
დღეს, როდესაც ორთოდონტიული პაციენტების ნახევარი ზრდასრულებზე მოდის, ბუნებრივია ბრეკეტ-სისტემების ესთეტიკური მხარის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ლინგვალური ბრეკეტების მზარდი პოპულარობაც ამითაა განპირობებული. ისინი, ტრადიციული ბრეკეტებისგან განსხვავებით სასის/ენის მხრიდან მაგრდება კბილებზე (ლათ. lingua- ენა) და შესაბამისად გარედან სრულიად შეუმჩნეველია. Continue reading “ლინგვალური aka “ინკოგნიტო” ბრეკეტები”



კბილებს შორის ანუ ინტერდენტალური სივრცეების წმენდა პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც კბილების გახეხვის შემდეგ ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე, ანუ მხოლოდ კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიული ნადების დიდი ნაწილი ისევ პირის ღრუში რჩება. ამისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები — ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრისი, ან ყველა ერთად, იმისდა მიხედვით 