თუ კბილი გტკივათ…

თუ ნამდვილად გტკივათ კბილი, თავს არ შეგაწყენთ შეგონებებით, რომ აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან. ამაზე შემდგომ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — მიმართოთ ექიმს. თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება (კბილებს უცნაური ჩვევა აქვთ თავი შეგვახსენონ აბსოლუტურად შეუფერებელ დროს, მაგალითად პარასკევ საღამოს, ან თვითმფრინავ სი აფრენამდე 2 საათით ადრე, ანდა 31 დეკემბერს საღამოს 6 საათზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სტომატოლოგთან დროული ვიზიტის აუცილებლობას), მაშინ:

  1. ნუ გაითბობთ მტკივნეულ კბილს გარედან! ნურასოდეს შეიხვევთ შარფით, ნუ დაიდებთ სათბურს, ნუ დაიძინებთ მტკივანი კბილის მხარეს ლოყაზე, რადგან დილას შეიძლება თქვენი სახე ერთი მესამედით გაზრდილი დაგხვდეთ.
  2. პირველი პუნქტის მართებულობის მიუხედავად, მეორე პუნქტი პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ამის მიუხედავად არანაკლებ მართებულია.  ყველა საშუალებით შეეცადეთ მტკივნეული ადგილის გათბობას შიგნიდან. ცხელი სავლებები ძალიან ეფექტურია თითქმის ყველა სტომატოლოგიური დაავადების გართულებისას. ამასთან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას გამოიყენებთ სავლებად. მთავარია როგორ გააკეთებთ ამას. პირველ რიგში სავლები უნდა იყოს ცხელი. აუცილებელი არაა ლორწოვანის დამწვრობა მიიღოთ, მაგრამ არც ნელთბილი სითხის გამოვლება მოგცემთ შვებას. სავლები უნდა გაუკეთოთ ინტენსიურად, არანაკლებ 5-10-ჯერ დღეში.  რაც მეტი, მით უკეთესი. გარდა ამისა, არაა აუცილებელი სავლების გაკეთება ხმამაღალი ბუყბუყითა და პირის ღრუს შიგთავსის გადმოფრქვევით. ( 🙂 ). უფრო სასიამოვნო ა”ლტერნატივას” გთავაზობთ:  დაიკავეთ ერთ ხელში სავლებით სავსე ჭიქა, მეორეში კი პატარა ჯამი და დაჯექით საყვარელი ტელევიზორის წინ. ჩაიგუბეთ ერთი პორცია, მოაქციეთ იგი ლოყასთან. როცა იგრძნობთ რომ გაგრილდა, გადმოღვარეთ ჯამში და შემდეგი პორცია ჩაიგუბეთ. მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ სპირტი, კონიაკი და მსგავსი “მხურვალე” სითხეები სავლებად არ გამოგადგებათ. შეიძლება მავანმა განაცხადოს, მიშველაო. მაგრამ შესაძლოა ეს მათ ყოველთვის და ყველაფრისგან  “შველით”, განსაკუთრებით როცა არაფერი აწუხებთ. სავლებად შეიძლება გამოიყენოთ ისეთი ბალახის ნაყენი, როგორიცაა მაგალითად გვირილა, სალბი, მუხის ქერქი, ჩვეულებრივი ჩაი და ყავაც გამოგადგებათ, თუკი სამსახურში სხვა საშუალება არაა. შეიძლება გამოიყენოთ ასევე კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი. სოდას რაც შეეხება, თუმცა მას ანტისეპტიკური თვისება აქვს, მაგრამ ხშირი გამოყენებისას შეუძლია ლორწოვანის ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს, ხოლო პაროდონტიტის შემთხვევაში სულაც მავნეა. ამიტომ სოდიანი სავლები იხმარება ნაკლებინტენსიურად და დაბალი კონცენტრაციის.
  3. თუკი ძლიერი ანთებითი პროცესია, მხოლოდ სავლებით ვერაფერს გახდებით. საჭიროა მედიკამენტური ჩარევა. კარგი საშუალებაა სულფადიმეტოქსინი. იგი ანტიბიოტიკი არაა და შესაბამისად  ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს. თავიდან ირებენ 2 ტაბლეტს დილით და საღამოს, შემდეგ თითოს, სულ 4 დღის განმავლობაში. ასევე გამოდგება ბისეპტოლიც. ანოტაციის მიხედვით ინიშნება 1-3 ტაბლები 2-ჯერ დღეში. ყოველთვის წაიკითხეთ ანოტაცია და დაუჯერეთ მას! თუკი პრეპარატს არ აქვს ანოტაცია, ე.ი. არ ყიდულობთ იმას, რაც საჭიროა ან არ ყიდულობთ იქ, სადაც საჭიროა. ამ ყველაფრის მიღება ხდება მხოლოდ ჭამის შემდეგ. და კიდევ, თუ დაიწყეთ ანტიბიოტიკის სმა, აუცილებლად მიიყვანეთ კურსი ბოლომდე და ნუ შეწყვეტთ სმას მდგომარეობის შემსუბუქებისთანავე. ამით ხელს უწყობთ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების გაჩენას ორგანიზმში, რომლებიც განმეორებით მკურნალობას ძნელად ემორჩილებიან.

