გამარჯობა ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ენაზე მაქვს ნადები ნერწყვი არის ლორწოვანი და საშინელი სუნი აქვს ასევე ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ ნახველი მიჩნდება თუნდაც სიგარეტის მოწევის შემდეგ ცხვირიდანაც ლორწოვანი ნახველის მაგვარი მასაა და იქნებ მირჩიოთ ვისთან მივიდე ან რა მოვიმოქმედო მადლობა წინასწარ
გამარჯობათ ლოყის შიდა ლორწოვანი მაქვს შეშუპებული ორივე მხარეს გამონაყრის გარეშე მაჰრამ ტკივილი მაქვს ასევე ენის წვაც რაშეიძლება იყოს მადლობა
შეიძლება იყოს ალერგიული პროცესის ბრალი, განსაკუთრებით თუ პირველად გაქვთ ეს პრობლემა და აქამდე არ შეგინიშნავთ.. დააკვირდით ხომ არ უკავშირდება რამე ახალი პროდუქტის გამოყენებას — კოსმეტიკა, კბილის პასტა ან სავლები. ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღებაზე უნდა გქონდეთ უკეთესობა, თუ ალერგიის პრობლემაა.
ალერგიაზე გავიკეთე ტესტი მხოლოდ სეზონური მაქვს და ვსვავ ალერგიის წამალს , სამითვეა მაგრამ ეს ისევ შეშუპებულია სოდას მარილს და იოდს ერთად გაზავებულს ვივლემ მხოლოდ , გულში რომ ვწერ ყველგან კიბო წერია და ცოტაარიყოს მეშინია ,
სოდა, მარილი და იოდი არც ერთად და არც ცალცლკე არ შეიძლება ხანგრძლივად იქნას გამოყენებული პირის ღრუს სავლებად. მითუმეტეს თქვენს შემთხვევაში, როცა დიაგნოზი არ არსებობს. ამიტომ გირჩევთ შეწყვიტოთ. პირის ღრუს კიბოს ასეთი სურათი არ ახასიათებს და ორივე მხარეს ვერ იქნება გამოხატული. უფრო პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებას გავს — ალერგიული, ინფექციური ან აუტოიმუნური. მიმართეთ თეა ნაცვლიშვილს “ალბიუსში”. იმედია შეძლებს დახმარებას. ვიზიტზე ჩაწერისას დააკონკრეტეთ რა გაწუხებთ.
gamarjoba dzilis dros kbils dakbils shoris kani chametna da gaberili maq piris grushi nerwyve ro vylapav an sachmils chamisdros dzalian mtkiva rasheidzleba gavaketo saxlis metodebit
სახლის პირობებში აჯობებს რომ საერთოდ არაფერი გააკეთოთ და აუცილებლად მიმართოთ სტომატოლოგს. პირველ რიგში უნდა გაირკვეს რაიმე საშიში წარმონაქმნი ხომ არაა.
სახლის პირობებში შეუძლებელია პაროდონტის (ღრძილების) დაავადების მკურნალობა. მითუმეტეს ასეთ მწვავე ფაზაში, როცა ტკივილს გრძნობთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს.
gamarjobat,vikavi ekimtan makvs xrdzilebis anteba dzalian mtkiva da gacitlebuli makvs daminishnes malamo heparini shig shereuli trixopoli da flaproksi 3 dxea vikiteb magram shedegi araakvs ra gavaketo axar vici
მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს. ასეთი მკურნალობა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ გაუმართელლებელია.
პაროდონტოლოგი შეგიძლიათ იპოვოთ ამ საიტზე http://www.parodontolo.ge
Maqvs grdzilebis anteba momdis sisxli kbilebis gamoxexvis dros aseve rodesac rame magarsvcham qveda kbili shemeguna da saxlis pirobebshi rogor vumkurnalo?
სისხლის დენა გახეხვისას და მაგარი საკვების მიღებისას კლასიკური სიმპტომებია პაროდონტის დაავადების. სახლის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია და შინაური საშუალებების გამოყენება მხოლოდ ხელს შეუწყობს დაავადების პროგრესირებას.
