კბილების გასწორება (ორთოდონტია)

303 thoughts on “კბილების გასწორება (ორთოდონტია)

  1. გამარჯობათ.ბრეკეტები მიკეთია ორი წელია და ეს ბოლო რამდენიმე თვე ვერ მოვახერხე მისვლა სტომატოლოგთან და ახლა მივდივარ და რამე პრობლემა ხომ. არ შეიქმნება იმის გამო რომ რამდენიმე თვე არ მივსულვარ ?

    1. ალბათ ორთოდონტთან ვიზიტს გულისხმობთ კორექციისთვის. თუ ბრეკეტი დაზიანებული არ არის, უბრალოდ პროცესი შეჩერდება და პროგრესი აღარ გექნებათ.

  2. გამარჯობა. ბრეკეტების დაყენება 900 ლარი დამიჯდა და მაინტერესებს მოხსნას რამდენი უნდა? კაპები რა ღირს და რამდენ ხანში ერთხელ უნდა კაპებს გასწორება და ეს ვიზიტიც რა ღირს, თუ შეგიძლიათ მითხრათ

    1. ფასებს ყველა კლინიკა დამოუკიდებლად არეგულირებს. აჯობებს თავად კლინიკას ან თქვენს ექიმს მიმართოთ ამ საკითხზე. ჩვენ კლინიკურ საქმიანობას არ ვეწევით და სამწუხაროდ ვერ შევძლებთ გიპასუხოთ.

  3. Გამარჯობა 22 წლის ვარ, წელიწადი და 6 თვეა ვატარებ ბრიკეტებს, ქვედა ყბაზე წინა ერთი კბილი მაქ გასასწორებელი და არ სწორდება, ეს კბილი გვერდულად შეატრიალა ჩემმა ორთოდონტმა ასე მითხრა თავიდან რო ეს კბილი ჯერ უნდა დაიბრიცოს და მერე გავასწორებო, ბოლო 4 თვეა ამ ერთი კბილის გასწორებას ველოდები და აღარ იძვრება საერთოდ და ვერ ვხვდები რატომ, თქვენ რა რჩევას მომცემთ?

    1. უკვე გიპასუხეთ რამდენჯემე თქვენს პრობლემასთნ დაკავშირებით და ორთოდონტიც გირჩიეთ.
      მიმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”. დარწმუნებული ვარ შემოგთავაზებენ პრობლემის მოგვარების გზას.

  4. გამარჯობა, ზედა ყბაზე წინა ორი კბილი მაქვს დაშორებული, მაინტერესებს ბრეკეტების გაკეთების შემდეგ თუ შეერთდება და საჭიროა თუ არა რომ ქვედა ყბაზეც გავიკეთო?

    1. დიახ, ბრეკეტებით ადვილად შეერთდება. რაც შეეხება ქვედა ყბას, თითქმის ყოველთვის საჭიროა ორივე ყბაზე ბრეკეტების დამაგრება, მაგრამ უფრო დაზუსტებით ორთოდონტი გეტყვით კონსულტაციაზე.

  5. გამარჯობა, სამი წელი მეკეთა ბრეკეტები, თითქმის ერთი წელია რაც მოვიხსენი და ვატარებ რეტეინერებს, მაგრამ როგორც კი მოვიხსნი რეტეინერს ქვედა ყბაზე კბილების წყობა ირღვევა, სისტემატურად უნდა მეკეთოს რომ წყობა არ დამერღვეს, ამასთან ერთად ზედა ყბაზე კიბილები წინ მაქვს გამოწეული, რაც ძალიან არ მომწონს, რას მირჩევთ როგორ უნდა მოვიქცე, მომიწევს ისევ ბრეკეტების გაკეთება? ან თუ არის შესაძლებელი რომ ზედა ყბაზე რეტეინერების მეშვეობით შეიწიოს კბილები

    1. რეტეინერი ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ფიქსირდება უკვე მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად, ანუ აქტიური არ არის და კბილების მდებარეობას აღარ ცვლის.
      ზოგიერთ შემთხვევაში რეტეინერის დატოვება მთელი ცხოვრების მანძილზეა რეკომედებული, რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
      თუ მიღევული შედეგი არ გაკმაყოფილებთ, ალბათ აჯობებს ეს თქვენს ორთოდონტთან ერთად განიხილოთ ან სხვა სპეციალისტსაც მიმართოთ კონსულტაციაზე.

  6. გამარჯობა,
    წელიწად ნახევარია ვატარებ ბრეკეტებს ვარ 19 წლის. ყველა კბილი სწორია გარდა წინა ორისა სადღაც 1-2 თვეში ალბათ ესენიც გასწორდება და მოვიხსნი. მოხსნის შემდეგ არ ვაპირებ კაპების და მსგავსი რაღაცეების გაკეთებას და რამდენია იმის შანსი რომ კბილები ისევ აირევა. ასევე ექიმმა მითხრა რო სიბრძნის კბილები არის ამოსაღები მაგრამ არ ამომიღია.
    მადლიბა

    1. სასურველი შედეგის მისაღებად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ მიჰყვეთ ექიმის მიერ შედგენილ მკურნალობის გეგმას. ეს შეეხება სიბრძნის კბილების ამოღებასაც და რეტეინერის ტარებასაც. შედეგის მიღებით არ სრულდება ორთოდონტიული მკურნალობა. საჭიროა კბილების სრულყოფილი ფიქსაცია ახალ პოზიციაში, რასაც უზრუნველყოფს რეტეინერი. მისი ტარების ვადა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როდესაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არის რეკომენდებული მისი ტარება რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

  7. Გამარჯობათ, წელიწადნახევარია მიკეთია ბრეკეტები, პირველი ერთი წლის განმავლობაში ყველა კბილი გამისწორდა მხოლოდ წინა ერთი კბილი არის ოდნავ შეტრიალებული, ბოლო 6 თვეა ეს ერთი კბილი არ სწორდება არანაირი შედეგი არ აქ არადა ოდნავ გვერდულად დგას არ მესმის რატო არ მისწორდება ჩემი ექიმიც ვერაფერს მეუბნები არ ვიცი რა ვქნა მგონია რო ტყუილად ვიწვალე ამდენი, რას მირჩევთ? ექიმის ბრალია თუ ჩემშია პრობლემა, კორექციებზე 3 კვირაში ერთხელ დავდივარ, თუ ბრეკეტი არ მოქმედებს უბრალოდ და ტყუილად ვწვალობ, სხვა ექიმთან ახალი ბრეკეტი რო დავიყენო მაგის საშუალება არ მაქვს ნამდვილად და შემიძლია რო სხვა ექიმთან გავაგრძელო მკურნალობა? ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტი მიყენია, რაიმე რჩევით იქნებ დამეხმაროთ მართლა მჭირდება დახმარება არ ვიცი რა ვქნა

    1. მინიმუმ რაც შეიძლება გააკეთოთ უნდა მიხვიდეთ სხვა სპეციალისტებთანაც კონსულტაციაზე და მათი აზრიც მოისმონოთ. სხვა ვერაფერს გირჩევთ სამწუხაროდ. ბრეკეტების შესაძლებლობები ძალიან დიდია და უნდა შეიძლებოდეს ამ პრობლემის გადაჭრა.

