კბილების მკურნალობა, ბჟენები

გთხოვთ კითხვა დასვათ კომენტარებში.

704 thoughts on “კბილების მკურნალობა, ბჟენები

  1. გამარჯობა. 7 წელია, რაც ქვედა მე-6 კბილი დავიპლომდე და არასდროს ამტკიებია. რამდენიმე თვის წინ კი ჩამომიტყდა ამ კბილის სულ მცირე ნაწილი და პლომბსა და კბილს შორის დამიტოვა სიცარიელე, რის მერეც ხშირად გაუსაძლისად მტკივდება ეს კბილი, უკვე ყბაც მისივდება (პლომბი არაა ამოვარდნილი). რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. როგორც ჩანს კბილი ცოცხალი იყო. ჩამოტეხვის შემდეგ გაიხსნა პულპის ღრუს და დაინფიცირდა. ან მანამდეც მიდიოდა მეორადი კარიესი ბჟენის ქვეშ. ახლა საჭიროა არხების მკურნალობა.

      1. და აი მაგ შემთხვევაში , ანესთეზია ვერ გაკეთდა, ნერვი არ გაყუჩდა, მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? მთლიაბი ყბა გაყუჩდა, ბურღვა ვერ მოხერხდა.

      2. გამარჯობა.. კბილები მტკივდება დაახლოებით დილის 5 საათიდან ერთი კვირაა თითქმის.. ქვედა კბილებიც და ზედაც გამაყუჩებელი არ მშველიყოველ შემთხვევაში რომელსაც ვსვავ

      3. გამარჯობა,ზედა უკანა კბილის დაბჟენის შემდეგ მეორე დღეს დამისივდა ყბა გასივდა თვალამდე,მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს,ნერვი მოკლულია,ტკივილი არ მაქვს,უბრალოდ ბურღვის დროს დიდი რაოდენობით სისხლი წამომივიდა ექიმმა შეაჩერა სისხლდენა და დაპლომბა კბილი.მადლობა წინასწარ.

      4. ასეთი სიტუაციის მიზეზი სხვადახვა შეიძლება იყოს და მხოლოდ ამ ინფორმაციით კონკრეტულად რამის თქმა შეუძლებელია. საჭიროა რენტგენზე შეფასდეს სიტუაცია პირველ რიგში. ტკივილის არარსებობა პრობლემის არსებობას არ გამორიცხავს და აჯობებს მოხდეს კონტროლი. ასევე მნიშვნელობა აქვს პირველად დიაგნოზს.

  2. გამარჯობათ წინა ოთხი კბილი მაქვს დაპლომბილი ბწკარებზე ნერვი მოკლულია საი დღეა საშინლად მტკივა მგონია არასწორᲓ მაქვს გაეთებული და ნარჩენები აღწევს ნუნაში რა პროცედურა შეიძლება გაკეთდეს იმლანტაციის გარდა?

    1. იმპლანტაციაზე რატომ არის საუბარი? უნდა გაირკვეს დიაგნოზი და ჩატარდეს მკურნალობა. რენტგენით, დათვალიერებით და გამოკვლევით გამოჩნდება რა არის ტკივილის მიზეზი.

    2. დაახლოებით 3 საათი გრძელდება.. მაქ ცივი წყალზე ტკივილები..გერმანიაში ვარ და ვფიქრობ წყალმა გამიფუჭა

      1. ტკივილის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და დათვალიერება. შესაძლებელია რომელიმე კბილზე იყოს პულპიტი და ხდებოდეს ტკივილის ირადიაცია მიმდებარე ზონებში. თუმცა ეს მხოლოდ ერთერთი ვარაუდია.

  3. გამარჯობათ, წელიწად ნახევრისწინ დაპლომბილი კბილი ათასში ერთხელ მტკივა თითქმის შეუმჩნევლად არაშემაწუხებელი ტკივილით, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს, მაგალითად: ქრონიკული პულპიტი – კბილის ნერვის ანთება (თუ კბილი “ცოცხალია”), არასრულფასოვნად ნამკურნალები არხებ(თუ კბილი “მკვდარია”), მეზობელი კბილი, ღრძილის პრობლემა… ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა გამოკვლევა.

  4. გამარჯობა დავიპლომბე კბილები დაახლოებით ერთი თვეა და დამეწყო ფეთქვადი ტკივილები.ღემეც კი გამეღვიძა ტკივილის გამო რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ მოვიქცე?

    1. როგორც ჩანს რომელიღაც “ცოცხლად” დაბჟენილი კბილი გაწუხებთ. ასეთ შემთხვევაში არხების მკურნალობაა საჭირო. მაგრამ ჯერ რათქმაუნდა უნდა დაზუსტდეს დიაგნოზი, რისთვისაც ექიმს უნდა მიმართოთ.

      1. Gamarjoba kbili davimplobleda 1 tveshi momwvra da imis mere dzalian mtkiva da damisivda dzan qvemot a kbilebi yvela gamifujda tan da sul mtkiva da wina 5 kbili saertod gaminadgurda da ra sheidzleba to gavaketo

      2. სტომატოლოგს უნდა მიმართოთ. ბჟენის ამოვარდნის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგრამ პირის ღრუს ასეთ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებთ.

  5. გამარჯობა, კბილების დაპლომბვის შემდეგ დამეწყო ღრძილების პრობლემა დაპლომბილ კბილებს შორის, რამდენიმე ადგილას, სტომატოლოგთან ვიყავი და ისეთ მიზეზს ვერაფერს ასახელებენ, რას შეიძლება გამოეწვია? ან შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ მოგვარდეს?

    1. კლასიკური ვარიანტია, როდესაც ბჟენი კბილებს შორის ზედაპირზეა. არასწორად მოთავსებული ბჟენის გამო გროვდება ნადები, მისი წმენდა ვერ ხდება და იწყება ღრძილის პრობლემა, ჩნდება პაროდონტული ჯიბე, სუნი და სისხლდენა. აუცილებლად უნდა მოხდეს ბჟენის კორექცია ან შეცვლა. გირჩევთ მიმართოთ ჯერ პაროდონტოლოგს, რომელიც კონკრეტულ მიზეზს გაარკვევს და აგიხსნით სიტუაციას.

  6. გამარჯობათ.
    5თვის წინ წამეწყო უკანა ზედა კბილის ტკივილი. მივედი სტომაროლოგთან და მითხრა რომ დასაპლომბი მქონდა ამ კბილთან ერთად კიდევ 6 კბილი. (ტკივილი არ მქონია სხვა კბილებზე).
    პირველად დავიპლომბე ეს კბილი რომელიც მაწუხებდა (ნერვიც მომიკლეს) მაგრამ ამ კბილის დამპლომბის მერე უფრო დამეწყო ტკივილები. სხვა კბილებიც ამტკივდა განსაკუთრებით იმ კბილის შემოგარენი. შემდეგში რომ მივედი მითხრეს შეიძლება კბილების ღრმა წმენდა დამხმარებოდა რადგან პრობლემა ჩემს ღრძილებში იყო. ჩავიტარე ღრმა წმენდა. შემდეგ ისევ მტკიოდა და უფრო და უფრო მემატებოდა. რომ მივედი ზუსტად მივუთითე საიდანაც მოდიოდა ტკივილი. ორ კბილს შორის მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილი.
    თავიდან ვერ გაიგეს რის გამო შეიძლებოდა მქონდა ტკივილი და შემდეგ მითხრეს რომ კბილებს შორის მქონდა კარიესი და გარიესის ამოწმენდით მოგვარდებოდა ეს პრობლემა. ჩავიტარე ეს პროცედურა და ამასთან ერთად სხვა კბილებიც გამიწმინდეს კარიესიდან. ერთი თვის განმავლობაში მქონდა მუდმივად მთელი დღის და ღამის განმავლობაში სუსტი ტკივილი იმავე ადგილას და ერთი თვის მერე დამეწყო იგივე ძლიერი ტკივილები. აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო. იქნებ დამეხმაროთ. მადლობა

    1. თუ ტკივილთან ერთად სისხლდენა და უსიმოვნო სუნიც შეგინიშნავთ, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილს უკავშირდება, ეს კიდევ უფრო ამყარებს აზრს, პრობლემა ღრძილებს უკავშირდება და აუცილებელია სპეციალისტს დახმარება. გირჩევთ უშუალოდ ექიმ-პაროდონტოლოგს მიმართოთ.