ასეთი ვარიანტებია შესაძლებელი: 1. კბილმა რეალურად ამოიწია კბილებუდიდან. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ა) მისი საპირისპირო კბილი ქვედა ყბაზე ამოღებული გაქვთ. როდესაც კბილი კონტაქტში არაა მოპირდაპირე კბილთან და არ აქვს დატვირთვა ღეჭვის დროს, შეიძლება ამოიწიოს და დაგრძელდეს. ბ) თუ გაქვთ პაროდონტის დაავადება. ამ დროს კბილების მორყევა და გადანაცვლება ხდება. 2. კბილი რეალურად იგივე დონეზეა, მაგრამ ღრძილის კიდე აიწია. ამას ღრძილის რეცესია ეწოდება და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს კბილის ფესვის ნაწილის გაშიშვლების გამო ხშირია კბილის მგრძნობელობის მომატება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. კალციუმის დეფიციტი პირდაპირ არ იწვევს ამ მდგომარეობას, მაგრამ კალციუმის დეფიციტი შეიძლება კავშირში იყოს მდგომარეობასთან, რომელიც იწვევს ძვლის განლევას ფესვის გარშემო და ღრძილის რეცესიის განვითარებას.
ხშირი კარიესების მიზეზი ყველაზე ხშირად ნადებია. შესაძლოა დღეში 2ჯერ იხეხავთ მაგრამ არასწორად, გარდა ამისა ფლოსის გამოყენებაც საჭიროა. თუ ეს გარემოებები ნორმაშია, არსებობს საშუალება კბილის მინანქრის გასამაგრებლად — Tooth Mousse.
თქვენს მიერ აღნიშნული მკურნალობის მეთოდები არაეფექტურია და თუ შედეგი ექნება ეს მხოლოდ დროებითი იქნება. ღრძილების დაავადების შეჩერება შეიძლება, თუ მუდმივად მოუვლით სპეციალური რეჟიმით, რომელსაც ექიმი-პაროდონტოლოგი შეგირჩევთ, სწორ მკურნალობასთან ერთად რათქმაუნდა. მიმართეთ პაროდონტოლოგს თეა ნაცვლიშვილს კლინიკა “ზიბექსში”.
თუ ორსულობა ნორმალურად მიდის შუა ტრიმესტრში ადრენალინიანი ანესთეზიაც შეიძლება, თუარადა უადრენალინო. ბოლოსდაბოლოს შეიძლება დარიშხანოვანი პასტით ან მისი შემცვლელით ნერვის მოკვლა. მართალია რენტგენი არ შეიძლება და ამის გამო მკურნალობას ვერ დაასრულებთ, მაგრამ ტკივილი მოგეხსნებათ და დროებითი ბჟენი გაკეთდება. ორსულობის მერე კი დაასრულებთ მკურნალობას.
ნერწვის მოყვითალო შეფერილობა შეიძლება იყოს ღრძილების მდგომარეობასთან დამოკიდებული, თუ ღრძილებიდან სისხლი ნერწყვს ერევა. ან სანერწყვე ჯირკვლევების დაავადების ბრალი, თუ ჩირქი გამოიყოფა ნერწყვთან ერთად. უნდა მიხვიდეთ ექიმთან, დაათვალიერებს და დაგინიშნავთ გამოკვლევებს თუ საჭიროა.
Gamarjobat, saertod ar maqvs janmrteli kbilebi (mgoni genetikuria ) 21 wlis asakshi ukve zemot mtlianad keramika maqvs gadakruli da qvemotac marto 4-5 kbili maqvs qvemot chemi, imis gamo rom sazgvargaret vimyopebi da aq stomatologi dzviri siamovnebaa ver mivdivar eqimtan arada ashkarad vatyob rom meryeva zemota mtliani xidi da lamis shishit vegar vchamo chemi eqimi saqartvelodan meubneba grdzilebis braliao da ras mirchevdit rogor movuaro erti ori tvec rom ar momdzvres es mtliani xidi da ramdenad unda meshinodes imis gamo rom modzraobs
მორყევის მიზეზი შეიძლება იყოს პაროდონტის დაავადება, როდესაც თავად საყდენი კბილები ირყევა, ან საყრდენი კბილის/კბილების მოტეხვა, ან ხიდის მიმაგრების დარღვევა. ძნელია რამის რჩევა, როდესაც მიზეზი უცნობია. თქვენმა სტომატოლოგმა ალბათ იცის თქვენი ღრძილების პრობლემა და ამიტომ ვარაუდობს ასე. თუ ჰიგიენისტთან მაინც მოახერხებთ მისვლას და მხოლოდ გაწმენდას ჩაიტარებთ, შედარებით გამაგრდება კბილები. სხვა რაიმე საშუალება — სავლები, პასტა, მალამო, უბრალოდ არ იქნება ეფექტური. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გირჩევდით აუცილებლად რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან.
