გამარჯობათ დაპლომბილი კბილი ამტკივდა ზედა ყბის უკანა მხარეს და ვერ ვახერხებ ჯერჯერობით ექიმთან მისვლას და რამე გართულება შეიძლება მოყვეს ? წამლებით რო გავიყუჩო მოხდება რამე?
თუ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებს, სხვა რა გზაა, უნდა გაიყუჩოთ სანამ ექიმთან მიხვალთ. მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოთ ექიმს, რადგან ტკივილმა რომც გაგიაროთ, პრობლემა ისევ რჩება და შესაძლოა უფრო გართულდეს მომავალში.
გამარჯობა. 20ში ამოვიღე ქვედა ყბაზე სიბრძნის კბილი, 26ში ვიყავი მისული იმის გამო, რომ ყბა მქონდა ჩაკეტილი და გასიებულიც მქონდა. ექიმმა ნადები არ გაქვს და ჭრილობა წესრიგშიაო, მაგრამ ახლაც მტკივა, ყბაც უფრო მეტად ჩამეკეტა და მოკლედ არ ვიცი. შეიძლება ანთება მქონდეს? რა უნდა გავაკეთო?
ყბის ჩაკეტვა უფრო ხშირად გამოწვეულია ანესთეზიის დროს ჰემატომის განვითარებით, ვიდრე უშუალოდ ჭრილობის პრობლემით. ამ შემთხვევაში ჰემატომის გაწოვასთან ერთად ჩაკეტვაც იხსნება. მაგრამ გასარკვევია ტკივილის მიზეზი. თუ ჭრილობის შეხორცება ნორმალურად მიდის შესაძლოა ტკივლი სახსრიდან მოდიოდეს და ამ შემთხვევაში ყბის ჩაკეტვის მიზეზიც სახსარი იყოს. ამ ვერსიას ადასტურებს დროც (2 კვირა) და ჩაკეტვის პროგრესირებაც. აჯობებს მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, დღეს ამოვიღე მე-8 კბილი და სისხლდენა რამდენ ხანს გრძელდება ხომ
ვერ მეტყვით
კლინიკის დატოვებისას სიხლდენა ინტენსიური აღარ უნდა იყოს. ნერწყვში სისხლის მცირე მინარევი რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება შენიშნოთ.
გამარჯობა, კბილი რამდენიმე თვის წინ ამოვიღე და არ გაზრდილა იმის შემდეგ და ხომ ვერ მეტყვის ამის მიზეზს?
გამარჯობათ.ორი კვირის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი.არც ყლაპვა მიჭირს,არც შესიებული მაქვს,ხან დღე გავა საერთოდ არ მტკივა,ხან კი ყრუ ტკივილები მაქვს და უსიამოვნო შეგრძნება,ჭრილობა ღრმაა.უნდა მქონდეს ყრუ ტკივილები?და რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს
თუ ამოღება ტრავმული და რთული იყო, ანთების ნიშნები არ აღინიშნება, როგორიცაა შეშუპება, შიწითლე, ნადები, გამონადები ჭრილობიდან, მუდმივი ტკივილი, მაშინ ასეთი უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ძნელი სათქმელია, ეს იმაზე დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოახდენს ორგანიზმი ქსოვილი რეგენერაციას. ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ჰაიმორზე კტ 1თვის წინ გადავიღე და სუფთაა ყველა წიაღი,საფეთქელის არტერიიტი და სამწვერაც გამორიცხა ნევროლოგმა. რადგან თვალიც ჩათრეულია ორბიტებზეც არაფერი გამოჩნდა. შეტევითი ტკივილები არაა. ლოყა,თვალი ,საფეთქელი თითქოს შეშუპებული მაქვს და ყრუ ტკივილია. ანუ,მწვერვალში თუ არის ისევ ანთება შესაძლოა იწვევდეს ამ სიმპტომებს?აღარ ვიცი რომელ ექიმთან მივიდე. შემოვიარე ყველა ექიმი. მადლობა პასუხისთვის
თუ კბილის ფესვზე ანთება არის, ყველა ვარიანტში ჯერ ეს უნდა გამოირიცხოს. თუ სიმპტომები ისევ დარჩა, მაშინ მიზეზის ძიება უნდა გაგრძელდეს. თუ სურვილი გაქვთ კტ გამოგზავნეთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com. შევეცდები ამის მიხედვით უფრო კონკრეტულად გითხრათ ჩემი აზრი.
კტ დანამატ წიაღებზე გადავიღე ნიუ ჰოსპიტალსში. ყველაფერი რიგზე იყო. თვალის ორბიტებზე და ტვინზეც პათოლოგიის გარეშე დაწერა რადიოლოგმა. ამ ზაფხულს თავის ტვინის mri ც მაქვს გადაღებული და არაფერი იყო. მაგ მხარეს იყო ჰაიმორის ღრუ მცირედ შეშუპებული. ახლა იანვარში ოფთალმოლოგმა მაგ მხარეს თვალზე მსუბუქი ეგზოფთალმი მითხრა(ორთაჭალაში).ენდოკრინოლოგთან ვიყავი და TSH 3.8 იყო ნორმა 4.0. ენდოკრინოლოგმა გამორიცხა ეგზოფთალმი ფარისებრიდან. საფეთქელიც მაგ მხარეს მიფეთქავს და თავის ნახევარზე გადადის. საფეთქლის არტერიიტის ანალიზიც გავიკეთე და რიგზეა ყველაფერი. არც სამწვერა ნერვია. ეგ კბილი,რომელზეც მწვავე ანთება მითხრეს(დენსიში) და თავიდან დამიბჟინა,მითხრა,რომ 6 თვე სჭირდება,რომ ალაგდესო. მხოლოდ ერთი კვირა მედო წამალი. ვისთან მივიდე და რა გავაკეთო აღარ ვიცი. მაგ კბილის გვერძე მე_4 კბილი ჩაშლილი იყო,ისიც ცუდად გამიკეთეს,ერთი წელიც არ გაძლო და ,რომ გამომერიცხა ამოვიღე 3კვირის წინ. მაინც ისე ვარ. პირველი კბილი დავკარგე 😦
თუ შეძლებთ ბათუმში წასვლას, გირჩევთ ენდოდონტისტს (კბილის არხების სპეციალისტი). არ გაგიკვირდეთ რომ ბათუმშია საუკეთესო ენდოდონტისტo საქართველოში, რომელიც მიკროსკოპით მუშაობს — რუსლან გვარიშვილი. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად ფეისბუქზე. https://web.facebook.com/ruslan.endoled
აშკარად ჩანს პროფესიონალიზმი,ნეტავ თბილისში მუშაობდეს. პატარა მყავს,რომელსაც ამხელა გზაზე ვერ წავიყვან და ვერც დავტოვებ. აშკარად ანთება ისევ არის და ამის ბრალია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მეშინია კბილის დაკარგვის. იქნებ მსგავსი სპეციალისტი იყოს თბილისშიც
დაუკავშირდით და იქნებ თვითონ გირჩიოთ რამე.
დიდი მადლობა დახმარებისთვის.
გამარჯობათ. ზედა ყბაზე გადავიღე 3დ კომპიუტერი. მე5 კბილის ფესვზე აღმოჩნდა ანთება.ეს კბილი 4წლის წინ დავიპლომბე ჩაჩავაში ორსულობისას. ერთი ფესვი საერთოდ არ ყოფილა დაპლომბილი…განბჟინა,წამალი 1 კვირა დამიტოვა და დაპლომბა. მას შემდეგ 4თვე გავიდა და შესაძლოა ანთება არ იყოს ჩამქვრალი?ღრძილი ოდნავ შეშუპებულია.მაგ მხარეს თვალი მაწუხებს,თითქოს შიგნიდან რაღაც მაწვება,თითქოს უნდა გადმომვარდეს და თავის ერთ წერტილამდე ადის.ყრუ ტკივილია. ანუ,ამ კბილის ბრალი შესაძლოა იყოს?რას მირჩევთ?ჰაიმორიტი არაა,კტ გადაღებული მაქვს.
შესაძლოა ამ კბილი ბრალი იყოს სიმპტომები. თუ სხვა კბილებიც მაგ რეგიონში და ჰაიმორის ღრუც ჯანმრთელია, მაშინ შეიძლება ფესვის მწვერვალზე არსებული ანთებითი კერის ამოსუფთავება გარედან ანუ ღრძილის მხრიდან ქირურგიული გზით. მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომელსაც მწვერვალის რეზექცია ეწოდება.
თუ კომპიუტერული ტომოგრამა ძველი გადაღებული გაქვთ, გირჩევთ კიდევ გაადაამოწმოთ ჰაიმორის ღრუ. სიმპტომები შეიძლება იყოს შესაბამის მხარეს სიმძიმე თავის დახრისას, გამონადენი ცხვირიდან, ტკივილი.
დავიყენე ბრეკეტები 4 თვეა, პრობლემა-წინა კბილები წინ მაქვს და უკან კი შევიწროებულია ანუ 5,6,7 კბილები ორივე მახრეს ზედა ყბაზე, ხოდა ცოტა კი გამოიწია ეს კბილები რო გაიშალოს ვითომ რკალი, მაგრამ ჯერ იქამდე იმდენი უკლია…ეხლა თითქოს გაჩერდა გამოსვლა გარეთ და წინა კბილები კი ამასობაში უფრო წამომეწია წინ. მაქვს 8-ე კბილები უკან და ძაან მიბჯენილია ამ 7ზე კბილს და იქნებ ეგ უშლის ხელს რომ გამოიწიოს გარეთ ეს შეწეული კბილები? 1 თვეში მიწევს ორთოდონტთან მისვლა და თან ის დაველოდოთო მეუბნება, მაგრამ მე უკვე 2 თვეა ვეღარ ვატყობ შედეგს.ამიტომ იქნებ თქვენ დაახლოებით მაინც მითხრათ მე-8 კბილის ამოღება ხო შეუწყობს ხელს 5,6,7 კბილების გარეთ გამოწევას?
მერვე კბილის ამოღება ხშირად ხდება ორთოდონტიული მკურნალობისას, მაგრამ არა ყოველთვის. სამწუხაროდ მე ვერაფრეს გიპასუხებთ, რადგან არც ორთოდონტი ვარ და არ თქვენი მდგომარეობა ვიცი. ალბათ აჯობებს სხვა ორთოდონტთანაც გაიაროთ კონსულტაცია და მოისმინოთ განსხვავებული აზრი.
გამარჯობა. გუშინ კბილი ირყეოდა და ცოტა დამისივდა დღეს გადავწყვიტე ექიმთან წასვლა მაგრამ წუხელ ძალიან შემაწუხა და ცოტა ხელი მივაშველე და მომძვრა კბილი: ( დილით რომ გავიღვიძე ძალიან შეშუპებულია და რას მირჩევთ. ტკივილები არ მაქვს
აუცილებლად უნდა დაამუშაოს ექიმმა კბილბუდე. შესაძლოა ფესვის ნაწილი იყო დარჩენილი (მოტეხილობის შემთხვევაში) ან ინფიცირებული ქსოვილი (პაროდონტის დაავადების შემთხვევაში). შეშუპება უკვე მეტყველებს ანთებაზე.
გამარჯობათ გუშინ ამოვიღე კბილი და მომტყდა ფესვი არის ჩარჩენილი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?
ასეთ შემთხვევაში გართულების რისკი მაღალია (თუ ჯანმრთელ მერვე კბილზე არაა საუბარი), რადგან ინფიცირებული ქსოვილი ადგილზე რჩება. გართულება შეძლება განვითარდეს როგორც შეხორცების პერიოდში, ისე მომავალში.
გამარჯობათ, ორშაბათს ამოვიღე ორი კბილი, ერთი კბილი და მეორე კბილის ფესვი იყო, იმ ღამიდან შესიება დაიწყო ვსვავ ანტიბიოტიკს და ვივლებ სავლებებს შესიება მოკლების ნაცვლად იმატებს ასევე მიჭირს ნერწყვის ყლაპვა და საერთოდ პირის გაღება და რა შემიძლია რომ გავაკეთო?
პირის გაღების შეზღუდვა ხშირად ანესთეზიას უკავშირდება, უფრო სწორად ინექციის ადგილს, თუ ქვედა უკანა კბილები ამოიღეთ. შეშუპების გაჩენა შესაძლებელია კბილის ამოღების შემდეგ, მითუმეტეს თუ რთულ ექსტრაციას ჰქონდა ადგილი. მაგრამ თუ შეშუპება პროგრესირებს, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, რომ ჭრილობის დაინფიცირება გამოირიცხოს. შეშუპების შემთხვევაში არ შეიძლება ცხელი სავლები.
