გთხოვთ, კითხვის დასასმელად აირჩიოთ შესაბამისი ქვეკატეგორია. აქ დატოვებულია მხოლოდ ძველი შეკითხვები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისთვის და ახლები აღარ დაემატება.
ესთეტიკური და აღდგენითი სტომატოლოგია
კბილების გასწორება (ორთოდონტია)
ღრძილების (პაროდონტის) დაავადება

gamarjobat, ert mxares sachmels ver vchaam,mivedi stomatologtan da mitxra grzilebis anteba gaqvsoo da magis braliao.sheizleba tu ara grzilebis antebam kbilis tkivili gamoiwvios? da ra procedurebi chavitaro?madlobt winaswar:)
გამარჯობა. თქვენმა ექიმმა ალბათ ჩაატარა შესაბამისი გამოკვლევები, რადგან თავად კბილის მიზეზი გამორიცხა. რადგან მხოლოდ ცალ მხარესაა პრობლემა, ესეიგი პაროდონტიტი ლოკალურია და პირველ რიგში გამომწვევი მიზეზის მოხსნაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს არასწორი ბჟენი ან გვირგვინი. მკურნალობას რაც შეეხება, დამოუკიდებლად ვერ ჩაიტარებთ. პაროდონტოლოგს უნდა მიაკითხოთ აუცილებლად.
გამარჯობათ, როგორც ვიცი ზოგ სტომატოლოგიურ კაბინეტებში მოქმედებს თბს ბანკის განვადების სისტემა, იქნებ მითხრათ რომელ კლინიკაში მოქმედებს და რა პირობებით? წინასწარ მადლობა
გამარჯობა. კონკრეტულად თიბისი ბანკის განვადებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ რამოდენიმე კლინიკაში აქვთ შიდა გავადება ორთოდონტიულ მკურნალობაზე. მაგალითად “უნიდენტში”.
გამარჯობათ
დადგენილი მაქვს პარადონტოზი….. მიზეზი ვერ დამიდგინეს ერთი წელია დავდივარ სტომატოლოგებთან მაგრამ საქართველოში ვერ ვიპოვე სპეციალისტი(მცოდნე)…პარადონტიტი არ მაქვს…..
მირჩიეთ სად ვისთან წავიდე….ნამდვილად არ მინდა კბილების დაკარგვა(((
გამარჯობა.
თქვენი ასაკი? კონკრეტულად რას უჩივით, რა სიმპტომები გაქვთ, რა ასაკში შენიშნეთ პირველად?
gamarjobat ,shegidzliat mitxrat grdzilebis antebis shedegat porma dakarguli kbilebis gascoreba tu aris shesadzlebeli?da kidev tu shegidzliat mirchiot kargi eqim-parandontologi ,romelic xelze ar damixvevs da scorad mimkurnalebs.gmadlobt cinascar.
გამარჯობა. პაროდონტის დაავადების გამო გადანაცვლებული კბილების გასწორება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს შედეგის შენარჩუნებაში. ძვლის განლევისა და კბილების მორყევის გამო კბილების ისევ გადანაცვლდება. ასეთი პაციენტებისთვის ორთოდონტიული მკურნალობის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია მუდმივად მოუხსნელი რეტეინერის (რკალი, რომელიც ფიქსირდება კბილების ენისკენა ზედაპირებზე ჰელიონჟენით) ტარება. პაროდონტოლოგს რაც შეეხება, HBI-დენტში (მიცკევიჩის 20) გირჩევთ მაია გიორგობიანს.
mogesalmebit,
mainteresebs keramikuli vinirebis fasitu icit,miaxloebit ra fasidan da ra fasamde merkeobs da sad sheidzleba echvgareshe gaviketo vinireba
დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი კლინიკა “ელიტში” აკეთებენ. ფასი არ ვიცი სამწუხაროდ.
mogesalmebit. mainteteresebs zaza margvelanis klinikashi narkozit tu aketeben kbilebs? madlobt
სამწუხაროდ არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია რომ საერთოდ თბილისში სადმე გამოიყენებოდეს ნარკოზი სტომატოლოგიური პრაქტიკაში.
