ბავშვთა სტომატოლოგია

292 thoughts on “ბავშვთა სტომატოლოგია

  1. Gamarjobat 3wlis bavshvss gamoxruli aqvs ukana ori kbili da tkivilebi awuxebs amshemtxvevashi rogor sheidzleba ro moviqcet ?? Da normaluria tu araa es yvelaferi ??

    1. რათქმაუნდა ნორმალური არ არის და უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს.

  2. გამარჯობათ მყავს 7წლის გოგონა,ცოტა ხნის წინ დაეწყო კბილების მოცვლა,წინა დაბლა 2 და მაღლა 1კბილი ამოვიღეთ და მალე ამოუვიდა,მაგრამ შემდეგი 1 კბილის ამოღებიდან სამთვეზე მეტი დრო გავიდა და ჯერაც არ ამოსვლია ამოჭრილიც არააქვს,იმის მერე კიდევ ერყევა და ვიღებთ მაგრამ ჯერ არ ამოსდის რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით დავეხმარო ჩემს გოგონას?,მადლობა წინასწარ.

    1. მიიყვანეთ ორთოდონტთან, რომელიც ორთოპანტომოგრამას დაგინიშნავთ და გაირკვევა თუ არის მუდმივი კბილის ჩანასახები და როგორ პოზოიციაშია. ზოგჯერ არასწორი მდებარეობის გამო ფერხდება ამოჭრა.

      1. გამარჯობა მყავს წლის და 10 თვის ბავშვი ქვედა სამ კბილზე ვატყობ სიყვითლეს ჯერ საერთოდდ არ გამომიხეხია როგორ მოვიქცე რას მირჩევთ?

      2. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდებულია კბილების გაწმენდა დაიწყოს პირველი კბილის ამოჭრისთანავე. ამისთვის არის სპეციალური საშუალებები.

        თქვენს შემთხვევაში, აჯობებს აჩვენოთ პედიატრ-სტომატოლოგს, რომ გაირკვეს ფერის შეცვლა რაიმე სხვა პათოლოგიას ხომ არ უკავშირდება. თუ ჰიგიენის ამბავია, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას როგორ ჩაატაროთ და მიაჩვიოთ ბავშვი სწორ ჰიგიენას. ამ პრობლემის მოგვარებაში საუკეთესოდ დაგეხმარებიან “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” პედიატრ-სტომატოლოგები.

        ასევე, ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ იპოვოთ სტატიები კბილების მოვლაზე ბავშვთა ასაკში, რომელიც იმედი გვაქვს დაგეხმარებათ.

      3. ჩვენს შემთხვევაში ჩანასახი აქვს როგორც ნახეს, თუმცა წელიწადზე მეტია 7 წლის ბავშვს წინა კბილი არ ამოსდის. რას გვირჩევთ?

      4. ჩანასახი შეიძლება არის, მაგრამ მისი მდებარეობა/ამოჭრის მიმართულება შეიძლება იყოს არასწორი. ეს განსაზღვრავს მოქმედების ტაქტიკას. შესაძლოა სხვა კბილის ფესვი უშლის და ის რომ გაიწოვება და მოიცვლის, ეს კბილიც ამოიჭრება. შესაძლოა იმდენად გადახრილია, რომ თავისით ვერ ამოიჭრას და ჩამოქაჩვა გახდეს საჭირო ორთოდონტიულად, თუმცა უფრო მოზრდილ ასაკში.
        ჯერჯერობით დაელოდეთ სხვა კბილების მოცვლას და ნუ ინერვიულებთ.

  3. გამარჯობა მყავს 7 წლის და 5თვის ბიჭი ქვედა წინა სარძევე კბილები გამოიცვალა და ერთი კბილის წინა კედელზე გაუჩნდა კარიესი რისი ბრალი შეიძლება იყოს ახალ გამოცვლილ კბილზე კარიესის გაჩენას და რამდენად ნორმალურია ზედა ოთხი სარძევე კბილის ერთდროულად რყევა?მადლობა

    1. კარიესის მიზეზი ყოველთვის ნადებია, ანუ არასათანადო ჰიგიენა. თუმცა ასე მოკლე ხანში კარიესის გაჩენა შეიძლება შეიძლება მინანქრის არასრულფასოვნების ბრალიც იყოს. მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს. პირველ რიგში უნდა დადგინდეს კარიესია თუ შავი ფერის ნადები, რომელიც ხშირია ბავშვებში. ექიმი შეაფასებს ჰიგინასაც და მინანქრის მდგომარეობასაც.
      4 სარძევე კბილის ერთდრიულად მორყევა პრობლემას არ წარმოადგენს.

