალისგან — გვრიგვინებს, ხიდებს, ჩანართებს…
ეშვის გვირგვინის ფორმა რომ შეიცვალოს მხოლოდ კბილი კი დაემსგავსება მეორე კბილს, მაგრამ ზედა ყბის ფორმა ამით არ გასწორდება, პრობლემა მარტო ეშვის ფორმაში არაა, ზედა ტუჩის შუა ნაწილი უნდა ემთხვეოდეს ორ დიდ კბილს შორის, ეს ცენტრიც დარღვეულია და ამის გასწორება მინდა, ძალიან დიდი დარღვევა არაა მაგრამ შუაშიც ნამდვილად არ ემთხვევა, აი ამის გამოსწორება როგორ შეიძლება გარდა იმის რომ ნუ ეშვს ვიზუალურად დაამსგავსებენ მეორე კბილს.
დიდი მადლობა წინასწარ.
თუ ცენტრია დარღვეული ნებისმიერ ვარიანტში ორთოდონტიული მკურნალობაა საჭიროა.
mainteresebs nebismier klinikashi maqsimaluri tanxa ra iqneba sachiro ert cerekis kbilirom chvisva?
ვერ გეტყვით. ალბათ უნდა დარეკოთ ან მიხვიდეთ იმ კლინიკებშ სადაც ეს სერვისი აქვთ.
საშუალოდ ერთი ცერეკის კბილის სავარაუდო ღირებულება რა იქნება? მაგალითად მედიში?
ვერ გეტყვით. ჯობია დარეკოთ “მედი”-ში.
gamarjoba.mainteresebs ramdeni jdeba kbilebis chasma. madloba
ფასი დამოკიდებულია პირის ღრუს მდგომარეობაზე. უნდა მიმართოთ კონკრეტულ კლინიკას ან ექიმს, ვინც გაგსინჯავთ და დაგიანგარიშებთ სავარაუდო ფასს.
ჩვენთან არის ეს სადმე ?:)
კი, “მედი”-ში და “ელიტ-კერამიკო”-ში.