კბილის ამოღება და მისი გართულებები

607 thoughts on “კბილის ამოღება და მისი გართულებები

    1. თუ ამოღება რთული იყო, შეიძლება გქონდეთ ტკივილი და შეშუპება რამდენიმე დღე. მთავარია ზუსტად შეასრულოთ ექიმის დანიშნულება.

  1. გამარჯობათ, ხუთი დგის წინ ზედა 6ე კბილი ამოვიღე, სისხლი რამოდენიმე საათი მომდიოდა, დღემდე ტკივილები მაქვს ყბის მხარეზე, ყბაზე ხელს რომ ვიდებ მაგ შემთხვევაშიც მტკივა და როგორ ფიქრობთ რამე ხომ არ მაქვს დარჩენილი? ან ეს ტკივილები ნორმალურია? სულ გამაყუჩებელს ვსვავ, რენტდგენი არ გადამიგია

    1. რენტგენი უნდა გადაიღოთ, რომ გაირკვეს ხომ არაა კბილის ნაწილი დარჩენილი.
      როდესაც სისხლდენა დიდხანს გრძელდება, ხშირია ჭრილობის დაინფიცირება. აჯობებს მიმართოთ ექიმს, რომ დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი და დაამუშაოს კბილბუდე თუ საჭიროა.

  2. gamarjoba, 1 kviris ukan amovige me6 kbili kveda kbaze, erti fesvi nawil nawil amomigo ekimma, problemuri iko zogadad kbili, dgemde tkivilebis xangrdzliovba iklo, tumca sagamoobit bolo ori dgea mimeordeba, sheshiebuli kba titkmis agar makvs, shexorcebac midis, ra sheidzleba ikos am tkivilebis mizezi? rendgeni im dgesve gadavige da araferia darchenili

    1. სავარაუდოდ მიზეზი რთული ექსტრაქციაა. ამ დროს პოსტოპერაციული პერიოდი უფრო რთულად მიდის. მთავარია რომ ტკივილმა იკლო. იმედია მალე აღარ შეგაწუხებთ.

      1. მეც მეექვსე ამოვიღე ყბა მანამდეც გასიებული მქონდა და ეხლაც მაქვს დაახლოებით 3 დღისწინ ამოვიღე ექიმმა რაღაცეები დამიშნა და მითხრა გაივლის შესიებაო და მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ?

      2. დაიცავით ექიმის დანიშნულება. შესიება ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება. თუ მოიმატებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  3. გამარჯობა.17 წლის გოგონას აქვს ვიწრო ყბა და 8 ანუ სიბრძნის კბილები ჯერ არ ამოსვლია.ექიმმა გვითხრა,რომ თუ ამოვა სხვა კბილებს ამოკრის და გვირჩია ამოგება.მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი რა დაჯდება 1 კბილის ოპერაცია?

    1. ფასებს მე ვერ გეტვით, კლინიკებში უნდა იკითხოთ. ზოგადად, როცა მერვე კბილი ჩანასახის მდგომარეობაშია ანუ ჯერ არ ამოჭრილია, ოპერაცია ტექნიკურად უფრო რთულია და მეტიც ღირს, ვიდგე კბილის ამოღება.

  4. ერთი დღის წინ ამოვიღე კბილი, საკმაიდ პრობლემატური იყო დაახლოებით 1 საათი ცდილობდნენ ჩატეხილი ფესვის ამოღებას. ამოღებიდან რამდენიმე საათში გამისივდა ღრძილი ამოღებული კბილის და მის მეზობელ მიდამოში. რაღაც თეთრი მასის სახითაა სიმსივნე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რამე საშიში ხომ არ არის?

    1. უნდა აჩვენოთ ექიმს. შეშუპება თავისთავად საგანგაშო არ არის გართულებული ამოღების მერე. მაგრამ თუ ჩირქია, აუცილებელია დრენაჟი.

  5. მოგესალმებით, ორიოდე კვირის წინ ამოვიღე ქვედა მარცხენა მხარეს ბოლო ორი კბილი (უფრო სწორად 15 წლის ჩატეხილი ფესვი) ერთ ფესვზე იყო კისტის წანაზარდი. შეხორცება ჩვეულებრივად წავიდა და არც ტკივილი არ მაწუხებდა 3 დგეა რაღაც რბილი იყო ღრძილის ზედაპირი, ექიმთან რომ მივედი მითრა ეს წანაზარდია, კეთილთვისებიანი სიმსივნეა დაბლა ჩირქი გაიკეთაო, პინცეტით გახეთქა და სისხლი და ჩირქი გამოუშვა, დანარჩენი გაფუჯებული კბილების უნდა ამოიღოო და მარილიანი სავლები დამინიშნა მხოლოდ. მაინტერესებს რამდენად საშიშია, ან საერთოდ ასე მარტივად ხდება დადგენა იმის რომ ეს წანაზარდი კეთილთვისებიანი სიმსივნეა თუ არა და ვის შეიძლება რომ მივმართო. ტკივილი არა მაქვს.