19 thoughts on “თუ კბილი გტკივათ…

  1. gamarjobat mainteresebs romeli stomatologiuri klinikebi mushaoben 24saati sadac imedi l-is dazgvevt visargebleb tu shegizliat ro mipasuxot daplombva minda da dge ver vaxerxeb misvlas arada aranairi wamali ar mshvelis 😦

    1. სამწუხაროდ, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. გირჩევთ საინფროამციო საამსახურში დარეკოთ.

  2. kveda ybis marcxena mxares meotxe kbili chatexilia da gamoxruli,tkiva dzalian da ra sheidzleba miigos an gamoivlos?mipasuxet ra

    1. ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება არ იყოს ეფექტური. ექიმთან უნდა მივიდეს, რამის გამოვლებას აზრი არ აქვს.

  3. სულფადიმეტოქსინი მართალია ანტიბიოტიკი არაა.ის სულფანილამიდია.სიმართლე გითხრათ არც ისე უსაფრთხოა.ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს.მითუმეტეს ორსულობის დროს ვერ გამოიყენებთ.თუ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდით გირჩევთ ტრაუმელ- ლიმფომიოზოტის კომბინაციას(კოქტეილი).უფრო ეფექტური იქნება ინექცია მტკივნეული კბილის მიდამოში.შეგიძლიათ კუნთშიც გაიკეთოთ.

  4. sanam shevityobdi rom orsula viyavi kbili ise chamomtyda mitxres amosagebia ar aqvs azri daplombvaso,sanam mivagwie klinikamde da swored mashin roca sinji gavikete kbilis amosagebad shevityve rom pexmdzimed viyavi da ra tqma unda gadavde procesi.exla meshvide tveshi var da dzalian mawuxebs am kbilidan gamomdinare gemo da suni ra movimoqmedo?amogeba gamoricxulia am periodshi?zeda meotxe kbilia..

    1. უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან, რომელსაც მსგავს პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ შესაძლებელი იქნება ორსულობის ბოლომდე შენარჩუნება ამ კბილის.

    1. “კბილების გადანერგვა” ასეთი რამე არ არსებობს. დააზუსტეთ თუ შეიძლება.

  5. ramdenime kitxva maqvs 🙂 1. qveda ybis ukana kbilis nawili chamityda da daplombva xo sakmarisi iqneba ( vzarmacob mosvlas da 2 tve gavida) 2. wina uri didi kbili maqvs (kurdghelivit:))_) da shesadzlebeli tu aris sxva kbilebis gadideba da ra metodit da bolo kitxva gatetrebis procedura sashalod ra jdeba? didi madloba winaswar da bodishi bevri kitxvisatvis

    1. 1. ყოველთვის მზად ვარ პასუხის გასაცემად, თუნდაც ბევრ კითხვაზე 🙂
      2. გააჩნია რამხელა და რა ნაწილია მოტეხილი. შეიძლება დაბჟენა საკმარისი იყოს, შეიძება რესტავრაცია იყოს საჭირო, შეიძლება გვირგვინი.
      3. შეიძლება გვერდითა საჭრელების კიდეების დაგრძელება ჰელიობჟენით.
      4. ქიმიური გათეთრების პროცედურა დაახლოებით 300-400 ლარი ჯდება.

  6. ”ცოცხალი” კბილი, რომელიც დაბჟენამდე არ მტკიოდა, მტკივა დაბჟენის შემდეგ(მხოლოდ ჭამის დროს). რა შეიძლება იყოს და გამივლის თუ არა თავისით?

    1. ამას ეწოდება დაბჟენის შემდგომი მგრძნობელობა. შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღეს. თუ არ გაიარა, ექიმს უნდა მიმართოთ.

  7. დავითი
    ფარმაკოლოგიურ კლასიფიკაციაში სულფანილამიდები ცალკე ჯგუფად იყო გამოყოფილი და ახლა თუ რამე შეიცვალა არ ვიცი.

  8. კარგი სტატიაა, მაგრამ მედიცინაში ოდნავ გარკვეული რომ წაიკითხავს სულფადიმეტოქსინი ანტიბიოტიკი არააო, არც სხვა რამეს დიჯერებს ამ სტატიაში დაწერილს 🙂

  9. sainteresoa magram stomatologi aucilebelia,tvit mkurnalobit dros gacelavt da mdgomareobas ki gairtulebt!

  10. ეს კარგი სტატიაა, სულ მაინტერესებდა კბილის ანთებას ექიმამდე რა შეიძლება ეშველოს 🙂

Leave a reply to dentist Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.