გმადლობთ. თუ შეიძლება კიდევ რომ გკითხოთ? ამოვიღე მე–8 კბილი 1წლის წინ, რედგენჩიც პრობლემა არ ჩანს, მაგრამ პერიოდულად მტკივა ის ადგილი, ისე რომ სავლებიც არ მშველის. რა პრობლემა შეიძლება იყოს? წინასწარ დიდი მადლობა.
რა თქმა უნდა შეიძლება. მკითხეთ რამდენიც გნებავთ 🙂
ჭრილობა როგორ გამოიყურება ახლა? დახურულია მთლიანად თუ ნაპრალივითაა დარჩენილი? თუ რენტგენზე არ ჩანს ჭრილობაში კბილის ნარჩენი, შეიძება ძვლის მონატეხი ფრაგმენტი იყოს დარჩენილი, რომელიც რენტგენზე არ ჩანს ხოლმე. საჭიროა ჭრილობის ხელახალი რევიზია.
gamarjobat. maqvs patologiuri jibe, daviplombe da mainc maqvs usiamovno shegrzneba. eqimma mitxra magas ar shvelis araferi, tu ara gadaikrav kbilso, ufro sheva grdzilshi da naklebi grznoba geqnebao. ras mirchevt, gadavikra?
პათოლოგიური ჯიბის დახურვა პრაქტიკულად არ ხდება, მაგრამ თუ შესაბამის კბილებს შორის კარგი კონტაქტი შეიქმნება და ყოველდღიურად გამოიყენებთ ფლოსს, აღარ შეგაწუხებთ. კონტაქტის შესაქმნელად გადაკვრა აუცილებელი არაა, ბჟენითაც თავისუფლად შეიძლება, თუ რაიმე სხვა მოსაზრების გამო არ გირჩიათ ექიმმა.
Gasagebia, zalian didi madloba qalbatono maka!
mesmis, ubralod mgoni ashkarad dekalcirebis bralia radgan alag- alag minanqari akrilia da chans tetri certilebic. sheidzleba am problemas dabjenis gareshe eshvelos ?da romel specialisttan mirchevt misvlas, didi madloba cinascar!!!
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თქვენ მომეცით, ეჭვი მეპარება, რომ დაბჟენის გარეშე რამე გამოვიდეს. შემიძლია გირჩიოთ: HBI-დენტში მაია გიორგობიანი, “ელიტში” ირენა ზენტეკი, ზაზა ხატიაშვილი “ზ. ხატიაშვილის კლინიკა”-ში.
gamarjobat kbilebis gatetreba minda ragirs da umtkivneuloa?
გამარჯობა. პროცედურა უმტკივნეულოა, შესაძლებელია მინანქრის მგრძნობელობის მომატება. ფასი გამომდინარეობს იქიდან რომელ მეთოდს აირჩევთ. შემიძლია მხოლოდ სავარაუდო ფასები გითხრათ: ზუმის აპარატით დაახლ. 400 ლარი, ზუმის მსგავსი აპარატით 250-300 ლარი, Opalescence-ის კაპებით 300-350 ლარი.
gamarjobat , q-no maka, maqvs shemdegi problema: dekalcirebis shedegad zeda ramdenime kbilze, gamichnda mokavispro laqebi zevit grzilebtan zalian axlos, , laqebi didi ar aris, magram minda movishoro , rogor mirchevt? gadaviqlibo tu unda davibjino? an gatetreba xom ar ushvelis? zalian didi madloba cinascar !
ასე ვერ გირჩევთ ვერაფერს სამწუხაროდ. დიდი შანსია იყოს ყელის კარიესი, ამ შემთხვევაში დაბჟენაა საჭირო. სურათის გადაღებას თუ მოახერხებთ, ისე რომ ასე ახლო მანძილზე გარჩევა შეიძლებოდეს, უფრო კონკრეტულად გირჩევდით.
da ra girs daaxloebit xom ar icit zumis kompleqti,madlobt.