    1. მიჭირს რამე გიპასუხოთ. ახალწარმონაქმნების შემთხვევაში საჭიროა ბიოფსია და ჰისტოლოგიური ანალიზი დიაგნოზისთვის. ამის მიხედვით კი მკურნალობის მეთოდის შერჩევა. პირველ რიგში კი სურათი უნდა გადაგეღოთ თუ არ გადაგიღიათ, რომ კბილბუდის მდგომარეობა გაირკვეს, ხომ არაა ჩირქის მიზეზი კბილის დარჩენილი ფრაგმენტი. ჩემი აზრით სხვა ქირურგს უნდა მიმართოთ.

  6. mogesalmebit daaxloebit 3 tvis win amovige operaciuli charevit sibrznis kbili radgan awveboda 7 kbils dazolil mdgomareobashi.gaketebidan 2 kviris shemdeg damichirqda mivakitxe eqims tavidan gachres da gaasuftaves isev gavida 2 kvida da isev shemisivda amavdroulad 7 kbili romelsac es sibrznis kbili awveboda wavida anteba magram sanam es naoperaciebi ar shexorcdeba manamde ver viketeb ra gavaketo???iqneb mirchiot.eset mdgomareobashi sheizleba kbilis arxebis axsna da mkurnaloba??

    1. თუ პირის გაღება არ გიჭირთ ოპერაციის გამო, მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. ბუნებრივია ექიმი მოერიდება ჭრილობას. მე-7 კბილზე შეიძლება ისე ჩატარდეს მანიპულაცია რომ ჭრილობა არ დაზიანდეს.

  7. Zeda marjvena kbildan shignit mxridan ogond kbiltan axlos ara ufro magla gamomivida ragac chirqgrovasavit, dges shevamchnie galurjebulia, ra sheizleba iyos? Enas rom vacher kbilshi yrut vgrznob tkivils. Sheizleba chirqi iyos da ase kbiltan moshorebit gamovides?

    1. კი, შეიძლება. სავარაუდოდ ფისტულა გაქვთ. საჭიროა რენტგენის გადაღება, მიზეზობრივი კბილის განსაზღვრა, არხის მკურნალობა და შემდეგ ბჟენი ან რესტავრაცია, სიტუაციის მიხედვით.

  8. გამარჯობა 12 წლის ვარ მტკივა სარძევე კბილი ბოლომდე ამოვაგდე ბუდიდან მაგრამ ვერ ვიღებ რადგან მიხორცებულია და რა უნდა მოვიმოქმედო?

  9. მოგესლმებით გუშინ ამოვიღე ზედა მე-6 კბილი.. სისხლდენა არაფრით გამიჩერდა 7 საათის განმავლობაში, ექიმთან რომ მივედი დამიმუშავა, ტამპონი ჩამიდო და გამომიშვა… ამ ეტაპზე სისხლდენა აღარ მაქვს,მაგრამ დამრჩა დიდი ჭრილობა და მაინტერესებს ნაკერის დადება თუა აუცილებელი..

    1. ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მდგომარეობის მიხედვით. თუ ტკივილი დაგეწყებათ, განსაკუთრებით 2-3 დღის შემდგე, აუცილებლად მიმართეთ ისევ ექიმს. მანამდე კი ზუსტად შეასრულეთ მისი რეკომენდაციები.

    1. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ვინც ამოგიღოთ. შესაძლოა ანტიბიოტიკი გჭირდებათ და ანტისეპტიკური სავლები. ასეთ შემთხვევაში რჩევებს ნუ დაუჯერებთ და შეასრულეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულება.

  10. Gamarjoba! Marcxena mxares amovige orive sibrdznis kbili , vinmem Tu icit ramdeni xani grdzeldeba tkivili da rodis shemedzleba noemalurad chama , ogond pasuxi momweret gadaige redgeni da eqims mimarteo rom weria yvela mesijshi eg usedac vici

    1. ტკვილი ინდივიდუალურია და ამასთანავე დამოკიდებულია რამდენად ტრავმული იყო ამოღება. ამიტომ იმ ინფორმაციით, რასაც წერთ ვერავინ გეტვით ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდება. ეს იგულისხმება, როცა ექსტარცია სწორადაა ჩატარებული, რაიმე გართულება არაა და დანიშნულებას სწორად ასრულებთ. პრობლემის გამოსარიცხად იგივეს გეტყვით —- მიდით ექიმთან, სურათს თვითონ გადაგაღებინებთ თუ საჭიროა.