შეშუპება მაქვს ყელის მიდამოში და თან არის ცოტა შემაგრებული,ექიმმა შემიცვალა ანტიბიოტიკი,ჯერ ორი დგეა რაც ვსვავ,მაგრამ ჯერ შედეგი არ აკვს,მაკვს თუ არა ნერვიულობის საბაბი?
ჩემთვის ძნელია კონკრეტულად რამის თქმა და ექიმის ტაქტიკის შემფასება სერთო სურათის არცოდნის გამო. ანტიბიოტიკის მოქმედებეა 2-3 დღეს უნდა დაიწყოს, თუ ინფექციას აქვს ადგილი. თუ თვლით რომ საერთო ჯამში სიტუაცია უარესდება, ალბათ კარგი იქნება თუ სხვა ექიმისაც აჩვენებთ და მის აზრსაც მოისმენთ.
gamarjobat,agmochnda rom mkonda inpekcia shechrili,chamidges drenaji da gamoicura chirki,ukve titkmis tve gavida kbilis amogebidan da diskomportis shegrdzneba mainc makvs titkos tkivilis shegrdznebac makvs jirkvlebis midamoshi,sibrdznis kbilic daidzra titkos da gverdulad camovida.ra sheidzleba movimokmedo?cinascar gixdit madlobas.
იმედია ანტიბიოტიკი გაქვთ დანიშნული. ეს სიმპტომები ინფექციას უკავშირდება და მკურნალობასთან ერთად უნდა გაიაროს. სიბრძნის კბილს რაც შეეხება. თუ მის წინ მდგომი კბილები ამოიღეთ, ნამდვილად გადმონაცვლდება თანდათან ცარიელი სივრცისკენ. მაგრამ ახლა ვერაფერს იზამთ, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება. შემდეგ კი უნდა ჩაიტაროთ პროთეზირება რაც შეიძლება მალე, რომ ადგილი შეივსოს. ჩვეულებრივ შემთხვევებში, კბილის ამოღების შემდეგ, როცა შეხორცება ნორმალურად მიმდინარეობს, 10 დღეში უკვე შეიძლება პროთეზირების ჩატარება.
Gamarjibat ori dgis win amovige qveda sagechi kbili gasiebuli jer ar maqvs tumca sashunlad mtkivaa ra gavaketo
თუ ტკივილი ძლიერია და თვლით, რომ მდგომარეობა უარესდება, აუცილებლად მიმართეთეთ ექიმს. ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას. საჭიროა შემოწმდეს ხომ დაინფიცირდა ჭრილობა და ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი.
გამარჯობათ გუშინ ამივიღე სიბრძნის კბილი.
ისევ ძლიერი ტკივილი მაქვს გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვუძლებ და ეს ნორმალურია?
ეს დამოკიდებულია თავდაპირველ სიტუაციაზე, ასევე ქირურგიული პროცედურის სირთულეზე. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა თუ ტკივილის ინტენსივობა არ მცირდება.
gamarjoba 3 dgea yba maqvs dasiebuli da tkivilebi meeqvse kbilze sodian wyals vivleb da dges daviwye antibiotikebis daleva da raime sashishia?
თვითმკურნალობა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას, თუნდაც დროებითი შედეგი მოგცეთ. სავლები არაფრისმომცემია ამ შემთხვევაში და ცხელი სავლები კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებელია კბილის მკურნალობა სტომატოლოგთან.
kbili amosagebi mqonda.weliwadshi ertxel tu wamomtkivdeboda egec odnav. garedan araferi metyoboda magram shignit midioda procesi da sanam chirqi ar chadga manamde aramovige. xoda da jobia exlave mixedo
გამარჯობა, დაახლოებით ორი თვის წინ ამოვიღე ქვედა სიბრძნის კბილი. ერთი თვის წინ. ექიმს გავესინჯე ისევ და მითხრა რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა. ჭრილობა ბოლომდე არ მაქვს შეხორცებული და დაახლოებით ერთი კვირის წინ შიდა მხარეს გამიჩნდა სიმაგრე, თითქოს ძვალია. ეს ძვალი მეშვიდე კბილის ადგილიდან სიბრძნის კბილის ადგილამდეა. როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს? დიდად გასაგებად ვერ ჩამოგიყალიბეთ მაგრამ იმედია გაიგებთ 🙂
ეს შეიძლება იყოს ძვლოვანი ქსოვილის გასქელება ამოღებისას განვითარებული ტრავმის საპასუხოდ. თუ ჭრილობა არ გაწუხებთ, საგანგაშო არაფერია. თუ ჩათვლით რომ იზრდება და შეგაწუხათ რამენაირად, მაშინ საჭირო იქნება ადგილობრივი კომპ. ტომოგრაფიის გადაღება.
თუ კბილი სრულადაა ამოჭრილი, შესაძლოა ღრძილის ანთების მიზეზი ლოკალური პაროდონტიტი იყოს. ეს ხშირია, რადგან სიბრძნის კბილის წმენდა სრულფასოვნად ხშირად ვერ ხერხდება. უნდა მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან და ჩაიტაროთ მკურნალობა.
გამარჯობა. 5 დღის წინ ამოვიღე მარჯვენა ქვედა უბაზე სიბრძნის კბილი. სანამ ამოვიღებდი მანამდე ერთ დღეში დამიჩირქდა, უფრო ადრე არ მაწუხებდა. ამოღების შემდეგ 5 დღე გავიდა და ყბის გაღება მიჭირს, მაქვს დაბალი სიცხეები 37 ან 37.5 . და ლოყიდან მომდის ჩირქი,დღისითაც და ღამითაც. ანტიბიოტიკები დღეს დავასრულე. სავლებებსაც ვიკეთებ და ყვეკაფერს რაც ექიმმა დამინიშნა. გთხოვთ მითხარით ეს მდგომარეობა ნორმალურია ? რთული ოპერაცია იყო, დაწოლილი იყო კბიკი და გასაჭრელი გახდა ღრძილი. 1 საათი მიკეთებდნენ. რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ დაჩირქებას?
ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის. საიტი არ განახლდებოდა ტექნიკური მიზეზების გამო. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მაინც გიპასუხებთ. არა, ეს მდგომარეონა ნორმალური არ არის და ამ დროს აუცილებელია ჭრილობის რევიზია, ანტიბიოტიკის გაგრძელება, შესაძლოა შეცვლაც.
დიდი მადლობა პასუხისთვის. ინფექცია მქონდა შეჭრილო და საფეთქელში იყო ჩირქი ასული, გარედან დამჭირდა გაჭრა,რამოდენიმე საათი რომ დამეგვიანებია ტვინშიც გაჟონავდა ალბათ. ოპერაციის შემდეგ უკვე მეოთხე კვირაა პირს ვერ ვაღებ და გარე ჭრილობიდან ჯერ კიდევ მაქვს ჩირქის მსგავსი გამონადენი. მოკლედ ძალიან გავწვალდი და აღარ ვიცი რა ვქნა .. დიდი მადლობა თქვენ გულისხმიერებისთვის.
ძალიან ვწუხვარ რომ დროულად ვერ გიპასუხეთ. იმედია შეხორცების პროცესი კარგად წავა და ყველაფერი მალე დასრულდება.
გამარჯობათ, დაახლოებით 1 წლის წინ ამოვიღე მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილი, რომელიც იყო ჰორიზონტალურად ამოსული, მის შემდეგ დამეწყო ყრუ ტკივილი ზედა ყბის, ყბა-სახის ქირურგთან მივედი და ჭრილობას დახედა და კარგად მიდის შეხორცებაო, ჩემი ჩივილი კი რატომღაც გაატარა… 6 თვის წინ კი ამოვიღე მარჯვენა სიბრძნის კბილი, რომელიც ჩანასახშივე ამოვიღე, ვიფიქრე მის გამო მტკიოდა. ქვედა სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ მგძნობელობა მქონდა დაკარგული მაგ მხარეს, სტომატოლოგმა 6 ტვემდე შეიძლება გაგრძელდესო ნერვში მოხვდა ნემსიო გაყუჩების დროს… 7 თვეა გასული და მთლიანად არ დამბრუნებია მგრძნობელობა, თუმცაკი შედარებაც არარის 7 თვის ან 4 თის წინანდელ მდგომარეობასთან, მეორე სიბრძნის კბილის ამოღებამაც არმიშველა და პერიოდულად, უფრო ღამით ისევ ყრუდ მტკივა ყბა და უეცარი დარტყმაც აქვსხოლმე ტვინში 😦 იქნებ მირჩიოთ სად მივიდე, ვის მივმართო, თორემ უკვე ძილითაც ვერ ვიძინებ, ბალიშზე თავის დადების დროს უფრო გამძაფრებული უსიამოვნო შეგრძნებები აქვს 😦
ორივე კბილი ერთ ექიმთან ამოიღეთ? უნდა მიხვიდეთ ყბა-სახის ქირურგთან. თუ თქვენი ექიმი ყბა-სახის ქირურგია, მაშინ სხვა ყბა-სახის ქირურგთან. ჩემი აზრით პრობლემა შეიძლება სამწვერა ნერვთან იყოს დაკავშირებული. ასევე გამოსარიცხია მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაზიანება.
გამარჯობათ. ოთხი დღეა მაქვს ლოყა გასიებული. სურათმა აჩვენა ზედა კბილზე კისტა. ექიმმა დამინიშნა ანტიბიოტიკი და სავლები.მითხრა რომ ჯერ უნდა დაცხრეს და მერე ამოიღებს კბილს. არაფერი შედეგი არ მაქვს. პირიქით სიმაგრე შეინიშნება უკვე ლოყაზე. საშიშია რამე? მადლობა!
gamrjobat zalian gtxovt damexmaret kbili mtkioda s shemdeg tkivilma rom gadamiara gamisivda loya 2tve mqonda gasiebuli da bolos chamidga chirqi rom mivedi eqimtan gamijres da amoiges chirqi magram albat kidev aris rame da isev midgeba chirqi gtxovt damexmaret ramit
ჩირქის დრენირების გადა აუცილებელია თავად მიზეზობრივი კბილის მურნალობა (არხების) ან ამოღება თუ არ ექვემდებარება მკურნალობას. სხვაგვარად მუდმივად განახლდება ჩირქის წარმოქმნა.
საჭიროა გარკვევა პირგმენტური ლაქაა თუ კარიესული. ამისათავის ექიმთან უნდა მიხვიდეთ. თუ პიგმენტურია, მოგაშორებთ მარტივად. თუ კარეისულია აუცილებლად უნდა დაიბჟინოს. სახლის პირობებში თუ ეცდებით მოშორებას, დიდი შანსია მინანქარი დაიზიანოთ.
ოთხი დღის წინ ამოვუღეთ ჩემს გოგონას სარძევე კბილი.გაუტკივარებით.ტუჩის ლორწოვანზე ჩირქივით ნადები აქვს.ეხლა ტუჩზე ფუფხიც გაუჩნდა.ის მოთეთრებულიც აქვს ისევ.ტკივა ბავშვს.ექიმმა ეტყობა ჩაიკვნიტა და არაფერია,ხდება ასე გაუტკივარების დროს ვერ გრძნობენ ტუჩს და იკვნიტავენ,ეს არაფერია გაუვლისო.აშკარაა არ მიდის მორჩენისკენ და რა გავაკეთო თუ შეგიძლიათ რაიმე ან გამოსავლები ან მაკამო მირჩიოთ.ბავშვი 8 წლის არის.მადლობა წინასწარ
ჩემი აზრით თუ დაბუჟებისას მოიკვნიტა, რაიმე სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არაა. ასე სწრაფად 4 დღეში არ მოშუშდება. შეგიძლიათ გვირილის სავლები გამოიყენოთ. პირის ღრუში არ გამოიყენოთ არანაირი ანტიბიოტიკი (მალამო ან ფხვნილი). ტუჩზე ნებისმიერი მალამო ჭრილობისთვის, თუნდაც კოლხური. მთავარია ფუფხი არ დაიზიანოს. თუ ჭრილობის ირგვლივ შეშუპების და სიწითლის მატებას შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.
ასეთი ძლიერი ტკივილი ნორმალური არ არის, მითუმეტეს თუ ამდენ ხანს გრძელდება. ექიმმა უნდა ჩაატაროს ჭრილობის რევიზია. ანტიბიოტიკის სმა 1 კვირაზე მეტი სასურველი არ არის. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
ერთი კვირაა მტკივა მარცხენა ყბის ზედა სიბრძნისბკბილი და ეს ტკივილი გადმოაქვს მთელ ზედა ყბაზე დავლიე ნიმესილი და ტკივილი ქრება მაგრამ მეორე დგეს ისევ ისე მტკივდება რა შეიძლება გავაკეთო
უნდა მიხვიდეთ ექიმთან და გაირკვეს რომელი კბილი გაწუხებთ ზუსტად, რადგან არაა გამორიცხული სხვა კბილი იყოს მიზეზი. ამის შემდეგ უნდა იმკურნალოთ მიზეზობრივი კბილი.