ვერ გეტყვით. ინტერნეტში რა ფასია შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგრამ რა ფასად ჩამოგიტანთ მაღაზია მათზეა დამოკიდებული.
gamarjobat.shekitxva maqvs zumis aparattan dakavshirebit,sad sheijleba am aparatis shejena tbilishi/
თბილისში ალბათ არსად. შეიძლება შეკვეთით ჩამოატანინოთ რომელიმე მაღაზიას.
გამარჯობა. ვგეგმავ კბილების გათეთრებას ზუმის აპარატით, მაინტერესებს, იზრდება თუ არა კარიესის გაჩენის რისკი, ქიმიური გათეთრების შემდეგ?
გამარჯობა. სწორად ჩატარებული გათეთრების შემთხვევაში ამის საფრთხე არ არსებობს.
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის,მინდოდა გავრკვეულიყავი ,რომ ექიმების მრავალფეროვან შემოთავაზებებში არ გავხლართულიყავი 🙂
mainc ver mivxvdi lazerit jobia mkurnaloba tu veqtorit?.pasi orive shemtxvevashi ertia.ise zviri jdeba kbilebis mkurnaloba ,mgoni jobia ukbilo iyo:)
ლაზერი მხოლოდ ერთერთი დამხმარე საშუალებაა პაროდონტის დაავადების მკურნალობაში, რომელიც ანთების ნიშნების ხსნის და სისხლმომარაგებას აუმჯობესებს. თუკი პათოლოგიური ჯიბეების დამუშავება არ მოხდა (რაც ვექტორის ფუნქციაა) ასეთ მკურნალობას აზრი არ აქვს. კბილებს რაც შეეხება, მათი დანიშნულება ღიმილის ეფექტურობა არაა. ისინი კუჭ-ნაწლავის სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, მათ გარეშე საკვების გადამუშავება და შესაბამისად ათვისება ნორმალურად შეუძლებელია. კვების პროცესი კი მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირების საფუძველია. ასე რომ, ადვილად ნუ შეელევით 🙂
gamarjobat ,shegidzliat mitxrat ra aris kiuretaji?gmadlobt
კიურეტაჟი არის მექანიკურად, მეტალის ინსტრუმენტით პათოლოგიური ჯიბის დამუშავება მთელ სიღრმეზე, ღრძილქვეშა ქვების, ნადებების მოშორება, გრანულაციებისგან გათავისუფლება და ფესვის ზედაპირის გასადავება.
gamarjobat, var 25 clis, 4 clis cin chavisvi 3 kbili zeda kbis ert mxares, daaxloebit 1 clis cin meore mxares 4 kbili, ramdenime dgis cin ki es 4 kbili tavisit chamomivarda. mitxres ert kbilze procesi aris casulio, meores dagrdzeleba chirdebao, xolo sxva klinikashi mitxres tankbilva arascoriao da sul unda moxdes mteli zeda kbis protezirebao, deformirebuliao. mokled agar vici vis davujero da rogor movikce, ikneb rame mirchiot?
მე მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, რომ დროებით დააცემენტებინოთ ჩამოვარდნილი ხიდი და სხვაგანაც გაიაროთ კონსულტაციები. რამდენადაც ვხვდები ლაპარაკია ორივე ხიდის გაერთიანებაზე, რასაც სხვა კბილების ჩართვაც მოჰყვება თავისთავად, სამუშაო დიდია და სერიოზული. მე კი ზეპირად ვერაფერს გირჩევთ კონკრეტულს. თუ რენტგენის სურათებს და პირის ღრუში გადაღებულ სურათებს გამომიგზავნით, კიდევ შეიძლება რამე გირჩიოთ.
chveulebrivi helio- ti aris dabjenili (daaxloebit 7 welia)ramdenime klinikashi mitxres endo gatetrebit an gatetrdeba da an arao tu gatetrdeba sad mirchevt?endo gatetreba mudmivia?