Gamarjobat mokled sachmlis chamis dros zshirad migiziandeba ukana grzilebi da qveda ybis kedlebi kbilebi ar mawuxebs ra sheizleba gamovivlo
Gamarjobat. Var 25 wlis mswuxebs kbilebi minda mogmartod rchevistvis ar vimkofebi saqartveloshi 24wlis asakshi acmomivida sazire kbilebi da iseti shegzneba mqonda rom qveda kbilebi wina tiskshi mqonda amis mere wavedi da amovige magram sanam amovigebdi etti kbili gaiwia shegzneba mqonda gaixlichatqo. Amovige es ori sazire kbili magram exla qveda 6wina kbili sul shetyubda qvebic maqvs stomatologebtan davdivar aq da meubnebian anteba argaqvso arada iseti shegzneba maqvs rom kbilebs davkargav daicvita sul tas mirchevt ambdros sheizleba tu ara gawmenda. Da ra prepatati davlio zalian gtxovt damexmaret vpikav imdenad mawuxebs
გაწმენდა რათქმაუნდა ყოველთვის შეიძლება. უფრო მეტიც თქვენს მდგომარეობაში საჭიროა რეგულარულად იტარებდეთ გაწმენდას. მე რამდენადაც ვხვდები თქვენ პირველ რიგში ორთოდონტის კონსულტაცია გჭირდებათ. კბილების არასწორი დგომის დროს ღრძილების პრობლემა ლოგიკურია (ქვები) და მისი მოგვარება კბილების დგომის კორექციის გარშე შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში გაწმენდა უნდა გაიკეთოთ რეგულარულად, რომ შენელდეს მაინც პაროდონტის დაავადების განვითარება. კბილების ცვეთას და არასწორ დგომას კი ორთოდონტიის გარეშე ვერაფრით უშველით.
ალერგიული არ ვარ ფსიქოლოგიურად მეშინია ნემსის და ყველა კბილი რომ მომძვრეს ნემსს მაინც ვერ გავიკეთებ, არანაირი საშუალება არარის რომ ნემსის გარეშე გაკეთდეს???
გამარჯობათ, ვარ 23 წლის და უკვე 6 კბილი მაქვს გაფუჭებული თან პირიდან საშინელი სუნი ამომდის, მინდა რომ 6-ივე კბილი დავიპლომბო მარა ღრძილში ნემსს ვერ ვიკეთებ, თუ არის შესაძლებელი ნარკოზით ან რამით რომ გამიყუჩოთ და ისე გამიკეთოთ??? და რა დამიჯდება დაახლოებით?
რატომ ვერ იკეთებთ გააჩნია.ნარკოზით მგონი არსად მკურნალობენ. თუ ალერგიული ხართ, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ, ეგეც გამოსწორებადია ექიმთან ერთად.
ორი თვეა მაქვს ე.წ.ფლუსი ქვედა ყბაზე.გამიჭრეს,მაგრამ მაინც გამოდის ჩირქიანი ბურთულა.კბილი არ მტკივა,ნერვიანი კარგად დაბჟენილი კბილია,ექიმი ფიქრობს,ღრძილის ბრალიაო.რას იტყვით,ღიირს კბილის გახსნა და ნერვის მოკვლა,მოგვარდება პრობლემა?
სავარაუდოდ, ნერვი უკვე აღარაა ცოცხალი. ეს კლასიკური ვარიანტია, თუმცა სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს. საჭიროა კბილის ვიტალურობის შემოწმება. თუ ცოცხალი არაა, საჭიროა არხის მკურნალობა. მხოლოდ გარედან ჩარევით არაფერი გამოვა.
კბილები უნდა დაიხეხოთ არამარტო ღამე, არამედ დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს. დილით უმჯობესია საუზმის შემდეგ. მინანქარი ბინებრივად ოდნავ გამჭვირვალეა, თუ ნადებით არაა დაფარული. შეიძლება ამის გამო გეჩვენებათ ასე. ნებისმიერ შემთხვევაში გახეხვის გამო კბილები არ ხდება გამჭვირვალე. გამოიყენებთ ფტორი შემცველი კბილის პასტა.
მოგესალმებით.უკვე 3 წელია ღრძილებზე მაქვს მუქი ლაქები,პერიოდულად სისხლდენა,ამიტომ ძალიან რბილი ჯაგრისით ვსარგებლობ.ახლა ლაქები გამიმუქდა და მაწუხებს.თავიდან თამბაქოს ვაბრალებდი მაგრამ როდესაც არ ვეწეოდი მაშინაც მქონდა.გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? გმადლობთ
kbilebi maqvs chasmuli faifuris masalis,vamchnev rom grzilebis sheferiloba icvleba tandatanobit cianozuri xdeba da tu shegizliat mitxrat rogor moviqce?