    2. გამარჯობა,7წლის ბავშვს წინა სარძევე კბილი სულ ჩატეხილი აქვს,და როგორც მითხრეს ჩანასახი არის და არ არის საჭირო ამოღებაო, არის თუ არა სწორი მიდგომა?

      1. ამ ასაკში წინა კბილი უკვე უნდა მოიცვალოს ისედაც და ამოღებაც შეიძლება. თუ კბილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული მის შენარჩუნებას ამ სიტუაციაში უბრალოდ აზრი არ აქვს.

  4. გამარჯობა ვარ 13 წლის მაინტერესებს კბილის ამოღება შემიძლია ?საერთოდ კბილის ამოღება რომელ წლამდე შემიძლია??

    1. კბილის ამოღება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, თუ აუცილებელია.
      თუ კბილების მოცვლას გულისხმობთ, სარძევე კბილები ერთხელ იცვლება და მეორედ ამოღების შემთხვევაში აღარ ამოგივათ. მე6, მე7 და მე8 კბილები სარძევე არ არის, პირდაპირ მუდმივი ამოდის და ამოღების შემთხვევაში აღარ ამოგივათ.

      1. gamarjobat var13 wlis da kbilebi mainc meqaneba wina kbilebi mocvlili maqvs ukana ki ara da shemidzlia ro amovigo ?

      2. უნდა მიმართოთ ექიმს, რომ გაირკვეს სარძევე კბილები ირყევა თუ მუდმივი. მუდმივი კბილების ამოღების შემთხვევაში აღარ ამოგივათ. ასევე, მუდმივი კბილების მორყევას შესაძლოა სერიოზული მიზეზი ჰქონდეს.
        სარძევე კბილების მოცვლა ამ ასაკში წესით დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა მოცვლა გვიან იწყება და გვიან სრულდება. ეს საშიში არ არის.
        მთავარია გაირკვეს რომელი კბილები ირყევა.

  5. გამარჯობა! ვარ 13 წლის და წინა კბილებს შორის დაშორება მაქვს ისე სწორი კბილები მაქვს და რკინების საშუალებით შესაძლებელია
    რომ შემიერთოს?

    1. დიახ, შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა კბილი უკვე მოცვლილი გაქვთ, სიბრძნის კბილების ამოჭრამ შესაძლოა გადაანაცვლოს კბილები და დახუროს სივრცები. ამიტომ ორთოდონტიულ მკურნალობას თუ გადაწყვეტთ, ჯერ სიმრძნის კბილების ამბავი უნდა გაირკვეს — თუ არის საერთოდ ჩანასახები, რა პოზიციაშია, არის თუ არა მათთვის საკმარისი ადგილი. თუ სივრცეებს დახურავთ და სიბრძნის კბილებს ადგილი არ აქვს, ამოჭრისას კბილებს მოაწვება და მათი დგომა დაირღვევა.

    1. უნდა მიიყვანოთ სტომატოლოგთან რათქმაუნდა.

  6. gamarjoba chemi pataraaris 1 wlis da jer kbilebi ar amosvlia sashishi xom ar aris an sad miciyvano redgenis gadageba tu sheidzleba an rogor unda dadgundes chanasaxebi aris tu ara grdzilebshi?

    1. ჩანასახების არსებობა რენტგენოგრამით დგინდება, მაგრამ პირველ რიგში მიიყვანეთ პედიატრთან და მის რეკომენდაციებს მიჰყევით. ამ ასაკში სტომატოლოგის მხრივ რაიმე ჩარევა ვერ მოხდება.

