კბილის ამოღება და მისი გართულებები

591 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები

  1. გამარჯობა
    მაქვს ზედა მარჯვენა სიბრძნის კბილი დაზიანებული ძლიერი ტკივილებით,მინდა ამოღება მაგრამ მეშინია ანტიბიოტიკის მიღების (ალერგიული ვარ და ვერ მოვასწრებ სინჯის აღებას) რაიმე გართულება ხომ არ მოუვება თუკი არ დავლევ ამოღების შემდეგ ანტიბიოტიკს

    1. დიდი ალბათობაა რომ ანტიბიოტიკის დანიშვნა დაგჭირდეთ თავიდანვე ამოღების შემდეგ (ზოგჯერ წინასაწარაც ინიშნება). ამიტომ აჯობებს გარკვეული იყოს რომელი ანტიბიოტიკია თქვენთვის უსაფრთხო. ანტიბიოტიკი ინფექციის შეჩერების და გართულებების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ არის აუცილებლობა და ვერ/არ დალევთ, სამწუხაროთ გართულება მოსალოდნელია.

  2. გამარჯობათ..ქვედა სიბრძბის კბილი ამოდის ცუდად ანუ ნახევრადაა ამოსული დამიჩირქდა და ყბაც შესიებულია..3 დღე ვსვი ანტიბიოტიკი და ისევ ისეა..ექიმმა ხვალ ამოვიღოთო ძალიან მეშინია ასეთ მდგომარეობაში კბილის ამოღება შეიძლება? ან ჩირქიანი კბილი გამიყუჩდება როგორც ვიცი რთულია ასე გაყუჩება..

    1. თუ ქირურგ-სტომატოლოგთან იყავით ვიზიტზე, შეგიძლიათ ყბა-სახის ქირურგსაც აჩვენოთ. შესაძლოა ანტიბიოტიკის შეცვლა იყოს საჭირო. ზოგადად ასეთი კბილი ჯობია ყბა-სახის ქირურგმა ამოიღოს.

  3. გამარჯობათ მარცხენა ზედა სიბრძნის კბილი რომელიც ამოვიღე ის ადგილი 2 კვირის მერე 2 კვირის განმავლობაში უფროსწორად ამტკივდა ორჯერ საშინლად ერთ წუთში არაფერი მჭირდა და მეორე წუთში დამარტყა ელვასავით საშინლად გამიარა. ძლივს გავიჩერე ტკივილი და რისი ბრალი შეიძლება იყოს???

    1. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ამოღებულის გვერდითა კბილი ანუ მეშვიდე. ეს ადვილად ხდება დათვალიერებით და რენტგენით. თუ კბილი ჯანმრთელია, მაშინ საჭიროა ამოღებული კბილბუდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია. შესაძლებელია ტკივილი არ იყოს დაკავშირებული ამოღებულ კბილთან. ასეთი ელვისებური ტკივილი ნევრალგიასაც ახასიათებს.

      1. გამარჯობათ ქვედა მარცხენა მეშვიდე კბილი ამოვიღე და 4 დღის მერე დამეწყო ყურის დაგუბება და ხმაური ყურში მარცხენა მხარეს ცოტა სმენაც დამიქვეითდა ვგრძნობ შეიძლება კბილის ამოღებას დავაბრალო ეს დაგუბება?

      2. ეს უფრო ყურის პრობლემას ჰგავს, კბილის ამოღებისგან დამოუკიდებლად. შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციას ახლდეს ასეთი მდგომარეობა. თუ ჩივილები გაუარესდა, გირჩევთ, მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს.

  4. გამარჯობა.გუშინ ამოვიღე ზემო ,მარჯვენა საღეჭი კბილის ფესვები ( არ ვიცი რა ჰქვია)
    ღრძილი გამისივდა და მტკივა თან აშკარად დაჩირქდა.რა ვქნა?

    1. ექიმს უნდა მიმართოთ. სავარაუდოდ საჭირო იქნება ანტიბიოტიკის დანიშვნა.