ეს პრობლემა ხშირია ხელოვნური გვირგვინებისა და ხიდების დროს,როდესაც მათი კიდე ზომაზე ღრმად მდებარეობს ღრძილში. სამწუხაროდ, გამოსავალი მხოლოდ მათი შეცვლაა.
bavshvs aqvs gingiviti da mainteresebs 13 wlistvis sheidzleba tu ara ”elkosi”is kbilis pasta balaxebit sheicavs;sorbitolis glicerins,siliciumis hidrats, tetrakaliumis da natriumis pirofosfats, propilenis glikolis, titanumis dioqsids, natriumis ftorids, bisabololi,gvirilisa da salbis eqstraqts,alantions da natriumis metilparabens,aseve limonmjavas. ugrmesi madloba winaswar
დიახ, შეიძლება. თუმცა მხოლოდ კბილის პასტა არაა საკმარისი. საჭიროა გინგივიტის მკურნალობა, რომ პაროდონტის დაავადებაში არ გადაიზარდოს. ყველაზე ხშირად, სწორედ პუბერტატულ პერიოდში განვითარებული გინგივიტით იწყება პაროდონტის დაავადება.
ეს კბილის პასტა ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა მე მეეჭვება, რომ კბილის პასტა იყოს თქვენთვის გამოსავალი. მრავლობითი კარიესის მიზეზი სეიძლება იყოს: 1. კალციუმის დეფიციტი, 2. ფტორის დეფიციტი, 3. არასაკმარისი ჰიგიენა. უნდა გაკონტროლდეს თითოეული მიზეზი. გაიკეთეთ კალციუმზე ან თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ (თმების ცვენა, ალერგიული გამოვლინებები, ფრჩხილების მტვრევა) ჯობია ჯერ ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე. გამოიყენეთ ფტორირებული კბილის პასტა და სავლები (ის პასტა, რაც თქვენ მკითხეთ არაა ფტორირებული). გაიწმინდეთ კბილები 4-5 თვეში ერთხელ. აუცილებლად იხმარეთ ფლოსი. გაიხეხეთ კბილები სწორად (შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე) მინიმუმ დღეში 2ჯერ. საკვების მიღების შემდეგ დღის განმავლობაში გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, თუ გახეხვას ვერ ახერხებთ. ეს ყველაფერი მინიმუმამდე დაიყვანს ნადების წარმოგმნას, რაც არის კიდეც კარიესის მიზეზი.
Gamarjobat, avariis shedegad travma mivige wina 2 kbilebze ori wlis win da momeryaagram shevinarchune dzala ar damitanebia es ori weli,axla daviwye gamoyeneba da tkivilic damewyo da titqos aramyarad maqvs, gtxovt mirchiet sad mivide ro ar davkargo da mivakitxo. Winaswar ugrmesi madloba.
პირველ რიგში საჭიროა სურათის გადაღება. ასეთი ტრავმის შემთხვევაში ხშირია ფესვის მოტეხილობა, რაც დროთა განმავლობაში ფესვის ირგვლივ ძვალში ქრონიკული ანთებითი პროცესსის განვითარებას იწვევს. ეს გამოჩნდება რენტგენზე. ფესვის მოტეხილობის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსასურველი, ძირითადად კბილის ექსტრაქციაა საჭირო. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას. რაც მეტი დრო გავა, მით მეტი ძვლოვანი ქსოვილი დაიშლება კბილის ირგვლივ და ექსტრაქციის შემდეგ ძვლის და ღრძილის დეფორმაციას მიიღებთ, რაც მნიშვნელოვანი ესთეტიკური პრობლემაა. თუ რენტგენზე და გასინჯვით მოტეხილობა არ გამოვლინდა, მოხდება არხის მკურნალობა და კბილების შინირება, თუ მორყევა ისევ არის.

სავარაუდოდ სინუსების (ჰაიმორის და შუბლის წიაღი) პრობლემა უნდა იყოს და მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.

gamarjobat mtkiva grdzilebi rodesac vwam da isec. saxlis pirobebshi minda mkurnaloba da ra unda gavaketo rom agar amtkivdes an ra wavisva?