      1. მადლობა რომ მიპასუხეთ, იცით როგორი სიტუაციაა, ეს კბილი შეტრიალებულია გვერდულად და სანამ ბრიკეტს გავიკეთებდი ასე არ იყო შეტრიალებული სწორად იდგა, შემდეგ შეტრიალდა და მახსოვს რომ ამ კბილზე რეზინს სხვანაირად მიკეთებდა ხოლმე კუთხეში ამოვარდნილი იყო რეზინი ზუსტად ამ მხარეს შეტრიალდა, შემდეგ სანამ ეს კბილი გამისწორდებოდა რეზინები დამინიშნა ეგრედწოდებული rubber bands არ ვიცი ქართულად რა ქვია, ეს რეზინები რო ვატარე კბილები ერთმანეთთან დაახლოვდა და ახლა ამ კბილს რო მოტრიალდეს ფიზიკურად ადგილი არ აქვს რომ ვუყურებ ჩემით, ჩემი ექიმი მარტო რეზინებს ცვლის შთაბეჭდილება მრჩება რო სხვა არაფერი იცის, ბოლოს მითხრა რო ძვლის ბრალია და მე რა ვუყოო ჩემი ბრალი არაა რო არ სწორდებაო, იქნებ კარგი ორთოდონტი მირჩიოთ რომ მასთან გავაგრძელო თორემ დავიტანჯე ამ ექიმის უცოდინარობით, უკვე მოხსნას მიპირებდა აზრი არ აქ არ გასწორდებაო და ძალიან გული მწყდება რომ უცოდინარ ექიმთან აღმოვჩნდი

      2. მიმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”. დარწმუნებული ვარ შემოგთავაზებენ პრობლემის მოგვარების გზას.

  8. გამარჯობა, ბრეკეტები მოვიხსენი რამდენიმე დღის წინ და ახლა მიყენია მოუხსნელი რეტეინერი და ღამით კაპასაც ვხმარობ. ქვედა ყბაზე ერთ კბილზე კიდევ მჭიმავს და ვერ ვხვდები ნორმალურია? იქნებ ამძვრა იმ კბილზეთქო ვფიქრობ მაგრამ არაფერი არ მეტყობა და ვერც ენით ვგრძობ ვერაფერს 😏

    1. აჯობებს აჩვენოთ თქვენს ორთოდონტს. შესაძლებელია თქვენ ვერ ხედავდეთ და შესასწორებელი იყოს.

      1. გამარჯობათ, ბრეკეტები მაქვს გაკეთებული, კბილების შიგნით დასახრელად ( იმის გამო რომ სიბრძნის კბილი მოაწვა სხვა კბილებს და ამოღებული კბილების სივრცის რაღაც ნაწილი დაფარა) ორთოდონტმა კბილების დაქლიბვა შემომთავაზა,კბილები გასწორებული მაქვს უკვე და ცენტრიც დგას შიგნით შეწევა ჩემი თხოვნა იყო მაგრამ მაინტერესებს ემალს ეს პროცედურა რამდენად დააზიანებს და მომავალში რაიმე სახის პრობლემას თუ წარმოშობს
        მადლობა წინასწარ

      2. თუ შესაძლებელია, რომ თავიდან აიცილოთ კბილების დაქლიბვა, ნუ ახლებთ ხელს.
        ეს პროცედურა გულისხმობთ მინანქრის მნიშვნელოვანი ნაწილის მოქლიბვას. სხვანაირად აზრი არ აქვს, რადგან საჭიროა სივრცის შექმნა. ეს აუცილებლად აისახება მომავალში დაქლიბურლი კბილის ჯანმრთელობაზე (თუ კბილი ჯანსაღია, რათქმაუნდა). ალბათ აჯობებდა მერვეების წინასწარ ამოღება მსგავსი სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ამიტომაც უმრავლეს შემთხვევაში ორთოდონტიის წინ მერვე კბილებს იღებენ.

  9. გამარჯობათ.
    ვარ 16 წლის და 2 წელია უკვე ვატარებ ბრეკეტებს. ყველა კბილი მაქ უკვე გასწორებული. ზედა 2 კბილი და დაბლითა 5 კბილი უკვე გამისწორდა, აქამდე ერთმანეთზე იყო გადამჯდარი. ეხლა მითხრეს რომ 2 სობრძნის კბილია ამოსაღებია ( სიბრძნის კბილები არ არის ჯერ ამოსული და ღრძილშია) ქვედა ყბიდან და მე 7ე კბილი ზედა ყბიდან, იმისთვის რომ განთავისუფლდეს ადგილი. ღირს თუ არა ამ კბილების ამოღება ?
    წინასწარ დიდი მადლობა

    1. რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ალბათ ღირს. ჩვენ ხომ არ ვიცით რეალური მდგომარეობა როგორია. ამიტომ ვერ გეტყვით ღირს თუ არა თქვენს შემთხვევაში.
      შეგიძლიათ კონსულტაციაზე სხვა სპეციალიტებთანაც მიხვიდეთ და მათი აზრიც მოისმინოთ.

  10. გამარჯობა! 13 წლის ბიჭს მოსდის წინ ქვედა ყბა ძალიან ძლიერად. მოცვლილი აქვს ყველა სარძევე კბილი. გთხოვთ მირჩიოთ ძლიერი ორთოდონტი. რა უნდა გაკეთდეს გასასწორებლად? გმადლობთ.

    1. გირჩევდით მიმართოთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

    2. გამარჯობა, ცოტა ხნის წინ მოვიხსენი ბრეკეტები, კაპებსაც ვატარებ. მაინტერესებს, კალცი რომ დავლიო რამე პრობლემა ხომ არ იქნება? ბრეკეტები როცა მქონდა იმ დროს ვერ ვსვამდი, ბუნებრივია. მადლობა წინასწარ.

      1. რათქმაუნდა არ იქნება. ბრეკეტების დრო რატომ იყო კალცის დალევა პრობლემა?

  11. Gamarjoba. 13 clis var da firfitebi makvs chadgmuli. Kveda kbaze cota arasasiamovnod makvs. Iolad mdzvreba. Ekims ver vukavshirdebi da ar vici ra vkna. Gadavcio gasaghebit? Otxshabats micevda da magitom gekitxebit. Adre romaa araushavs?

    1. სამწუხაროდ, ექიმის ტაქტიკაში ვერ ჩავერევით. აჯობებს მოიცადოთ ოთხშაბათამდე ან შეეცადოთ დაუკავშირდეთ ექიმს.

  12. გამარჯობა,

    10 თვის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი ეხლა შევნიშნე რომ ორი კბილი ერთმანეთს დაშორდა და ნაპეალი გამიჩნდა. რეალურად ბრეკეტები არ მჭირდება სხვა კბილებზე და მაინტერესებს სხვა საშუალება არის რომ აღარ გაგრძელდეს დაშორება ან და ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს კბილები?