  7. გამარჯობა, დაახლოებით 4 – 5 თვეა დავიპლომბე კბილები და ამის შემდეგ ჩავისვი ბრეკეტები, თუმცა ბოლო 1 თვეა რამდენიმე დაპლომბილი კბილის ტკივილი დამეწყო და უსიამოვნო სუნი, ამასთან კბილი კბილზე რომ ვადებ რაღაც ხმას გამოსცემს, რის ბრალი შეიძლება იყოს?

    1. სუნის გაჩენა სავარაუდოდ ჰიგიენას უკავშირდება. ბრეკეტების ტარების დროს საჭიროა ჰიგიენის სპეციალური რეჟიმი, რადგან კბილების გასუფთავება რთულდება. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჩაგიტაროთ ინსტრუქტაჟი ორთოდონტმა ან პაროდონტოლოგმა.
      დაბჟენილი კბილის ტკივილი ბრეკეტებს ნაკლებად შეიძლება უკავშირდებოდეს. უნდა მიმართოთ ექიმს და გაირკვეს ტკივილის მიზეზი. თუ მკურნალობაა საჭირო, ბრეკეტები ამას ხელს არ შეუშლის.

  8. გამარჯობა დღეს დავიპლომბე ზედა კბილი და ნერვიცი მომიკლა ექიმმა, მაგრამ ტკივლიები დამეწყო მალევე და უფრო და უფრო ამტკივდა დავათვალიერე კბლი და ირგვლივ სითეთრე მაქვს თითქოს შესიებულიცაა და ფეთქვადი ტკივილები მაქვს, საშიშია? მადლობა წინასწარ

    1. ასეთ შემთხვევაში აჯობებს ისევ მიმართოთ ექიმს და გადამოწმდეს არხების მკურნალობის ხარისხი.

      1. გამარჯობათ. ერთი დღის წინ დავიბჟინე არხი, მეშვიდე კბილია, დარჩა ორი არხი, ვერ მოასწრო და დროებითი დამადო. ისე მტკივა კბილი, ღამე გამათენებინა, კბილს კბილზე ვერ ვადგამ, თუ ინსტინქტურად მომეხურა კივილამდე ამტკივდება ხოლმე. რისი ბრალი შეიძლება იყოს? 2 საათში ერთხელ მაინც ვსვამ დექსალგინს და მაინც მტკივა. ექიმმა მითხრა ნორმალურიაო. მარა ასეთი ტკივილი არცერთ კბილზე არ მქონია, გასაკეთებელზეც კი და არ მგონია მე ნორმალური. მირჩიეთ რამე🙏🙏

      2. უნდა გააგრძელოთ და დაასრულოთ მკურნალობა.
        ასეთი ძლიერი ტკივილი ნორმალური არ არის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს პრობლემა და დაინჟინოს ყველა არხი. შესაძლოა ეს უკავშირდება საწყის დიაგნოზს, ანუ მკურნალობამდე თუ გქონდათ ტკივილები ან შეშუპება.

  9. გამარჯობა, კბილები მქონდა ძალიან გაფუჭებული ზედა ყბის პულპიტამდე იყო მისული. სასაზე გამიჩნდა ჩირქი. მივედი სტომატოლოგთან არხები გახსნა ანტიბიოტიკი დამინიშნა მოკლედ ვიმკურნალე. ორი დღის წინ ერთი კბილი დაპლომბა ორ კბილში მხოლოდ არხები დამიპლომბა და დროებითი პასტა ჩამიდო კბილებში. გუშინ დამეწყო ტკივილი ორივე მხარეს მერე გამაყუჩებელი დავლიე გამიარა და ახლა ისევ ამტკივდა. როგორ შეიძლება მოვიქცე? რამდენად საშიშია ეს?

    1. ვანაიდან ჩვენ არ ვიცით არხების მკურნალობის დეტალები, როგორი იყო საწყისი მდგომარეობა, რითია არხები დაბჟენილი ა.შ. უმჯობესია თქვენს ექიმს დაუკავშირდეთ.
      თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძლიერი ტკივილები არხების მკურნალობის შემდეგ ნორმა არ არის.

  10. გამარჯობა, ნერვის ანთებისგან დარჩენილი შეშუპება რამდენ ხანში გავა და რა საშუალებით შეიძლება ტკივილის გაქრობა? ანალგინი/დიმედროლიც კი გავიკეთე და ტკივილმა არ გამიარა. გართულებულუ მაქვს ასევე ყლაპვა 😦

    1. იქნებ დააკონკრეტოთ რომელი ნერვის ანთებას გულისხმობთ.
      თუ სამწვერა ნერვის ანთებაზეა ლაპარაკი, შეშუპება არ ახასიათებს.
      თუ კბილის ნერვზე ანუ პულპაზე, არხების მკუნალობაა საჭირო.
      თუ უკვე ჩაიტარეთ ენდოდონტიული მკურნალობა, ასეთი ძლიერი ტკივილი აღარ უნდა იყოს.

      1. სიბრძნის კბილის მომდევნო კბილია მგონი მეშვიდე კბილია, ექიმთან ვიყავი ნერვი მომიკლა და უნდა დამიპლომბოს როგორც მითხრა, ოღონდ როცა შეშუპება დაცხრებაო, გასიებული მაქვს ისევ მარცხენა ყბა და არ დამიცხრა 1 კვირა გავიდა ექიმთან ვიზიტის მერე და არ დაცხრა რომ მივიდე დასაპლომბად(( როგორც ექიმმა თქვა კბილის ბრალი არაა, ამ კბილის ქვევით არის პრობლემა

      2. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნოთ რთულია საერთო სურათი დანახვა. თუ შეშუპება კბილს არ უკავშირდება, მაშინ არხების დაბჟენის გადადების მიზეზი გაურკვეველია. ასევე, საჭიროა შეშუპების მიზეზის გარკვევა და ყბა-სახის ქირურგთან კონსულტაცია ამის თაობაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევების უმეტესობაში მიზეი ფესვის არხებში არსებულ ინფექციაა. გირჩევდით მიმართოთ ექიმს, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს რთული არხების მკურნალობის.

  11. გამარჯობა,
    მოკლედ ერთი 4-5 კბილი მაქვს უკანები დასაპლომბი, მაგრამ ერთი გაცილებით ცუდ დღეშია თითქმის სულ ჩაშლილია, მაინტერესებს ასეთ დროს მხოლოდ პლომბი უშველის და ამოღება არ დასჭირდება? თუ აუცილებლად ამოსაღებია? მაგ კბილის დაბლა თან ღრძილიც გამისივდა, რამოდენიმე ხანი ვერ მივალ ექიმათ და მაინტერესებს რამდენად საშიშია?

    1. დაშლილი კბილი ყოველთვის არ არის ამოსაღები. ხდება არხების მკურნალობა და დაშლილი გვირგვინის აღდგენა სხვადასხვა გზით. მთავარი ისაა, რა მდგომარეობაშია ფესვები. რაც უფრო მეტი დრო გადის, ინფექცია ფესვების ირგვლივ ძვალში მატულობს და კბილის შენარჩუნება უკვე შეიძლება ვეღარ მოხერხდეს. კბილის მიმდებარე ღრძილის შესიება ფესვებში ანთებითი კერის არსებობაზე მეტყველებს. თუკი ჯერ კიდევ შესაძლებელი ამ კბილის შემარჩუნება, ნუ დაკარგავთ დროს და მიმართეთ ექიმს.