სახლის პირობებში შეუძლებელია პაროდონტის (ღრძილების) დაავადების მკურნალობა. მითუმეტეს ასეთ მწვავე ფაზაში, როცა ტკივილს გრძნობთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-პაროდონტოლოგს.
gamarjobat,vikavi ekimtan makvs xrdzilebis anteba dzalian mtkiva da gacitlebuli makvs daminishnes malamo heparini shig shereuli trixopoli da flaproksi 3 dxea vikiteb magram shedegi araakvs ra gavaketo axar vici
მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს. ასეთი მკურნალობა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ გაუმართელლებელია.
პაროდონტოლოგი შეგიძლიათ იპოვოთ ამ საიტზე http://www.parodontolo.ge
Maqvs grdzilebis anteba momdis sisxli kbilebis gamoxexvis dros aseve rodesac rame magarsvcham qveda kbili shemeguna da saxlis pirobebshi rogor vumkurnalo?
სისხლის დენა გახეხვისას და მაგარი საკვების მიღებისას კლასიკური სიმპტომებია პაროდონტის დაავადების. სახლის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია და შინაური საშუალებების გამოყენება მხოლოდ ხელს შეუწყობს დაავადების პროგრესირებას.
Kbilis budidan grdzili nel nela magla iwevs risi bralia.maglita kbis me4 kbilis grdilma magla aieia .titkos budeshi kbili rom ijda da grdzili faravda.exla magla aiwia da titkos patara tkivilsac vrdznib.risi bralia?? Kalzis nakleboba icvevs am proces??0
ასეთი ვარიანტებია შესაძლებელი: 1. კბილმა რეალურად ამოიწია კბილებუდიდან. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ა) მისი საპირისპირო კბილი ქვედა ყბაზე ამოღებული გაქვთ. როდესაც კბილი კონტაქტში არაა მოპირდაპირე კბილთან და არ აქვს დატვირთვა ღეჭვის დროს, შეიძლება ამოიწიოს და დაგრძელდეს. ბ) თუ გაქვთ პაროდონტის დაავადება. ამ დროს კბილების მორყევა და გადანაცვლება ხდება. 2. კბილი რეალურად იგივე დონეზეა, მაგრამ ღრძილის კიდე აიწია. ამას ღრძილის რეცესია ეწოდება და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს კბილის ფესვის ნაწილის გაშიშვლების გამო ხშირია კბილის მგრძნობელობის მომატება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. კალციუმის დეფიციტი პირდაპირ არ იწვევს ამ მდგომარეობას, მაგრამ კალციუმის დეფიციტი შეიძლება კავშირში იყოს მდგომარეობასთან, რომელიც იწვევს ძვლის განლევას ფესვის გარშემო და ღრძილის რეცესიის განვითარებას.
Ram sheidzleba gamoicvios usiamovno suni piris grushi ? Kbilebis gamoxexvisas sisxlic momdis.
გთხოვთ გადახედოთ ამ სტატიას. https://kbilebi.com/2012/10/17/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98/
Gamarjobat,maqvs dzalian susti kbilebi garegnulad kargad gamoiyurebian magram dzalian xshirad mifuchdeba kbilebi da sul viplombav.yoveldge 2jer vixexav,kargad vikvebebi bevr rdzis produqts,tevzeuls,xorceuls,xils da bostneuls vcham da risi brali sheidzleba iyos? Aris rame metodi ritic kbilebi sheidzleba gavidzliero?
ხშირი კარიესების მიზეზი ყველაზე ხშირად ნადებია. შესაძლოა დღეში 2ჯერ იხეხავთ მაგრამ არასწორად, გარდა ამისა ფლოსის გამოყენებაც საჭიროა. თუ ეს გარემოებები ნორმაშია, არსებობს საშუალება კბილის მინანქრის გასამაგრებლად — Tooth Mousse.
Gamarjobat ukana sibdznis kbili makvs chatexili zemit agaraperia darchenili da nuna izrdeba da epareba aris tu ara sashishi?
დაშლილი კბილი და დარჩენილი ფესვი ყოველთვის საშიშია. აუცილებლად უნდა ამოიღოთ.
Gamarjoba.stomatologma mitxra rom grdzilebis anteba mqonda da 5 nemsi gamiketa , shveba vigrdzeni,qvebisgan gawminda ,tumca ukana kbiltan shignita mxridan grdzilze vgrdznobdi patara tkivils,shemdgom ucbad gasivda da mivmarte sxva stomatologs ,romelmac malamoebi,savlebebo da antibiotiki gamomiwera,periodulad grdzilebE sxva da sxva adgilze misivdeba da mtkivdeba,mere qreba da sxva adgilze mtkivdeba,eqimma mitxra,rom kursis damtavrebamde anu 10 dgis hanmavlobashi es logokuria da shesadzlebelia ufro meti dgec daswirdeso,es yvelaferi martlac ase xdeba? Da grdzilebis anteba gankurnebadia?