არხის საბჟენი მასალა ვიგულისხმე. ენდოგათეთრება მუდმივი შეიძლება არ იყოს და ნაწილობრივ დაუბრუნდეს კბილს ფერი. “ნიუ-დენტში” პეტრიაშვილის #32 სოფო ბასილია იკითხეთ.
chemma stomatologma mirchia paipuris gadakvra (sxvanairad ver atetrebs tviton) tqven ras mirchevt?
var 28 wlis zeda ybaze wina 2 kbili maqvs mkvdari da pershecvlili sad da ra metodit mirchevt am kbilebis gatetrebas xangdzlivi shedegis misagebad
თუ ეს კბილები რეზორცინ-ფორმალინის პასტით არაა დაბჟენილი (ასეთ შემთხვევაში კბილი მოვარდისფრო შეფერილობას იღებს), ენდოგათეთრების ჩატარება შეიძლება.
gamarjoba.chems shvils zeda kbaze ar chamouvida me-2 kbilebi da me-5 kbilebi,redgenze gashukebisas ar agmochnda chanasaxi. ris gamoc axla akvs dafantuli kbilebi aras 14 tlis ras mirchevt sad mivikvano
ჩემი აზრით კარგი იქნება აჩვენოთ ორთოდონტს. იქნებ მოხდეს კბილების ისე ჩასწორება რომ სივრცეები შეივსოს. თუარა პროტეზირება დასჭირდება ან იმპლანტაცია.
გამარჯობა.
წინათ იყო კითხვა გალიტოზზე, მაგრამ უფრო ვრცელ კომენტარს ხომ ვერ გააკეთებდით ამის შესახებ იმის გათვალისწინებით რომ, პრობლემა არის პირის ღრუში და სხვა რამე არის გამორიცხული?
გამარჯობა. ჰალითოზთან დაკავშირებით ვამზადებ სტატიას და უახლოეს მომავალში დავდებ.
gamarjobat stomatologtan konsultaciis shemdeg movishore kariesi da daviwye ptoris shemcveli kbilis pastis da mastan ertad plosis gamoyeneba magram ramodenime xnis shemdeg isev gamichnda kariesi iqneb mirchiot raime ra shidzleba iyos amis mizezi ise stomatologma ki mitxra susti emali gaqvso da sheidzleba amis brali iyos..didi madloba winaswar!!!!!
გამარჯობა. ალბათ გულისხმობთ რომ დაიბჟინეთ კარიესი, სხვანაირად ვერ მოიშორებდით. მე პირადად ვფიქრობ, რომ კარიესის ძირითადი მიზეზი 2-ია: 1. არასაკმარისი ჰიგიენა და 2. მინანქრის რეზისტენტობა ანუ მდგრადობა კარიესის მიმართ. პირველი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა სწორი ინდივიდუალური ჰიგიენა (სწორი ხეხვა, კბილის პასტის, სავლების და ჯაგრისის სწორად შერჩევა, აუცილებლად ფლოსის რეგულარული ხმარება) და რეგულარული პროფესიული ჰიგიენა
(პროფესიული წმენდის ჩატარება არაუგვიანეს 6 თვისა, ფტორირება წელიწადში 1-2-ჯერ). მეორე მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, კვების თავისებურებით, ენდოკრინული ცვლილებებით… ჩემი რჩევა იქნება თქვენს სტომატოლოგთან ერთად განიხილოთ ყველა ეს ფაქტორი და დაადგინოთ მიზეზი. პირველ რიგში კი დარწმუნდით რომ პირის ღრუს ჰიგიენა მაღალ დონეზე გაქვთ.
სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია სად ტარდება ასეთი მომსახურება საქართველოში.
gamarjobat, sad sheidzleba shevidzino saqarTveloshi ( an am kutxit rom momemsaxuron) kbilze Tvlebis misawebebeli sistemebi ….. (winanswar gmadlobt)
mirchiet klinika sadac inglisuri enis specialisti moemsaxureba pacients.