  11. Gamarjoba, erti kviris cin amovige kveda me_6 kbili, mesame dgidam momemata tkivilebi, mivedi ekimtan da sisxlis kolti amogivardao. Anesteziis kvesh aclidan damimushava, kidev 2 dgis mere mivedi da kolti ar ginarchundebao, rac shexorcebas ushlis xels, camali chamido da chriloba amoavso tamponit. 4dgeshi damibara da xelovnurad unda shevaxorcoto. Mainteresebs ra icvevs koltis dashlas.

    1. ასეთ პრობლემას ვაწყდებით იმ პაციენტებთან, ვისაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვთ. ეს შეიძლება იყოს გამოწვვეული რაიმე პათოლოგიით ან მედიკამენტოზურად, როდესაც ანტიკოაგულანტებს იღებენ. თუმცა მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თავიდანვე არასრულფასოვანი კოლტის ჩამოყალიბება კბილბუდეში კბილის ამოღებს შემდეგ, ასევე ჭრილობის არასწორი მოვლა, რაც სისხლდენას იწვევს. მაგალითად, პაციენტები ზოგჯერ ცდილობენ გამოისუფთაონ კბილბუდე, რის შედეგადაც კოლტი ზიანდება. იგივე ხდება გახეხვის დროსაც. სისხლდენას იწვევს ცხელი სასმელი ან საჭმელი, ცხელი სათბური ან სავლები. ასევე მოწევის დროს სიგარეტის კვალის მაღალი ტემპერატურა პირის ღრუში და ნაპასის დროს შექმნილი უარყოფითი წნევა. ყველა ამ ფაქტორს უნდა მოერიდოთ 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ სისხლის შედედების პრობლემა არსებობს.

  12. gamarjobat kbili amomdioda da chamichres dzaan gamawama da . antibiotiki daminishnes 5 dge . mainteresebs moweva tu sheidzleba sigaretis nu chriloba rom maqvs … 2 saatis mere

    1. კი, შეიძლება. სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ზოგადად მოწევა ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას პირის ღრუში.

  13. Gamarjobat 1 welze metia rac meshvide kbili unda dameploba gaasuftava eqimma wamali chamido da mis mere agar mivsulvar eqimtan wamal chadebuli damrchaere ramodenime xnis shemdeg wamali amomivarda da giat iyo kbili shemdeg mkonda dzalian cudi suni mainc ver mivedi eqimtan shemdeg ramodenime tvis shemdeg chavisvi droebitj plombi da 5 dgis shemdeg dzalian amtkivda da amovigde mainc ar gamiyuchda shemdeg mivedi eqimtan da antibiotiki gamomiwera da gamisivda mtliani yba magram gamiyuchda exla es kbili mekaneba da kbils shoris amomivida xorcmeti tu ragac ar vici meshinia eqimtan misvla kbili mekaneba da ybac misivdeba ras mishvelit eqimtan rom ar mivode chemit tu gadavchri ar problemas

    1. თვენით ხომ ვერ იმკურნალობეთ არხებს? ექიმთან უნდა მიხვიდეთ რათქმაუნდა. და რაც შეიძლება მალე.

  14. გამარჯობათ, ორი თვის წინ ამოვიღე მარცხენა ზედა ყბის სიბრძნის კბილი დღემდე არ მაქვს ბოლომდე შეხორცებული და მაქვს წვა რას შეიძლება გამოეწვია ეს? ექიმთან ვიყავი ალვეოვიტი გაქვსო თუმცა არ გამიარა წვამ მერე ყბა-სახის ქირურგთანაც ვიყაი და არაპერი გჩირსო და ვერ გავიგე რატომ არ მივლი~ს და არ მიხორცდება…თან ძალიან ოდნავ შეშუპება მაქვს ქტიურად ამოღების დღიდან არც იმატებს და არც ცხრება… რამე მირჩიეთ ვის მივმართო?

    1. თუ ალვეოლიტი გაქვთ აუცილებელია მკურნალობა, ქირურგიულად და ანტიბიოტიკებით. შეშუპება და ტკივილი ნორმალური არაა ამოღებიდან 2 თვის განმავლობაში. მიმართეთ ექიმს ვინც სერიოზულად მიუდგება საკითხს. გირჩევდით მამუკა გოგიბერიძეს “დენტეფექტში”.