      1. გამარჯობა, დაახლოებით 1 თვის წინ დავიპლომბე კბილი(ნერვი მოკლეს) და ორი-სამი დღეა ცივზე და ცხელზე საშინლად მტკივდება, აქამდე არ მქონია პრობლემა. მაინტერესებს ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს და საჭიროებს თუ არა სტომატოლოგთან ვიზიტს?

      2. წესით “მკვდარი” კბილი ტეპერატურაზე არ უნდა რეაგირებდეს. შესაძლოა დარჩენილია დამატებითი არხი. საჭიროა არხების რევიზია.

  12. გამარჯობა, მაინტერესებს ნერვს რომ მოგიკლავენ ცუდია ხომ? კბილს ეკარგება ფუნქცია?

    1. კბილის თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ნერვის მოკვლა ყოველთვის არასასურველია, რადგან აღარ ხდება კბილის ქსოვილების კვება და განახლება, მეტია ბზარების და მოტეხვის ალბათობა. ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ კბილი ცოცხალი შევინარჩუნოთ.

  13. გამარჯობა, მეექვსე კბილი დავიბჟინე შემდეგ რამდენიმე დღეში დამეწყო ტკივილი გახსნეს კვილი და მითხრეს რო ანთებითი პროცესი იყო კბილის ფესვის მწვერვალზე, ძალიან რთულად გახსნეს არხები და რენტგენზე სამი ფესვიდან ორი ერთმანეთს უერთდებოდა ეს რამდენად ნორმალურია? რადგან ამდენი მაწვალეს თან მითხრეს რომ არხები სადაც რბილი უნდა ყოფილიყო და ადვილად შესულიყვნენ იყო გამაგრებული, ჩამიდეს წამალი და ეხლა მეუბნებიან შეიძლება კბილი ვერ გადარჩეს არადა არც მაწუზებდა მანამდე მხოლოდ კარიესი იყო და ის დავაბჟენინე პირველ ეტაპზე არც კი დამჭირებია ანესთეზია, როგორ შეიძლება კბილის გადარჩენა? იქნებ მირჩიოთ მადლობა წინასწარ

    1. სამწუხაროდ არხების ატიპიური ანატომია არც ისე იშვიათია. როცა არხები ხდება გასახსნელი, წინასწარ სირთულის ზუსტად განსაზღვრა ძნელია. ამოსაღები სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება გახდეს კბილი. ეს ექიმის არაკომპეტენეტურობის ბრალია თუ დასაშვები გართულებაა, ამის თქმა მდგომარეობის შესწავლის გარეშე შეუძლებელია, ისევე როგორც იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება კბილის გადარჩენა. რაც შემიძლია გირჩიოთ, ესაა განსხვავებული აზრის მოსმენა და კონსულტაცია სხვა სპეციალისტებთანაც.

      1. გამარჯობა, დავიპლომბე კბილი უკვე მეოთხე დღეა, ფესვებიც ამომიღეს, თუმცა ტკივილი დამიტოვა, დღე მხოლოდ კბილის კბილზე დაჭერისას მტკივა ღამე კი მიძლიერდება ტკივილი და არ მაძინებს. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია?

      2. ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძელით პასუხის დროულად გაცემა.

        სავარაუდოდ ტკივილი ნამკურნალებ კბილს უკავშირდება. თუ კბილი ცოცხალია, საჭირო იქნება არხების მკურნალობა. თუ არხები უკვე ნამკურნალებია, საჭიროა რევიზია ხომ არ არის დარჩენილი ინფექცია არხებში ან ხომ არ არის დამატებითი არხი, რომელიც მხედველობიდან გამორჩა ექიმს.

  14. gamarjoba.kbilii mtkiodaa mivedi stomatologtan da gamixsna arxi da wamali chado mkurnalobaa sachirovoo chirqiani iyoo.magram momca sicxebi 38mde da kbilmaa icis sicxis mocemaa??

    1. დიახ, ადვილი შესაძლებელია მიზეზი კბილი იყოს, რადგან ჩირქოვანი პროცესია. მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ნუ გამორიცხავთ კოვიდინფექციას. დააკვირდით სიმპტომებს და მიმართეთ თვითიზოლაციას, საკუთარი თავის და ახლობლების დასაცავად. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  15. გამარჯობათ, დავიბჟინე მეშვიდე ქვედა კბილი ჰელიოთი, ნერვის მოკვლის გარეშე, მეორე-მესამე დღეს შესამჩნევად შესივდა ქვედა ყბა, პალპაციით შედარებით მტკივა და იგრძნობა, ისე კი არ მაწუხებს არაფერი. მხოლოდ სავლებს ვივლებ. არის შესიება თანდართული მოვლენაა ?(ნანემსართან) და შესაძლებლია თავისით გაიაროს? კბილი, ღრძილი არ მაწუხებს

    1. პირველ რიგში უნდა გაირკვეს კბილის მდგომარეობა, კერძოდ კი ფესვის არხების. თუ პრობლემა კბილთანაა დაკავშირებული, აუცილებლად იქნება ცვლილება რენტგენოგრამაზე, მიუხედავად იმისა თავად კბილი გაწუხებთ თუ არა.
      ნაკლებად სავარაუდოა ნანემსარს უკავშირდებოდეს, რადგან ქვედა მეშვიდე კბილის სამკურნალოდ ანესთეზია კეთდება უკანა ნაწილში, ზედა და ქვედა ყბას შორის და ამ შემთხვევაში პირველ რიგში პირის გაღება შედეზღუდებოდათ.

  16. გამარჯობა, მაინტერესებს აუცილებელია თუ არა ანტიბიოტიკის მიღება ნერვის მოკვლის შემდგომ? ან ზოგადად რა შემთხვევაში ნიშნავენ ანტიბიოტიკებს?

    1. ანტიბიოტიკი ინიშნება დამატებით, თუ არის მწვავე ჩირქოვანი ინფექცია ფესვის ირგვლივ ქსოვილებში. თუმცა აქვს ასევე მნიშვნელობა ჩირქოვანი კერის ზომასაც, რადგან უმეტეს შემთხვევაში ფესვის არხის საშუალებით ხდება ინფექციის მკურნალობა და დამატებით ანტივიოტიკი აღარ არის საჭირო.
      არხების მკურნალობისას ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

      1. გამარჯობა 2. დღის წინ დავიპლომბე წინა კბილი ეხლა შეხებაზე მტკივა თითქოს მტყდებათქო არ ვიცი რისი ბრალია ექიმმა როგორც მითხრა დაპლომბვისას კარიესი საკმაოდ ღრმად იყო ნერვი მოკლული არ არის

      2. თუ კარიესი ღრმა იყო, ტკივილი საყურადღებო ნიშანია. თუ რამოდენიმე დღეში არ გაიარა და ინტენსივობამ მოიმატა, სავარაუდოა, რომ არხის მკურნალობა გახდეს საჭირო.

  17. გამარჯობა,წელიწადნახევრის წინ დავიპლომბე რამდენიმე კბილი ერთად და არ მახსოვ ნერვი მოკლა თუ არა,3 დღეა ღრძილი დამისივდა
    კბილზე დაჭერისას მტკივა,მცირე ტკივილი მაქვს და ფეთქავსსავით.ერთი ის ვიცი რომ შურუფი ჩააყენა.რა ვქნაა? 🤔 მადლობა წინასწარ.💜

    1. თუ წკირი არის კბილში, ესეიგი არხების გახსნა მოხდა. მსგავსი გამწვავების მიზეზი არის ხოლმე არხში დარჩენილი ინფექცია. ჯერ უნდა გაკეთდეს რენტგენი და შეფასდეს არხების მდგომარეობა, შემდეგ კი მოხდეს არხების სრულფასოვანი მკურნალობა.