თქვენს მიერ აღნიშნული მკურნალობის მეთოდები არაეფექტურია და თუ შედეგი ექნება ეს მხოლოდ დროებითი იქნება. ღრძილების დაავადების შეჩერება შეიძლება, თუ მუდმივად მოუვლით სპეციალური რეჟიმით, რომელსაც ექიმი-პაროდონტოლოგი შეგირჩევთ, სწორ მკურნალობასთან ერთად რათქმაუნდა. მიმართეთ პაროდონტოლოგს თეა ნაცვლიშვილს კლინიკა “ზიბექსში”.
var orsuli,mexute tveshi,gamexvrita 3 kbili,wamlebi ar sheidzlebao mitxres da sheidzleba tu ara nervis mmokvla?sashinel dgeshi var.rame mirchiet.
თუ ორსულობა ნორმალურად მიდის შუა ტრიმესტრში ადრენალინიანი ანესთეზიაც შეიძლება, თუარადა უადრენალინო. ბოლოსდაბოლოს შეიძლება დარიშხანოვანი პასტით ან მისი შემცვლელით ნერვის მოკვლა. მართალია რენტგენი არ შეიძლება და ამის გამო მკურნალობას ვერ დაასრულებთ, მაგრამ ტკივილი მოგეხსნებათ და დროებითი ბჟენი გაკეთდება. ორსულობის მერე კი დაასრულებთ მკურნალობას.
ramdenjer icvleba zemota ori kbili? mtavari
მხოლოდ ერთხელ.
gamarjobat! mokled dilit chudi gemo, suni da moyvitalo nerwyvi mitxarit ra vqna?
ნერწვის მოყვითალო შეფერილობა შეიძლება იყოს ღრძილების მდგომარეობასთან დამოკიდებული, თუ ღრძილებიდან სისხლი ნერწყვს ერევა. ან სანერწყვე ჯირკვლევების დაავადების ბრალი, თუ ჩირქი გამოიყოფა ნერწყვთან ერთად. უნდა მიხვიდეთ ექიმთან, დაათვალიერებს და დაგინიშნავთ გამოკვლევებს თუ საჭიროა.
Gamarjobat, saertod ar maqvs janmrteli kbilebi (mgoni genetikuria ) 21 wlis asakshi ukve zemot mtlianad keramika maqvs gadakruli da qvemotac marto 4-5 kbili maqvs qvemot chemi, imis gamo rom sazgvargaret vimyopebi da aq stomatologi dzviri siamovnebaa ver mivdivar eqimtan arada ashkarad vatyob rom meryeva zemota mtliani xidi da lamis shishit vegar vchamo chemi eqimi saqartvelodan meubneba grdzilebis braliao da ras mirchevdit rogor movuaro erti ori tvec rom ar momdzvres es mtliani xidi da ramdenad unda meshinodes imis gamo rom modzraobs
მორყევის მიზეზი შეიძლება იყოს პაროდონტის დაავადება, როდესაც თავად საყდენი კბილები ირყევა, ან საყრდენი კბილის/კბილების მოტეხვა, ან ხიდის მიმაგრების დარღვევა. ძნელია რამის რჩევა, როდესაც მიზეზი უცნობია. თქვენმა სტომატოლოგმა ალბათ იცის თქვენი ღრძილების პრობლემა და ამიტომ ვარაუდობს ასე. თუ ჰიგიენისტთან მაინც მოახერხებთ მისვლას და მხოლოდ გაწმენდას ჩაიტარებთ, შედარებით გამაგრდება კბილები. სხვა რაიმე საშუალება — სავლები, პასტა, მალამო, უბრალოდ არ იქნება ეფექტური. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გირჩევდით აუცილებლად რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ პაროდონტოლოგთან.
Gamarjobat mokled sachmlis chamis dros zshirad migiziandeba ukana grzilebi da qveda ybis kedlebi kbilebi ar mawuxebs ra sheizleba gamovivlo
ასე თქმა ძნელია, თუ რა არის მიზეზი. ამის გარეშე კი რაიმე მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია. აჯობებს მიმართოთ ექიმს.
გამარჯობათ. მაინტერესებს მორყეული კბილის სჰველა თუ შეიძლება?