    1. ზიგადად სიბრძნის კბილის ამოღება არ იწვევს ხოლმე სხვა კბილების მნიშვნელოვან გადაადგილებას და სივრცეების გაჩენას. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს პაროდონტის დაავადება, რომელიც ასევე შეიძლება იყოს მიზეზი კბილების გადანაცვლების და/ან სივრცეების გაჩენის. თუ ამ მხრივ ყველაფრი ნორმაშია და დისკომფორტი ესთეტიკური ხასიათისაა, მაშინ უნდა განიხილოთ ორთოდონტიული მკურნალობის ვარიანტი.
      გადანაცვლება რაღაც ეტაპზე ჩერდება და აღარ გაგრძელდება, თუ პაროდონტის დაავადებას არ აქვს ადგილი. ძველ მდგომარეობას არ დაუბრუნდება დახმარების გარეშე.

  13. გამარჯობათ, მარტში მოვიხსენი ბრეკეტები. 3 წელი მეკეთა, ახლა კაპაც მიკეთია და რეტეინერიც მაგრაამ ვატყობ რომ ისევ ირევა კბილები, გვერდით მიდის, ისევ ისე როგორც გასწორებამდე. მაინტერესებს კაპა და რეტეინერი არ არის სრული გარანტია კბილების მდგომარეობის შენარჩუნების?ან რა შეიძლება გავაკეთო ასეთ დროს ?

    1. რეციდივის განვითარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს თავად პათოლოგიის სირთულე, მკურნალობის გეგმა, ექიმის პროფესიონალიზმი. ზოგ შემთხვევაში რეციდივის თავიდან ასაცილებლად ფიქსირებული რეტეინერის შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება. როდესა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, ალბათ აჯობებს სხვა სპეციალისტთანაც გაიაროთ კონსულტაცია.

    2. გამარჯობათ , ფირფიტა მიკეთია ქვედა ყბაზე და მაინტერესებს პირველად გავიკეთე და ღამითაც უნდა მეკეთოს? ძილის დროს?

      1. უმჯობესია ამ შეკითხვით თქვენს ორთოდონტს მიმართოთ.

  14. გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად სწორია კბილის პასტა “პაროდონტაქსის” მუდმივი გამოყენება დღეში ორჯერ?

    1. რადგან პაროდონტაქსის აბრაზიულობა მაღალია, ამიტომ საფრთხილოა მგრძნობიარე კბილების, თხელი და დაზიანებული მინანქარის, ღრძილის რეცესიების დროს. თუ მსგავსი პრობლემები არ არის, შესაძებელია მუდმივად გამოყენება დღეში 2ჯერ (არაუმეტეს 3ჯერ). გეგმიური გაწმენდის დროს ექიმი შეაფასებს მდომარეობას და შეცვლის თუ საჭიროა.
      ასევე შესაძლებელია მისი დანიშვნა სხვა პასტასთან ერთად და მხოლოდ დღეში ერთხელ გამოყენება.

  15. გამარჯობა, ორივე ყბაზე მაწვს ამოღებული 2-2 კბილი, მინდა ბრეკეტების ჩასმა და მაინტერესებს ეს ხელს შეუშლია თუ არა ბრეკეტების დაყენებას?

    1. არა, ხელს არ შეუშლის. თუ ორთოდონტიული მკურნალობის დროს ამოღებული კბილების ადგილას კბილების გადანაცვლება არ იგეგგმება, მაშინ მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება ამ კბილების აღდგენა პროთეზირების გზით.

  16. კბილების დაშორება მაქვს, ადრე არ მქონდა და ეს დღეებია შევამჩნიე დაშორება კბილებს შორის, და მაინტერესებს ბრეკეტების გარდა სხვა რამე არ არსებობს?

    1. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია რესტავრაციის ან ვინირის საშუალებით სივრცეების დახურვა, მაგრამ ყოველთვის არა. მაგრამ მთავარია გაირკვეს სივრცების გაჩენა პაროდონტის დაავადებით ხომ არ არის გამოწვეული, რადგან ამ დროს შესაძლებელია კბილების გადანაცვლება.

  17. გამარჯობა, ესეიგი მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია დღის მანძილზე (დილით და საღამოს) კბილების გახეხვა ორი სხვადასხვა კბილის პასტის გამოყენებით? დილით ნახშირის კბილის პასტას ვიყენებ საღამოს კი პაროდონტაქსს და რამდენად სწორია?

    1. კბილის პასტების კომბინაციის გამოყენება დასაშვებია და ხშირად ინიშნება სხვადახვა შემთხვევებში, მაგრამ საჭიროა სწორად შერჩევა. თქვენს შემთხვევაში ორივე კბილი კბილის პასტა მაღალი აბრაზიულობით ხასიათდება, რაც არასასურველია კბილის მინანქრისთვის და მის ცვეთას დააჩქარებს.

  18. გამარჯობა, ესეიგი მაინტერესებს კბილების გახეხვის წინ საჭიროა თუ არა პირში წყალი გამოვივლოთ და ჯაგრისი დავასველოთ? მე პირადად მშრალ ჯაგრისს ვადებ პასტას და არც წყალს ვივლებ გამოხეხვის წინ. მაინტერესებს რომელი მეთოდია უფრო მიზანშეწოლილი?

    1. ეს გარემოება არ ახდენს გავლებას გახეხვის ეფექტურობაზე. მთავარია იხეხავდეთ სწორი ტექნიკით. წყლის დამატება მხოლოდ აქაფებას აძლიერებს, რასაც არ აქვს გადამწყვეტი როლი. როგორც თქვენთვის უფრო კომფორტულია, ისე მოიქეცით.

  19. გამარჯობათ, ჩემს 17 წლის შვილს ეშვი არ ჩამოუვიდა და ისევ აქვს სარძევე კბილი, სურათი გადავუღეთ და გამოჩდა რომ ეშვი დაწოლილია. როგორ უნდა მოვიქცეთ.

    1. მდგომარეობა უნდა შეაფასოს ორთოდონტმა და ყბა-სახის ქირურგმა. თუ ეშვის მდებარეობა არ იძლევა ორთოდონტიულად ჩამოქაჩვის საშუალებას, მაშინ სამომავლოდ ჩანასახის ამოღება იქნება საჭირო. სარძევე კბილის მორყევის შემდეგ კი — იმპლანტაცია.

      1. gamarjobat . arvici raqvia amas mara qveda kbilebi ar mezrdeba anu zemota kbilebs ukan rcheba da ise chans ro nikapi maq grdzeli cudad chans . inglisurad deep bite qvia .da ragaca tu arsebobs magis gasasworebeli

      2. რათქმაუნდა არსებობს. ღრმა თანკბილვის მკურნალობა ორთოდონტიული გზით ხდება. უნდა მიმართოთ ორთოდონტს.

  20. გამარჯობა. შიდა რეტეინერი ორი კვირის წინ ქვედა ყბის ეშვზე მომძვრა , ახლა ზედაზე. კარგად ვუვლი , კაპაც ყოველ ღამით მიკეთია.
    მაინტერესებს ნორმალურია ეს? ასე მალე უნდა მძვრებოდდეს ? მეგონა ვიზიტები აღარ დამჭირდებოდა , მაგრამ ყოველთვე ისევ ვნახულობ ექიმს 😒ჩამმწარდა ახალი წელი.

    1. არა, ფიქსირებული რეტეინერი საერთოდ არ უნდა გძვრებოდეთ. გასარკვევია მიზეზი.

      1. ბრეკეტების შემდგომი ეტაპის რეზინები სად ვიშოვო კარანტინის პირობებში? წინასწარ დიდი მადლობა, იქნებ მიმასწავლეთ, ჩვენი პოლიკლინიკა დაკეტილია.