გამარჯობა. 7 თვის წინ ამოვიღე ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილი ჩანასახშივე (არანაირად არ მაწუხებდა, უბრალოდ ყბასა და ყურს შორის შესიება შევნიშნე და ყბა სახის ქირურგმა მითხრა სიბრძნის კბილები ამოდის ცუდად და ეს იწვევს ლიმფური კვანძების შესიებასო) როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ეს სანერწყვე ჯირკვლები ყოფილა. ოპერაციის მერე ყველაფერი მითითებისამებრ გავაკეთე, ანტიბიოტიკები, სავლებები და ასე შემდეგ.. გავიდა 7 თვე და იმ მხარეს რომელზეც სიბრძნის კბილი არ ამომოღია (მარცხენა) სანერწყვე ჯირკვალი ჩამიცხრა, ხოლო რომელ მხარესაც ამოვიღე კვლავ გასიებულია განსაკუთრებით დილაობით. რა შემიძლია გავაკეთო? ექიმს მივმართე მაგრამ მხოლოდ მედიკამენტები დამინიშნა რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვთ
გამარჯობა ვარ 15 წლის ყველა კბილი მოცვლილი მაქ მაგრამ რატომღაც ერთერთი ზედა ეშვი ამოსვლას იგვიანებს… არ ჭრის… სარძევე კბილი რომ მოვიცვალე ძირი გალეული არქონდა… შემდეგ რენტგენის გადაღებისას ამოსასვლელი კბილი ძალიან ზემოთ იყო.. უკვე 1 წელია რაც ეშვის ამოსვლას ველოდები… ეს ნორმალურია?
სარძევე კბილის ნაადრევი ამოღება ხშირად იწვევს მუდმივი კბილის ამოჭრის დაგვიანებას. ასეთ შემთხვევაში ხდება ორთოდონტიული გზით ჩანასახის სტიმულირება და ჩამოქაჩვა, თუ მისი მდებარეობა იძლევა ამის საშუალებას. შესაძლოა ჩანასახი არასწორად მდებარებდეს და მიზეზი ესეც იყოს.ასეთ შემთხვევაში კბილი არ ამოიჭრება.
Gamarjoba zeda ybaze eshvis ukan kbili amomdis da ra gavaketo an dasashvebia?
როგორც ჩანს სარძევე ეშვი გაქვთ დარჩენილი, რომელიც არ მოგიცვლიათ. პირველ რიგში რენტგენის გადაღებაა საჭირო, რომე გაირკვეს სარძევება თუ მუდმივი. სარძევეს შემთხვევაში უკეთესი იქნება ამოიღოთ და უკან ამოსული კბილი ორთოდონტიულად გასწორდეს.
gamatjobat,amovige merve kbili damizianda gaimoritis gru jer mitxra gavkeroto eqimma mere marto grubelidamado da amoivsebao qshutuni shewyda sul odnav maqvs jer ar shekrula chriloba da shesadzlebelia namdvilad rom ase davtovo da ar gaikeros?
ჰაიმორის ღრუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ღია. ფისტულა თუ ჩამოყალიბდა თავისით არასოდეს დაიხურება. ეს ნიშნავს, რომ პირის ღრუდან მუდმივად მოხდება ჰაიმორის დაინფიცირება, რომელიც ბუნებრივად იზოლირებული უნდა იყოს წესით პირის ღრუსგან. თუ დარწმუნებული არ ხართ რომ დახურულია, აუცილებლად მიაკითხეთ სხვა ყბა-სახის ქირურგს.
თუ სისხლდება 2 საათზე მეტს გრძელდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორ სისხლის შედედების უნარის დაქვეითება ორგანიზმის მხრივ, ასევე ადგილობრივი პრობლემა. გახანგრძლივებული სისხლდება საგრძნობლად ზრდის ჭრილობის დაინფიცირების და გართულების შანსს.
გამარჯობათ.ჭამის დროს დაპლომბილი კბიკი ამტკივდა შემდეგ ამ ტკივილმა გამიარა და ლოყა შემისივდა ხოლო ღრძილზე ხელის დადებით ტკივილი მაქვს უკვე 3 დღეა.სტომატოლოგთან მისვლას ვერ ვახერხებ ჯერჯერობით და მაინტერესებს რამდენად სერიოზულადაა საქმე
გამარჯობათ 1 კვირაა აც ამოვიღე სიბრძნის კბილი, კბილი არ ჩანდა და გამიჭრეს და ისე ამომიღეს ტკივილები მქონდა 3-4 დღე პარალელურად ჯირკვალი ლც ამიჩნდა ახლა ჭრილობა შეხორცდა კარგად მაგრამ ჯირკვალს ვერაფერი მოვუხერხე ნერწყს რო ვყლაპავ ასე მგონია რაგაც მესობათქო ამაზრზენია ეს ყველაფერი ხომვერ მირჩევდით რამეს ? საჭმელსაც ვერ ვჭამ პირის დაღებაზეც კი მტკივა
გამარჯობა, დაახლოებით 2 კვირის წინ ამოვიღე კბილი. რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩირქი და უსიამოვნების გრძნობა მქონდა პირის ღრუში, ამოღებული კბილის მხარეს ლოყა დამისივდა, მქონდა ჩირქოვანი ნახველი, ამას დამატებული სიცხეები 37 ან მეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არაფერი შეცვლილა, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა და მითხრათ რისი სიმპტომებია ეს ყველაფერი ?
სიცხე და ხველება შესაძლოა გაციების ბრალი იყოს, რომელიც დაემთხვა კბილის ამოღებას. მაგრამ თუ 2 კვირის შემდეგ ისევ გაქვთ ლოყის შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი ჭრილობიდან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობა.
ასე 3-4თვის წინ დავიპლომბე კბილი. თავიდან პირველი 1 თვე შეიძლება უფრო მეტიც არ მაწუხებდა არანაირი ტკივილი, შემდეგ თანდათანობით დამეწყო ცივ სასმელზე/საჭმელზე რეაგირება. ვიფიქრე ალბათ გამივლისთქო, მაგრამ ახლაც მტკივა. ვიცი რომ სავარაუდოდ ნერვის მოკვლაა საჭირო. როგორც კი თბილისში ჩავალ აუცილებლად მივალ სტომატოლოგთან .იქამდე კი მაინტერესებსებს თუ არის შესაძლებლობა რომ ამან გამოიწვიოს კბილის დაკარგვა, ნერვული ან ღრძილის დაავადება? როგორ მოვიქცე სტომატოლოგთან მისვლამდე?
საბოლოოდ ყველა უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემას კბილის დაკარგვამდე მივყავართ. როგორც კი მოახერხებთ უნდა იმკურნალოთ არხები. თუნდაც ტკივილმა გაგიაროთ არ გადადოთ ექიმთან მისვლა.
გამარჯობა, დღეს დილით ამოვიღე სიბრძნის კბილი, ზედა. 11 საათი გავიდა და სისხლდენა არ მიჩერდება, მარილიანი ტამპონიც მედო, პერეკისიანიც მაგრამ ამაოდ, რამდენიც ტამპონს ჩავიდებ 15 წუთში სულ იჟღინთება სისხლით. რა ვქნა როგორ მოვიქცე ?
უკაცრავად რომ გვიან გპასუხობთ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ტამპონების ჩადება დამოუკიდებლად დაუშვებელია.
გამარჯობა,გუშინ ორი კბილი დამიპლომბეს ,გვერდიგვერდ,გუშინ დამეწყო ლოყის შესიება ,დღესაც შესიებული მაქვს,დავრეკე და მითხრეს გამაყუჩებელმა იცისო,რამე სერიოზული ხომ არ იქნება?გუშინ მტკიოდა ლოყა დღეს ისე აღარ ,მაგრამ ეს შესიება ნერვებს მიშლის 😦
ტკივილგამაყუჩებელი არ იწვევს შესიებას. არხები თუ იმკურნალეთ, ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე და უნდა შემოწმდეს ხომარაა დარჩენილი არხებში რამე პრობლემა. თუ შეშუპება მნიშვნელოვანია, შეიძლება მისი მოხსნაც მედიკამენტების საშუალებით.
მოგესალმებით მეოთხე დღეა ამოვიღე ქვედა მეექვსე კბილი ,წინ დღით შემიშუპდა ამოღებამდე ,არ მქონია ძლიერი ტკივილი,ამოღების მეორე დღეს უდრო შემისივდა ეხლა შეშუპება შედაერევით ჩამიცხრა,მაქვს მოთეთღო მოყვითალო ნადები ,მტკივა ჭრილობა ყრუთ და შეშუპებული ადგილიც შეხებაზე,ვსვავ აუგმენტინს ვიკეთებ სავლებს,კიდევ რა შეიძლება ვქნა რომ მალე გამიაროს შეშუპებამ
ყოველთვის ინდივიდუალურია რამდენ ხანს გაგრძელდება შეშუპება. მთავარია, რომ ექიმის დანიშნულებას ასრულებთ. ნადები ნორმალურია და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. შეეცადეთ ჭრილობას არ შეეხოთ და არ გააღიზიანოთ. ტკივილმა უნდა იკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.
gamarjobat. 5 dgis ukan amovige qveda sibrdznis kbili. da eqimmaantibiotiki ar daminishna, marto tkivilgamayuchebeli mitxra tu tkivilma shegawuxoso. ager 5 dgea da yba gasivebuli maqvs da cota tkivilic mawuxebs, magram rom davlev tkivilgamayuchebels miyuchdeba. tan ybasac ver vageb kargad.shignit amogebuli kbili ar mtkiva mxolod didi grmulia etyoba enit shevamowme da aranairi tkivili ar maqvs, marto yba rom maqvs shesivebuli da pirs ver vageb rogorc wesia . mirchiet ra unda vqna da sashishi xomaraferia. gmadlobt.
ყბის გაღების შეზღუდვა კუნთების სპაზმის გამო ხდება ხოლმე სიბრძნის კბილების ამოღებისას. დროთა განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგჯერ ინიშნება ხოლმე ქვედა ყბის ვარჯიში პროცესის დასაჩქარებლად და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. ამის თაობაზე თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ.
Gamarkobat erti tvis win amovige zeda meotxe da qveda meotxe kbili eqimma ardaminishna aranaori antibiotiki da dzaalian dznelad mishishdeba chriloba jer tavic araaqvs shekruli da meshinia ro chirqi armqondes tan ukve usiamovno suns vgrdznob da gulzec ragac usiamovno da scrap daglas vgrdznob da rogor mpvoqce
სილურჯე შეიძლება ჰემატომა იყოს ინექციის ადგილას, ან ტრავმის შედეგი კბილის ამოღებისას. ბუშტუკებში რა იგულისხმება ცოტა ბუნდოვანია. თუ ტკივილი გაქვთ აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო იყოს ჭრილობის დამუშავება, ან ანტიბიოტიკის დანიშვნა, თუ არ გაქვთ დანიშნული.
Ukana kbili iyo da mtlian ayolebaze maqvs silurje.vfiqrob rom damizianda amogebisas da iqneb tqven mirchiot tundac savlebi an antibiotiki. Tetri nadebic maqvs da amastanave or adgilas gamomivida stomatiti.damexmareet
რთული ამოღებისას ჰემატომა ზოგჯერ ყალიბდება და თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ანტიბიოტიკი შეიძლება საჭირო იყოს თქვენს შემთხვევაში. ჭრილობაზე ნადები ნორმალურია და უნდა იყოს კიდეც, ეს ფიბრინია. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. დანიშნულებას მე ვერ მოგცემთ ასე ვიტუალურად. უნდა მიხვიდეთ ექითან. შეგიძლიათ სხვასთან, თუ თვლით რომ ექიმი, რომელთანაც იყავით არ იყო კვალიფიციური.
Gamarjobat.1kviris win amovige kbili da kista iyo uamravi.gamiwminda da kidev chagrovda.kistebtan brdzolis dros dazianda gverdita kbilis nervi da dzalian mtkioda.iqac momikla nervi da droebiti chamisva.tkivili mainc grdzeldeba.amden xans unda mtkiodes?dzalian gtxovt mipasuxot.madlobt
ჯერ გასარკვევია რა გტკივათ. ვირტუალურად ამის გარკვევაა შეუძლებელია, უნდა დაათვალიეროს ექიმმა. თუ არ ხართ კმაყოფილი ექიმის მკურნალობით, შეგიძლიათ სხვა ექიმს აჩვენოთ და ჰკითხოთ აზრი.