გააჩნია მორყევის ხარისხს და მიზეზს.
Gamarjobat. Var 25 wlis mswuxebs kbilebi minda mogmartod rchevistvis ar vimkofebi saqartveloshi 24wlis asakshi acmomivida sazire kbilebi da iseti shegzneba mqonda rom qveda kbilebi wina tiskshi mqonda amis mere wavedi da amovige magram sanam amovigebdi etti kbili gaiwia shegzneba mqonda gaixlichatqo. Amovige es ori sazire kbili magram exla qveda 6wina kbili sul shetyubda qvebic maqvs stomatologebtan davdivar aq da meubnebian anteba argaqvso arada iseti shegzneba maqvs rom kbilebs davkargav daicvita sul tas mirchevt ambdros sheizleba tu ara gawmenda. Da ra prepatati davlio zalian gtxovt damexmaret vpikav imdenad mawuxebs
გაწმენდა რათქმაუნდა ყოველთვის შეიძლება. უფრო მეტიც თქვენს მდგომარეობაში საჭიროა რეგულარულად იტარებდეთ გაწმენდას. მე რამდენადაც ვხვდები თქვენ პირველ რიგში ორთოდონტის კონსულტაცია გჭირდებათ. კბილების არასწორი დგომის დროს ღრძილების პრობლემა ლოგიკურია (ქვები) და მისი მოგვარება კბილების დგომის კორექციის გარშე შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში გაწმენდა უნდა გაიკეთოთ რეგულარულად, რომ შენელდეს მაინც პაროდონტის დაავადების განვითარება. კბილების ცვეთას და არასწორ დგომას კი ორთოდონტიის გარეშე ვერაფრით უშველით.
Gamarjobat. Sad ketdeba piris grus nacxis analizi?
ბაქტერიოფაგშიც კეთდება და ლიმბახშიც, მაგრამ ამ უკანასკნელს გირჩევთ.
ალერგიული არ ვარ ფსიქოლოგიურად მეშინია ნემსის და ყველა კბილი რომ მომძვრეს ნემსს მაინც ვერ გავიკეთებ, არანაირი საშუალება არარის რომ ნემსის გარეშე გაკეთდეს???
აქ ნახეთ https://www.facebook.com/pages/DENTOCLUB/252336481540129?fref=ts
გამარჯობათ, ვარ 23 წლის და უკვე 6 კბილი მაქვს გაფუჭებული თან პირიდან საშინელი სუნი ამომდის, მინდა რომ 6-ივე კბილი დავიპლომბო მარა ღრძილში ნემსს ვერ ვიკეთებ, თუ არის შესაძლებელი ნარკოზით ან რამით რომ გამიყუჩოთ და ისე გამიკეთოთ??? და რა დამიჯდება დაახლოებით?
რატომ ვერ იკეთებთ გააჩნია.ნარკოზით მგონი არსად მკურნალობენ. თუ ალერგიული ხართ, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ, ეგეც გამოსწორებადია ექიმთან ერთად.
ორი თვეა მაქვს ე.წ.ფლუსი ქვედა ყბაზე.გამიჭრეს,მაგრამ მაინც გამოდის ჩირქიანი ბურთულა.კბილი არ მტკივა,ნერვიანი კარგად დაბჟენილი კბილია,ექიმი ფიქრობს,ღრძილის ბრალიაო.რას იტყვით,ღიირს კბილის გახსნა და ნერვის მოკვლა,მოგვარდება პრობლემა?
სავარაუდოდ, ნერვი უკვე აღარაა ცოცხალი. ეს კლასიკური ვარიანტია, თუმცა სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს. საჭიროა კბილის ვიტალურობის შემოწმება. თუ ცოცხალი არაა, საჭიროა არხის მკურნალობა. მხოლოდ გარედან ჩარევით არაფერი გამოვა.
gamarjobat esegi kbilebze maqvs probleba vixexav game da kbilebs vatkob gamchvirvale xdeba anu uperuldeba da ra kbilis pastas mirchevt
კბილები უნდა დაიხეხოთ არამარტო ღამე, არამედ დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს. დილით უმჯობესია საუზმის შემდეგ. მინანქარი ბინებრივად ოდნავ გამჭვირვალეა, თუ ნადებით არაა დაფარული. შეიძლება ამის გამო გეჩვენებათ ასე. ნებისმიერ შემთხვევაში გახეხვის გამო კბილები არ ხდება გამჭვირვალე. გამოიყენებთ ფტორი შემცველი კბილის პასტა.