      2. სამწუხაროდ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. აჯობებს თავად თქვენს ორთოდონტთან გაარკვიოთ.

  21. გამარჯობათ
    ბრეკეტები მაქვს გაკეთებული და ექიმმა მომთხოვა 4 კბილის ამოღება და მაინტერესებს რამდენი დრო სჭირდება რომ კბილები შეივსოს და ამონაღები რომ არ დამეტყოს

    1. დაახლოებით ის დრო, რაც მთლიანად ორთოდონტიულ მკურნალობას დასჭირდება. ამაზე თქვენი ორთოდონტი უფრო ზუსტად გიპასუხებთ.

      1. გამარჯობა ვარ 15
        წლის ბრეკეტები თითმის 2 წელია მიკეთია კბილების წყობა შემეცვალა ასე თ ისე მაგრამ მხოლოდ იმიტომ გავიკეთე რომ ქვედა ყბა გაზრდილიყო და წინ წამოწეულიყო სამწუხაროდ შედეგს ვერ ვხედავ. ერთი თვეა რეზინები გავიკეთე ბოლოს წინა და მესამე კბილზე რეზინები ზრდის ყბას თუ ამისთის რამე მოწყობილობაა საჭირო?

      2. სამწუხაროდ მკურნალობის გეგმის და ექიმის ტაქტიკის შეფასება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია. თუ შედეგში ეჭვი გეპარებათ, საჭიროა სხვა ორთოდონტთან კონსულტაცია, რომელიც გნახავთ და შეაფასებს სიტუაციას. ამის სრული უფლება სრული და რეკომენდებულიცაა ასე მოიქცეთ, თუ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს.

  22. გამარჯობა. ბრეკეტების შემდეგ დაახლოებით რამდენი ხანი უკეთიათ ხოლმე რეტეინერი? საგანგაშოდ გასასწორებელი კბილები არ მქონდა და ერთი წელი და ორი თვეა მიკეთია და სავარაუდოდ ახალ წლამდე მომხსნის, იმედია რეტეინერიც ამდენი ხანი არ უნდა მეკეთოს.

    1. რეტეინერის ტარების ხანგრძლივობა მთლიანად ინდივიდუალურია, 6 თვიდან განუსაზღვრელი ვადით.

  23. გამარჯობა, 23 წლის ბიჭი ვარ, მაქვს კბილები გასასწორებელი, მოკლედ ჩვეულებრივად სწორი მქონდა კბილები მარა დაახლოებით 15 წლის ასაკში სიბრძნის კბილი რო ამომივიდა წინა ერთ კბილზე ვგრძნობდი ხოლმე ზეწოლას, დროთა განმავლობაში წინ ქვედა ყვაზე ერთი კბილი შიწია უკან სიბრძნის კბილის ამოსვლასთან ერთად, სხვა კბილები ქვედა ყბაზე ასე თუ ისე ნორმალურადაა, კბილი წაქცეული ამოვიდა და მაგიტომ დამიბრიცა, ზედა ყბაზე კარგადაა კბილები მარა რაც ეს სიბრძნის კბილი ამომივიდა და დამებრიცა თითქოს ყბას ცოტა გვერდზე ვხურავ, ანუ სტომატოლოგმა მიტხრა კბილი კბილში არ ზის რახან თანკბილვა დაბრეცილიაო ზედა ყბის კბილებს არ ემთხვევაო ხო ხვდებით, მინდა გასწორება მაინტერესებს გამჭირვალე ბრეკეტებით თუ გასწორდება რგორც ვიცი კერამიკული ქვია? ასევე მაინტერესებს ბრეკეტების ტარების დროს ჭამას თუ შევძლებ ჩვეულებრივად, ანუ ვიცირო სულ უნდა ვიხეხო და ვიწმინდო მარა აი კბეჩას თუ შევძლებ ჩვეულებრივი საჭმლისას? და თუ გასწორდება ჩემ ასაკში ეს ჩემი მდგომარეობა?

    1. ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში.
      ღეჭვას ჩვეულებრივად შეძლებთ, თუმცა მაგარ საკვებს უნდა მოერიდოთ, ასევე კბეჩას და ხილი, მაგალითად, დაჭრილი უნდა მიირთვათ.
      კერამიკის ბრეკეტები გაუმჭვირვალე თეთრია, გამჭვირვალე ბრეკეტები გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული.
      ორთოდონტი ყველა დეტალს ზუსტად აგიხნით, თუ კონსულტაციაზე მიხვალთ.

  24. gamarjoba cina ori kbili maqvs gasascorebeli zeda ybaze 35 clis var mainteresebs ra unda gaketdes ufro advili procedurit,da ramdenxanshi fasi ramdeni jdeba .madloba

    1. ოპტიმალური ვარიანტია ბრეკეტით გასწორება. მცირედი ცდომილების კორექცია შესაძლებელია ვინირით. მიმართეთ კოსულტაციაზე ორთოდონტს და ესთეტიკურ სტომატოლოგს, რომ თქვენთვის ყველაზე ეფექტური მკურნალობის გზა შეარჩიოთ. ფასებსაც კონსულტაციაზე გეტყვიან.

    2. გამარჯობათ! მაღლა ორი კბილი მაქვს დაშორებული და ბრეკეტები დამჭირდება?

      1. თუ კბილების წყობა და თანკბილვა სწორია, სივრცის დახურვა შეიძლება რესტავრაციის ან ნახევარვინირის საშუალებითაც.

  25. გამარჯობა, ვარ 22 წლის და მაკლია 16,27 და 36 კბილი მაგრამ მე8 კბილები ამოსული მაქვს. შესაძლებელია თუ არა ბრეკეტების გაკეთება და შევსება სიცარიელის? მადლობა

    1. დიახ, შესაძლებელია, თუმცა ამ კბილების გადმონაცვლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

      1. მადლობა დიდი, რომელ კლინიკას მირჩევდით?

      2. “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”, ასევე თამარ კუბლაშვილი “უნიდენტში”.

  26. gamarjobat wina ori kbili qveda ybaze odnavv meryeva mitxres gamagrdeba tavisito da mainteresebs shesasdzlebelia martlac gamagrdes tavisit ?

    1. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მოყევის მიზეზი თუ არ გამოვლინდა და მოიხსნა, მორყევა დარჩება და მხოლოდ გაუარესდება მდგომარეობა. ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ მიზეზი.

  27. მაინტერესებს ორთოდონტიული მკურნალობისას საჭიროა ყოველთვიურ ვიზიტზე ექიმმა “მართული ” ახლით ჩაანცვლოს ?

    1. მეტალის რკალი განსაზღვრავს კბილებზე მოქმედ ძალას, რომელიც მკურნალობის გეგმის მიხედვით უნდა შეიცვალოს. ამიტომ პრაქტიკულად ყოველთვის იცვლება საკორექციო ვიზიტის დროს.

  28. მაქვს ასეთი შეკითხვა
    ბრეკეტები მიკეთია უკვე 1 თვეა. პირქვე წოლისას გაღვიძებისას მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ თითქოს ორივე ყბა ერთმანეთზე მიესვარკა.
    ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გავიხეხავ კბილებს. სახის სიმეტრია თითქოს შეიცვალა და ოდნავ ერთ მხარეს მგონია რომ შესიებულია.
    ეს ნორმალურია?