  7. Gamarjobat. Mkavs 9 wlis bavshvi .stomatologtan vizitis dro eqima mogvtxova panoramas gadageba . Kbilebi romlebic arc erkeva da arc tkivi sheidzleba amosagebi qondeso. Saubari maqvs gverdita sardzeve kbilebze. Romlebic ar moucvlia da eqimis azrit sheidzleba axali kbilis amosvlas ushlis xels. Mainteresebs aucilebelia shemtxvevashi panoramis gadageba da am kbilebis amogeba? Da stomatologis charevis gareshe tu moicvlis am knilebs.

    1. გააჩნია რომელ კბილებზეა საუბარი. თუ მეოთხე-მეხუთე კბილებზეა, მაშინ ჯერ კიდევ შეიძლება მოცდა, რადგან ეს ვადა ნორმის ფარგლებში ჯდება (დაგვიანებული მოცვლაც საკმაოდ ხშირია და საგანგაშო არაა). თუ ეშვზეა საუბარი, მაშინ ჯერ კიდევ ადრეა.
      ალბათ უკეთესი იქნება ბავშვი სხვა სპეციალისტთანაც მიიყვანოთ კონსულტაციაზე და მისი აზრიც მოისმინოთ.

      1. კბილების გაწმენდა უნდა დაიწყოს პირველი კბილების ამოჭრიდანვე. თითზე დახვეული მარლით კვების შემდეგ ან მინიმუმ დილა-საღამოს. არსებობს ასევე კბილის ჯაგრისებიც უკვე 6 თვიდან. ასაკი ყოველთვის მითითებულია შეფუთვაზე. 2 წლამდე კბილის პასტის გამოყენება საჭირო არ არის.

  8. მოგესალმებით, 6 წლის გოგონას მუდმივ 1 კბილზე შევამჩნიე ყვითელი ლაქა, საშიში ხომ არაა?

    1. ლაქის მიზეზი სხვადახვა შეიძლება იყოს და რაიმე კონკრეტულის თქმა დათვალიერების გარეშე შეუძლებელია. აჩვენეთ სტომატოლოგს.

  9. გამარჯობათ. ჩემ 9 წლის გოგოს ერყევა ქვედა მესამე კბილი.ამოღების შემთხვევაში ხო ამოუვა? ჯერ ყველა კბილი არააქვს მოცვლილი. რომელ წლამდე ამოდის მოცვლილი კბილები? მადლობა

    1. თუ სარძევე კბილზეა საუბარი, გაუგებარია რა არის იმ ეჭვის საფუძველი, რომ შეიძლება არ ამოუვიდეს. მითუმეტეს, თუ სხვა კბილები ნორმალურად მოიცვალა. მეტი საიმედოობისთვის შეგიძლიათ რენტგენზე გადაამოწმოთ ჩანასახის არსებობა. მორყევა ნიშნავს რომ ფესვი გაიწოვა. ფესვის გაწოვა კი ჩანასახის არსებობაზე მიუთითებს. თუ ეშვზეა საუბარი, მოცვლა ცოტა ადრეა ამ ასაკში, მაგრამ ეს ინდივიდუალურია.

      1. 9წლის ბიჭს ჯერ არ ამოსვლია ზედა სარძევე კბილები.სტომატოლოგმა ამოუღო ისერომ არ ერყეოდა გადავიღეთ სურათი და გვითხრა რომ ჩანასახი არის თუმცაუკვე ხუთი თვეა კბილები.არსად ჩანს.საშიშიათუ არა და ვის უნდა მივმართო

      2. გააჩნია რომელ კბილებზეა საუბარი. ყველა კბილს თავისი მოცვლის ვადა აქვს. შესაძლოა იმიტომ არ ირყეოდა რომ ჯერ არ იყო მოცვლის დრო ანუ ფესვები გაწოვილი არ იყო. ასეთ შემთხვევაში ამოჭრა აგვიანებს ხოლმე. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ სწორ პაოზიციაშია თუ არა ჩანასახები. ზოგჯერ ესეცაა ხელის შემშლელი ფაქტორი. შეგიძლიათ მიმართოთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.