გამარჯობათ,მეოთხე დღეა 2 უკანა კბილი ამოვიღე და ბოლო დღეებია ყვითელი ნადები ადევს ღძილებს,სოდიანს და გვირილას ვივლებ და მეორე დღეა ანტიბიოტიკს ვსვამ,რამე საშიში ხომ არაა?
თუ ჭრილობა სხვა მხრივ არ გაწუხებთ (შეშუპება, სისხლდენა, ტკივილი)ნადები ნორმალურია. ნორმაში ჭრილობა იფარება მოთეთრო-მოყვითალო ნადებით, რომელიც ფიბრინია და შეხორცების პროცესზე მეტყველებს.
კოლტი უნდა დარჩეს ჭრილობაში. 2-3 დღის შემდეგ თეთრი ნადებით დაიფარება, რაც ფიბრინია და ნორმალურ შეხორცებას უზრუნველყოფს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოთ. თავად კოლტი კბილბუდეში თანდათან გარდაიქმნება ძლოვან ქსოვილად. ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება.
როგორც მივხვდი შესიება 1 წლის მანძილზე გრძელდება. შესაძლოა სხვა კბილთანაა დაკავშირებული, ან სხვა პრობლემასთან პირის ღრუში. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აჩვენოთ ყბა-სახის ქირურგს.
კბილბუდე აუცილებლად შეივსება. რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი დრო სჭირდება. თუ აქამდე რაიმე გართულება არ გქონიათ, მომავალშიც აღარ გემუქრებათ. ამ ვადაზე კბილბუდის ფსკერი და კედლები უკვე დაფარულია ახალი ქსოვილით, რომელიც მატულობს და თანდათან შეავსებს ღრუს. საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენა ჩვეულებრივი რეჟიმით + საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ თუნდაც წყალი, რომ საკვების ნარჩენები არ დარჩეს. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ გაისუფთაოთ ჭრილობა რაიმე საშუალებით.
თუ შეხორცების პროცესი პრობლემატურია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რა მაინტერესებს , ერთი წლის წინ დავიპლომბე კბილიები (ზემოთ და ქვემოთ ) ანუ ორი კბილი რომელიც ერთმანეთს ედება . საღეჭი კბილებია , ხო და ამ ერთი წლის მერე დამეწყო ტკივილი რისი ბრალი იქნება ?
ხდება ხოლმე, რომ ერთხელ ნამკურნალები კბილის თავიდან მკურნალობა ხდება საჭირო. თქვენი შემთხვევაც ასეთია როგორც ჩანს. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ალბათ არხების მკურნალობა დაგჭირდებათ. მინიმუმრ რენტგენის გადაღებაა საჭირო მდგომარეობის გასარკვევად.
დაახლოებით ორი სამი კვირის უკან გამისივდა კბილი და ქვედა ყბა, შემდეგ ჩაცხრა და ტკივილმაც გაიარა. ეხლა ხელის დადებაზე მტკივა ცოტა, ღეჭვის დროს არა. არის რამე საშიში მდგომარეობა?
მადლობა პასუხისთვის.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს ექიმო, ამოვიღე სიბრძნის კბილი ორი დღეა, ახლა ქვედა ყბა მაქვს ოდნავ შესიებული, აუგმენტინი დამინიშნეს და სუერდენტოლაინის სავლებები, რამდენ ხანში გამივლის შესიება, ასე ხომ არ დარჩება .
გამარჯობა. შეკითხვა მაქვს, მერვე კბილი მაქვს ამოსაღები, შესიებული მაქვს ყბა და ბოლომდე ვერ ვაღებ პირს, ასეთ პირობებში შეძლებს თუ არა ქირურგი კბილის ამოღებას?
შესაძლებელია სპეციალური ტექნიკით ანესთეზიის გაკეთება, რომელიც შეკუმშულ კუნთებს გათიშავს, თუ ექიმი ფლობს ამ ტექნიკას. ხშირად ჯერ ინიშნება მკურნალობა ანთების მოსახსნელად და შემდეგ ხდება კბილის ამოღება.
შეიძლება ამოსაღები არ იყოს და თუ დროულად იმკურნალებთ, კბილი გადარჩეს. ეს ბუშტუკი ფისტულაა, რომელიც გაიხსნება და ჩირქის დრენირება მოხდება გარეთ, პირის ღრუში. ფისტულა მუდმივად იქნება, სანამ კბილს არ იმკურნალებთ ან არ ამოიღებთ. თუმცა პერიოდულად შეიძლება დაიხუროს, მორიგ გამწვავებამდე. როცა ფისტულა ღიაა, ჩირქს ყლაპავთ და მუდმივად ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
გამარჯობათ კბილის ტკივილები დამეწყო მიზეზი ისაა რომ კბილი მქონდა დასაპლომბი ახლა მინდა რომ საერთოდ ამოვიღო რადგან ვგრძნობ რომ მერყეობსავით კბილი რას მირჩევთ?
gamarjobat icit ra mainteresebs sashishia droebiti plombi medo daim mere axar wavsulvar eqimtan dxes amovixe gtxovt momwerot pasuxi
ბჟენი თქვენ თვითონ ამოიღეთ? დროებითი ბჟენი, როგორც სახელი გვიჩვენებს დროებითია და კბილის მკურნალობა დასრულებული არაა. მისი შეცვლა აუცილებელია დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის თავიდან მკურბალობაა საჭირო.
გამარჯობათ, 5 დღის წინ დავიპლომბე მეოთხე კბილი ყველა წესის დაცვით და მაქვს ტკივილები , რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ? თვითონ ექომმა მითხრა რომ შესაძლოა ორი დღე მტკიებოდა რადგან “მინი ქირურგიული ოპერაცია” ჩაატარა
გამარჯობა ორი დღის წინ ამოვიღე მერვე კბილი. ლოყა მაქვს დასიებული ძაან. ეგრე უნდა იყოს თუ გავა წესით? ამ რადმენი დღეა ხოლმე ასე. ნემსებსაც ვიკეთებ და ვივლებ სოდით. მადლობა
შესიება, მითუმეტეს თუ რთული ექსტრაქცია იყო, რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს. მთავარია ზუსტად შეასრულოთ ექიმის მითითებები ანტიბიოტიკთან და სავლებთან დაკავშირებით. თუ ტკივილი შეგაწუხებთ, ან ჩათვლით რომ შეხორცება კარგად არ მიდის, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
Gamarjobat. Erti kvira gavida mas shemdeg rac sibrdznis kbili amovige. Aranairi gartuleba ar mohyolia mxolod erti problema maqvs sachlis chamisas sachiro doneze ver vageb pirs . Drodadro vavarjisheb kidec,magram mainc meshinia ase ar damrches. Tqven ras mirchevt eqims unda mivmarto tu es problema drota ganmavlobashi gamivlis ?
გამარჯობათ.მაინტერესებს შეიძლება თუ არა კბილის ამოღება რომელიც მაქვს გასიებული .პირველად როცა გამისივდა დავლიე ანტიბიოტიკი.ტკივილმა გაიარა მაგრამ შესიება სეინიშნებოდა.ორ დღეში ისევ გსივდა.ტკივილი იყო ფეთქვითი ხასიათის.მივედი ამოსაგებად მაგრამ არ გამიყუჩდა.აპირებს უბისთეზინით გამიყუჩოს.გასიებული ისევ არის ოდნავ.ეს არის ქვედა ყბა.6 კბილი
შეიძლება, მაგრამ თუ ჩირქოვანი პროცესია გაყუჩება შეიძლება პრობლემატური იყოს, ასევე ამოღების შემდეგ გართულების ალბათობა მეტია. ასეთ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკის კურსი. თუ ჩირქოვანი პროცესი არაა, მხოლოდ შეშუპება პრობლემას არ წარმოადგენს.
gamarjobat iqneb iqneb mirchit ra vqna 2 kbili amovige erti ukve mishushdeba meore ki mtkiva dzan didi grmuli aq da ar shushdeba mtkiva da yba dasiebulic maq vivleb sodians gvirilas margancovkian cyals marilians magram araferi mshveli ra gaviketo an ra davlio iqneba mirchiot.
Gamarjoba.Ori dge mtkioda kbili.dges mivedi stomatologtan,amosagebi agmochnda..chirqi ar iyo. Tkivilit ar mtkiva tumca maqws dabali temperatura.mainteresebs aris tu ara normaluri procesi? Savlebs da antibiotiks vigeb.
ანუ კბილი უკვე ამოიღეთ? ტემპერატურა ნორმაზე დაბალი გაქვთ თუ ოდნავ აწეულ ტემპერატურას გულისხმობთ?
Gamarjobat,yba maq dzalian wvrili tan araswori kbilebi da mainteresebs breketebi tu asworebs ybasac?madloba winaswar.
დიახ, ორთოდონტიული მკურნალობა ითვალისწინებს ყბის გაფართოებასაც საჭიროების შემთხვევაში. ამ დროს ბრეკეტებს ემატება სპეციალური კომპონენტი.
გამარჯობათ დაპლომბილი კბილი ამტკივდა ზედა ყბის უკანა მხარეს და ვერ ვახერხებ ჯერჯერობით ექიმთან მისვლას და რამე გართულება შეიძლება მოყვეს ? წამლებით რო გავიყუჩო მოხდება რამე?
თუ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებს, სხვა რა გზაა, უნდა გაიყუჩოთ სანამ ექიმთან მიხვალთ. მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოთ ექიმს, რადგან ტკივილმა რომც გაგიაროთ, პრობლემა ისევ რჩება და შესაძლოა უფრო გართულდეს მომავალში.
გამარჯობა. 20ში ამოვიღე ქვედა ყბაზე სიბრძნის კბილი, 26ში ვიყავი მისული იმის გამო, რომ ყბა მქონდა ჩაკეტილი და გასიებულიც მქონდა. ექიმმა ნადები არ გაქვს და ჭრილობა წესრიგშიაო, მაგრამ ახლაც მტკივა, ყბაც უფრო მეტად ჩამეკეტა და მოკლედ არ ვიცი. შეიძლება ანთება მქონდეს? რა უნდა გავაკეთო?
ყბის ჩაკეტვა უფრო ხშირად გამოწვეულია ანესთეზიის დროს ჰემატომის განვითარებით, ვიდრე უშუალოდ ჭრილობის პრობლემით. ამ შემთხვევაში ჰემატომის გაწოვასთან ერთად ჩაკეტვაც იხსნება. მაგრამ გასარკვევია ტკივილის მიზეზი. თუ ჭრილობის შეხორცება ნორმალურად მიდის შესაძლოა ტკივლი სახსრიდან მოდიოდეს და ამ შემთხვევაში ყბის ჩაკეტვის მიზეზიც სახსარი იყოს. ამ ვერსიას ადასტურებს დროც (2 კვირა) და ჩაკეტვის პროგრესირებაც. აჯობებს მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა, დღეს ამოვიღე მე-8 კბილი და სისხლდენა რამდენ ხანს გრძელდება ხომ
ვერ მეტყვით
კლინიკის დატოვებისას სიხლდენა ინტენსიური აღარ უნდა იყოს. ნერწყვში სისხლის მცირე მინარევი რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება შენიშნოთ.
გამარჯობა, კბილი რამდენიმე თვის წინ ამოვიღე და არ გაზრდილა იმის შემდეგ და ხომ ვერ მეტყვის ამის მიზეზს?
რის გაზრდას გულისხმობთ?
გამარჯობათ.ორი კვირის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი.არც ყლაპვა მიჭირს,არც შესიებული მაქვს,ხან დღე გავა საერთოდ არ მტკივა,ხან კი ყრუ ტკივილები მაქვს და უსიამოვნო შეგრძნება,ჭრილობა ღრმაა.უნდა მქონდეს ყრუ ტკივილები?და რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს
თუ ამოღება ტრავმული და რთული იყო, ანთების ნიშნები არ აღინიშნება, როგორიცაა შეშუპება, შიწითლე, ნადები, გამონადები ჭრილობიდან, მუდმივი ტკივილი, მაშინ ასეთი უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ძნელი სათქმელია, ეს იმაზე დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოახდენს ორგანიზმი ქსოვილი რეგენერაციას. ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ჰაიმორზე კტ 1თვის წინ გადავიღე და სუფთაა ყველა წიაღი,საფეთქელის არტერიიტი და სამწვერაც გამორიცხა ნევროლოგმა. რადგან თვალიც ჩათრეულია ორბიტებზეც არაფერი გამოჩნდა. შეტევითი ტკივილები არაა. ლოყა,თვალი ,საფეთქელი თითქოს შეშუპებული მაქვს და ყრუ ტკივილია. ანუ,მწვერვალში თუ არის ისევ ანთება შესაძლოა იწვევდეს ამ სიმპტომებს?აღარ ვიცი რომელ ექიმთან მივიდე. შემოვიარე ყველა ექიმი. მადლობა პასუხისთვის
თუ კბილის ფესვზე ანთება არის, ყველა ვარიანტში ჯერ ეს უნდა გამოირიცხოს. თუ სიმპტომები ისევ დარჩა, მაშინ მიზეზის ძიება უნდა გაგრძელდეს. თუ სურვილი გაქვთ კტ გამოგზავნეთ მეილზე contact.kbilebi@gmail.com. შევეცდები ამის მიხედვით უფრო კონკრეტულად გითხრათ ჩემი აზრი.