  15. gamarjobat amovige sagechi kbili qveda amogebis mere tkiva gba odav shesiebulze amomiges jer ki vimkurnale shesiebulze cota iyo darchenili is eamomiges mtkiva 2 dgea mteli yba gasieba ar maq sashishia?:(

    1. ექიმის დანიშნულებას თუ სწორად ასრულებთ საშიში არ უნდა იყოს. ტკივილის მატების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, თუნდაც შესიება არ გქონდეთ.

  16. გამარჯობათ, ამოსაღები მაქვს ზედა მეშვიდე (ბოლო) კბილი. სავარაიდოთ თავის დროზე არ ამოღებულმა ამ კბილმა , გამოიწვია ის რომ გაციების მერე უკვე ერთი თვეა მაქვს გამონადენი ცხვრიდან(მხოლოდ იმ ნესტოდან რა მხარესაც არის კბილი) და შეგრძნებებით ვხვდები რომ სწორედ ამ კბილთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ჰაიმორიტს გავს ჩემი სიმპტომები უბრალოდ თავის ტკივილები არც მაქვს და არც მქონია, უბრლოდ მაქვს გამონადენი სპეციფიკური სუნით. მაინტერესებს ამ დროს აღნიშნული კბილის ამოღება შეიძლება? თუ ჯერ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მკურნალობა და მხოლოდ ამის მერე კბილის ამოღება? ანუ რამე გართულებას ხო არ ექნება ადგილი მე რომ ახლა ეს კბილი ამოვიღო. დიდი მადლობა წინასწარ.

    1. დიახ, სიმპტომები ჰაიმორიტს ჰგავს. პირველ რიგში საჭიროა ჰაიმორიტთან დაკავშირებით ექიმის კონსულტაცია. რენტგენოგრამაზე განოჩნდება ჰაიმორიც და კბილის მდგომარეობაც. არაა გამოირიცხული სხვა კბილიც იყოს პრობლემატური.ამის შემდეგ დაიგეგმება რა სახის მკურნალობაა ჩასატარებელი ჰაიმორის ღრუზე, ასევე კბილების ბედიც გაირკვევა.

  17. 1Tvis win chemma dam romelic 7 wlis aris amoigo wina kbili da esdgeebia amogebuli kbilis adgilas nuni mtlianad shavi aqvs da xom ver metyvit risi bralia?

    1. ჩვეულებრივად ერყეოდა, როგორც კბილების მოცვლისას ხდება? შეიძლება იყოს მუდმივი კბილის ამოჭრასთან დაკავშირებული კისტამ რაც ართულებს ამოჭრას. საშიში არაფერია, უბრალოდ საჭიროა აჩვენოთ ქირურგს.

    1. ჩირქი ნორმალური არ არის, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ ჩირქია? ამოღებიდან მეორე-მესამე დრეს ჭრილობაზე ჩნდება თეთრი ფიბრინული ნადები, რომელიც შეხორცების ბუნებრივ პროცესზე მეტყველებს. მისი მოშორება არ შეიძლება. თუ ჩირქოვან გამონადენს გულისხმობთ ჭრილობიდან, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  18. სალამი, გთხოვთ მიპასუხოთ:
    2 კვირის წინ ამოვიღე მეექვსე კბილი (დაბლა), ერთი ათი წუთი წვალობდნენ და ძლივს ამომიღეს, მითხრეს, რომ ფესვი იყო დიდიო, სადღაც 2-3 დღე მტკიოდა და მერე შემიხორცდა, ეხლა აღარ მტკივა, მაგრამ უშველებელი ღრმული მაქვს დარჩენილი და საშინელი შესახედია – შუაში შავად არის, გვერდებზე თეთრად 😦
    რას მირჩევთ აუცილებელია ყბა-სახის ქირურგს ვაჩვენო, თუ რადგან არ მტკივა პრობლემა არ არის?

    1. თუ არ გაწუხებთ, საშიში არაფერია. შეივსება დროთა განმავლობაში. ნუ შეეცდებით ამოისუფთავოთ. მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ თუნდაც მხოლოდ წყალი.

  19. kbilis zemot grdzilze ragac gamonazardivit gamichnda magram aris gamagrebuli da chirqi araa da ra unda iyis an rogor movishoro?

    1. სხვადასხვა რამ შეიძება იყოს. უნდა აჩვენოთ ექიმს. რას არ უნდა იყოს ნუ შეეცდებით თქვენ თვითონ მოშორებას.

  20. Maqvs kbili gadakruli da exla rom mozvra mis pesvshi ganvitarda chirqi da amosagebia meeqvse kbili kba damisivda odnav da titis dajerit mtkiva amogebis meshinia

    1. უმეტეს შემთხვევაში კი, თუ დროზე მიმართავთ ექიმს.