  5. გამარჯობა, ხუთი დღის წინ ამოვიღე ზედა ყბაზე მეექვსე კბილი. დღეს დილას ძიძიბასავით გამომივიდა ღრძილზე და ხელს რომ ვიდებ მტკივა. რა შეიძლება იყოს?

    1. აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს, რომ ჭრილობის ინფექცია გამოირიცხოს.

  6. გამარჯობა. თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ქვედა მეშვიდე კბილი ამოვიღე გართულებულ მდგომარეობაში. გაქამდე გაბუჟებული მაქვს ყბის, ტუჩის, ნიკაპის არეალი წინა კბილები. ძალიან ნელა გამდის. როგორც ექიმმა მითხრა ყბის ნერვში მოხვდა ნემსი ანესთეზიის გაკეთებისას. არსებობს რაიმე საშუალება რომ დაბუჟების გასვლის პროცესი დაჩქარდეს?

    1. ნერვის დაზიანებისას აღმდგენი თერაპია უნდა დაიწყოს დაუყოვნელად. ეს არის ძირითადად B ჯგუფის ვიტამინები. დროის გასვლასთან ერთად ნერვის აღდგენის შანსი მცირდება, რადგან ნერვულ ქსოვილს რეგენერაციის უნარი არ აქვს.

      1. ანუ შეიძლება რომ ასე მქონდეს მუდმივად? კიდევ რა გართულებები შეიძლება მქონდეს?
        დიდი მადლობა

      2. სამწუხაროდ, არის ამის ალბათობა. უმჯობესია დრო აღარ დაკარგოთ და ნევროლოგს მიმართოთ.

  7. გამარჯობა ანუ წინა კბილი მიტოკტა და ამოვიღე გადის დიდი ხანი და აღარ ამომდის და შეიძლება ეს კბილი უკვე ამოღებული მქონოდა და ესე დავრჩე?

    1. წინა კბილი მოიცვლება ერთხელ, 6-8 წლის ასაკში. სარძევე კბილის მოაგივრად ამოიჭრება მუდმივი კბილი. ამის შემდეგ თუ ამოიღებთ რათქმაუნდა აღარ ამოგივათ.

  8. გამარჯობა. მე-2 დღეა რაც მე-8 კბილის ირგვლივ ღრძილი მტკივა. ენის მხრიდან ღრძილ ხელს რომ ვადებ, მაშინ არ მტკივა თუმცა გარეთა მხრიდან შეშუპებულია, ცოტა შეწითლებულიც და მტკივა, კბილს ნახევრად ისევ ღრძილი ფარავს. მიჭირს პირის გაღებაც. ასეთი მდგომარეობა რას შეუძლია გამოიწვიოს? ყბის მოცულობაში ვერ ეტევა თუ ღრძილის რომ ჭრის მაგის გამო?

    1. სიბრძნის კბილის გართულებული ამოჭრა საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ჩვენს სტატიებს თუ გადახედავთ ქვემოთ არსებულ ლინკებზე, შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია.
      https://wp.me/ptcAd-3V
      https://wp.me/ptcAd-js
      https://wp.me/ptcAd-zp

  9. გამარჯობათ, სამი კვირის უკან ამოვიღე მარცხენა ზედა სიბრძნის კბილი, ძალიან სწრაფად ამომიღო ანუ ბევრი არ უწვალია ექიმს, მესამე დღიდან დამეწყო ტკივილები არც ისე ძლიერი არ დამინიშნა არაფერი და მეათე დღეს ჩამომივარდა ბორის ნატეხი ჭრილობიდან რომელიც ექიმს ჩაუტყდა ამის შემდეგ დამინიშნა სავლები და ანტიბიოტიკი ჭრილობაც თითქმის დაიხურა მაგრამ მაწუხებს ყრუ ტკივილები, დისკომფორტი და სხვადასხვა შეგრძნებები რომელიც არ გადის რამდენად საშიშია ეს სიმპტომები ალაგდება თავისით თუ ისევ ექიმთა წავიდე. მადლობა.