    1. თუ გაღვიძებისას კრიჭის შეკრულობას გულისხმობთ, ანუ პირის გაღების გაძნელებას, შესაძლოა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემას აქვს ადგილი. ასეთი რამ ხდება ხოლმე ორთოდონტიული მკურნალობისას, როცა სახსარში ცვლილება ხდება. ცალ მხარეს შესიებაც ამაზე მიანიშნებს სავარაუდოდ. აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ორთოდონტს.

  29. გამარჯობა, მხოლოდ ერთი კბილის მაქვს არასწორად ამოსული, წინ არის გამოწეული. ბრეკეტების გარდა, რაიმე გზა არის რომ ეს კბილი გასწორდეს?

    1. ბრეკეტის ალტერნატივა შეიძლება იყოს ვინირი ან გვრიგვინი. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე.

    2. ბრეკეტებს ვიხსნი შემდეგ თვეში. კაპის და რეტეინერის ჩასმა მიწევს. მითხრეს რომ შემიძლია მარტო კაპაც გავიკეთო. შედეგებზე როგორ აისახება ?? ორივეს ჩასმა აჯობებს ალბათ , რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ მოსახსნელ რეტეინერს ექნება შედეგი?

      1. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, რადგან უშუალოდ ორთოდონტიის სფეროს განეკუთვნება და სპეციალისტმა უნდა გიპასუხოთ. ძირითადად რომელიმე ერთი ტიპის რეტეინერი გამოიყენება — მოსახსნელი (კაპა ან ფირფიტა) ან მოუხსნელი. თუ მოუხსნელი რეტეინერი დამაგრდება, მოსახსნელის გამოეყენება აზრს კარგავს, მაგრამ შეასაძლოა თქვენს ორთოდონტს აქვს საფუძველი ინდივიდუალურად მიუდგეს შემთხვევას.

  30. gamarjobat,zeda yba maq wvrili anu orive mxridan kbilebi chaweuli maq aseve dzalian araswori kbilebi, mitxres aparati ariso sachiro yba rom gafartovdes, mainteresebs rom gafartovdeba yba am shemtxvevashi saxe sheicvleba ?

    1. რაღაც დონეზე შეიცვლება, მაგრამ ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს სახის ნაკვთებზე. ძალიან დიდ და უარყოფით ცვლილებას ნუ ელით.

    2. gamarjobat var 28 wlis maglitan kbilebi maq dagrecili…. bavshobashi meketa rkinebi gamisworda mara isev daogrica drota ganmavlobashi da ras mirchevt

      1. ზოგჯერ ხდება რეციდივი, განსაკუთრებით ფირფიტით ანუ “რკინებით” მკურნალობისას. გირჩევდით ისევ მიმართოთ ორთოდონტს და თავიდან ჩაიტაროთ მკურნალობა ბრეკეტების საშუალებით.

    1. ორთოდონტიული გზით გასწორება რათქმაუნდა შესაძლებელია. ასევე, თუ ერთი კბილია მხოლოდ გასასწორებელი, შეიძლება ვინირის ან გვირგვინის საშუალებით მოხდეს კორექცია. ფასების გასაგებად მიმართეთ კლინიკას კონსულტაციაზე.

      1. გამარჯობათ. წინა კბილების გასწორება მინდა ვინირით. შემომთავაზეს ბჟენით ვინირება. რას იტყვით ამაზე. რამდენად ღირს ამის გაკეთება

      2. დიახ, ბჟენის ანუ კომპოზიტის ვინირი კერამიკის ვინირის ალტერნატივაა. დადებითი მხარე: შედარებით იაფია, ერთ ვიზიტზე მზადდება. უარყოფითი მხარე: მომსახურების ხანგრძლოვობა ხანმოკლეა კერამიკის ვინირთან შედარებით, რადგან ახასიათებს კუმშვადობა, ისევე როგორც ბჟენს, შესაძლებელია ფერის შეცვლა (იმის მიხედვით რა მასალა იქნა გამოყენებული), საჭიროებს პოლირებას პერიოდულად ბუნებრივი ბზინვარების აღსადგენად.

  31. გამარჯობა. ჩემს შვილს რომელიც არის რვა წლის გავუკეთეთ ფირფიტა. ორი დღეა. პერიოდულად ძვრება დაცემინების დროს კვების დროს ან პირს რომ გახსნის ძალიან და ასე უნდა იყოს? ექიმი შვებულებში გავიდა და ვერ ვუკავშირდები.

    1. არა, ფირფიტა მჭიდროდ უნდა იჯდეს. როდესაც მოეშვება და თავისუფლადაა, ესეიგი კბილები გადანაცვლდა და შემდეგი კორექციის დროა.

  32. გამარჯობა მაქვს არასწორი თანკბილვა, სიბრძნის კბილისგამო ერტი კბილი შეიწია უკან, ვაპირებ გასწორებას, მაგრამ მაინტერესებს შესაძლოა ეს იწვევდეს ყბის ტკაცუნს? არასწორად ამომდიოდა სიბრძნის კბილი და ეს კბილი ამოვიღე და ამ მხარეს მაქ ხოლმე ტკაცუნი, პირის გაღებაზე და დახურვაზე არა არც ჩამის და ლაპარაკის დროს ყბას რო გვერდით ვწევ მაშინ ანუ გვერდულად რო ყბა გავწიო ეგეც მხოლოდ მაშინ როცა სწრაფად ვწევ მარჯვნივ მხოლდო ყბას ნელა თუ ვწევ არა, არ მაწუხებს საერთოდ არც ტკივილი მქონია არასოდეს და ბავშვობას რო ვიხსენებ სიბრძნის კბილი რო ამოდიოდა მაშინაც მქონდა ასე და რამე თქვენი აზრით რამე სერიოზულია? ანუ 12 წლის როცა ვიყავი დაახლოებით მაშინ ყბას ვათამაშებდი ხოლმე ასე ტკაცუნი მესმოდა ეხლა 22 წლის ვარ არანაირი პრობლემა არ მაქ მხოლოდ გვერდულად ისიც სწრაფ გამოძრავებაზე ისმის ყბის ხმა მე ვიფიქრე რო ალბათ ხრტილია სადმე არასწორად სიბრძნის კბილის გამო ან რამე, იმედია რამე პრობლემა არ მექნება ამიტო 🙂

    1. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიბრძნის კბილის გამო იყოს გამოწვეული სახსრის ტკაცუნი. ასეთ სიმპტომი ახასიათებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ქრონიკულ ანთებას. ხშირად იწყება თინეიჯერობისას ჩონჩხის ინტენსიური ზრდის პერიოდში (განსაკუთრებით თუ სწრაფად მატულობს სიმაღლეში ადამიანი). მიზანმიმართულად ტკაცუნი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ეს ტრავმაა სახსრისთვის. ასეთივე ტრავმაა საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა, ან რთულად დასაღეჭი საკვების ღეჭვა. მოკლედ, ასეთი სახის ტრავმებს უნდა ერიდოთ და უნდა გაიაროთ კონსულტაცია ორთოდონტთან არასწორ თანკბილვასთან დაკავშირებით.