კტ დანამატ წიაღებზე გადავიღე ნიუ ჰოსპიტალსში. ყველაფერი რიგზე იყო. თვალის ორბიტებზე და ტვინზეც პათოლოგიის გარეშე დაწერა რადიოლოგმა. ამ ზაფხულს თავის ტვინის mri ც მაქვს გადაღებული და არაფერი იყო. მაგ მხარეს იყო ჰაიმორის ღრუ მცირედ შეშუპებული. ახლა იანვარში ოფთალმოლოგმა მაგ მხარეს თვალზე მსუბუქი ეგზოფთალმი მითხრა(ორთაჭალაში).ენდოკრინოლოგთან ვიყავი და TSH 3.8 იყო ნორმა 4.0. ენდოკრინოლოგმა გამორიცხა ეგზოფთალმი ფარისებრიდან. საფეთქელიც მაგ მხარეს მიფეთქავს და თავის ნახევარზე გადადის. საფეთქლის არტერიიტის ანალიზიც გავიკეთე და რიგზეა ყველაფერი. არც სამწვერა ნერვია. ეგ კბილი,რომელზეც მწვავე ანთება მითხრეს(დენსიში) და თავიდან დამიბჟინა,მითხრა,რომ 6 თვე სჭირდება,რომ ალაგდესო. მხოლოდ ერთი კვირა მედო წამალი. ვისთან მივიდე და რა გავაკეთო აღარ ვიცი. მაგ კბილის გვერძე მე_4 კბილი ჩაშლილი იყო,ისიც ცუდად გამიკეთეს,ერთი წელიც არ გაძლო და ,რომ გამომერიცხა ამოვიღე 3კვირის წინ. მაინც ისე ვარ. პირველი კბილი დავკარგე 😦
თუ შეძლებთ ბათუმში წასვლას, გირჩევთ ენდოდონტისტს (კბილის არხების სპეციალისტი). არ გაგიკვირდეთ რომ ბათუმშია საუკეთესო ენდოდონტისტo საქართველოში, რომელიც მიკროსკოპით მუშაობს — რუსლან გვარიშვილი. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად ფეისბუქზე. https://web.facebook.com/ruslan.endoled
აშკარად ჩანს პროფესიონალიზმი,ნეტავ თბილისში მუშაობდეს. პატარა მყავს,რომელსაც ამხელა გზაზე ვერ წავიყვან და ვერც დავტოვებ. აშკარად ანთება ისევ არის და ამის ბრალია. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მეშინია კბილის დაკარგვის. იქნებ მსგავსი სპეციალისტი იყოს თბილისშიც
დაუკავშირდით და იქნებ თვითონ გირჩიოთ რამე.
დიდი მადლობა დახმარებისთვის.
გამარჯობათ. ზედა ყბაზე გადავიღე 3დ კომპიუტერი. მე5 კბილის ფესვზე აღმოჩნდა ანთება.ეს კბილი 4წლის წინ დავიპლომბე ჩაჩავაში ორსულობისას. ერთი ფესვი საერთოდ არ ყოფილა დაპლომბილი…განბჟინა,წამალი 1 კვირა დამიტოვა და დაპლომბა. მას შემდეგ 4თვე გავიდა და შესაძლოა ანთება არ იყოს ჩამქვრალი?ღრძილი ოდნავ შეშუპებულია.მაგ მხარეს თვალი მაწუხებს,თითქოს შიგნიდან რაღაც მაწვება,თითქოს უნდა გადმომვარდეს და თავის ერთ წერტილამდე ადის.ყრუ ტკივილია. ანუ,ამ კბილის ბრალი შესაძლოა იყოს?რას მირჩევთ?ჰაიმორიტი არაა,კტ გადაღებული მაქვს.
შესაძლოა ამ კბილი ბრალი იყოს სიმპტომები. თუ სხვა კბილებიც მაგ რეგიონში და ჰაიმორის ღრუც ჯანმრთელია, მაშინ შეიძლება ფესვის მწვერვალზე არსებული ანთებითი კერის ამოსუფთავება გარედან ანუ ღრძილის მხრიდან ქირურგიული გზით. მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომელსაც მწვერვალის რეზექცია ეწოდება.
თუ კომპიუტერული ტომოგრამა ძველი გადაღებული გაქვთ, გირჩევთ კიდევ გაადაამოწმოთ ჰაიმორის ღრუ. სიმპტომები შეიძლება იყოს შესაბამის მხარეს სიმძიმე თავის დახრისას, გამონადენი ცხვირიდან, ტკივილი.
დავიყენე ბრეკეტები 4 თვეა, პრობლემა-წინა კბილები წინ მაქვს და უკან კი შევიწროებულია ანუ 5,6,7 კბილები ორივე მახრეს ზედა ყბაზე, ხოდა ცოტა კი გამოიწია ეს კბილები რო გაიშალოს ვითომ რკალი, მაგრამ ჯერ იქამდე იმდენი უკლია…ეხლა თითქოს გაჩერდა გამოსვლა გარეთ და წინა კბილები კი ამასობაში უფრო წამომეწია წინ. მაქვს 8-ე კბილები უკან და ძაან მიბჯენილია ამ 7ზე კბილს და იქნებ ეგ უშლის ხელს რომ გამოიწიოს გარეთ ეს შეწეული კბილები? 1 თვეში მიწევს ორთოდონტთან მისვლა და თან ის დაველოდოთო მეუბნება, მაგრამ მე უკვე 2 თვეა ვეღარ ვატყობ შედეგს.ამიტომ იქნებ თქვენ დაახლოებით მაინც მითხრათ მე-8 კბილის ამოღება ხო შეუწყობს ხელს 5,6,7 კბილების გარეთ გამოწევას?
მერვე კბილის ამოღება ხშირად ხდება ორთოდონტიული მკურნალობისას, მაგრამ არა ყოველთვის. სამწუხაროდ მე ვერაფრეს გიპასუხებთ, რადგან არც ორთოდონტი ვარ და არ თქვენი მდგომარეობა ვიცი. ალბათ აჯობებს სხვა ორთოდონტთანაც გაიაროთ კონსულტაცია და მოისმინოთ განსხვავებული აზრი.
გამარჯობა. გუშინ კბილი ირყეოდა და ცოტა დამისივდა დღეს გადავწყვიტე ექიმთან წასვლა მაგრამ წუხელ ძალიან შემაწუხა და ცოტა ხელი მივაშველე და მომძვრა კბილი: ( დილით რომ გავიღვიძე ძალიან შეშუპებულია და რას მირჩევთ. ტკივილები არ მაქვს
აუცილებლად უნდა დაამუშაოს ექიმმა კბილბუდე. შესაძლოა ფესვის ნაწილი იყო დარჩენილი (მოტეხილობის შემთხვევაში) ან ინფიცირებული ქსოვილი (პაროდონტის დაავადების შემთხვევაში). შეშუპება უკვე მეტყველებს ანთებაზე.
გამარჯობათ გუშინ ამოვიღე კბილი და მომტყდა ფესვი არის ჩარჩენილი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?
ასეთ შემთხვევაში გართულების რისკი მაღალია (თუ ჯანმრთელ მერვე კბილზე არაა საუბარი), რადგან ინფიცირებული ქსოვილი ადგილზე რჩება. გართულება შეძლება განვითარდეს როგორც შეხორცების პერიოდში, ისე მომავალში.
გამარჯობათ, ორშაბათს ამოვიღე ორი კბილი, ერთი კბილი და მეორე კბილის ფესვი იყო, იმ ღამიდან შესიება დაიწყო ვსვავ ანტიბიოტიკს და ვივლებ სავლებებს შესიება მოკლების ნაცვლად იმატებს ასევე მიჭირს ნერწყვის ყლაპვა და საერთოდ პირის გაღება და რა შემიძლია რომ გავაკეთო?
პირის გაღების შეზღუდვა ხშირად ანესთეზიას უკავშირდება, უფრო სწორად ინექციის ადგილს, თუ ქვედა უკანა კბილები ამოიღეთ. შეშუპების გაჩენა შესაძლებელია კბილის ამოღების შემდეგ, მითუმეტეს თუ რთულ ექსტრაციას ჰქონდა ადგილი. მაგრამ თუ შეშუპება პროგრესირებს, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, რომ ჭრილობის დაინფიცირება გამოირიცხოს. შეშუპების შემთხვევაში არ შეიძლება ცხელი სავლები.
შეშუპება მაქვს ყელის მიდამოში და თან არის ცოტა შემაგრებული,ექიმმა შემიცვალა ანტიბიოტიკი,ჯერ ორი დგეა რაც ვსვავ,მაგრამ ჯერ შედეგი არ აკვს,მაკვს თუ არა ნერვიულობის საბაბი?
ჩემთვის ძნელია კონკრეტულად რამის თქმა და ექიმის ტაქტიკის შემფასება სერთო სურათის არცოდნის გამო. ანტიბიოტიკის მოქმედებეა 2-3 დღეს უნდა დაიწყოს, თუ ინფექციას აქვს ადგილი. თუ თვლით რომ საერთო ჯამში სიტუაცია უარესდება, ალბათ კარგი იქნება თუ სხვა ექიმისაც აჩვენებთ და მის აზრსაც მოისმენთ.
gamarjobat,agmochnda rom mkonda inpekcia shechrili,chamidges drenaji da gamoicura chirki,ukve titkmis tve gavida kbilis amogebidan da diskomportis shegrdzneba mainc makvs titkos tkivilis shegrdznebac makvs jirkvlebis midamoshi,sibrdznis kbilic daidzra titkos da gverdulad camovida.ra sheidzleba movimokmedo?cinascar gixdit madlobas.
იმედია ანტიბიოტიკი გაქვთ დანიშნული. ეს სიმპტომები ინფექციას უკავშირდება და მკურნალობასთან ერთად უნდა გაიაროს. სიბრძნის კბილს რაც შეეხება. თუ მის წინ მდგომი კბილები ამოიღეთ, ნამდვილად გადმონაცვლდება თანდათან ცარიელი სივრცისკენ. მაგრამ ახლა ვერაფერს იზამთ, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება. შემდეგ კი უნდა ჩაიტაროთ პროთეზირება რაც შეიძლება მალე, რომ ადგილი შეივსოს. ჩვეულებრივ შემთხვევებში, კბილის ამოღების შემდეგ, როცა შეხორცება ნორმალურად მიმდინარეობს, 10 დღეში უკვე შეიძლება პროთეზირების ჩატარება.
Gamarjibat ori dgis win amovige qveda sagechi kbili gasiebuli jer ar maqvs tumca sashunlad mtkivaa ra gavaketo
თუ ტკივილი ძლიერია და თვლით, რომ მდგომარეობა უარესდება, აუცილებლად მიმართეთეთ ექიმს. ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას. საჭიროა შემოწმდეს ხომ დაინფიცირდა ჭრილობა და ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი.
გამარჯობათ გუშინ ამივიღე სიბრძნის კბილი.
ისევ ძლიერი ტკივილი მაქვს გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვუძლებ და ეს ნორმალურია?
ეს დამოკიდებულია თავდაპირველ სიტუაციაზე, ასევე ქირურგიული პროცედურის სირთულეზე. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა თუ ტკივილის ინტენსივობა არ მცირდება.
gamarjoba 3 dgea yba maqvs dasiebuli da tkivilebi meeqvse kbilze sodian wyals vivleb da dges daviwye antibiotikebis daleva da raime sashishia?
თვითმკურნალობა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას, თუნდაც დროებითი შედეგი მოგცეთ. სავლები არაფრისმომცემია ამ შემთხვევაში და ცხელი სავლები კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებელია კბილის მკურნალობა სტომატოლოგთან.
შესაძლებელია ზედა რომელიმე კბილმა(მე-5,მე-4,მე-8) თვალბუდის ტკივილი გამოიწვიოს?ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ უნდა გადმომვარდეს თვალი.
დიახ შესაძლებელია ტკივილის ირადიაცია.