“დენტა+” — ვაჟა-ფშაველას 38. მოემსახურებიან ინგლისურენოვან პაციენტებს.
gamarjobat.dzalian gtxovt upasuxod nu damtovebt.var 24 clis.ekvsi celicadia makvs grdzilshi mexute kbili e.w eshvi chanasaxis saxit da archamodis. miketia gamgizianebeli.ar macuxebs aranaeri tkivili.mainteresebs tu aris raime camali kbils rom daexmaros chamosvlashi da aris tu ara sashishi raime?didi madloba cinascar.
გამარჯობა.
ეშვის რეტენცია ხშირი შემთხვევაა, მხოლოდ ეშვი მესამე კბილია და არა მეხუთე. დარწმუნებული ხართ რომ ეშვია? ამოიჭრება თუ არა ასეთი კბილი დამოუკიდებლად ან გამაღიზიანებლის დახმარებით მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული . თუ რენტგენის სურათს გამომიგზავნით, შვეცდები უფრო კონკრეტულად მოგახსენოთ ჩემი აზრი.
გამარჯობათ, საკმაოდ ვრცლად გაქვთ ახსნილი და განხილული კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით ,თუმცაღა მაინტერესებს დაბჟენილი კბილების შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?(ბჟენის გამოცვლის აუცილელობა დგება და ეს საფრთხეს ხომ არ ქმნის ვინაიდან კბილები სრულად მოწესრიგებული უნდა იყოს პროცედურის ჩატარებისთვის რაც გულიხმობს დაბჟენვას და შემდგომში გათეთრების შემდეგ ხელახალ გამოცვლას)?
კი, ასეა სამწუხაროდ. გათეთრებისას არ უნდა იყოს კარიესული ღრუები, მაგრამ გათეთრების შემდგომი ფერის გამოცნობა ბჟენის ფერის შესარჩევად თითქმის შეუძლებელია. ბჟენის გამოცვლა თავისთავად არანაირ საფრთხესთან არაა დაკავშირებული კბილისთვის. მხოლოდ ზედმეტი ხარჯია. თუმცა შეიძლება დაბალი ხარისხის მასალის შერჩევა ასე ვთქვათ “დროებით” ბჟენად.
gamarjobat. mainteresebs sad sheizleba chavitaro analizi da mivixo zusti diagnozi xrzilze. shemdeg sad vimkurnalo efeqturat da tanamedrove mkurnalobis metodit xelmisawvdom fasad, ise rom ar damjirdes saxlis gayidva d ara metodebit xdeba dxes xrzilebis mkurnaloba da profilaqtika, tu ar aris sokovani da rtuli mddgomareoba.
გამარჯობა. კლინიკა “ელიტში” აქვთ სპეციალური აპარატი “ვექტორი”, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ეფექტური საშუალებაა პაროდონტის დაავადების კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებს შორის. კლინიკის მისამართი და ტელეფონი შეგიძლიათ იხილოთ კატალოგში.
gmadlobt
უნიდენტი —– დ. აღმაშენებლის 126, ტელ : 94 03 94
აქ გეტყვიან რომელ დღეებშია და თუ სურვილი გექნებთ ჩაგწერენ მიღებაზე.
tu ar shecuxdebit tamuna kublashvilis nomeri ru icit ro momcerot ro davukavshirde,tyuilad rom ar chavide tbilishi…cinascar kidev gixdit madlobas.
didi didi madloba
gamarjoba.makvs kbilis punkcia dargveuli arascorad aris ganlagebuli, zeda kbiligaret modis da kveda ybis kbilebze garedan makvs kbili da ertianobashi chirdeba gascoreba da mainteresebs tu sheuclia vinmes momkidos xeli, da sad sheicleba moxdes es saqartveloshi, da sad aris.? gmadlobtkuradgebisatvis.