  18. გამარჯობა. დაპლომბილი კბილი (ნერვი არ არის მოკლული) შიგნიდან მიფეთქავს და მტკივა. დავიპლომბე დაახლოებით ერთ თვეზე მეტია.რისი ბრალი შეიძლება იყოს და რამდენად შესაძლებელია კბილი გაფუჭდეს

    1. როგორც ჩანს კარიესი ღრმა იყო და ღრუს ფსკერი ახლოსაა ნერვთან. ასეთ შემთხვევაში კბილის გახსნა და არხების მკურნალობაა საჭირო.

      1. გამარჯობა ,დღეს დავიპლომბე კბილი მანამდე გამომდიოდა ღრძილზე ჩირქის ბუშტი. და დღეს საღამოსაც შევამჩნიე იგივე ადგილას როცა ანტიბიოტიკიც დავლიე და დღეს მოვრჩი მკურნალობას. რისი ბრალი შეიძლება იყოს???

      2. თუ არხების სრულფასოვნად არის “გასტერილებული” და დახურული, ფისტულა დაიცლება და საბოლოოდ დაიხურება. თუ ამის შემდეგ კიდევ გაჩნდა, ესეიგი დაჩენილია ინფექცია. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება კბილის რევიზია და მიზეზის პოვნა. საჭიროების შემთხვევაში არხების თავიდან მკურნალობა ან ჩირქოვანი კერის მოშორება ქირურგიული გზით.

      3. გამარჯობა, ადრე დანაპლომბი კბილი ხელმეორედ დამიპლომბეს ერთი თვის წინ უკვე ზედაპირულად. თუმცა რამდენიმე დღეა კბილის კბილზე დაჭერით და ცივი სასმელების მიღებით ძალიან მტკივდება, როგორც ექიმმა აღნიშნა არხები უკვე დანაპლომბია რამდენიმე წლის წინ, რა შეიძლება იყოს პრობლემა?

      4. შესაძლოა დარჩენილი იყოს დამატებითი არხი. საჭიროა არხების რევიზია.

  19. გამარჯობა. ერთ თვეზე მეტია კბილები დავიპლომბე მაგრამ მაინც მტკივა ტკბილზზე და ცივზე მტკივდება. ექიმმა წყლის ნაკადით (მგონი ასე ქვია) შემიმოწმა მაგრამ არ მტკენია საერთოდ.მითხრა შეგუების პროცესიაო. რაშეიძლება გავაკეთო ან ღრძილების პრობლემა თუ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და არა დაპლობმბილი კბილების.

    1. თუ ცივ წყალზე კონკრეტული დაბჟენილი კბილები არ რეაგირებს, შესაძლებელია ზოგადად კბილების მგრძნობელობაა მომატებული. თუ ღრძილის რეცესიები გაქვთ (გაშიშვლებული ფესვის ყელი, ღრძილის დაწევა) ესეც შეიძლება იყო მგრძნობელობის მიზეზი.

  20. გამარჯობა, საღეჭი კბილი დაპლომბილი მაქვს დაახლოებით 5 წელია და არ მტკიებია და ბოლო სამი დღეა მტკივა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?

    1. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით ცოცხალია კბილი თუ არხები დაბჟენილია. საჭიროა რენტგენი და კბილის გამოკვლევა.

  21. დავიპლომბე კბილი, მანამდე ნერვი მომიკლა. დაპლომბვის შემდეგ ერთმანეთზე მიდების დროს კბილი მტკივა და ნორმალურია?

    1. ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ტკივილი არ მომატებს და რამოდენიმე დღეში სრულად გაქრება.

  22. გამარჯობათ სად შეიძლება შევიძინო პლომებები 4კბილისთვის ანუ მთლიანი შეფუთვა არ მინდა სადაც შეძლებენ რომ მხოლოდ 4კბილის პლომბი ვიყიდო

    1. ასე მასალის ყიდვა შეუძლებელია. თუ ჰელიონჟენზეა საუბარი, იყიდება 1 ან 2 გრამიან შპრიცებში ფერების მიხედვით. ცალკეა დენტინის და მინანქრის შპრიცები. ორივე აუცილებელია რესტავრაციის დროს. თუნდაც იყიდოთ ცალკეული შპრიცები, ბჟენის გასაკეთებლად გჭირდებათ ასევე ადგეზიური სისტემა, რომელსაც ასევე ვერ შეიძენთ 4 კბილისთვის.

  23. დავიპლომბე კბილი და ორი დღეა მტკივა ღამით ძილის დროს ინტენსიურად მტკივდება და მაღვიძებს
    ნორმალურია? თუ კორექციაა საჭირო

    1. თუ ცოცხალი კბილია, სავარაუდოდ არხების გახსნა და მკურნალობა იქნება საჭირო.

  24. გამარჯობა. ქვედა ყბის მარცხენა მხარეს სიბრძნის კბილი მაქვს ნახევრად ამოსული. კბილზე დაახლოებით ნახევრამდე კანი მაქვს გადმოფარებული. ორი თვის წინ შევნიშნე რომ გადმოფარებულ კანზე თითის დაჭერისას ჩირქი გამოდიოდა, მაგრამ არ მტკიოდა. მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ვიცი რომ სტომატოლოგისთვის მაშინვე უნდა მიმემართა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძალიან გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ შესაძლებელია თუ არა ამ კბილის მკურნალობა თუ ამოღებაა საჭირო? თუ მკურნალობა შესაძლებელია იქნებ მითხრათ როგორ? და თუ კბილის ამოღება გარდაუვალია ამის გაკეთება ნებისმიერ სტომატოლოგს შეუძლია? ამ კბილის მდგომარეობა რაიმე უფრო დიდ პრობლემას ხომ არ გამოიწვევდა? და კიდევ ქვედა ყბის მარჯვენა მხარესაც ნახევრამდე მაქვს სიბრძნის კბილი ამოსული, მასაც ზევიდან დაახლოებით ნახევრამდე კანი აქვს გადმოფარებული ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ ამ შემთხვევაშიც როგორ მოვიქცე. რათქმაუნდა სტომატოლოგსაც მივმართავ უახლოეს მომავალში. უბრალოდ სანამ მას მივმართავდი მინდოდა კომპეტენტური ექიმის რჩევაც მომესმინა. წინასწარ ძალიან დიდი მადლობა.

    1. გამარჯობა. თქვეს შეკითხვებზე პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ამ სტატიაში. https://wp.me/ptcAd-3V
      სიამოვნებით გიპასუხებთ დამატებით კითხვებზე.

      1. გამარჯობა, ნერვები მომიკლა ექიმმა და დამიპლომბა. გავიდა 3 თვე და მთელი ეს დრო ღრძილი გარეთა მიდებაზე საშინლად მტკივა და ცხელზე კბილი რეაგირეკვს ასევე კბილის კბილზე დადებით… გადამიღო კატე და არაფერი არ ჩანსო და რა ვქნა რა გავაკეო? ვერ ვღეჭავ და საშინელი გრძნობა მაქვს

      2. სხვა ექიმის აზრიც მოისმინეთ. აღწერით ჩანს რომ პრობლემა შეიძლება იყოს როგორც კბილი, ისე ღრძილი. საჭიროა დათვალიერება და გასინჯვა. თუ საჭიროა, განმეორებით რენტგენი.

  25. გამარჯობა. დაპომბილი კბილები მტკივა და რეაგირებს ტკბილსა და ცივზე. ექიმმა სენსოდინის (მგრძნობიარე კბილებისთვის) კბილის პასტა დამინიშნა და მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია შედეგის მიღება

    1. სენსოდინის პროდუქტები მინანქრის მგრძნობელობისთვის არის განკუთვნილი. დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა კი სხვა მექანიზმითაა განპირობებული. ამიტომ შეიძლება არ აღმოჩნდეს ეფექტური. დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა ხშირ შემთხვევაში დროთა განმავლობაში გაივლის. როცა ასე არ ხდება, მაშინ ბჟენის შეცვლა ხდება საჭირო.