  21. Erti.kviraa mtkiva sibrdsnis kbili.naxevrad amosulia da naxevarze grdzilia gadakruli da shesiebulia…aucilebelia tu ara amogeba? da ramdenad sashishia?

    1. ალბათ სიბრძნის კბილს გულისხმობთ. საჭიროა ღძილის მოკვეთა, რათა გვირგვინი გათავისუფლდეს. თუ კბილი არასწორ პოზიციაშია, ასეთ შემთხვევაში ამოღებაა საჭირო. ეს რენტგენზე გამოჩნდება.

  22. მადლობა პასუხისთვის:) მივმართე უკვე და მითხრა ეგ ბუნებრივია, რადგან კბილი რთულად ოპერაციის მეშვეობით ამოვიღე. დროის ამბავია და თავისით აღდგება ყველაფერიო. მე კი მაინც ვნერვიულობ, რომ უფრო რთულად მაქვს საქმე და დამაგვიანდება მკურნალობა, უკვე მეორე კვირა გადის და მდგომარეობა არ იცვლება.

    1. მიმართეთ კონსულტაციისთვის სხვა ქირურგსაც.

      1. გამარჯობათ 6დღეა რაც კბილი ამოვიღე ძან მქონდა დაზიანებული
        ხელს რომ ვიდებ ლოყაზეე მტკივა და იმ ღრძილიდან ცუდი სუნი ამოდის და მაგშემთხვევაში რახდება ანეს ცუდი სუნი როგორ გავიქრო ?

      2. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცუდი სუნი კბილბუდის ინფოიცირების ნიშანი შეიძლება იყოს, რაც სერიოზული გართულებაა.

  23. გამარჯობა, 1 კვირის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი, ყველაფერი ნორმაშია თუმცა ნიკაბი და ტუჩის ერთი ნაწილი დღემდე გაბუჯებული და შესიებული მაქვს. ბუნებრივია მსგავსი მდგომარეობა თუ რაიმე გართულებას აქვს ადგილი?

    1. აჯობებს ყბა-სახის ქირურგს მიმართოთ. შესაძლოა ქვედა ყბის ნერვის დაზიანებას აქვს ადგილი. საჭიროა დროულად დაინიშნოს აღმდგენი თერაპია.

  24. გამარჯობა.2 დღის წინ ამივიღე მე16 კბილი.არც შესივებული მაქვს და დიდად ტკივილიც არ მაწუხებს,მაგრამ ცუდი გემო მაქვს როცა ენას ვახებ ჭრილობას,დათვალიერება ვცადე და თითქოს თეთრი ნადები მაქვს შიგნით.მაინტერესებს უნდა მივმართო ექიმს?ხომ არ მიჩირქდება?

    1. თეთრი ნადები ნორმალურია, უნდა იყოს. არც მოშორება არ შეიძლება ძალით. თუ რაიმე ჩივილები არ გაქვთ სავარაუდოდ შეხორცება ნორმალურად მიდის. ცუდი გემო შეიძლება იყოს წამლის თუ ექიმმა მოათავსა კბილბუდეში. თუ ღრუში ნადები რჩება და ამის გამოა, არავიტარ სემთხვევაში არ ამოიწმინდოთ. გამოიყენეთ ქლორჰექსიდინის სავლები დილა-საღამოს გახეხვის შემდეგ.5-6 დღის განმავლობაში. თუ ჭრილობამ შეგაწუხათ, მაშინ კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

    1. მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს: ნაადრევი ამოღება, ჩანასახის ასაწორი მდებარეობა ან ჩანასახის არ არსებობა. გადაუღეთ რენტგენი და მიზეზი გაირკვევა.

  25. Mesame dgea amovige meeqvse kbili qveda ybaze. xandaxan dzalian mtkivdeba da cota shesiebulic makvs. vsvam antibiotikebs. Es normalulia?

    1. თუ ტკივილი არ გქონდათ და რამდენიმე დღის მერე დაგეწყოთ ამოღებიდან, ეს კბილბუდის ანთებაზე მიუთითებს. თუ ტკივილი და შესიება კლებადი არ არის, ესეც საყურადღებოა. ნებისმიერ შემთხვევაში აჯობებს ავენოთ ექიმს.

  26. gamarjibat 5 dgis cin amovige me-8 kbili jibe konda da tan tankbilvas cvlida da amitomac amovige. damades nakerebi da midevs tamponi. aranormaluri tkivilebi migrzeldeba dgemde chriloba normaluradaaa aranairi antebis nishnebi ar makvs xom ver metkvit ra sheizleba ikos?

    1. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ტამპონი ნაკერის ქვეშ გადევთ?