პრინციპში ბრეკეტებით პრაქტიკულად ყველა ანომალიის გასწორება შეიძლება, ზოგს მეტი დრო უნდა, ზოგს ნაკლები. მე გირჩევთ მიხვიდეთ თბილისში “უნიდენტში” თამუნა კუბლაშვილთან.
გამარჯობათ,მაინტერესებს რამდენ ხანს გრძელდება სიბრძნის კბილის ამოსვლა
სანამ არ ამოიჭრება. თუ ხელს უშლის რამე, ამოჭრის პროცესი გრძელდება და რთულდება. ასეთ შემთხვევაში დროულად ამოღება ჯობია.
გამარჯობათ. გავიკეთე მეტალოპლასმასის კბილები რომელიც დამაგრებულია სამ კბილზე, მეტალიდან მომშორდა პლასმასი რა ეშველება რას მირჩევთ? თუ არის შესაძლებელი ამ მეტალზე გადაეკრას ხელახლა.
სამწუხაროდ, მხოლოდ დროებით შეიძლება აღდგენა ჰელიობჟენით, ზედ მეტალის კარკასზე. მაგრამ როდის მოტყდება არავინ იცის. განსაკუთრებით თუ საღეჭ ზედაპირზე ან კბილის კიდეზეა ატეხილი პლასტმასი.
gamarobat.var 22 Wlis,chemi problemaaqveda ybis deformacia.vatarebdi mavtulebs mteli 4 weli,magram shedegi faqtiurad araa.dzalian davigale minis tarebit da mainteresebs tu sheidzleba qirurgiuli charevit moxdes qveda ybis dzvlis sheweva shignit. tu shegidzliat mimititot tundac ramodenime klinika sadac am saxis operaciebi ketdeba da mainteresebs miaxloebiti fasebi.gmadlobt yuradgebistvis.
გამარჯობა. დიახ, გამოიყენება პროგენიის სამკურნალოდ ქირურგიული მეთოდი. სამწუხაროდ ფასის თქმა არ შემიძლია. კონსულტაცია უნდა გაიაროთ ყბა-სახის ქირურგებთან, შეგიძლიათ მიმართოთ თოდუას კლინიკაში ლევან ცინცაძეს, მეცხრე საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიაში ოთარ ბრეგაძეს. მაგრამ იქნებ ჯერ სხვა ორთოდონტებთანაც მისულიყავით, იქნებ ბრეკეტის საშუალებით მოხერხდეს თანკბილვის გასწორება? მიდით კონსულტაციაზე “უნიდენტში” თამუნა კუბლაშვილთან, თუ არ არის ორთოდონტიულად გასწორების შანსი, ხელს არ მოკიდებს და თავად გირჩევთ რა გააკეთოთ.
romeli klinikashi mivide, rom shemdeg periodshi problema ar shemeqmnas, sadac ki mivedi eqimebi landzgavdnen cinamorbed eqimebs, anu kitxuloben vin dagiplombato da mere mas landzgaven da a. S. rogor unda vendo shemdeg nebismier eqims, fasebi aris icocxle, zogi jer aketebs da mere eubneba pacients fass, mokled 2 kbili maqvs dasabjeni da shishit versad mivdivar, fasis da xarisxis gamo.
კოლეგას რომ ლანძძღავენ რა თქმა უნდა არაა ლამაზი და უკვე ნეგატიურად განაწყობ პაციენტს ეს ფაქტი. ფასებს რაც შეეხება, თავად უნდა გაარკვიოთ დეტალურად რა დაგიჯდებათ მკურნალობა. ფული თქვენია და გაქვთ უფლება იცოდეთ რაში იხდით. პრეისკურანტები ხშირად ისეა შედგენილი, რომ ჩამოთვლილია პროცედურების ღირბულებები, მკურნალობა კი მოიცავს რამდენიმე პროცედურას ერთად. შესაბამისად ფასებიც ჯამდება. ამიტომ მხოლოდ პრეისკურანტის გადახედვა არ იქნება თქვენთვის ინფორმატიული. დეტალები აუცილებლად უნდა ჰკითხოთ ექიმს.