  26. ქვედა 7 კბილზე ღრმა კარიესი იყო დამიბჟინა კარიესად ნერვი არ მომიკლა 10 დღე გავიდა მიდებაზე ტკივილი აღარ მაქვს მარა ყრუ ფეთქავი ტკივილი მაქვს და საშუალო რეაგირება ცივ ზე რისი ბრალია?

    1. ასეთ შემთხვევებში ყრუ უმიზეზო ტკივილი ხშირად იმაზე მეტყველებს, კბილის ცოცხლად შენარჩუნება საეჭვოა და აჯობებს ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება.

  27. გამარჯობა. ვარ 17 წლის და ამოვიღე ორი მეშვიდე კბილი მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ერთი კბილი მაინც რომ ამომივიდეს.

    1. მეშვიდე კბილები მხოლოდ ერთხელ ამოდის, ამიტომ ამოღების შემთხვევაში აღარ ამოიჭრება.

  28. გამარჯობა 5 6 დღეა კბილი დავიპლომბე და ტკბილზე მგრძნობელობა მაქვს და რატო ხდება ასე? რისი ბრალი შეიძლება იყოს

    1. ტკბილზე მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებია, რომელიც ღრუს კედელზეა განლაგებული. უფრო სწორად კი გაშიშვლებული, ღრუს დამუშავების შემდეგ. შესაძლოა რომელიღაც წერტილში არ მოხდა მათი ბჟენით დაფარვა და ამიტომ აღიქვამენ გამღიზიანებელს. თუ არე დიდი არ არის, შესაძლოა ბუნებრივად წარმოიქმენას მონაცვლე ქსოვილი და ნერვული დაბოლოებები დაიფაროს. თუ მგრძნობელობამ მომატა ან არ გაიარა რამდენიმე დღეში, მაშინ საჭირო იქნება ბჟენის კორექცია.

  29. ქვედა 7 კბილი დავიბჟინე პწკირი ჩამიდეს მესამე დღეა და ღრძილმა სიშავე და საშინელი ტკივილი დაიწყო , ამ კბილზე 4 ჯერ მომიწია მისვლა და ოთხივეჯერ ნემსების გაკეთება , რით ვუშველო? 😦

    1. სამწუხაროდ ასე თქმა ძნელია. მაგრამ ფაქტია, რომ ღრძილზე რაღაც პრობლემაა, რომელიც ვერ მოგვარდა მკურნალობით. გირჩევდით მიაკითხოთ პაროდონტოლოგს.

  30. Gamarjobat,mqonda pistula da shemdget tavisit gaiara magram mis adgilas darcha mechechiseburi warmonaqmni romelic gamgizianeblzbeze maeuxebs xolme,ra sheileba movuxerxo?

    1. ესაა დახურული ფისტულა. ფისტულას ზოგადად ახასიათებს პერიოდული გამწვავება. სრულად არასოდეს ქრება, თუ კბილის მკურნალობა არ მოხდა. ხშირად რჩება ასეთი “მეჭეჭის” სახით, საიდანაც გამწვავების პერიოდში გამონადენი გამოიყოფა, რასაც თქვენ შესაძლოა ვერ გრძნობდეთ.

  31. გამარჯობა,მაინტერესებს რა შეძლება გამოიწვიოს პლომბმა რომელიც ასულია ჰაიმორის ღრუსთან ზღვარზე. ანუ 1 წლის წინ დავიპლომბე კბილი და დღეს გადაღებულ პანორამაში ჩანს რომ პლომბი ასულია ჰაიმორის ღრუსთან

    1. საბჟენი მასალა თუ ფესვის არხის ფარგლებს არ ცდება, პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ხშირად ფესვი კონტაქტშია ჰაიმორის ღრუსთან. თუ გადასულია ფესვის მწვერვალიდან და ჩივილები არ გაქვთ, მაშინ საჭიროა დაკვირვება. თუ ჩივილები გაქვთ, მაშინ საჭიროა ქირურგთან კონსულტაცია.

  32. გამარჯობათ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი სტომატოლოგთან,განიხსნა არხები და ჩამიდო დროებითი პლომბი,რომელიც ნელ-ნელა მეშლება, რამდენად საშიში და საზიანოა ეს? ასევე მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ კბილის გამოხეხვა ან რომელი სავლები უნდა ვივლო?

    1. დროებითი ბჟენი მინიმუმ 2 კვირა უნდა იყოს უცვლელად და უნდა უზრუნველყოფდეს მის ქვეშ მოთავსებული მასალის იზოლაციას. თუ დაზიანებული და იშლება აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეაცვლევინეთ. კბილის გახეხვისას ხარისხიანი დროებითი ბჟენი არ ზიანდება და ჩვეულებრივად უნდა შეგეძლოთ ამ პროცედურის ჩატარება. სავლებს რაც შეეხება, ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ.

  33. გამარჯობა, 1.5 წლის წინ დავიპლომბე მე-7 ზედა კბილი, ნერვის ამოღებით და არხების მკურნალობით. სტომატოლოგმა რამდენიმე სურათიც გადამიღო ბჟენის პროცესში და ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა. რამდენიმე დღეა მტკივა ეს ნერვმოკლული/ნამკურნალევი კბილი, თითქოს უფრო ღრმად, ღრძილში. კბილის კბილზე დაჭერისას უფრო მტკვინეულია და ღეჭვა გამორიცხულია ისე მტკივა. ამჟამად კლინიკები დახურულია პანდემიის გამო და რა შეიძლება რომ გავაკეთო ან რამდენად საშიშია მდგომარეობა ან რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა

    1. რენტგენის გარეშე რაიმეს გარკვევა ძნელია. შესაძლოა მიზეზი მეზობელი კბილი იყოს. ასევე შესაძლებელია დამატებითი არხი არსებობდეს ამ კბილში, რომელიც ექიმს გამორჩა და ტკივილის მიზეზი ეს იყო. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. სამწუხაროდ ტკივილგამაყუჩებლის მიღების მეტს ვერაფერს გააკეთებთ სახლში. ასეთი სასწრაფო შემთხვევებისთვის ოპერირებენ კლინიკები ევროპაშიც და საქართველოშიც, რომლებიც სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ.

  34. გამარჯობა ,სამი თვის წინ დავიპლომბე ზედა წინა კბილი ნერვი მოკლა და არხები დაპლომბა სტომატოლოგმა,ამის შემდეგ ამ კბილზე მაინც მქონდა მგრძნობელობა რენტგენზე არ ჩანდა არავითარი გართულება შემდეგ გვერდითა კბილზეც დამეწყო ტკივილი და ისიც დაპლომბა და თქვა რომ შეიძლება გვერდითა კბილის ბრალი იყო მაგრამ ის წინა დაპლომბილი მაინც გახსნა და თავიდან დაამუშავა ორი კვირის წინ თავიდან არ მაწუხებდა რენტეგნზეც ყველაფერი გართულება არ ჩანდა მაგრამ რამდენიმე დღეა ისევ დამეწყო იმ კბილზე ტკივილი მაგრამ ყრუდ მტკივა მუდმივად კონკრეტულად რამეზე რეაქცია არ მაქვს და თვითონ კბილს რომ ვეხები ვერ ვგრძნობ ტკივილს ანუ თითქოს კბილიც არ მტკივა და რა შეიძლება იყოს ?

    1. ამ შემთხვევაში რენტგენის სურათის შეფასების გარეშე ძნელია რამის თქმა. ტკივილის სხვა შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს პაროდონტის (ღრძილის) პრობლემა.

      1. გამარჯობა, ბოლო 1კვირაა დამეწყო დაბლითა წინა კბილების “ნძრევა” და ღრძილების გაწითლება რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით ვუშველო? ექიმს რომ მივმართე მითხრა, რომ შესაძლოა ანთება მიმდინარეობდეს და რამდენად შესაძლოაა? თქვენ რას მირჩევდით ამ დროს?