    1. ბოდიშს გიხდით გვიანი პასუხისთვის, რადგან ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით გვეპასუხა. იმედია თქვენი მდგომარეობა უკვეე გაუმჯობესებულია ამ დროისთვის.
      ტკივილი და დისკომფორტი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც შეხორცების გაძნელებასთან ჭრილობაში უცხო სხეულის არსებობის გამო, ისე ჭრილობის დაინფიცირებასთან. ასეთ შემთხვევაში რეკომედებულია ხოლმე დროული კონსულტაცია ექიმთან და ჭრილობის გამოკვლევა, გართულების თავიდან აცილების მიზნით.

  10. 5 დღის წინ ამოვიღე ქვედა 6 კბილი გაუსაძლისი ტკივილები მქონდა ამოღების შემდეგ 2 დღე. ეხლა 3 დღეა თავის ტკკვილები მაქვს ვეღარ ვუძლებ

    1. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის ტკივილის ზღვარი ინდივიდუალურია, ასეთი ძლიერი ტკივილი ნორმალური არ არის. კარგი იქნება თუ ჭრილობის დათვალიერება მოხდება ექიმის მიერ.

      1. გამარჯობათ მე მაინტერესებს კბილის ამოღების შემდეგ ღრძილი რამდენ ხანში ხორცდება

      2. თუ გულისხმობთ ღრძილის შევსებას ვიზუალურად ისე, რომ ღრმული აღარ იყოს კბილბუდის ადგილას, რამდენიმე თვეა საჭირო. პრაქტიკულად კი სტანდარტული ექსტრაციის დროს 2 კვირაში ჭრილობა იხურება.

  11. გამარჯობა, 11 დღის წინ ამოვუღე კბილი, კბილის ამოღებიდან 3 დღით ადრე გაკეთებული მქონდა აცრა, კბილის ამოღების შემდეგ სიცხე მაქვს მუდმივად დაბალი. მესამე დღეს გამებერა ღრძილი მაგრამ ახლა აღარ არის ისე თუმცა სიცხე მაინც ყიველდღე მაქვს, ასევე სისუსტე და დაღლილობა, მაინტერესებს შეიძლება ეს აცრას გამოეწვია თუ კბილს? (ადგილობრივი ანესთეზია გავიკეთე)

    1. შესიება კბილბუდის ინფექციის ნიშანია და სავარუდოდ სიციხეც ამის ბრალია. ანტიბიოტიკი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა,
      როდესაც აცრაზე ვითარდება რეაქცია, იგი იწყება იმავე ან მეორე დღეს,

  12. გამარჯობათ. ქვედა ყბაზე წინა ორი კბილი ერთმანეთზე გადამდის და ექიმმა მირჩია მერვე კბილების ამოღება ზედა და ქვედა ყბაზედაც მაგრამ ჯერ ამოსული არ არის ამიტომ ოპერაცია მჭირდება და თუ ამოვიღებ ოთხივეს ქვედა ყბაზე კბილები გამისწორდება? თან მხოლოდ 16 წლის ვარ და გართულებები ექნება კბილების ამოღებას?

    1. თავისით არ გაგისწორდებათ, მაგრამ მერვე კბილების ამოღებით უფრო მეტი ადგილი იქნება ორთოდონტიული მკურნალობით რომ გაისწოროთ. მერვეები რომ არ ამოიღოთ, მათი ამოჭრის შემდეგ უფრო მეტად შემჭირდროვდება კბილები.

  13. gamarjobaat 3 sgia win amovige kbili daa pesvis wverebi chatova , chautyda , da mitzra ro araa sashishi chatoveba, xoda exla mawuxebs da yrud mtkivaa ra unda gavaketi am shemtxvevashi?

