
რამდენიმე რჩევა თუ როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კბილების გახეხვის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო.
- აუცილებელი არაა კბილების გასახეხად აბაზანა გამოვიყენით. უკეთესი იქნება, თუ ბავშვი დახრილ ზედაპირზე ან ლოგინზე იწვება ისე, რომ მისი თავი მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენთან. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში უფრო მოსახერხებელია კალთაში ჩასმა ისეთ პოზიციაში, რომ თავი თქვენს მკლავზე ჰქონდეს დაყრდნობილი.
- ასეთი პოზიციები საშუალებას მოგცემთ უკეთესად აკონტროლოთ თავი და პირის ღრუ, მაშინ როცა ბავშვს თავისუფრად შეეძლება სათამაშოთი გაერთოს. სიახლოვე და თვალებით კონტაქტი მას დაცულობის და უსაფრთხოობის შეგრძნებას მატებს.

კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.
თუ თქვენც უმრავლესობის მსგავსად კბილების გახეხვისას არ იშურებთ კბილის პასტას და იმდენს იყენებთ, რამდენიც შეიძლება დაეტიოს კბილის ჯაგრისის ზედაპირზე, ნახევარზე მეტს უბრალოდ “წყალს ატანთ”, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