კბილის ტექნიკოსებს უშვებდა #2 სამედიცინო სასწავლებელი წერეთელზე, ეკლესიის გვერდით, ასევე ბევრ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სატექნიკო კოლეჯი. გარდა ამისა ამ საიტზე “ვაკანსიებში” არის განცხადება იმასზე, რაც თქვენ გაინტერესებთ.
dzalian gtxovt ikneb mimascavlod sad aris kbilis teqnikosebis sascavlebeli
madloba gamoxmaurebistvis.ragdan tsina kbilia imitom meshinia,eqimma mitxra tu chamogivarda plombi shemdegze nervis mokvla mogviwevs albato da nervmokluli kbili pers xom ar icvlis? tkven gatetrebis romel metods mirchevdit?
ბჟენის ჩამოვარდნა ხდება მაშინ, როცა მის გარშემო უკვე მიდის მეორადი კარიესი, რაც თავის მხრივ ღრუს დამატებით დამუშავებას მოითხოვს. თუ ღრმა შრეებია დაზიანებული, შეიძლება გასახსნელი გახდეს კბილის ღრუ.
მაგრამ ეს არაა აუცილებელი მოხდეს ბჟენის შეცვლისას, პირიქით, ბჟენი მანამდე უნდა შეიცვალოთ, სანამ მეორადი კარიესი განვითარდება.
მკვდარი კბილი ფერს იცვლის დროთა განმავლობაში, იმის მიდვით რითია არხები დაბჟენილი. უმეტეს შემთხვევაში მისი ცალკე გათეთრება შეიძლება შოგნიდან, სპეციალური საშუალებებით.
მე გირჩევდით კაპებით გათეთრებას Opalescence-ის სისტემით.
kbilebis gatetreba minda,magram meshinia tsina kbilze bjenis shecvlis,sxva gamosavali ar arsebobs xom?
კბილების გათეთრებისას ბჟენი ფერს არ შეიცვლის, რადგან მასზე არ მოქმედეს ის ნივთიერებები, რაც მინანქრის ფერის შეცვლას იწვევს. ბჟენის შეცვლა ნამდვილად მოგიწევთ. და რატომ გეშინიათ? გაიკეთებთ ანესთეზიას და ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
salami q-no maka,
daaxloebit 1 clis cin kbilebi chavisvi da grdzilebtan silurje dgemde makvs, amastan usiamovno sunic gamichnda da xandaxan odnav mtkivdeba kidec. kbilebis xelaxali mocvlis gareshe tu sheidlzeba raime mkurnalobit movishoro es problema?
გამარჯობა.
ღრძილების სილურჯე რჩება მაშინ, როცა გვირგვინები ანუ “ჩასმული კბილები” ძალიან ღრმადაა ღრძლოვან ჯიბეში. ამის გამო სისხლის მიკროცირკულაცია ირღვევა. სხვა პრობლემებიც სავარაუდოდ ამისგანაა, თუმცა ტკივილს შეიძლება რომელიმე “გადაკრული” კბილიც იძლეოდეს გვირგვინის ქვეშ. ღრძილების პრობლემას სამწუხაროდ გვირგვინის მოხსნის გარეშე არაფერი ეშველება.
gamarjobat qalbatono maka tqventan erti kitxva maqvs me firfita misvia piris gru dzalian megleba da ras mirchevdit??
გამარჯობა, ანკა.
თუ 1 თვეზე მეტი მაინცაა რაც ატარებთ, აუცილებლად უნდა შეასწორებინოთ ფირფიტა თქვენს ორთოდონტს.
ra girs tqventan breketebis gaketeba?
მე არ ვმუშაობ ორთოდონტიაში.