  27. სურათი აუცილებელია ნამდვილად.ჩემი აზრით ვინაიდან ბჟენი დიდი ხნის წინ ჩამოვარდა არხები დაინფიცირდა და ფესვის მწვერვალებთან ჩირქოვანი პროცესი განვითარდა,ამიტომ კბილმა ჰერმეტიზაციას (დროებითი ბჟენით რომ დახურა ექიმმა ) ვერ გაუძლო და აგტკივდათ.შეიძლება არხების მკურნლობა და შემდეგ დაბჟენა.

  28. გამარჯობა, ზედა მეშვიდე კბილი მაწუხებს ძალიან; როგორც ვიცი, ნერვი მოკლულია, მთლად პლომბი იყო და ორიოდე წლის წინ მთლიანი პლომბი ჩამომივარდა. ბოლო დროს შემაწუხა ძალიან კბილმა. გუშინ მივედი ექიმთან, გამსინჯა, ერთი არხი გახსნა და მითხრა, ფსკერი აქვს კბილს და ეგებ შევინარჩუნოთო.. მაგრამ გუშინ საღამოს აქეთ ჭკუიდან გადამიყვანა.. გამაყუჩებლებით ვარ გაჭყეპილი.. ვითომ ღირს ამ კბილის შენარჩუნება?

    1. ვერ გეტყვით ღირს თუ არა და რა არის ტკივილის მიზეზი. საჭიროა მინიმუმ სურათის ნახვა.

    1. თუ ამოღებიდან 2 საათის შემდეგ მაინც გრძელდება სისხლდენა, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. სისხლდენის შემთხვევაში ჭრილობის დაინფიცირების და გართულების რისკი დიდია.

  29. გამარჯობათ. სიბრძნის კბილი მარცხენა ზედა კუთხეში, გარე მხრიდან მაქვს გამოხრული რამოდენიმე თვეა. ახლა დამიწყო ტკივილი, ზედა ყბის, ყურისა და თავის არეში. მაინტერესებს შესაძლებელია იმ ადგილის დაბჯენა, თუ ამოსაღებია აუცილებლად. მიუდგომელი ადგილია და ამიტომ მაინტერესებს, ოპერაცია ხომ არ დაჭირდება?

    1. როგორც ჩანს ამოსაღებია. რადგან ტკვილი გაქვთ, შენარჩუნების შანსი არ არსებობს, მიუხედავად იმისა როგორი მისადგომია. რა სირთულის იქნება, ეს ექიმმა უნდა შეაფასოს. ზედა ყბაზე სიბრძნის კბილები ამოსაღებად უფრო ადვილია, ვიდრე ქვედა ყბის.

    1. შეიძლება არ გამოიწვიოს რაიმე პრობლემა, მაგრამ ამაში დარწმუნბეული ვერ იქნებით. ჯობია მაინც ამოღებინოთ თუნდაც ყბა-სახის ქირურგს. სასურველი არასოდეს არ არის ნარჩენის არსებობა ძვალში, თუნდაც ჭრილობა კარგად შეხორცდეს.

    1. არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქრონიკული ანთების პროცესში ნერვი ანუ პულპის ქსოვილი თანდათან ისედაც კვდება (ნეკროზდება) და იხრწნება, რაც მომავალში იწვევს ჩირქოვან ანთებას.

    1. გააჩნია პაციენტის ალრგიულ მდგომარეობას, რასაც ექიმი გამოკითხვით ადგენს. თუ არის ეჭვი ნამდვილ ალერგიაზე, მხოლოდ იმ შემტხვევაში იგზავნება პაციენტი არა სინჯზე, არამედ გამოკვლევაზე. ანესთეტიკებზე ნამდვილი ალერგიული რეაქცია იშვიათია. უარყოფითი რეაქცია ძირითადად გამოწვეულია სტრესული ფაქტორებით.

  30. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ… კბილი მაქვს საშინლად დაჩირქებული ძალიან გამაგრებული და ყვა შესიებული, საშინელი ტკივილები მაქვს… დამეხმარეთ თუ იცით რა უშველოო 😦 😦

    1. ექიმთან უნდა მიხვიდეთ რათქმაუნდა. და რაც შეიძლება მალე.

  31. გამარჯობათ ვარ 24 წლის ყველა კბილი არ მაქვს მოცვლილი და ეხლა რომ ამოვიღო ამომივა ?

    1. თუ აქამდე რომელიმე კბილი არ მოგიცვლიათ, ესეიგი ან არ არსებობს ჩანასახი, ან არასწორ პოზიციაშია. გამოჩნდება რენტგენზე. რომ ამოიღოთ რათქმაუნდა არ ამოგივათ იგივე მიზეზით, რის გამოც აქამდე არ მოგიცვლიათ.