Gamarjobat qveda ybis meeqvse kbili mqonda daplombili shemdeg plombi amomivarda da kariesi mtel kbils moedo vpiqrpb amosagebia tumca ar mtkiva jer.ras mirchevt?
მე ვერ გეტყვით ნამდვილად ამოსაღებია თუ არა. მაგრამ ტკვილი არაა ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი.
kbili amosagebi mqonda.weliwadshi ertxel tu wamomtkivdeboda egec odnav. garedan araferi metyoboda magram shignit midioda procesi da sanam chirqi ar chadga manamde aramovige. xoda da jobia exlave mixedo
გამარჯობა, დაახლოებით ორი თვის წინ ამოვიღე ქვედა სიბრძნის კბილი. ერთი თვის წინ. ექიმს გავესინჯე ისევ და მითხრა რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა. ჭრილობა ბოლომდე არ მაქვს შეხორცებული და დაახლოებით ერთი კვირის წინ შიდა მხარეს გამიჩნდა სიმაგრე, თითქოს ძვალია. ეს ძვალი მეშვიდე კბილის ადგილიდან სიბრძნის კბილის ადგილამდეა. როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს? დიდად გასაგებად ვერ ჩამოგიყალიბეთ მაგრამ იმედია გაიგებთ 🙂
ეს შეიძლება იყოს ძვლოვანი ქსოვილის გასქელება ამოღებისას განვითარებული ტრავმის საპასუხოდ. თუ ჭრილობა არ გაწუხებთ, საგანგაშო არაფერია. თუ ჩათვლით რომ იზრდება და შეგაწუხათ რამენაირად, მაშინ საჭირო იქნება ადგილობრივი კომპ. ტომოგრაფიის გადაღება.
Gamarjobat iqneb mirchiot rogor moviqce. Ori dgea qveda sibrznis kbilze grzili mawuxebs sashinlad, kbili ukve ori welia amomivida bolomde.aqamde aranairad ar mawuxebda aris tu ara sachiro grzilis mochra?
თუ კბილი სრულადაა ამოჭრილი, შესაძლოა ღრძილის ანთების მიზეზი ლოკალური პაროდონტიტი იყოს. ეს ხშირია, რადგან სიბრძნის კბილის წმენდა სრულფასოვნად ხშირად ვერ ხერხდება. უნდა მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან და ჩაიტაროთ მკურნალობა.
გამარჯობა. 5 დღის წინ ამოვიღე მარჯვენა ქვედა უბაზე სიბრძნის კბილი. სანამ ამოვიღებდი მანამდე ერთ დღეში დამიჩირქდა, უფრო ადრე არ მაწუხებდა. ამოღების შემდეგ 5 დღე გავიდა და ყბის გაღება მიჭირს, მაქვს დაბალი სიცხეები 37 ან 37.5 . და ლოყიდან მომდის ჩირქი,დღისითაც და ღამითაც. ანტიბიოტიკები დღეს დავასრულე. სავლებებსაც ვიკეთებ და ყვეკაფერს რაც ექიმმა დამინიშნა. გთხოვთ მითხარით ეს მდგომარეობა ნორმალურია ? რთული ოპერაცია იყო, დაწოლილი იყო კბიკი და გასაჭრელი გახდა ღრძილი. 1 საათი მიკეთებდნენ. რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ დაჩირქებას?
ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის. საიტი არ განახლდებოდა ტექნიკური მიზეზების გამო. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მაინც გიპასუხებთ. არა, ეს მდგომარეონა ნორმალური არ არის და ამ დროს აუცილებელია ჭრილობის რევიზია, ანტიბიოტიკის გაგრძელება, შესაძლოა შეცვლაც.
დიდი მადლობა პასუხისთვის. ინფექცია მქონდა შეჭრილო და საფეთქელში იყო ჩირქი ასული, გარედან დამჭირდა გაჭრა,რამოდენიმე საათი რომ დამეგვიანებია ტვინშიც გაჟონავდა ალბათ. ოპერაციის შემდეგ უკვე მეოთხე კვირაა პირს ვერ ვაღებ და გარე ჭრილობიდან ჯერ კიდევ მაქვს ჩირქის მსგავსი გამონადენი. მოკლედ ძალიან გავწვალდი და აღარ ვიცი რა ვქნა .. დიდი მადლობა თქვენ გულისხმიერებისთვის.
ძალიან ვწუხვარ რომ დროულად ვერ გიპასუხეთ. იმედია შეხორცების პროცესი კარგად წავა და ყველაფერი მალე დასრულდება.
გამარჯობათ, დაახლოებით 1 წლის წინ ამოვიღე მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილი, რომელიც იყო ჰორიზონტალურად ამოსული, მის შემდეგ დამეწყო ყრუ ტკივილი ზედა ყბის, ყბა-სახის ქირურგთან მივედი და ჭრილობას დახედა და კარგად მიდის შეხორცებაო, ჩემი ჩივილი კი რატომღაც გაატარა… 6 თვის წინ კი ამოვიღე მარჯვენა სიბრძნის კბილი, რომელიც ჩანასახშივე ამოვიღე, ვიფიქრე მის გამო მტკიოდა. ქვედა სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ მგძნობელობა მქონდა დაკარგული მაგ მხარეს, სტომატოლოგმა 6 ტვემდე შეიძლება გაგრძელდესო ნერვში მოხვდა ნემსიო გაყუჩების დროს… 7 თვეა გასული და მთლიანად არ დამბრუნებია მგრძნობელობა, თუმცაკი შედარებაც არარის 7 თვის ან 4 თის წინანდელ მდგომარეობასთან, მეორე სიბრძნის კბილის ამოღებამაც არმიშველა და პერიოდულად, უფრო ღამით ისევ ყრუდ მტკივა ყბა და უეცარი დარტყმაც აქვსხოლმე ტვინში 😦 იქნებ მირჩიოთ სად მივიდე, ვის მივმართო, თორემ უკვე ძილითაც ვერ ვიძინებ, ბალიშზე თავის დადების დროს უფრო გამძაფრებული უსიამოვნო შეგრძნებები აქვს 😦
ორივე კბილი ერთ ექიმთან ამოიღეთ? უნდა მიხვიდეთ ყბა-სახის ქირურგთან. თუ თქვენი ექიმი ყბა-სახის ქირურგია, მაშინ სხვა ყბა-სახის ქირურგთან. ჩემი აზრით პრობლემა შეიძლება სამწვერა ნერვთან იყოს დაკავშირებული. ასევე გამოსარიცხია მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაზიანება.
Wina kbilebi cotati maqvs win wamosuli..ar momcons da ras mirchevt..var 27 clis ..tu sheizleba amovigo da axali chavisva…wina ori kbilia da eqimma uari mitxra sheni sheinarchuneo.tqven ras mirchevt
რათქმაუნდა ამოღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს პრობლემა ბრეკეტების საშუალებით შეიძლება მოგვარდეს. ასაკი პრობლემას არ წარმოადგენს.
გამარჯობათ. ოთხი დღეა მაქვს ლოყა გასიებული. სურათმა აჩვენა ზედა კბილზე კისტა. ექიმმა დამინიშნა ანტიბიოტიკი და სავლები.მითხრა რომ ჯერ უნდა დაცხრეს და მერე ამოიღებს კბილს. არაფერი შედეგი არ მაქვს. პირიქით სიმაგრე შეინიშნება უკვე ლოყაზე. საშიშია რამე? მადლობა!
დიახ, უმჯობესია დაცხრეს და ჩირქი შემცირდეს. შესაძლოა დანიშნულების შეცვლაა საჭირო.
gamrjobat zalian gtxovt damexmaret kbili mtkioda s shemdeg tkivilma rom gadamiara gamisivda loya 2tve mqonda gasiebuli da bolos chamidga chirqi rom mivedi eqimtan gamijres da amoiges chirqi magram albat kidev aris rame da isev midgeba chirqi gtxovt damexmaret ramit
ჩირქის დრენირების გადა აუცილებელია თავად მიზეზობრივი კბილის მურნალობა (არხების) ან ამოღება თუ არ ექვემდებარება მკურნალობას. სხვაგვარად მუდმივად განახლდება ჩირქის წარმოქმნა.
Gamarjoba wina kbilze maqvs shavi wertili shesadzloa ufro gashavdes ? saxlis pirobebshi eshveleba rame ?
საჭიროა გარკვევა პირგმენტური ლაქაა თუ კარიესული. ამისათავის ექიმთან უნდა მიხვიდეთ. თუ პიგმენტურია, მოგაშორებთ მარტივად. თუ კარეისულია აუცილებლად უნდა დაიბჟინოს. სახლის პირობებში თუ ეცდებით მოშორებას, დიდი შანსია მინანქარი დაიზიანოთ.
Gamarjobat shvidi wlis bavshvi myavs romelsac marjvena mxares zeda kbilze zemodan gamoezerda ragac parki romelic aris witeli feris rbili ,sashishia ra sheidzleba iyos
ასე ვერაფერს გეტყვით რა არისნ და საშიშია თუ არა, მაგრამ აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
ოთხი დღის წინ ამოვუღეთ ჩემს გოგონას სარძევე კბილი.გაუტკივარებით.ტუჩის ლორწოვანზე ჩირქივით ნადები აქვს.ეხლა ტუჩზე ფუფხიც გაუჩნდა.ის მოთეთრებულიც აქვს ისევ.ტკივა ბავშვს.ექიმმა ეტყობა ჩაიკვნიტა და არაფერია,ხდება ასე გაუტკივარების დროს ვერ გრძნობენ ტუჩს და იკვნიტავენ,ეს არაფერია გაუვლისო.აშკარაა არ მიდის მორჩენისკენ და რა გავაკეთო თუ შეგიძლიათ რაიმე ან გამოსავლები ან მაკამო მირჩიოთ.ბავშვი 8 წლის არის.მადლობა წინასწარ
ჩემი აზრით თუ დაბუჟებისას მოიკვნიტა, რაიმე სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არაა. ასე სწრაფად 4 დღეში არ მოშუშდება. შეგიძლიათ გვირილის სავლები გამოიყენოთ. პირის ღრუში არ გამოიყენოთ არანაირი ანტიბიოტიკი (მალამო ან ფხვნილი). ტუჩზე ნებისმიერი მალამო ჭრილობისთვის, თუნდაც კოლხური. მთავარია ფუფხი არ დაიზიანოს. თუ ჭრილობის ირგვლივ შეშუპების და სიწითლის მატებას შენიშნავთ, მიმართეთ ექიმს.
gamarjobat erti kviris win amovige qveda ybaze sibrdznis kbili da sashineli tkivilebi maqvs cota shesiebulic miuxedavad imisa antibiotiksac vsvav da tkivili ar cherdeba risi brali unda iyos mirchiet rame gtxovt.
ასეთი ძლიერი ტკივილი ნორმალური არ არის, მითუმეტეს თუ ამდენ ხანს გრძელდება. ექიმმა უნდა ჩაატაროს ჭრილობის რევიზია. ანტიბიოტიკის სმა 1 კვირაზე მეტი სასურველი არ არის. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
ერთი კვირაა მტკივა მარცხენა ყბის ზედა სიბრძნისბკბილი და ეს ტკივილი გადმოაქვს მთელ ზედა ყბაზე დავლიე ნიმესილი და ტკივილი ქრება მაგრამ მეორე დგეს ისევ ისე მტკივდება რა შეიძლება გავაკეთო
უნდა მიხვიდეთ ექიმთან და გაირკვეს რომელი კბილი გაწუხებთ ზუსტად, რადგან არაა გამორიცხული სხვა კბილი იყოს მიზეზი. ამის შემდეგ უნდა იმკურნალოთ მიზეზობრივი კბილი.
გამარჯობ,
ამოვიღე სიბრძნის კბილი და როგორც წესი დარჩა ღრმული. თუ შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რა დრო სჭირდება ღრძილს ამოსავსებად.
მადლობა წინასწარ.
ბოლომდე შესავსებად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო, თუ დეფექტი დიდია.
გამარჯობა. 7 თვის წინ ამოვიღე ქვედა მარჯვენა სიბრძნის კბილი ჩანასახშივე (არანაირად არ მაწუხებდა, უბრალოდ ყბასა და ყურს შორის შესიება შევნიშნე და ყბა სახის ქირურგმა მითხრა სიბრძნის კბილები ამოდის ცუდად და ეს იწვევს ლიმფური კვანძების შესიებასო) როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ეს სანერწყვე ჯირკვლები ყოფილა. ოპერაციის მერე ყველაფერი მითითებისამებრ გავაკეთე, ანტიბიოტიკები, სავლებები და ასე შემდეგ.. გავიდა 7 თვე და იმ მხარეს რომელზეც სიბრძნის კბილი არ ამომოღია (მარცხენა) სანერწყვე ჯირკვალი ჩამიცხრა, ხოლო რომელ მხარესაც ამოვიღე კვლავ გასიებულია განსაკუთრებით დილაობით. რა შემიძლია გავაკეთო? ექიმს მივმართე მაგრამ მხოლოდ მედიკამენტები დამინიშნა რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვთ
სპეციფიურად სანერწყვე ჯირკვლების გამოკვლევაა საჭირო, სადინარების შემოწმება რენტგენზე, ინფექციის გამორიცხვა. გირჩევთ მიმართოთ სხვა ყბა-სახის ქირურგს.