      1. მადლობა, სპეციალურად თუ არ გამოვიწვიე ტკაცუნი თავისით შანსი არაა, დაჟე ისიც მახსოვს რო პატარაობაში მარცხენა მხარესაც მესმოდა ტკაცუნი თან უფრო ხმამაღალი ვიდრე ეხლა, ეხლა მხოლოდ მარჯვენა მხარეს ისმის ისე რო მგონი მარტო მე მესმის გარშემომყოფებს არა, და ანუ თუ სპეციალურად არ გავაღიზიანებ და არ გამოვიწვევ ტკაცუნს ჩემით სერიოზული პრობლემა არ შემექმნება ხო მომავალში? და რაც შეეხება ორთოდონტს ხომ ვერ მირჩევთ პროფესიონალს? ჩემ მეგობრებს ეკეთათ ბრეკეტები და სასურველი შედეგი ვერ მიიღეს არაპროფესიონალი ექიმის გამო და არ მინდა ტყუილად ფულის გადაყრა, მადლობელი დაგრჩებით კარგ კლინიკას ან ექიმს თუ მირჩევთ 🙂 და იმედია ეს კბილების გასწორება ყბაზე ცუდად არ იმოქმედებს ანუ ტკაცუნს ვგულისხმობ

      2. არა, პირიქით. კბილების გასწორება გააუმჯობესებს სიტუაციას, თუ მიზეზი ესაა.
        დიახ, ტრავმას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ, როგორც აღვნიშნე.
        რეკომენდაციას გავუწევდი თამარ კუბლაშვილს (“უნდიენტი”), ნინო ბერიძე (“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”).

  33. გამარჯობა ვარ 20 წლის, მაქვს კბილები გასაწორებელი, ქვედა ყბაზე რამდენიმე წლის წინ სწორად მქონდა კბილები მაგრამ მარჯვენა მხარეს სიბრძნის კბილი ამომდიოდა გვერდულად წაქცეული და აწვებოდა მე 7 კბილს მქონდა ხოლმე ტკივილები წინა კბილზე პირველ კბილზე სულ წინ და ვგრძნობდი ზეწოლას შემდეგ ეს კბილი ოდნავ უკან შეიწია სხვებთან შედარებით რადგან ადგილი არ იყო ამ კბილისთვის უკვე რამდენიმე წელია ასე დამებრიცა ეს ერთი კბილი, არასწორად ამოსული სიბრძნის კბილი 7-8 თვის უკან ამოვიღე უკვე, ეს დეფორმაცია რაც მაქ კბილზე ძაან შესამჩნევი არაა და არც დიდ დისკომფორტს მიქმნის გარეგნობის კუთხით ზოგადად სწორად მაქ კბილები თუ არ ჩავთვლით ამ ერთ კბილს, უბრალოდ ზოგმა ექიმმა მითხრა რომ ამ წინა პირველ კბილზე რომელიც შეწეულია და ადგილი არ აქვს ზეწოლააო და შეიძლება წლების მერე დაკარგოო, არანაირ ტკივილს და დისკომფორტს არ ვგრძნობ მას შემდეგ რაც ამოვიღე სიბრძნის კბილი და მაინტერესებს მართლა აუცილებელია ბრიკეტების ჩასმა? გარეგნიობით არ მიქმნის პრობლემას თვითონ მე უბრალოდ არ მინდა მერე დავკარგო ეს კბილი, თან წინა კბილია მაინც, რამდენიმე ექიმს ვესაუბრე და ყველა სხვადასხვანაირად მეუბნება იქნებ დაზუსტებული პასუხი გამცეთ, წინასწარ მადლობა 🙂

    1. იმ ექიმებზე უფრო კონკრეტულად, ვინც დაათვალიერა პირის ღრუ, ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ. ზოგადად, კბილის არასწორი დგომა მომავალში იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ცვეთა და პაროდონტის დაავადება. შეგიძლიათ გამოგზავნოთ პირის ღრუს სურათი მისამართზე contact.kbilebi@gmail.com და შევეცდები უფრო კონკრეტულად გიპასუხოთ.

      1. გამარჯობა. . ოკლედ მაქვს ასეთი პრობლემა, ეოგორც ჩემი სტომატოლოგი მეუბნება. 5 წლის წინ ამოვიღე კბილები. ახლა გადავწყვიტე გავიკეთო ხიდრბი. რა თქმა უნდა სიცარიელის ადგილას წავოდა დეფორმაცია. როგრც მეუბნება ექიმი ე. წ ათროპია. რამდენად გართულებულია ასეთ დროს ხიდებზე მუშაობა და რა უარყოფითი გამოწვევების წინაშე დავდგები დროთაგანმავლობაში. 3წლის ან უფორო ნაკლები დროის განმავლობაში ისევ მოგიწევს გამოცვლაო. რას მირჩევთ ან ვის უფრო კარგ ექიმს, ვინც იმეფს არ გადამიწურავს და პროფესიონალის დონეზე მოკიდებს ხელს? მადლობა წინასწარ

      2. დიახ, სადაც კბილი აღარაა, იქ ძვლის განლევა ანუ ატროფია იწყება და პროგრესირებს. უკვე დეფორმირებული ძვლის შემთხვევაში ხიდი არაესთეტიკური გამოდის (გააჩნია ატორიფიის ხარისხსაც რათქმაუნდა) ანუ შუალედური ხელოვნური კბილები, რომელიც ამოღებული კბილების ადგილასაა, უფრო გრძელი გამოდის. ან გვრიგვინების ყელის მიდამოში ვარდისფერი კერამიკა უნდა გაკეთდეს (ღრძილის იმიტაცია). მაგრამ შედეგი ხშირად ვერ ამართლებს ესთეტიკური თვალსაზრისით. სხვა მხრივ ძვლის ატროფია ხიდის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არ აისახება. თუ ღიმილის დროს არ ჩანს და ესთეტიკა პრიორიტეტული არ არის, ხიდი უნდა მოგემსახუროთ ისევე, როგორც სტანდარტულ შემთხვევებში (თუ სხვა რაიმე გარემოება არ ქმნის დამატებით პრობლემას).

        მსგავს შემთხვევაში გამოსავალია ატროფირებული ნაწილის რეგენერაცია და შემდეგ იმპლანტაცია. თუმცა ეს ხანგრძლივი, ძვირადღირებული გზაა და მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს.

  34. გამარჯობათ, ერთხელ უკვე მეკეთა ბრეკეტები და ასე თუ ისე გამისწორდა კბილები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ… ამის შემდეგ ვატარებდი ‘კაპი’ -ჰქვია მგონი, ბრეკეტების მოხსნის შემდეგ რაც არის საჭირო ანუ… მაგრამ ნელნელა მაინც ცოტა ამერია ისევ… არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი ადგილი სადაც დაადგენენ რამდენად აუცილებელია 4 ან 5 კბილის ამოღება ყბიდან? ამ კითხვას იმიტომ ვსვავ რომ ჩემმა ექიმმა ივარაუდა ამ კბილების ამოუღებლად გასწორდებოდა სულ მაგრამ არ გასწორდა, თან იმის ეშინოდა რო ამოვიღო შეიძლება მერე კბილებს შორის მანძილი დარჩესო… აქედან გამომდინარე მაინტერესებს სად შეიძლება რომ რამე გადავიღო და ჩემი კბილების სიმულაცია გააკეთონ რო ვიცოდე თუ ამოვიღებ კბილებს კარგად გამისწორდება… მეორედ ვაპირებ დაყენებას და არ მინდა კიდე უაზროდ და ვარაუდით მიკეთოს ვიღაცამ.. ,მადლობა : )

    1. მიმართეთ ნინო ბერიძეს “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ან თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”.