    1. ჯერ საჭიროა დიაგნოსტიკა ტკივილი თუ ნამდვილად ამითაა გამოწვეული. რენტგენზე გამოჩნდება არის თუ არა ინფექცია ამ ფრაგმენტების ზონაში. შესაძლოა ტკივილი სხვა კბილს უკავშირდებოდეს. თუ მიზეზი დარჩენილი ფრაგმენტებია, ქირურგიულად უნდა მოხდეს ამოღება.

      1. დიახ, შეიძლება. საკმაოდ ხშირადაა ერთფესვიანი.

  14. გამარჯობა..მაღლა ყბაზე კბილის ამოღებუსას ფესვებს მოჰყვა ძვლის ნაწილი (ალლბათ 1.5 სმ) მაინტერესებს მოხდება თუ არა ამოტეხილი ძვლის ნაწილის ბუნებრივად აღდგენა და საერთოდ არის თუ არა საშიში?

    1. დიახ, მოხდება. მოტეხილი ნაწილი აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული. თუ ჭრილობა დაიხურა და კარგად ხორცდება, საშიში არაფერია.

      1. გამარჯობა. მესამე დღეა კბილი ამოვიღე ,გაუსაძლისი ტკივილები მაქვს,პირის გაღება ,ჭამა,წყლის დალევა მიჭირს.როგორ შევაჩერო ტკივილი?

      2. ალბათ ანტიბიოტიკი დანიშნული გაქვთ და აუცილებლად შეასრულეთ დანიშნულება. თუ ტკივილი პროგრესირებს, საჭიროა ჭრილობის დათვალიერება. ამისათვის ექიმს უნდა მიმართოთ.

  15. გამარჯობა, ორი თვის წინ ამოვიღე მერვე კბილი, ოპერაცია დამჭირდა. ჩვეულებრივად შეხორცდა ნაკერი და დასიებაც რამოდენიმე დღეში დაცხრა. მაგრამ მეშვიდე კბილსა და ღრძილს შორის გაჩნდა სივრცე(ნაპრალი) სადაც მეჭედებოდა საკვები და რამოდენიმე დღეა ჩირქი ამოდის. ექიმმა მითხრა რომ პერეკისით და იოდინოლიტ გავასუფთაო დღეში რამოდენიმეჯერ, შემდეგ დავიკრა სოკოსერილის დენტალური პასტა. ესე ვაკეთებ 4 დრეა და ჩირქი ისევ ამოდის. სივრცეც არ შევსებულა. დაახლოებით რამდენ ხანში გაქრება ჩირქი? ან ნაპრალი როდის შეივსება?

    1. აუცილებელია რენტგენი და კბილბუდის ადგილის შეფასება. ეს არ ჰგავს სიტუაციას, რომელსაც სახლში დამოუკიდებლად შეიძლება გაართვათ თავი. მიმართეთ ქირურგს.

  16. გამარჯობა.მოკლედ 2 თვის წინ ამოᲕიღე სიბრᲮნის კბილი შეხორცა ყველა გართულების გარეშე 10 დღეს კი ყურს და ყბას შორის შევნიშნე სიმაგრე ბურთი რომელიც ვიზუალურადაც მეტყობა.გადავიღე პანორამა,ეხომ რომელზეც 5 მმ სტრუქტურა უცვლელი ლიმგური ჩანს და მეტი არაფერი..ანუ შესეიბა ჯირკვლიდან არ არისო..მივედი ყბა სახის ქირურᲒთან დამინიშნა როცეფინი ალვეოლიტიაო ..მაგრამ 4 ნევსი გავიკეთე ეს შეისება კი მაინც მაქვს.ძალიან ვღელავ.დამეხმარეთ რა შეიძლება იყოს ეს გამობერილი სიმაგრე.კისერს რომ დავჭიმავ მაშინ მეტყობა.ტკივილით აღარ მტკივა

    1. სამწუხაროდ ჩვენ ვირტუალურად არ შეგვიძლია რამე კონკრეტული გითხრათ იმ ექიმზე მეტი, ვინც გნახათ. საჭიროა დათვალიერება და გამოკვლევა. შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ექიმსაც კონსულტაციისთვის.