      2. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს. ამ სიმპტომების მიხედვით ნამდვილად მიმდინარეობს ღრძილების ანთება და საკმაოდ შორს წასულიცაა, რადგან კბილების მორყევას აქვს უკვე ადგილი.

  35. გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია კბილის ფესვში ჩატეხილი ფაილი და მისი ამოღება ოპერაციული ჩარევით რაიმე საშიშროებას ხომ არ წარმოადგენს ?

    1. ფაილის ფრაგმენტის არსებობა კბილის არხში ყოველთვის მოიცავს გართულების რისკს. რისკის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე თუ: როგორი იყო თავდაპირველი დიაგნოზი, რამდენად მოხერხდა ჩატეხვამდე ფრაგმენტის მიღმა არსებული სივრცის დამუშავება, როგორი იყო არხის დამუშავების პროტოკოლი. ჩვეულებრივ, ჩატეხილი ფრაგმენტის ამოღება ხდება ისევ არხსი შესასვლელის მხრიდან, ან ხდება მისი გვერდის ავლა და არხის ისე დამუშავება. ქირურგიული მეთოდი გამოიყენება, როდესაც ფრაგმენტი გადასულია არხის მწვერვალიდან მის ირგვლივ ქსოვილებში. ამ შემთხვევაში ტარდება მცირე ოპერაცია და არხის მწვერვალის მოკვეთა ინსტრუმენტის ფრაგმენტთან ერთად. სწორად ჩატარების შემთხვევაში გართულების რისკი მინიმალურია.

    2. გამარჯობა,
      ზუსტად იგივე პრობლემა შემექმნა დღეს, ინსტრუმენტი ჩაუტყდა არხში. მარწმუნებს არ იქნება პრობლემა დავხუროთო. როგორ მოაგვარეთ თქვენ ეს პრობლემა? თუ შეგიძლიათ თქვენი გამოჩმცდილება რომ გამიზიაროთ, ძალიან დამეხმარებით. უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე

  36. გამარჯობა, ორ საჭრელ კბილზე მაქვს, როგორც ექიმმა მოთხრა, კარიესი, რომელიც ახლოსაა ნერვთან. ერთ-ერთი მოულოდნელად ამტკივდა(მეორე არადროს ამტკივებია), რეაქცია მქონდა მხოლოდ ცივ სასმელზე ან ჰაერზე. მიკეთია ბრეკეტები და ექიმმა მითხრა შესაძლოა ეს ტკვილი ბრეკეტებმაც გამოიწვია, კბილის დაძვრის შედეგად, ეს შესაძლებელია? ანუ, ზოგადად ბუნებრივია, როდესაც ბრეკეტების დროს კბილების გადადგილება მტკინვეული პროსცესია, თუმცა მხოლოდ ცივზე რატომ უნდა მქონოდა რეაქცია? თუმცა რამდენიმე დღეში ამ ტკივილმა გაიარა და ახლა მხოლოდ კბილზე დაჭერით მაქვს ყრუ ტკივილი. ექიმმა მითხრა ჯერ დავიცადოთ და სანამ “გაქაჩავს” კბილი ნერვი შევუნარჩუნოთო, რადგან კარიესი იმდენად ახლოსაა ნერვთან, რომ ნერვის მოკვლა მოგვიწევსო, შემდეგ კი კბილს დასჭირდება გადაკვრა, რადგან შეიძლება გაშავდეს. მაინტერესებს ასე დაცდა რამდენად მიზანშეწონილია როცა პრობლემა არსებობს? ასევე მაინტერესებს კბილის გაშავება გარდაუვალი პროცესია, თუ შესაძლოა არც გაშავდეს? და ზოგადად მაინტერესებს რამდენად ცუდია ნერვის მოკვლა კბილისათვის?

    1. აბსოლუტურად დაუშვებელია მოცდა და დროის დაკარგვა, რადგან დროსთან ერთად იკარგება კბილის ცოცხლად შენარჩუნების შანსი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. დაუყოვლებლივ უნდა მოხდეს კბილის გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
      – თუ ტკივილის მიზეზი კბილია, ცოცხლად შენარჩუნების შანსი უკვე ნაკლებია. უნდა მოხდეს არხის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ კბილის შენარჩუნება შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. შეცდომა იყო ბერეკეტების დაფიქსირება კბილებზე, რომელზეც კარიესია. ბრეკეტებამდე წინასწარ უნდა მოხდეს ყველა კარიესული კბილის მკურნალობა, რომ მსგავსი სიტუაციები არ განვითარდეს ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში.
      – თუ ტკივილის მიზეზი კბილი არ არის, მითუმეტეს სასწრაფოდ უნდა იმკურნალოთ კარიესული კბილი, რომ ცოცხლად შეინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში განვითარება ის სიტუაცია, რაც ზემოთ აღვწერე.
      – აუცილებელია რომ იმკურნალოთ ორივე კარიესული კბილი. უფრო ზუსტად კი ყველა კარიესული კბილი. ბერეკტების ტარებისას ძალიან სწრაფად ხდება კარიესის განვითარება და პროგრესირება. ამაში ხშირად დამნაშავე ჰიგიენაა. თუ არ გაქვთ შერჩეული სპეციალური ჰიგიენური რეჟიმი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს, ვინც ბრეკეტებს ატარებს, მიმართეთ ექიმ-ჰიგიენისტს ან პაროდონტოლოგს.
      – სწორი ენდოდონტიული (არხების) მკურნალობის შემთხვევაში კბილი არ შავდება. თუმცა წლების განმავლობაში შესაძლებელია ფერი იცვალოს სხვადასხვა ხარისხით. ზოგჯერ ეს სრულიად შეუმჩნეველია. კოსმეტიკური დისკომფორტის შემთხვევაში ხდება ენდოგათეთრება, ან ვინირი. ფერის ცვლილების გამო გადაკვრა ანუ ხელოვნური გვირგვინის გაკეთება დაუშვებელია, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. გვირგვინით კეთდება კბილზე, როდესაც იგი მნიშვნელოვნადაა დაშლილი და დასუსტებული.

    2. გამარჯოაბა მაინტერესებს შეიძლება თუ არა დაპლობილ კბილზე ბრეკეტის გაკეთება

  37. გამარჯობა! დღეს ვიყავი ექიმთან, კბილში რაღაც ჩამიდო და მითხრა ნერვს მოკლავსო, შეიძლება ორი საათი აგტკივდესო კბილი, მაგრამ მოითმინეო თუ ვერა მაშინ წამალი ამოიღეო კბილიდან. ორი საათი გავიდა. კბილი არ ამტკივებია მაგრამ საფეთქელთან ძალიან მტკივა. და რისი ბრალია? ის წამალი რაც კბილში ჩამიდო, რომ ამოვიღო მიშველის?

    1. საფეთქლის ტკივილი შესაძლოა საერთოდ არ იყოს კავშირში კბილთან. ექიმის გარეშე ნურაფერს მოიმოქმედებთ. ჩააყენეთ საქმის კურსში.