გამარჯობა ვარ 15 წლის ყველა კბილი მოცვლილი მაქ მაგრამ რატომღაც ერთერთი ზედა ეშვი ამოსვლას იგვიანებს… არ ჭრის… სარძევე კბილი რომ მოვიცვალე ძირი გალეული არქონდა… შემდეგ რენტგენის გადაღებისას ამოსასვლელი კბილი ძალიან ზემოთ იყო.. უკვე 1 წელია რაც ეშვის ამოსვლას ველოდები… ეს ნორმალურია?
სარძევე კბილის ნაადრევი ამოღება ხშირად იწვევს მუდმივი კბილის ამოჭრის დაგვიანებას. ასეთ შემთხვევაში ხდება ორთოდონტიული გზით ჩანასახის სტიმულირება და ჩამოქაჩვა, თუ მისი მდებარეობა იძლევა ამის საშუალებას. შესაძლოა ჩანასახი არასწორად მდებარებდეს და მიზეზი ესეც იყოს.ასეთ შემთხვევაში კბილი არ ამოიჭრება.
Gamarjoba zeda ybaze eshvis ukan kbili amomdis da ra gavaketo an dasashvebia?
როგორც ჩანს სარძევე ეშვი გაქვთ დარჩენილი, რომელიც არ მოგიცვლიათ. პირველ რიგში რენტგენის გადაღებაა საჭირო, რომე გაირკვეს სარძევება თუ მუდმივი. სარძევეს შემთხვევაში უკეთესი იქნება ამოიღოთ და უკან ამოსული კბილი ორთოდონტიულად გასწორდეს.
gamatjobat,amovige merve kbili damizianda gaimoritis gru jer mitxra gavkeroto eqimma mere marto grubelidamado da amoivsebao qshutuni shewyda sul odnav maqvs jer ar shekrula chriloba da shesadzlebelia namdvilad rom ase davtovo da ar gaikeros?
ჰაიმორის ღრუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ღია. ფისტულა თუ ჩამოყალიბდა თავისით არასოდეს დაიხურება. ეს ნიშნავს, რომ პირის ღრუდან მუდმივად მოხდება ჰაიმორის დაინფიცირება, რომელიც ბუნებრივად იზოლირებული უნდა იყოს წესით პირის ღრუსგან. თუ დარწმუნებული არ ხართ რომ დახურულია, აუცილებლად მიაკითხეთ სხვა ყბა-სახის ქირურგს.
gamarjobat. kbili amovige gushin da sisxlis dena ar micherdeba da sashishia?
თუ სისხლდება 2 საათზე მეტს გრძელდება აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორ სისხლის შედედების უნარის დაქვეითება ორგანიზმის მხრივ, ასევე ადგილობრივი პრობლემა. გახანგრძლივებული სისხლდება საგრძნობლად ზრდის ჭრილობის დაინფიცირების და გართულების შანსს.
Gamaejobat 4 dgis win ukana kbili amovige dachirqebuli mqonda da exla chirqi momedo romeli kbilic amovige ta dablota chirkvebic amatkia nerwyvis dzlivs vylapav ras mitchevt?
ანუ როგორც მივხვდი ახლა ყელი გაწუხებთ? თუ ინფექცია ჭრილობიდანაა ანტიბიოტიკი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. ამიტომ უნდა აჩვენოთ ნებისმიერ შემთხვევაში.
გამარჯობა, ამოვიღე უკანა, მეექვსე კბილი, მის გვერდით კი დავიპლომბე, დაპლომბილი კბილი მორყეულია და შეიძლება, გვერდით ამოღებული კბილის ბრალი იყოს?
თუ მანამდე არ იყო მორყეული, შეიძლება ამოღების დროს დაზიანებულიყო. თუ მორყევა მნიშვნელოვანია, აჩვენეთ ექიმს.
გამარჯობათ.ჭამის დროს დაპლომბილი კბიკი ამტკივდა შემდეგ ამ ტკივილმა გამიარა და ლოყა შემისივდა ხოლო ღრძილზე ხელის დადებით ტკივილი მაქვს უკვე 3 დღეა.სტომატოლოგთან მისვლას ვერ ვახერხებ ჯერჯერობით და მაინტერესებს რამდენად სერიოზულადაა საქმე
სავარაუდოდ არხები უნდა იყოს სამკურნალო. ან თუ ნამკურნალებია, გადამოწმებაა საჭირო. ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას.
gamarjobat 3 dgiis win amovige kveda sibrdznis kbili meore dges damisivda qveda yba eqimma sodiani savlebi daminishnaa magram es sheshupeba at miqreba daa raime sxxva sashvaleba at iciit rom chamiqres es shesieba?
სავარაუდოდ გჭირდებათ ანტიბიოტიკი. სასურველია ჭრილობაც ნახოს ექიმმა და თუ საჭიროა ადგილობრივი მკურნალობაც ჩაატაროს.
გამარჯობათ 1 კვირაა აც ამოვიღე სიბრძნის კბილი, კბილი არ ჩანდა და გამიჭრეს და ისე ამომიღეს ტკივილები მქონდა 3-4 დღე პარალელურად ჯირკვალი ლც ამიჩნდა ახლა ჭრილობა შეხორცდა კარგად მაგრამ ჯირკვალს ვერაფერი მოვუხერხე ნერწყს რო ვყლაპავ ასე მგონია რაგაც მესობათქო ამაზრზენია ეს ყველაფერი ხომვერ მირჩევდით რამეს ? საჭმელსაც ვერ ვჭამ პირის დაღებაზეც კი მტკივა
გირჩევდით ოტორინოლარინგოლოგს აჩვენოთ ყელი და ნუშურა ჯირკვლები (გლანდები).
გამარჯობა მძვრება საღეჭი კბილი და ხანდახან მტკივა რამე საშიში ხომ არაფერია????
აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამარჯობა, დაახლოებით 2 კვირის წინ ამოვიღე კბილი. რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩირქი და უსიამოვნების გრძნობა მქონდა პირის ღრუში, ამოღებული კბილის მხარეს ლოყა დამისივდა, მქონდა ჩირქოვანი ნახველი, ამას დამატებული სიცხეები 37 ან მეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არაფერი შეცვლილა, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა და მითხრათ რისი სიმპტომებია ეს ყველაფერი ?
სიცხე და ხველება შესაძლოა გაციების ბრალი იყოს, რომელიც დაემთხვა კბილის ამოღებას. მაგრამ თუ 2 კვირის შემდეგ ისევ გაქვთ ლოყის შეშუპება და ჩირქოვანი გამონადენი ჭრილობიდან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გამარჯობა.
ასე 3-4თვის წინ დავიპლომბე კბილი. თავიდან პირველი 1 თვე შეიძლება უფრო მეტიც არ მაწუხებდა არანაირი ტკივილი, შემდეგ თანდათანობით დამეწყო ცივ სასმელზე/საჭმელზე რეაგირება. ვიფიქრე ალბათ გამივლისთქო, მაგრამ ახლაც მტკივა. ვიცი რომ სავარაუდოდ ნერვის მოკვლაა საჭირო. როგორც კი თბილისში ჩავალ აუცილებლად მივალ სტომატოლოგთან .იქამდე კი მაინტერესებსებს თუ არის შესაძლებლობა რომ ამან გამოიწვიოს კბილის დაკარგვა, ნერვული ან ღრძილის დაავადება? როგორ მოვიქცე სტომატოლოგთან მისვლამდე?
საბოლოოდ ყველა უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემას კბილის დაკარგვამდე მივყავართ. როგორც კი მოახერხებთ უნდა იმკურნალოთ არხები. თუნდაც ტკივილმა გაგიაროთ არ გადადოთ ექიმთან მისვლა.
kbilis daplombva minda da ver mimaswavlit karg stomatologs
გამარჯობა, დღეს დილით ამოვიღე სიბრძნის კბილი, ზედა. 11 საათი გავიდა და სისხლდენა არ მიჩერდება, მარილიანი ტამპონიც მედო, პერეკისიანიც მაგრამ ამაოდ, რამდენიც ტამპონს ჩავიდებ 15 წუთში სულ იჟღინთება სისხლით. რა ვქნა როგორ მოვიქცე ?
უკაცრავად რომ გვიან გპასუხობთ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ტამპონების ჩადება დამოუკიდებლად დაუშვებელია.
გამარჯობა,გუშინ ორი კბილი დამიპლომბეს ,გვერდიგვერდ,გუშინ დამეწყო ლოყის შესიება ,დღესაც შესიებული მაქვს,დავრეკე და მითხრეს გამაყუჩებელმა იცისო,რამე სერიოზული ხომ არ იქნება?გუშინ მტკიოდა ლოყა დღეს ისე აღარ ,მაგრამ ეს შესიება ნერვებს მიშლის 😦
ტკივილგამაყუჩებელი არ იწვევს შესიებას. არხები თუ იმკურნალეთ, ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე და უნდა შემოწმდეს ხომარაა დარჩენილი არხებში რამე პრობლემა. თუ შეშუპება მნიშვნელოვანია, შეიძლება მისი მოხსნაც მედიკამენტების საშუალებით.
მოგესალმებით მეოთხე დღეა ამოვიღე ქვედა მეექვსე კბილი ,წინ დღით შემიშუპდა ამოღებამდე ,არ მქონია ძლიერი ტკივილი,ამოღების მეორე დღეს უდრო შემისივდა ეხლა შეშუპება შედაერევით ჩამიცხრა,მაქვს მოთეთღო მოყვითალო ნადები ,მტკივა ჭრილობა ყრუთ და შეშუპებული ადგილიც შეხებაზე,ვსვავ აუგმენტინს ვიკეთებ სავლებს,კიდევ რა შეიძლება ვქნა რომ მალე გამიაროს შეშუპებამ
ყოველთვის ინდივიდუალურია რამდენ ხანს გაგრძელდება შეშუპება. მთავარია, რომ ექიმის დანიშნულებას ასრულებთ. ნადები ნორმალურია და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. შეეცადეთ ჭრილობას არ შეეხოთ და არ გააღიზიანოთ. ტკივილმა უნდა იკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ ექიმს.
gamarjobat. 5 dgis ukan amovige qveda sibrdznis kbili. da eqimmaantibiotiki ar daminishna, marto tkivilgamayuchebeli mitxra tu tkivilma shegawuxoso. ager 5 dgea da yba gasivebuli maqvs da cota tkivilic mawuxebs, magram rom davlev tkivilgamayuchebels miyuchdeba. tan ybasac ver vageb kargad.shignit amogebuli kbili ar mtkiva mxolod didi grmulia etyoba enit shevamowme da aranairi tkivili ar maqvs, marto yba rom maqvs shesivebuli da pirs ver vageb rogorc wesia . mirchiet ra unda vqna da sashishi xomaraferia. gmadlobt.
ყბის გაღების შეზღუდვა კუნთების სპაზმის გამო ხდება ხოლმე სიბრძნის კბილების ამოღებისას. დროთა განმავლობაში გაივლის, თუმცა ზოგჯერ ინიშნება ხოლმე ქვედა ყბის ვარჯიში პროცესის დასაჩქარებლად და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. ამის თაობაზე თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ.
Gamarkobat erti tvis win amovige zeda meotxe da qveda meotxe kbili eqimma ardaminishna aranaori antibiotiki da dzaalian dznelad mishishdeba chriloba jer tavic araaqvs shekruli da meshinia ro chirqi armqondes tan ukve usiamovno suns vgrdznob da gulzec ragac usiamovno da scrap daglas vgrdznob da rogor mpvoqce
აუცილებლად უნდა აჩვენოთ ჭრილობა ქირურგ სტომატოლოგს ან ყბა-სახის ქირურგს.
Gamarjoba.ori dgea rac kbili amovige.dachiqrbuli mqonda.tkivili mawuxebs da tan galurjebulia grdzili. Cota bushtukebivitac maqvs grdzilebi chamosuli.rame mirchiet ra.madloba
სილურჯე შეიძლება ჰემატომა იყოს ინექციის ადგილას, ან ტრავმის შედეგი კბილის ამოღებისას. ბუშტუკებში რა იგულისხმება ცოტა ბუნდოვანია. თუ ტკივილი გაქვთ აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო იყოს ჭრილობის დამუშავება, ან ანტიბიოტიკის დანიშვნა, თუ არ გაქვთ დანიშნული.