  32. და კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება :
    მეშვიდე კბილს არავინ არ მიღებდდა საშიშიაო და რამდენად არის საშიში მეშვიდე გაფუჭებული კბილი, რომ ამოვიღო ქირურგთან და ამით სიბრძნის კბილებთან დაკავშირებული პრობლემაც რომ მოიხსნას? (სიბრძნის კბილებლა დანარჩენი კბილების დეფორმაცია გამოიწვია)

    1. “საშიში” ცოტა უცნაური არგუმენტია. თუ კბილი ამოსაღებია, იღებენ. ამორება შეიძლება იყოს მარტივი ან რთული, მაგრამ ყველა კბილის ამორებაა შესაძლებელი თუ ექიმი კვალიფიციურია. მეორე საკითხია რამდენადაა საჭირო ამ კბილის ამოღება, გააჩნია რა მდგომარეობაშია მეშვიდე და მერვე. საჭიროა სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტა მეშვიდეს ამოღება ჯობია თუ მერვეს.

  33. კი გადავიღე,მაგრამ არც ქირურგს და არც სტომატოლოგს არ უთქვამთ არაფერი.მაშინ დავიპლომბავ,ამოღება მინდოდა მაგრამ არავინ მიღებს ძველმა სტომატოლოგმა საერთოდ მითხრა რომ ამოიღო არც დაბუჟბა გაგივლის და შეიძლება ისე გაგირთულდეს ყბა გვერდით მოგექცესო,ასეთ საშინელ დღეში ჯერ არ ვყოფილვარ.ამ დავუჟებულ ადგილას ხელით რომ ვაწვები უკვე ტკივილები მაქვს.

    1. როგორც გითხარით აუცილებელია სურათი, რომ გაირკვეს ეს პრობლემა კბილთან რამდენადაა დაკავშირებული.

    2. kbilis arxis dabjenisas shesadzlebelia sabjeni masala gadavida arxidan da qveda ybis nervze axdens zewolas

      1. როგორც პაციენტი აღწერს რეტგენი რამოდენიმე ექიმმა ნახა და პირველ რიგში ამას შენიშნავდნენ.

  34. ანესთეზია არ გაიკეთებია ის რომ იყოს დარჩენილი.ქირურგთანაც ვიყავი და ვერ ვხდები რამ გამოიწვიაო თავიდან სტომატოლოგს ეგონა რომ ეს იყო სიბრძნის კბილის ბრალი რომელიც დაზიანებული კბილის გვერდით ამომდის.ეს აღმდგენი თერაპია სად შეიძლება ჩავიტარო ან რა პროცედურაა? და თუ ნერვია დაზიანებული მაშინ არანაირი შანსი არაა რომ აღმიდგეს მგრძნობელობა? ანუ დავიპლომბო ეს კბილი არ ღირს ამაზე ლოდინი რომ გაივლის?

    1. ლოდინი ნამდვილად არ ღირს, მაგრამ მიზეზი უნდა გაირკვეს აუცილებლად. ორთოპანტომოგრამაზე არ იყო ცვლილება? თუ არ გადაგიღიათ აუცილებლად უნდა ინახოს.

  35. მეშვიდე კბილზე მივედი სამკურნალოდ,დამიპლომბა მაგრამ შემდეგ ტკივილები დამეყო და იძულებული გავხდი პლომბი ამეხსნა,ასევე დამიბუჟდა ტუჩის და კბილის მარჯვენა ნაწილი კბილის მხარეს ტკივილებმა რომ არ გამიარა სხვა ექიმთან წავედი აღმოჩნდა ნერვი მქონდა ჩარჩენილი.ტკივილებმა გამიარა მაგრამ დაბუჟებამ არა უკვე ერთი თვე გავიდა.ექქმმა კი მითხრა რომ გაივლის მერე დაგიპლომბავო,გემუდარებით მითხარით რა ვქნა? რამე მეშველება?

    1. დაბუჟების შეგრძნება კბილის ბრალი არაა, არამედ ანესთეზიის დროს ნერვის ქვედა ყვის ბევრის დაზიანების. რაც დრო გადის მგრძნობელობის დაბრუნების შანსი უფრო მცირდება, საჭიროა თავიდანვე აღმდგენი თერაპიის დანიშვნა. თუ ადგილობრივად არის რამე მიზეზი, რაც ნერვზე კომპრესიას ახდებს, პირველ რიგში ამ მიზეზის მოშორება.საჭიროა რენტგენის ნახვა. გირჩევთ მიხვიდეთ ყბა-სახის ქირურგთან ამასთან დაკავშირებით.