მოგესალმებით, მაქვს კბილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები, თითქმის ყველა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ დამეშალა და გამიჩნდა ღრუები, როდესაც მივდივარ ექიმთან მხოლოდ ბჯენით და ბურღით აგვარებენ პრობლემას, რომელიც დიდი ხანი არ ძლებს, მაინტერესებს რა გავაკეთო, რომ დაშლის პროცესი შეჩერდეს? …
დიდი მადლობა წინასწარ…
გამარჯობა, თამუნა. მრავლობითი და ხშირი კარიესების შემთხვევაში 2 სავარაუდი პრობლემაა: კბილლის ქსოვილების არასრულფასოვნება (მინერალების დეფიციტი) და არასაკმარისი ჰიგიენა.
მინერალებიდა მნიშვნელოვანია კალციუმი, ფტორი და ფოსფორი.
შეიძლება არასრულფასოვნად იკვებებით. კალციუმს დ ფოსფორს შეიცავს თევზეული და რძის პროდუქტები, მათი მიღება აუცილებელია არამარტო კბილების ჯანმრთელობისთვის. ფტორის დეფიციტისთვის კი მისი შემცველი ჰიგიენური საშუალებები უნდა გამოიყენოთ — კბილის პასტა და სავლები. ამის შესახებ პირველი კითხვის პასუხში დავწერე.
ჰიგიენას რაც შეეხება, თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს როგორია მისი ხარისხი და მოგცეთ შესაბამისი რჩევა-დარიგებები.
gamarjobat chems das piris grudan usiamovno suni amodis kbilebs ixexavs gtxovt damxmaret
გამარჯობა.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან შეიძლება იყოს, კარიესული კბილების, დაავადებული ღრძილების, ქრონიკული ტონზილიტის (“გლანდების”) ან კუჭ-ნაწლავის პრობლემის ბრალი. თუ ყველა კუთხით გამოიკვლევთ მიზეზს აუცილებლად იპოვით.
dzlian momewona qalbatono maka tqveni statiebi da rchevebi.piradad me maqvs seriozuli problemebi kbilebze.faqtiurad yvela kbili maqvs daplombili da yovel jerze rom mivdivar eqimtan agmochndeba rom isev dasaplombi maqvs…
ukve agar vendobi arcert stomatologs.
tavad tqvet tu igebt pacientebs da romel klinikashi???dzalian minda vinme gulisxmieri stomatologi shemxvdes da chemi kbilebi wesrigshi moiyvanos…..maqvs ftoris da rkinis nakleboba da konkretulad imasac ver meubnebian ra sheidzleba miviga danaklisis shesavsebad.tqven ra preparats mirchevdit?….
didi madloba winaswar
გამარჯობა.
რამდენადაც ვხვდები თქვენი პრობლემა მეორადი კარიესებია. მიზეზი შეიძლება 2 იყოს: კბილის ქსოვილების არასრულფასოვნება და უხარისხო მკურნალობა.
რკინის ნაკლებობას რაც შეეხება, თუ შესაბამისი ანალიზით დადასტურებულია, მკურნალობა ზოგადმა თერაპევტმა უნდა დაგინიშნოთ.
ფტორის დეფიციტისთვის ფტორის შემცველი ჰიგიენური საშუალებები უნდა გამოიყენოთ (პასტა, სავლები), აუცილებელლია სრულყოფილი ჰიგიენა. შესაბამისი რჩევა-დარიგებები სტომატოლოგმა უნდა მოგცეთ.
ფტორის შემცველი პასტებიდან რაც საქართველოში იყიდება, მე “ELMEX”-ს ვურჩევ ხოლმე. მისივე სავლებიც შეგიძიათ შეიძინოთ, ან ნებისმიერი ფტორის შემცველი.
კბილის ქსოვილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კალციუმს. წელიწადში 2ჯერ შეგიძლიათ მიიღოთ კალციუმის ტაბლეტები 1 თვის განმავლობაში, მაგალითად, კალცემინი, კალციუმ +D3. კარგი იქნება ამასთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგთან თუ გაივლით კონსულტაციას. კალციუმის დეფიციტს ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა იწვევს, საჭიროების შემთხვევაში იგი მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
რაც შემეხება მე, ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები. დისტანციურად კი ყოველთვის მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ.
წარმატებები.