      1. გამარჯობათ კბილების არასწორი თანწყობა მაქვს გასწორება მინდა მაგრამ ერთი კბილი არ მაქვს გაკეთების მეშინია… რა შეიძლება გავაკეთო რომ ბრეკეტები გავიკეთო და ამ ერთმა კბილმა ხელი არ შემიშალოს?

      2. კარგად ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა. ანუ კბილის აღდგენა არ გინდათ? თუ კბილი არ გაქვთ ხელს როგორ შეგიშლით? ისიც დააკონკრეტეთ თუ შეიძლება რომელი კბილია.

  35. გამარჯობა, მესაჭიროება ბრეკეტები რადგან კბილების არასწორი თანწყობა მაქვს მაგრამ ჯერ ყველა კბილი არ მაქვს მოცვლილი.რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში?

    1. ძირითადად ბრეკეტებით ორთოდონტიული მკურნალობა იწყება კბილების მოცვლის დასრულების შემდეგ (არ იგულისხმება სიბრძნის კბილები). თუმცა ზოგ შემთხვევაში, მაგალითად როდესაც ყბის ზრდის სტიმულაციაა საჭირო, უფრო ადრეც. ამიტომ კარგი იქნება თუ მიმართავთ კონსულტაციაზე ორთოდონტს, რომ დრო არ დაკარგოთ, თუ ამის საჭიროება არსებობს.

  36. ბევრი პრომბი მაქვს კბილებზე, ბოლოები განსაკუთრებით, თითქმის ყველაზე პლომბია, მაინტერესებს ბერკეტები შეიძლება გაკეთდეს თუ არა მაგ დროს? არადა მართლა ვსაჭიროებ კბილების გასწორებას. საშინელი დარღვევა მაქვს.

    1. ბჟენები ანუ პლომბები არ წარმოადგენს პრობლემას ბრეკეტებით მკურნალობისას.

  37. გამარჯობათ იცით რა მაინტერესებს წინ ერთი კბილი მაქვს დასაპლობმი და ამავე დროს კბილებმა ზედა ყბაზე ფორმა იცვალა წინა ორი კბილიდან რომელიც დასაპლომბი მაქვს მაგლა ავიდა და სხვა კბილი ნახევრად დაფარა და დაპლომბვის შემდეგ ბრეკეტების გაკეთება შესაძლებელია? კბილს ხომ არ დააზიანებს?

    1. არა, მკურნალობა ხელს არ შეუშლის მომავალში ბრეკეტის გაკეთებას. აუცილებელიცაა ჯერ კბილის მკურნალობა მოხდეს. ნუ დაელოდებით ბრეკეტებს და ნუ დაკარგავთ დროს.

  38. გამარჯობა. ზედა ყბაზე მესამე კბილი (ეშვი) სარძევეა და არ გამომიცვლია (24-ის ვარ). გადავიღე რენდგენი (?) და ეშვი არ ჩამოდის. ვიცი, ბრეკეტების გაკეთება და ამ ეშვის ჩამოქაჩვა გრძელვადიანი და საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ამ ეტაპზე არ მსურს ბრეკეტების გაკეთება. სარძევე ეშვის მოშორება კი ძალიან მინდა, რადგან უკვე კბილადან აღარ ვარგა (ბჟენიც გამორიცხულია). არ არსებობს სხვა რაიმე ისეთი საშუალება, რითაც დროებით (2-3 წელი) ჩავისვამ ხელოვნურ ეშვს და შემდეგ სურვილის შემთხვევაში გავიკეთებ ბრეკეტებს? იმპლანტაციის შემდეგ ვიცი რომ ვეღარ გავიკეთებ ბრეკეტებს (კბილები გასასწორებელი მაქვს, ლოყები “მეღეჭება”). ხიდი? გვერდზე არსებულ ჯანსაღ კბილებზე რო დამაგრდეს დროებით ხიდი, არა? ან კბილის ჩამოქაჩვა ბრეკეტების გარეშე შეუძლებელია? რა ღირს დაახლოებით ეშვის ჩამოქაჩვა ქირურგთან?

    1. ეშვის ჩამოქაჩვა ორთოდონტიის გარეშე შეუძლებელია. იმპლანატციას მაინც ვერ გაიკეთებთ სანამ ეშვი ადგილზეა. თუ ეშვს ადგილზე დატოვებთ (დროებით) და სარძევეს ამოიღებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს: 1. მოსახსნელი კონსტრუქცია — სასაზე ანუ ბაზისზე დამაგრებული ეშვი, ან 2. მერილენდის ხიდი გვერდითა კბილების დამუშვების გარეშე. მაგრამ ეს ორივე მეთოდი დროებითია და შესაძლოა გამოცვლა დაგჭირდეთ, სანამ ორთოდონტიულ მკურნალობას დაიწყებთ.

      1. გამარჯობა. ბრეკეტების გაკეთებას ვგეგმავ, მაინტერესებს ეშვის ჩამოქაჩვა ქირურგთან დაახლოებით რა დამიჯდება?

      2. ჩამოქაჩვის პროცესი ბრეკეტებით მკურნალობაში შედის, რადგან თანდათანობით ხდება კბილების გასწორებასთან ერთად. ეშვზე ფიქსირდება ბრეკეტი და საერთო რკალზე მაგრდება, რომელიც სხვა კბილებს აერთიანებს. თუ ეშვი ამოჭრილი არ არის და ღრძილით ან ძვლითაა დაფარული, ამ შემთხვევაში ჯერ საჭიროა მისი გაშიშვლლება ქირურგიული გზით. დაზუსტებით ფასს ვერ გეტვით, მაგრამ ძვირადღირებულ პროცედურას არ წარმოადგენს.

      3. გამარჯობა. ეშვი ამოვიღე რამოდენიმე წლის უკან და არ ჩამომსვლია. კბილები თავიდან ჩვეულებრივად მქონდა დაშემდეგ ნელნელა დეფორმაცია დაიწყო თანკბილვამ და მარჯვნივ წავიდა კბილების წყობა და რენდგენი როცა გადავიღე ჩანს რომ ეშვი რომელიც არ ჩამომივიდა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია თითქმის და შუა კბილის ფესვს აწვება ანუ მე როგორც მივხვდი ჩამოქაჩვიტაც ვერ ჩამოიქაჩება და ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?

      4. პირველ რიგში გჭირდებათ ორთოდონტის აზრი, არის თუ არა შანსი ჩამოქაჩვის. თუ არა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ჩანასახის ამოღება, ორთოდონტიულად გასწორება და შექმნილი სივრცის შევსება ან იმპლანტით, ან ხიდის საშუალებით.

    1. გამარჯობა, ზედა ყბაზე შუა ორი კბილი მაქვს დაშორებული და ბრეკეტებით შეერთება არ მინდა და რას მირჩევთ ?

