ფიბრომა პირის ღრუში

low-laser3ფიბრომა პირის ღრუში ძალიან ხშირად გვხვდება. ესაა რბილი, ვარდიფერი ან მოთეთრო შეფერილობის წარმონაქმნი, რომელიც ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია. იგი ლორწოვანის ქრონიკული ტრავმის ან გაღიზიანების შედეგად ვითარდება (მაგ. ტუჩის კვნეტა). ყველაზე ხშირად ფიბრომა გვხვდება სწორედ იმ ადგილებში, რომელიც ტრავმებს ექვემდებარება — ენის გვერდითა ზედაპირი, ლოყის ლორწოვანი გარსი, ტუჩების სხვადასხვა უბანი. აღსანიშნავია, რომ ცუდად მორგებული პროტეზის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად მოძრაობს, ხშირად ვითარდება ფიბრომა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო.

გართულებების თავიდან ასაცილებლად ქირურგიული გზით მოშორება ფიბრომის მკურნალობის საუკეთესო გზაა, ტრადიციული სკალპელით ან ლაზერის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია, ბიოფსიის ჩატარება მაინც რეკომენდებულია დიაგნოზის დასაზუსტებლად.

ზომისა და მდებარეობის მიხედვით, პროცედურა შესაძლოა ჩაატაროს ქირურგმა-სტომატოლოგმა ან პაციენტი გადაამისამართოს ყბა-სახის ქირურგთან. ქსოვილი გამოსაკვლევად იგზავნება ჰისტოლოგიურ ანალიზზე.

ფიბრომის მოკვეთა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და ჩვეულებრივ გართულების გარეშე ხდება. შეხორცების პერიოდიც ხანმოკლეა და რაიმე განსაკუთრებულ რეჟიმს არ მოითხოვს.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.