    2. სიბრდზნის კბილი ამოვიგე და თუკი იცის სიცხე კბილის ამოგებამ თან დაჩირქებული მქონდა და მტკიოდა მადლობა წინასწარ👍

      1. დიახ, შესაძლებელია. ალბათ ანტიბიოტიკი გაქვთ უკვე დანიშნული, ინფექციის საწინააღმდეგოდ.
        კოვიდ ინფექციის რისკის გათვალისწინებით, დააკვირდით სხვა სიმპტომების გაჩენას (სუნთქვის გაძნელება, ხველა) და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ რეკომენდებული ზომები.

  17. გამარჯობა, დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიპლომბე დაბლითა უკანა მეექვსე თუ მეშვიდე კბილი და ახლა ამტკივდა კბილის კბილზე დადებით ეს კბილი მტკივა და მისი გვერდით მყოფებიც და რისი ბრალია? ამოღებას ვფიქრობ, მადლობა წინასწარ

    1. პირველ რიგში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კბილი. არ არის აუცილებელი ეს ნამკურნალები კბილი იყოს მიზეზი. უნდა შემოწმდეს გვერდითი კბილებიც, რასაც ალბათ გააკეთებს ექიმი, სანამ ამოღებას გადაწყვეტს.

  18. გამარჯობათ.ამოვიღე ორი კბილის ფესვი ზედა ყბის ეშვის შემდეგი კბილები არ ვიცი მერამდენეა. გახსნილ ღრძილში მოჩანს და ენითაც ვგრძნობ კბილის მსგზავს . ფესვები სრულად ამოიღო და ზუსტად ვიცი რომ არ დარჩენია. ახალი კბილი ამომდის თუ რა შემთხვევაა ვერ ვხვდებიი. მადლობა წინასწარ პასუხისთვის

    1. სავარუდოდ ძვლის კიდეს გრძნობთ. შესაძლოა დაიფაროს ღრძილით მომავალში, მაგრამ თუ გაწუხებთ უნდა მიხვიდეთ ქირურგთან და მოაშორებს. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში პროთეზირებას შეუშალოს ხელი, თუ მოსახსნელ პროთეზს გაიკეთებთ.

  19. მაკლია ერთი ღოჯის კბილი და გვერძეა წინა კბილები წასული ცარიელ ღოჯის ადგილას. არის რაიმე საშვალება რომ გავისწორო ან შემდეგ ჩავისვა?

    1. ჯერ უნდა გაირკვეს რენტგენოგრამის საშუალებით არსებობს თუ არა ეშვის ჩანასახი ძვალში.
      თუ არის, შესაძლებელია თუ არა ჩამოქაჩვა და ჩასმა მისთვის განკუთვნილ ადგილას. ან შესაძლოა საჭირო იყოს ჩანასახის ამოღება.
      თუ არ არის, მაშინ გადანაცვლებული კბილები უნდა გაიწიოს, შეიქმნას საკმარისი ადგილი და გაკეთდეს იმპლანტი, ან ხიდი.
      კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ორთოდონტს, რომელიც დაგინიშნავთ ყველა საჭირო გამოკვლევას.

  20. გამარჯობათ!ერთი თვეა რაც ამოვიღე კბილი და დღემდე მაქვს ტკივილი წყლის დალევის დროსაც როდესაც ცივი ხვდება,არა მარტო კბილის ამოღების ადგილას იმ მხარეს მთელ ყბაზე.არის თუ არა ეს ნორმალური მდგომარეობა?

    1. ბოდიშს გიხდით. ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შევძლით პასუხის დროულად გაცემა.

      პირველ რიგში უნდა შემოწმდეს სხვა კარიესული კბილები, რადგან ცივზე ასეთი რეაქცია პულპიტისთვის არის დამახასიათებელი. თუ ეს გამოირიცხა, შესაძლებელია პრობლემა ნევროლოგიური იყოს და ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციაა საჭირო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.