  38. გამარჯობა, დაპლომბილი კბილი მტკიოდა, ამიტომ სტომატოლოგმა გახსნა და კარგად დაათვალიერა, თუმცა არანაირი პრობლემა არ აღმოჩნდა და დროებითი ბჟენი ჩადო. შემდეგ გაირკვა რომ სამწვერა ნერვის პრობლემა მქონდა და დიდი ალბათობით კბილზე იყო გადაცემა. ფინლეფსინით მკურნალობის დაწყებიდან ეს კბილი მალევე ჩამიწყნარდა, მაგრამ ამ წამალმა მომცა საშინელი ალერგია მით უმეტეს რომ სხვა დროს არასდროს არაფერზე მქონია ალერგიული რეაქცია, ვკვდებოდი თითქმის, ვიმკურნალე ალერგოლოგთან და მინდა ეხლა ეს კბილი სადაც დროებითი ბჟენი მაქვს გავიკეთო, მაგრამ მეშინია ანესთეზიის რომ რამემ კიდევ ალერგია არ გამოიწვიოს, რამდენად შესაძლებელია რომ გაყუჩების გარეშე დამიბჟინოს, მით უფრო რომ ნერვები მკვდარია. მადლობა

    1. თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, შესძლებელია, მაგრამ ეს აისახება მკურნალობის ხარისხზე.
      რადგან ასეთი ძლიერი ალერგიული რეაქცია იყო ახლო წარსულში, გირჩევდით რომ სტომატოლოგიური მკურნალობა ჩაიტაროთ ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. ანესთეტიკის გარდა არის სხვა ბევრი პრეპარატი, რომელსაც იყენებს ექიმი პროცედურის დროს. შესაძლოა წინასწარი მომზადება და პრემედიკაცია იყოს მიზანშეწონილი.

    2. Gamarjobat 10 tvis win daviplombe zeda meeqvse kbili fesvi mokla arxebi daplomba, tkivilebi armqonia am xnis mandzilze magram dzalian cxeli rame rom momxvdeba am kbilze mtkivdeba da uceb ivlis. Danarcheni araferze reagirebs arc civze arc dacheraze risi brali sheidzleba rom iyos??

      1. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ გადაამოწმოთ არხები, რამდენად ხარისხიანადაა დაბჟენილი. ასეთი სიმპტომები ჩნდება, როდესაც არხში პულპის (ნერვის) ნაწილია დარჩენილი, ან დამატებითი არხი არსბობს, რომლის პოვნა და დაბჟენაა საჭირო.

  39. გამარჯობა ორი დღეა რაც კბილი დავიპლომბე და ძალიან დიდი ტკივილები მაქვს(ფეთქვითი) და რისი ბრალი უნდა იყოს?

    1. გააჩნია კბილი ცოცხალია თუ არხებიც დაიბჟინეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ხასიათის ტკივილი ნორმალური არ არის და ექიმს უნდა მიმართოთ.

  40. გამარჯობათ. დაახლოებით 2 თვეა რაც დავიპლომბე კბილი 7 დაბლითა და ცივს ან რაიმე მაგარს რო ვჭამ მტკივა და შეგიძლიათ მითხრათ რატო?

    1. სავარუდოდ “ცოცხალ” კბილეზა საუბარი. ასეთ შემთხვევაში კბილის მგრძნობელობის მომატების მიზეზი ძირითადად არის მკურნალობის ეტაპების არასწორი შესრულება, ან გამოყენებული მასალების ხარისხი. ზოგჯერ მგრძნობელობა თავისით ქრება, რადგან ორგანიზმი თავად აამუშავებს დამცავ მექანიზმს. თუ ასე არ ხდება, მაშინ რეკომენდებულია ბჟენის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობაა დაზიანდეს “ნერვი” ანუ პულპა და არხების მკურნალობა გახდეს საჭირო.

  41. გამარჯობა. კბილები შიგნიდან მიფუჭდება ზემოთაც და ქვემოთაც სიშავეს იკეთებს შიგნიდან და თითქმის უკვე ამისგამო ყველა კბილი დასაპლომბი გამიხდა. ხომვერმეტყვით რატომ მიფუჭდება და რა ხერხით შეიძლებ შევაჩერო ან სანარჩენი კბილების გადარჩენა მაინც რომ შევძლო

    1. კარიესის მიზეზი ყოველთვის ნადებია, უფრო კონკრეტულად კი ის ნადები, რომლის მოშორებასაც ვერ ახერხებთ — შესაძლოა კბილების გახეხვის ტექნიკა, რომელსაც იყენებთ, არასწორია, ან შესაძლოა არ იყენებთ კბილებს შორის წმენდის საშუალებების (ფლოსი, მინი-ჯაგრისები, ან ირიგატორი). სწორ ჰიგიენურ რეჟიმთან დაკავშირებით, ასევე პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებების შესარჩევად უნდა მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს. გარდა ამისა აუცილებელია მინიმუმ 6 თვეში ერთხელ გაწმენდის ჩატარება სწორედ ნარჩენი ნადებისა და ქვების მოსაშორებლად. რომ შევაჯამოთ, თქვენს პრობლემას ჰიგიენის გაუმჯობესების კუთხით უნდა მიუდგეთ.

  42. გამარჯობა, გუშინ დამეწყო ფეთქვითი ტკივილი წინა კბილზე, გამისივდა ლოყა, ზედა ტუჩი და ქუთუთო. სტომატოლოგთან ვერ მივდივარ, სახლის პირობებში შეშუპება როგორ დავაცხრო? 😶

    1. სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევთ, რადგან სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან. თუნდაც რამდენიმე წუთით, რომ კბილი გაიხსნას და ჩირქის დრენაჟი მოხდეს. მკურნალობა შემდეგ შეიძლება ჩაიტაროთ, თუ სხვა გზა არაა.

  43. გამარჯობათ.2თვის წინ დავიპლომბე კბილი.მტკიოდა საშინლად ისე რომ ძვალიცკი მტკიოდა ყბის.დაახლოებით ერთი თვე უმკურნალა ექიმმა მაგრამ მაინც მტკიოდა დროებით პლომბს რომ მადებდა ვყრიდი უკან.ანტიბიოტიკიც დამალევინა კიდე რაღაც ანთების საწინააღმდეგო წამალი დექსამეტაზონის ბურთულები ჩამიდო და დექსა გამიკეთა კიდეც ერთხელ მარა მაინც მტკიოდა რომ მიწმენდდა.ბოლოს დამიპლომბა როგორც იყო ისეთ მდგომარეობაში და არ ამტკივნია.ახლა კი ისევ დამეწყო ტკივილი კბილი ერთმანეთს რომ ეხება და ჭამის დროსაც.რა ვუშველო ხომ ვერ მეტყვით?მეშინია ამოგება არ მითხრან თან ალერგიული ვარ ლიდოკაინზე და პანიკური შიში მაქვს ანესთეზიის.დაპლომბვაც ანესთეზიის გარეშე გავაკეთეთ.რატომ ამტკივდა ორი თვის მერე იქნებ მითხრათ.მადლობა წინასწარ.

    1. დავიწყოთ იქიდან, რომ ანესთეზიის გარეშე არხების მკურალობის ხარისხიანად ჩატარება პრაქტიკულად შეუძებელია, რადგან ის მანიპულაციები, რომელსაც ექიმი ატარებს მინიმუმ არაკომფორტულია პაციენტისთვის. ეს გარემოება ექიმს არ აძლევს საშუალებას თამამად იმუშაოს და სრულფასოვნად ჩაატაროს მკურნალობა. ამიტომ პირველ რიგში ექიმთან ერთად უნდა გადალახოთ ანესთეზიის შიში. ლიდოკაინზე ალერგიას რაც შეეხება, ლიდოკაინის შემცველი ანესთეტიკები დღეს პრაქტიკულად არ გამოიყენება. არტიკაინზე კი, რომელსაც თანამედროვე ანესთეტიკები შეიცავს, ალერგია პრაქტიკულად არ გვხვდება. თანაც წინასწარ შეგიძლიათ ალერგიული ტესტი გაიკეთოთ (ოღონდ არა სტომატოლოგთან, არამედ ლაბორატორიაში).
      იმის მიხედვით, რაც აღწერეთ, საჭირო იქნება არხების განმეორებით, სრულფასოვნად მკურნალობა. ასევე გირჩევდით სხვა სტომატოლოგთანაც მიხვიდეთ კონსულტაციაზე, რადგან განსხვავებული აზრის მოსმენა უფრო ნათელ სურათს შეგიქმნით თქვენს მდგომარეობაზე.