Ukana kbili iyo da mtlian ayolebaze maqvs silurje.vfiqrob rom damizianda amogebisas da iqneb tqven mirchiot tundac savlebi an antibiotiki. Tetri nadebic maqvs da amastanave or adgilas gamomivida stomatiti.damexmareet
რთული ამოღებისას ჰემატომა ზოგჯერ ყალიბდება და თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ანტიბიოტიკი შეიძლება საჭირო იყოს თქვენს შემთხვევაში. ჭრილობაზე ნადები ნორმალურია და უნდა იყოს კიდეც, ეს ფიბრინია. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მოშორებას. დანიშნულებას მე ვერ მოგცემთ ასე ვიტუალურად. უნდა მიხვიდეთ ექითან. შეგიძლიათ სხვასთან, თუ თვლით რომ ექიმი, რომელთანაც იყავით არ იყო კვალიფიციური.
Gamarjobat.1kviris win amovige kbili da kista iyo uamravi.gamiwminda da kidev chagrovda.kistebtan brdzolis dros dazianda gverdita kbilis nervi da dzalian mtkioda.iqac momikla nervi da droebiti chamisva.tkivili mainc grdzeldeba.amden xans unda mtkiodes?dzalian gtxovt mipasuxot.madlobt
ჯერ გასარკვევია რა გტკივათ. ვირტუალურად ამის გარკვევაა შეუძლებელია, უნდა დაათვალიეროს ექიმმა. თუ არ ხართ კმაყოფილი ექიმის მკურნალობით, შეგიძლიათ სხვა ექიმს აჩვენოთ და ჰკითხოთ აზრი.
გამარჯობათ,მეოთხე დღეა 2 უკანა კბილი ამოვიღე და ბოლო დღეებია ყვითელი ნადები ადევს ღძილებს,სოდიანს და გვირილას ვივლებ და მეორე დღეა ანტიბიოტიკს ვსვამ,რამე საშიში ხომ არაა?
თუ ჭრილობა სხვა მხრივ არ გაწუხებთ (შეშუპება, სისხლდენა, ტკივილი)ნადები ნორმალურია. ნორმაში ჭრილობა იფარება მოთეთრო-მოყვითალო ნადებით, რომელიც ფიბრინია და შეხორცების პროცესზე მეტყველებს.
Gamarjobat, 11 tvis patara myavs zeda kbilebi axla amoudis, ramdenime dges win shemtxvevit tavisi qvemoda kbilot zemoda grdzili daazina sisxli wamouvida, meore dges ki ragac.chamonazardi gauchnda kbilibit tumca rbilia, motetro feri aqvs, iqneb mitxrat.ramdenad sashishia da rogor sheizleba mkurnaloba
თუ ტრავმირებული ღრძილი დაინფიცირდა, შესაძლოა ეს წარმონაქმნი ჩირქგროვა იყოს. უნდა აჩვენოთ ექიმს, რომელიც გახსნის ჩირქგროვას და დაგინიშნავთ მკურნალობას.
გამარჯობათ. კბილის ამოღების შემდეგ,სისხლის კოლტი რომელიც ჭრილობაზეა რამდენი ხანი უნდა იყოს?
კოლტი უნდა დარჩეს ჭრილობაში. 2-3 დღის შემდეგ თეთრი ნადებით დაიფარება, რაც ფიბრინია და ნორმალურ შეხორცებას უზრუნველყოფს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოთ. თავად კოლტი კბილბუდეში თანდათან გარდაიქმნება ძლოვან ქსოვილად. ეს პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება.
Gamarjobat icit ra mainteresebs 1 wlis win shesiebuli mqonda kbili da amovuge marjvenamxares meeqvse kvili maglota zafxulze dablitac amogebuli maqvs wlevis win isic shesiebulze es kbili odnav dacxra shesieba ki isev darcha amogebis shemdeg ukve erti weli gavida titqmis kbili dzalian dznelaad amoiges ra unda iyos problema dzaluan ganvicdi iqneb dagvexmarot
საუბრის დასასრული
როგორც მივხვდი შესიება 1 წლის მანძილზე გრძელდება. შესაძლოა სხვა კბილთანაა დაკავშირებული, ან სხვა პრობლემასთან პირის ღრუში. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აჩვენოთ ყბა-სახის ქირურგს.
Gamarjobat, erti kviris win amovige qveda merve kvili romelic naxevrad retenciuli da rkal garet iyo. Shexorceba normalurad wavida tumca damrcha didi grmuli sadac sul sakvebi chadis. Ra aris aset shemtxvevashi gamosavali?
კბილბუდე აუცილებლად შეივსება. რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი დრო სჭირდება. თუ აქამდე რაიმე გართულება არ გქონიათ, მომავალშიც აღარ გემუქრებათ. ამ ვადაზე კბილბუდის ფსკერი და კედლები უკვე დაფარულია ახალი ქსოვილით, რომელიც მატულობს და თანდათან შეავსებს ღრუს. საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენა ჩვეულებრივი რეჟიმით + საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ თუნდაც წყალი, რომ საკვების ნარჩენები არ დარჩეს. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ გაისუფთაოთ ჭრილობა რაიმე საშუალებით.
თუ შეხორცების პროცესი პრობლემატურია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რა მაინტერესებს , ერთი წლის წინ დავიპლომბე კბილიები (ზემოთ და ქვემოთ ) ანუ ორი კბილი რომელიც ერთმანეთს ედება . საღეჭი კბილებია , ხო და ამ ერთი წლის მერე დამეწყო ტკივილი რისი ბრალი იქნება ?
ხდება ხოლმე, რომ ერთხელ ნამკურნალები კბილის თავიდან მკურნალობა ხდება საჭირო. თქვენი შემთხვევაც ასეთია როგორც ჩანს. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ალბათ არხების მკურნალობა დაგჭირდებათ. მინიმუმრ რენტგენის გადაღებაა საჭირო მდგომარეობის გასარკვევად.
დაახლოებით ორი სამი კვირის უკან გამისივდა კბილი და ქვედა ყბა, შემდეგ ჩაცხრა და ტკივილმაც გაიარა. ეხლა ხელის დადებაზე მტკივა ცოტა, ღეჭვის დროს არა. არის რამე საშიში მდგომარეობა?
ასე ვერაფერს გეტყვით, ექიმს უნდა აჩვენოთ.
მადლობა პასუხისთვის.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს ექიმო, ამოვიღე სიბრძნის კბილი ორი დღეა, ახლა ქვედა ყბა მაქვს ოდნავ შესიებული, აუგმენტინი დამინიშნეს და სუერდენტოლაინის სავლებები, რამდენ ხანში გამივლის შესიება, ასე ხომ არ დარჩება .
შესიება რამდენიმე დღე რჩება ხოლმე, შეიძლება 1 კვირამდეც, თუ რთული ექსტრაქცია იყო.
გამარჯობა. შეკითხვა მაქვს, მერვე კბილი მაქვს ამოსაღები, შესიებული მაქვს ყბა და ბოლომდე ვერ ვაღებ პირს, ასეთ პირობებში შეძლებს თუ არა ქირურგი კბილის ამოღებას?
შესაძლებელია სპეციალური ტექნიკით ანესთეზიის გაკეთება, რომელიც შეკუმშულ კუნთებს გათიშავს, თუ ექიმი ფლობს ამ ტექნიკას. ხშირად ჯერ ინიშნება მკურნალობა ანთების მოსახსნელად და შემდეგ ხდება კბილის ამოღება.
kbili maqvs amosagebi da qvemot grdzilze didi bushtivit gamomebera ra vqna ? sashishia?
შეიძლება ამოსაღები არ იყოს და თუ დროულად იმკურნალებთ, კბილი გადარჩეს. ეს ბუშტუკი ფისტულაა, რომელიც გაიხსნება და ჩირქის დრენირება მოხდება გარეთ, პირის ღრუში. ფისტულა მუდმივად იქნება, სანამ კბილს არ იმკურნალებთ ან არ ამოიღებთ. თუმცა პერიოდულად შეიძლება დაიხუროს, მორიგ გამწვავებამდე. როცა ფისტულა ღიაა, ჩირქს ყლაპავთ და მუდმივად ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია.
გამარჯობათ კბილის ტკივილები დამეწყო მიზეზი ისაა რომ კბილი მქონდა დასაპლომბი ახლა მინდა რომ საერთოდ ამოვიღო რადგან ვგრძნობ რომ მერყეობსავით კბილი რას მირჩევთ?
ყველანაირად უნდა შეეცადოთ კბილი შეინარჩუნოთ. ამისათვის დროულად უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან და იმკურნალოთ.
gamarjobat icit ra mainteresebs sashishia droebiti plombi medo daim mere axar wavsulvar eqimtan dxes amovixe gtxovt momwerot pasuxi
ბჟენი თქვენ თვითონ ამოიღეთ? დროებითი ბჟენი, როგორც სახელი გვიჩვენებს დროებითია და კბილის მკურნალობა დასრულებული არაა. მისი შეცვლა აუცილებელია დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის თავიდან მკურბალობაა საჭირო.
გამარჯობათ, 5 დღის წინ დავიპლომბე მეოთხე კბილი ყველა წესის დაცვით და მაქვს ტკივილები , რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ? თვითონ ექომმა მითხრა რომ შესაძლოა ორი დღე მტკიებოდა რადგან “მინი ქირურგიული ოპერაცია” ჩაატარა
გააჩნია კონკრეტულად რა პროცედურა ჩაგიტარდათ,ან რა იყოს დიაგნოზი.
გამარჯობა ორი დღის წინ ამოვიღე მერვე კბილი. ლოყა მაქვს დასიებული ძაან. ეგრე უნდა იყოს თუ გავა წესით? ამ რადმენი დღეა ხოლმე ასე. ნემსებსაც ვიკეთებ და ვივლებ სოდით. მადლობა
შესიება, მითუმეტეს თუ რთული ექსტრაქცია იყო, რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს. მთავარია ზუსტად შეასრულოთ ექიმის მითითებები ანტიბიოტიკთან და სავლებთან დაკავშირებით. თუ ტკივილი შეგაწუხებთ, ან ჩათვლით რომ შეხორცება კარგად არ მიდის, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.
Gamarjobat. Erti kvira gavida mas shemdeg rac sibrdznis kbili amovige. Aranairi gartuleba ar mohyolia mxolod erti problema maqvs sachlis chamisas sachiro doneze ver vageb pirs . Drodadro vavarjisheb kidec,magram mainc meshinia ase ar damrches. Tqven ras mirchevt eqims unda mivmarto tu es problema drota ganmavlobashi gamivlis ?
თუ ყბის მოძრაობა ნორმალურია და მხოლოდ ბოლომდე გაღება გიჭირთ, პრობლემა არ უნდა იყოს. ავარჯიშეთ ხოლმე, კევის ღეჭვაც ეფექტურია.
გამარჯობათ.მაინტერესებს შეიძლება თუ არა კბილის ამოღება რომელიც მაქვს გასიებული .პირველად როცა გამისივდა დავლიე ანტიბიოტიკი.ტკივილმა გაიარა მაგრამ შესიება სეინიშნებოდა.ორ დღეში ისევ გსივდა.ტკივილი იყო ფეთქვითი ხასიათის.მივედი ამოსაგებად მაგრამ არ გამიყუჩდა.აპირებს უბისთეზინით გამიყუჩოს.გასიებული ისევ არის ოდნავ.ეს არის ქვედა ყბა.6 კბილი
შეიძლება, მაგრამ თუ ჩირქოვანი პროცესია გაყუჩება შეიძლება პრობლემატური იყოს, ასევე ამოღების შემდეგ გართულების ალბათობა მეტია. ასეთ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკის კურსი. თუ ჩირქოვანი პროცესი არაა, მხოლოდ შეშუპება პრობლემას არ წარმოადგენს.
gamarjobat iqneb iqneb mirchit ra vqna 2 kbili amovige erti ukve mishushdeba meore ki mtkiva dzan didi grmuli aq da ar shushdeba mtkiva da yba dasiebulic maq vivleb sodians gvirilas margancovkian cyals marilians magram araferi mshveli ra gaviketo an ra davlio iqneba mirchiot.
იმედია ანტიბიოტიკიც გაქვთ დანიშნული. თუარადა აუცილებლად მიმართეთ ექიმს. იქნებ სავლებებიც შეგიცვალოთ და ანტისეპტიკური სავლები დაგინიშნოთ.