მოგესალმებით.უკვე 3 წელია ღრძილებზე მაქვს მუქი ლაქები,პერიოდულად სისხლდენა,ამიტომ ძალიან რბილი ჯაგრისით ვსარგებლობ.ახლა ლაქები გამიმუქდა და მაწუხებს.თავიდან თამბაქოს ვაბრალებდი მაგრამ როდესაც არ ვეწეოდი მაშინაც მქონდა.გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? გმადლობთ
დააკონკრეტეთ თუ შეიძლება, სისხლდება ლაქებიდანაა თუ ზოგადად ღრძილებიდან და როგორ გაწუხებთ, რაში გამოიხატება.
kbilebi maqvs chasmuli faifuris masalis,vamchnev rom grzilebis sheferiloba icvleba tandatanobit cianozuri xdeba da tu shegizliat mitxrat rogor moviqce?
ეს პრობლემა ხშირია ხელოვნური გვირგვინებისა და ხიდების დროს,როდესაც მათი კიდე ზომაზე ღრმად მდებარეობს ღრძილში. სამწუხაროდ, გამოსავალი მხოლოდ მათი შეცვლაა.
bavshvs aqvs gingiviti da mainteresebs 13 wlistvis sheidzleba tu ara ”elkosi”is kbilis pasta balaxebit sheicavs;sorbitolis glicerins,siliciumis hidrats, tetrakaliumis da natriumis pirofosfats, propilenis glikolis, titanumis dioqsids, natriumis ftorids, bisabololi,gvirilisa da salbis eqstraqts,alantions da natriumis metilparabens,aseve limonmjavas. ugrmesi madloba winaswar
დიახ, შეიძლება. თუმცა მხოლოდ კბილის პასტა არაა საკმარისი. საჭიროა გინგივიტის მკურნალობა, რომ პაროდონტის დაავადებაში არ გადაიზარდოს. ყველაზე ხშირად, სწორედ პუბერტატულ პერიოდში განვითარებული გინგივიტით იწყება პაროდონტის დაავადება.
მაინტერესებს ყველაფერი ელექტროფორეზის შესახებ.
თუ კონკრეტულად მკითხავთ რა გაინტერესებთ, შევეცდები გიპასუხით. სრული ინფორმაციისთვის უმჯობესია გუგლი გამოიყენოთ.
var 23 wlis da sadgac 20 kbili maqvs ukve dabjenili, maqvs susti emali.
ეს კბილის პასტა ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა მე მეეჭვება, რომ კბილის პასტა იყოს თქვენთვის გამოსავალი. მრავლობითი კარიესის მიზეზი სეიძლება იყოს: 1. კალციუმის დეფიციტი, 2. ფტორის დეფიციტი, 3. არასაკმარისი ჰიგიენა. უნდა გაკონტროლდეს თითოეული მიზეზი. გაიკეთეთ კალციუმზე ან თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ (თმების ცვენა, ალერგიული გამოვლინებები, ფრჩხილების მტვრევა) ჯობია ჯერ ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე. გამოიყენეთ ფტორირებული კბილის პასტა და სავლები (ის პასტა, რაც თქვენ მკითხეთ არაა ფტორირებული). გაიწმინდეთ კბილები 4-5 თვეში ერთხელ. აუცილებლად იხმარეთ ფლოსი. გაიხეხეთ კბილები სწორად (შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე) მინიმუმ დღეში 2ჯერ. საკვების მიღების შემდეგ დღის განმავლობაში გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, თუ გახეხვას ვერ ახერხებთ. ეს ყველაფერი მინიმუმამდე დაიყვანს ნადების წარმოგმნას, რაც არის კიდეც კარიესის მიზეზი.
gamarjoba, mainteresebs am produkttan ramdenad gqonia shexeba da mirchevdi tu ara gamokenebas. Maqvs susti kbilebi,
Dr. Collins Restore Toothpaste
http://www.amazon.com/Dr-Collins-Restore-Toothpaste-Pack/dp/B00178WRRS/ref=cm_rdp_product
გამარჯობა. დააკონკრეტეთ თუ შეიძლება “სუსტი კბილები” რაში გამოიხატება. ასეთი ტერმინი არ არსებობს სტომატოლოგიაში.
gamarjobat. ram sheidleba gamoiwvios enaze tetri nadebi?amave dros usiamovno suni?
გირჩევდით წაიკითხოთ თემა ჰალითოზზე ჩემს ბლოგზე : https://kbilebi.wordpress.com/tag/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98/