      1. იმის მიხედვით თუ რა ზომისაა დაშორება, შესაძლებელია ვინირითაც გადაწყდეს პრობლემა.

  39. gamarjoba. bodishi rom latinuri shiftit vwer magram dzalian mchirdeba daxmareba. mokled, qveda ybis shua ori kbili roa mandedan ert -erti shignit sheiwia. aqamde ar mqonda kbilebis problema an sisworeze an a.sh. axla es kbili romelic sheiwia moirya xelit rom vnaxulob moryeulia da laparakis drosac diskomforts iwvevs. es radgan moirya anu vso amosagebia? an ra meshveleba gtxovt mipasuxet.

    1. ჯერ უნდა გაირკვეს მიზეზი, რატომ მოირყა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან პაროდონტის დაავადებით. ტრავმა შეიძლება იყოს ერთჯერადი, თუნდაც შორეულ წარსულში, ან ქრონიკული (მაგალითად, რაიმეს კვნეტა ამ კბილით). მდგომარეობის გარკვევა შესაძლებელია რენტგენზე. პაროდონტის დაავადების შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ სხვა ნიშნებიც, როგორიცაა სისხლდება ღრილებიდან, შეშუპება, უსიამოვნო სუნი. ამოსაღებია თუ არა, ეს დამოკიდებულია მიზეზზე. ტრავმის შემთხვევაში შენარჩუნების ნაკლები შანსია. პაროდონტის დაავადების შემთხვევაში მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მორყევის შემცირება.

    1. ორთოდონტიული მკურნალობის გზით. ოპტიმალური ვარიანტია ბრეკეტით გასწორება.

  40. Maqvs tankbilva da minda rom gavisworo, magram wina or kbilze maqvs nervi mkvdari da shesazlebelia tuara gasworeba?

    1. რათქმაუნდა. “მკვდარი კბილებიც” გადაადგილდება ორთოდონტიული მკურნალობის დროს.

      1. გამარჯობა, 10 წლის ასაკში შუაზე გადამტყდა წინა ორი კბილი მოხდა ისე რომ კბილები შევინარჩუნე და ნერვის მოკვლის გარეშე ამიშენეს დარჩენილ კბილებზე. ახლა ვარ 15 წლის და კბილებმა ფორმა ძალიან იცვალა ამ შემთხვევაში ბრეკეტების ჩასმის დროს შეიძლება თუ არა ბრეკეტის ზეწოლით ამ პლომბის დაზიანება ან მოტეხვა? მადლობა წინასწარ

      2. გააჩნია არის თუ არა საშუალება ბრეკეტი კბილის ნაწილზე დამაგრდეს და არა ბჟენზე. თუმცა ასეთი შემთხვევები ხშირია და გამოცდილი ორთოდონტისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს გამოსავალი თავად შემოგთავზოთ. მთავარია დარწმუნებული იყოთ, რომ კბილები ცოცხალია და ფესვებზე რაიმე პრობლემა არ არის.

  41. გამარჯობათ,მხოლოდ ზედა ყბის გასწორება მინდა და შესაძლებელია ეგრე ??

    1. პრაქტიკულად არასოდეს ხდება მხოლოდ ერთი ყბის გასწორება, რადგან კბილბის გადანაცვლებისას ერთ ყბაზე ირღვევა მათი შეთანასაოვნება მეორე ყბის კბილებთან.

      1. გამარჯობა მაინტერესებს თუ კეთდება საქართველოში ბრეკეტები რომლებიც კბილების შიგნით მაგრდება.. და თუ კეთდება რამდენად ეფექტურია?

      2. სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია თუ არის ეს მეთოდი ხელმისაწვდომი საქართველოში.

  42. Meoredgea rac gavikete breketi.. zeda.. yvela kbili mtkiva tumca erti dzalian da mitokavs.. normaluria es ?

    1. ბრეკეტის დაფიქსირების შემდეგ ტკივილი ნორმალურია, რადგან კბილების გადანაცვლება იწყება. თუმცა თუ ტკივილი ინტენსიურია შესაძლოა კბილებზე ზეწოლა ნორმაზე მეტი იყოს. ამასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ორთოდონტს.

  43. ზედა მარცხენა მხარეს ეშვი მაქვს გადმოსული,გამოწეული.მითხრეს რომ ფირფიტებით გასწორდებოდა.უკანა კბილები მე8 კბილები ამოღებული მაქვს ზევითაც და ქვევითაც.ვარ 21წლის მაინტერესებს რამდენად რეალურია ამ მეთოდით ანუ ფირფიტებით კბილების გასწორება.და რა ალტერნატივა შეიძლება გამივიყენო ბერკეტის გადა.

    1. თუ ბრეკეტის ალტერნარივას ეძებთ, მაშინ ფირფიტებით გასწორებას უნდა მიმართოთ. თუმცა ეფექტურობა ბევრად დაბალია, თანაც მოზრდილ ასაკში. ელაინერები ანუ გამჭვირვალე კაპები კბილების გასასწორებლად არ ვიცი რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში, თორემ ესეც ალტერნატივაა.

  44. Breketis chasmamde mitxres rom 2 kbili und amovigo tu shesadzlebelia ar amovigo shevinarchuno da ise chavisva 8 kbilebi ar amomsvlia jer 22 wlis var .. mitxres rom gamiswordeboda kbilebi magram mere ise agerevao .

    1. კბილების ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-ორთოდონტი. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და სიტუაციიდან გამომდინარე წყვეტს ექიმი საჭიროა თუ არა კბილების ამოღება. ეს ყოველთვის აუცილებელი არაა. როცა საჭიროა, იღებენ ზედა მეოთხე კბილებს ორივე მხარეს და მერვე კბილებს. ზოგ შემთხვევაში მერვე კბილების ჩანასახებს იღებენ მათ ამოსვლამდე. თქვენ შეგიძლიათ სხვა ორთოდონტთანაც გაიაროთ კონსულტაცია, თუ გეეჭვებათ, რომ კბილების ამოღება აუცილებელია.

  45. gamarjobat,maqvs keramikuli breketebi,swrafi shedegistvis ekimma daminishna damatebiti samagri kbilebs shignidan,tu swored maxsovs bishideqsi,tu shegidliat sitkvis siswore kidev ertxel shemxsenot

    1. სამწუხაროდ ასეთი ტერმინი ჩვენთვის უცნობია.

  46. eseigi makvs araswori tankbilva gadavighe panorama da vnaxe rom sibrdznis kbili aramomsvlia jer da breketebamde aucilebelia amogheba?? an operacia narkozit ketdeba tu ara?

    1. უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა, მაგრამ დაზუსტებით მხოლოდ ორთოდონტი გეტყვით სიტუაციის შესწავლის შემდეგ. ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ კეთდება უმტკივნეულოდ.

  47. Wina 2 kbils shoria makvs dashoreba aris tu ara breketebis garda raime sxva sashualeba da tan swrapad ro moxdes daxloeba
    Madloba winaswar

    1. გაანია მანძილს. მცირე ზომის სივრცის დახურვა შესაძლებელია ვინირების ან ბჟენების საშუალებით.

      1. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს.

      2. ჩირქის არსებობა ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში საშიშია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.