  36. ექიმმა 1 წლის წინ ამომიღო სიბრძნის კბილი ქვედა მარჯვენა ყბის, დრემდე მაქვს დაბუჟება მარჯვენა მხარეს ტუჩის და ნიკაპის ჩათვლით, ვგრძნობ რომ შეშუპებულიც არის, მითხრეს რომ ასე დარჩებაო, ნერვია დაზიანებულიო, აღდგება მგრძნობელობა ოდესმე თუ არა? ან როგორ უნდა მოვიქცე? ზოგმა მითხრა თბილი საფენები დაიდეო, რამდენად რეალურია აღდგენა?

    1. ნერვის დაზიანებისას მაქსიმალური შედეგი მიიღწევა არდგენითი თერაპიის დაუყოვნებლივ დანიშვნისას, და ამ შემთხვევაშიც შედეგი სრული არაა. სამწუხაროდ, ახლა ნაკლებსავარაუდოა მდგომარეობის გაუმჯობესება რაიმე მეთოდით.

  37. ჭრილობა რომ ზალიან მალე შეხორცდეს,რა მალამო უნდა წავისვა?მახსოვდა სახელი და დამავიწყდა:) მადლობთ…

  38. გამარჯობათ, სტომატოლოგმა 4-5 წლის წინ დამიპლომბა კბილი ანუ იცით როგორ მთლად პლომბი იყო კბილი რა და მითხრა შემდეგ ამ პლომბზე შეგიძლია გადაიკვრა კბილიო, არ მწუხებდა და არც გადამიკვრია კბილი, ეხლა ამ კბილის გვერდით გამომეზარდა ჩირქიანი გამონაზარდი მცირე, ხელს რომ ვადგამ კბილს ლამის ამოვიღო ისეთ მდგომარეობაში მაქვს, მეშინია სტომატოლოგთან მისვლა და ამოღება, როგორ მოვიქცე? დაჩირქებულ კბილს დამიყუჩებს სტომატოლოგი რომ ისე ამომიღოს თუ როგორ მოვიქცე მირჩიეთ რამე გთხოვთ :((

    1. აუცილებლად უნდა მიაკითხოთ სტომატოლოგს. შეიძლება არ იყოს ამოსაღები, მაგრამ არხების მკურნალობა კი საწირო იქნება. თუ ამოსაღებია, თავისუფლად შეიძლება უმტკივნეულოდ ამოღება, სანამდ გაგიმწვავდებათ და შეგიშუპდებათ.

    1. თქვენ თავად თუ იმუშავებთ აზრი არ აქვს და უარესიცაა. უნდა მიხვიდეთ ექიმთან, ანესთეზიის ქვეშ დაგიმუშავებთ და წამალს ჩაგიდებთ. ანტიბიოტიკიც დალევაც საჭირო იქნება ალბათ.

  39. ukve sami dgea amovige me-7 kbili kveda kbaze .. ar shemixorcda da sashinlad mtkiva ..kelic mtkiva..tavic da safetkelis marjvena mxare sul dabijebuli maqvs ..ra meshveleba xom ver metkvit?

    1. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება კბილბუდე დაინფიცირდა, ასეთ შემთხვევაში ალვეოლიტი ვითარდება და საჭიროა ჭრილობის დამუშავება.

  40. zeda me 6 kbilis amogebis shemdeg shexorceba zalian nela xdeboda, tan grzili,loyis mxares mtkioda.cota sheshupebuli iyo ,axla ki ashkarad chans ragac wvetiani zvalia,romlis shexebisas zalian mtkiva.loyis garedan xels ro vadeb isec mtkiva.amixsenit risi mizezi sheizleba es iyos?klinika,sadac kbili amovige amboben rom rame charchenili ar iqneba da es kbilis amogebis shemdgomi gartulebaao? ver vgebulob,kbili gana pirvelad amomigia da msgavsi araperi dammartnia.ashkarad vgrznob rom kbilidan anatkechia charchenili,mitumetes rom gvirgvini ar iyo mxolod pesvi iyo charchenili da nawil-nawil amomigo

    1. კბილის ნაწილი არის თუ არა დარჩენილი მარტივად შეიძლება დადგინდეს რენტგენით, სურათზე გამოჩნდება. უფრო მეტი ალბათობაა კბილბუდის ბასრი კიდე იყოს, რომელიც ყოველთვის შეგაწუხებთ. საჭიროა მიხვიდეთ ქირურგთან, რომელიც ანესთეზიის ქვეშ მოაშორებს წყეტიან ნაპირს და აღარ შეგაწუხებთ.

Leave a reply to dentist Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.