  44. გამარჯობათ 10 დღის წინ დავიპლომბე 6 კბილი ქვედა ყბაზე. მომიკლა ნერვი და არხებიც დამიპლომბა თუ რავიცი როგორც არის. ეხლა მტკივა მაინც ოღონდ შეხებაზე. ჭამის დროს თუ დამავიწყდა და რამეზე დამეჭირა კბილი სულს მიმწარებს. ეს ნორმალურია თუ მივმართო ექიმს? 🙂

    1. არხების მკურნალობის შემდეგ მგრძნობელობის არსებობა ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი კლებადი ხასიათისაა და რამდენიმე დღეში ქრება. თუ თვლით რომ თქვენს შემთხვევაში ასე არაა, მაშინ აჯობებს ექიმს მიმართოთ.

  45. გამარჯობა, მერვე დღე არის რაც კბილი ამოვიღე, რთული და დიდი ჭრილობა მაქვს და კიდევ არ შეხორცებულა, ყველაფერს ვასრულებ რაც ექიმმა დამინიშნა, ციკლი მქონდა ამოღების დროს და შეიძლება რომ ეს ახდენდეს გავლენას ამდენი ხანი რომ არ მიხორცდება ? მადლობა

    1. ეს ნაკლებად სავარაუდოა. შეხორცების მიმდინარეობა ინდივიდუალურია. მთავრია ჭრილობის დაინფიცირება არ მოხდეს. რაიმე სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

      1. მადლობა, უკვე მეათე დღეა და შედარებით ვატყობ რომ მიშუშდება თუმცა გამაყუჩებლებს ვსვამ ისევ მტკივა ხოლმე, დაახლ 15 ნიმესილი მაქვს უკვე დალეული და ეს ნორმალურია ? ამდენი ხანი რომ გამიგრძელდა ? ორჯერ ვიყავი ექიმთან და რავიცი მიგრძელებს ამ წამლებს, ტანტუმ ვერდეს ვივლებ და მწვანე მალამოს ვისვამ კიდევ.

      2. შესაძლოა ის პრეპარატები, რასაც ჭრილობის მოსავლელად იყენებთ აფერხებდეს შეხორცების პროცესს. ეს საკითხი ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ.
        ნიმესილის ასე ხანგრძლივად სმა რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ მოიძიოთ ამაზე ინფორმაცია ინტერნეტში.

  46. გამარჯობა.დაახლოებით 1 წლის წინ უკანა 2 კბილზე მქონდა პრობლემა წავედი და ჩირქი მქონია ძალიან მტკიოდა გამიხსნა ექიმმა არხები და გამომიტუმბა ჩირქი.მსგავსი პროცედურა რამოდენიმეჯერ გავიმეორეთ ვივლებდი სავლებებს სანამ ჩირქი ბოლომდე გამოვიდოდა. ორივე კბილი გაფუჭებულ მდგომარებაში მქონდა მხოლოდ გვერდები არის დარჩენილი. კბილი არ შემიცვალა და უბრალოდ დაფარა პლომბით ღრმულები ეს პლომბები დაახლოებით დაყენებიდან 1 თვეში მომძვრა მაგრამ ექიმთან მისვლას თავი ვეღარ მავაბი. გუშინ წინ ამტკივდა ეს უკანა მხარე. ნერვი მოკლულია და მხოლოდ გუშინ გამახსენდა რომ არხები კიდევ ღიაა და სრულიად დაუფარველია კბილი მივალ ექიმთან 2-3 დღეში მანამდე შეგიძლიათ მითხრათ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი და რა შემიძლია გავაკეთო ? მადლობა წინასწარ

    1. იმის მიხედვით, რა აღწერეთ, კბილების შენარჩუნების შანსი არც ისე დიდია სამწუხაროდ. ამიტომ დრო აღარ უნდა დაკარგოთ და რაც შეიძება მალე გააგრძელოთ/დაასრულოთ მკურნალობა.

    1. წინასწარ ნემსის გაკეთების ადგილას წაუსვამენ ან შეასხურებენ სპეციალურ სითხეს, რომელიც “გაუყინავს” და ჩხვლეტას პრაქტიკულად ვეღარ იგრძნობს.

      1. გამარჯობა კბილების მგრძნბელობა როგორ შევამცირო?

      2. საჭიროა სპეციალური კბილის პასტისა და ჯაგრისის გამოყენება, სპეციალური თარაპია მინერალებისა და ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით, კალციუმის შემცველი სპეციალური პრეპარატის აპლიკაცია.
        ასევე აუცლებელია იმ მიზეზის მოძებნა და შეზღუდვა, რომელიც შეიძლება იყოს მგრძნობელობის მომატების მიზეზი (მაგ. ციტრუსების ან მათი წვენების გადაჭარბებული გამოყენება).

      3. დღეს დავიპლომბე კბილი. ნერვი მოკლა და დროებითი პლომბი ჩადო. აღარ მტკივა კბილი მარა ხელი თუ დავაჭირე ოდნავ ან ზედა კბილი დავაჭირე მაგ შემთხვევაში მაქვს ძაან უსიამოვნო შეგრძნება.

  47. Mogesalmebit 9 clis bavshvs tkiva mudmivi qveda sagechi kbili savaraudod arxebic iqneba gasaxsmeli anu mainteresebs kbilis dakargvis sashishroeba xo ar aris?

    1. ეს დამოკიდებულია მდგომარეობაზე. უფრო ხშირად ამ ასაკში არ არის ხოლმე მუდმივი კბილი ისეთ მდგომარეობაში, რომ ამოსაღები იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს კბილის შესანარჩუნებლად.

  48. 1 tvis win pirvelad daviplombe kbili sanam damiplombavdaa sisxldena mqonda grdzilidam magram mainc daolombaa :/ mere ukana kbili (sinrdznis) ar gaqvs bolomde amosulio daa rom gtkiva sxva kbilze gadadis tkivilio damiplomba da 1 kvirashi chamotyda plombi exlaa is kbili mtkiva romelic daplombvamde sisxldenit mqondaa lamisaa gavgijde :(( eqimi ashkarad ucodinariaaaa

    1. სამწუხაროა რაც შეგემთხვათ. გირჩევდით უფრო გამოცდილ და კვალიფიცირებულ ექიმთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე და გაარკვიოთ რა არის პრობლემა.

  49. mokled 5 wlis gauketebeli kbilebi mqonda da 1kviriswin daviwye gaketeba kbilebis da qveda ybaze sul chashavebuli chashlili mqonda da mitxra rom unda amoego zmeotac agretve sul mtlianobashi sami kbili amomigo da zeda ybaze marcxniv da amrjvnic ori nervi momikla dzalian mware iyo ratom metkina ar vici ver vxvdebi 5jer gamiketa zustad nemsi zemo ybaze winebze gverdebzec iqac sadac nervebs klavda da dzan metkiba bolos mitxra ver aitana shenma organizma tkivilio da erti naxevrad darcheniliao da axla gamiara tkivilma sul idnav mtkiva dzan odnav da wina kbilze kide ukana mxares xvreli maq haeris shexebisas an civis egreve mtkivdeba da iqac nervi unda momiklas sagechi kbilebisgan gansxvavebit mtkivneulia wina kbilebis nervebi?

    1. როგორც ჩანს, ანესთეზიამ არ იმოქმედა თქვენს შემთხვევაში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ანესთეტიკის ხარისხი, ორგანიზმის მიჩვევა ტკივილგამაყუჩებლების მიმართ, ან ანესთეზიის არასწორი ტექნიკა. ანესთეზიის ქვეშ ყველა კბილის მკურნალობა თანაბრად უმტკივნეულოა.

      1. Gamarjobat…daviplombe kbilis pesvebi.dzalian mtkiva shexebazec ki….daplombvidan2dgea gasuli da tkivili ver gavayuche da mirchiet rogor moviqce?😭

      2. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. არხები უნდა გაიხსნას და გათავისუფლდეს, რომ ტკივილი მოგეხსნათ, შემდეგ კი გაგრძელოთ მკურნალობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.