კერამიკა აღდგენით სტომატოლოგიაში შეუცვლელ მასალას წარმოადგენს კბილთა პროთეზირების სფეროში. იგი აბსოლუტურად ინერტულია და შეთავსებადი პირის ღრუს ქსოვილებთან, არ იწვევს რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას. მეტალო-კერამიკა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია, წარმოადგენს მეტალის კარკასს, “მოპირკეთებულს” კერამიკის ფენით. იმდენად, რამდენადაც მეტალი არ ატარებს სინათლის სხივს, მეტალოკერამიკის გვირგვინი ბუნებრივი კბილისაგან განსხვავებით ვერ ახდენს სხივის გარდატეხას, რის გამოც არ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა.
უმეტალო კერამიკა მთლიან-კერამიკულ გვირგვინს წარმოადგენს. მეტალის კარკასის გარეშე. თუმცა იგი მოკლებულია იმ სიმტკიცეს, რასაც მეტალის კარკასი ანიჭებს ხელოვნურ გვირგვინს, მაგრამ გააჩნია ბუნებრივი გამჭვირვალობა და მაქსიმალური მიახლოება ბუნებრივ ფერთან. სიმტკიცის გაზრდის მიზნით მთლიანკერამიკული გვირგვინები მზადდება განსაკუთრებული ტექნოლოგიით — ჩამოსხმის მეთოდით. ადრე მას უფრო მეტად უფრო მეტად ფრონტალური კბილების აღსადგენად იყენებდნენ. თუმცა სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის დანერგვით ახალი ეტაპი დაიწყო უმეტალო კერამიკის გამოყენების სფეროში.
ცირკონიუმის ოქსიდს დიდი ხანია იყენებენ მედიცინაში. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის აღდგენითი ოპერაციების დროს. მას ახასიათებს განსაკუთრებული სიმტკიცე, სიმსუბუქე და სრული შეთავსების უნარი ადამინის ორგანიზმთან. სტომატოლოგიაში ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენება მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მას გააჩნია ის დადებითი თვისებები, რაც რაც მეტალს და ამის გამო შეცვალა მეტალის კარკასი. გარდა ამისა თავისი ფერით უახლოვდება კბილის შიდა ქსოვილს — დენტინს და სხივის გარდატეხას ახდენს ასევე დენტინის იდენტურად.
ესთეტიკური თვისებების გარდა მთლიანკერამიკული გვირგვინების უპირატესობა ისიცაა, რომ პროტეზირების ეს სახე ნაკლებად ტრავმულია პაციენტისთვის. იგი საყრდენი კბილის ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს და ზოგიერთ შემთხვევაში მისი წინასწარი დეპულპაცია ანუ “მოკვლა” საჭირო არაა. ჩვენს დროში დიდი გავრცელება ჰპოვა ვინირებმა, განსაკუთრებით კი კერამიკის ვინირებმა, რომელიც მთლიან-კერამიკულ ფირფიტას წარმოადგენს. იგი მაგრდება წინა კბილების ზედაპირზე მათი წინასწარი დამუშავების შემდეგ. ამ დროს ასევე არაა საჭირო კბილის დეპულპაცია და არც ღრძილი ტრავმირდება. ვინირის საშუალებით შესაძლებელია კბილისთვის სასურველი ფორმისა და ფერის მიცემა, მინანქრის ზედაპირზე არსებული სხვადასხვა დეფექტების შენიღბვა.
ზემოთ აღწერილი კერამიკული “ნაკეთობანი” საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა შედეგი თქვენთვის მრავალი წლის განმავლობში იქნება სილამაზე, კომფორტი, და რაც მთავარია ჯანმრთელობა.
უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის
გამარჯობა. ადრე კარგად ვერ ვერკვეოდი კბილების აღდგენის საკითხებში. 6 წლის წინ ან 7 წლის წინ გადავიკარი ზედა ყბა მე-5-6 კბილი მარჯვნივ. ღრძილი მშვენივრად შეეგუა და არ მქონია პრობლემა, მაგრამ ეს პროცედურა როგორ მოხდა იცით? სტომაროლოგმა მირჩია გადაკვრა, გამაგზავნა შესაბამის ექიმთან და გადამიკრა ექიმმა, არანაირი კითხვა არ დაუსვამს მაგ: ფერი, ფორმა, ცალცალკე თუ ერთად, მეტალო კერამიკა თუ ცირკონი და ა.შ. დღეს უფრო მეტად ვერკვევი და ბევრს ვკითხულობ ამ თემების გარშემო. ამ ჩემ კონსტრუქციას უწევს გამოცვლა და ისევ მეტალოთი შევცვალო თუ კერამიკით? თან ბოლო 3 წელია რა დაემართა ამ გადაკრულს იცით, დაიწია სასის მხარეს და ტუჩის მხარეს იდეალურადაა. შეიძლება კარკასმა კიარ დიწია ღრძილმა აიწია, არც სისხლი მომდის და არც მტკივა, უბრალოდ ამ ნაპრალიდან უსოამოვნო სუნის ნადები გამომაქვს ხოლმე ჩხირით. ეს ნაპრალი იმხელაა რომ ღრძილსა და გადაკრულს შორის ფრჩხილი ეტევა. თან ცალცალკე არაა გვირგვინი და ფლოსს ვერ ვიტარებ ამ ადგილას და ეგ არ მომწონს. ალბათ ცნობილი ამბავია გადაკრული ღრძილებისთვოს ეს შემთხვევა, მაგრამ ძალიან მეშინია რომ გამოვიცვლი ისევ იგივე არ მოხდეს, უკვე ასე მგონია ვისაც კი გადაკრული აქვს პირიდან ცუდი სუნი ამოსდის. თუ ირიგატორს ვიხმარ ამ პრობლემას ეშველება ახალგაკეთებულ გვირგვინზე? გთხოვთ აი ყველა ეს პრობლემა რაც დავწერე ძალიან მაწუხებს და მაქსუმალურად საუკეთესო რომ მირჩიოთ.
აღწერილიდან ჩანს, რომ ამ ეტაპზე გვირგვინი არ არის კარგად მორგებული, რადგან სივრცე გაჩნდა კბილსა და ღრძილის კიდეს შორის. რათქმაუნდა საჭიროა შეცვლა, თუმცა 3 წელი ძალიან ცოტა დროა გვირგვინისთვის. ღრძილის აწევის მიზეზი სხვდასხვა შეიძლება იყოს — პაროდონტის დაავადება, კბილის არასწორი პრეპარირება, ღრძილის კიდის დაზიანება, გვირგვინის არასწორი მორგება… რადგან პრობლემა უკვე არსებობს, გირჩევთ მიმართოთ ისეთ ორთოპედს, რომელიც კარგად ერკვევა ბიოლოგიურ კონცეპციაში, ღრძილის და ზოგადად პაროდონტის პრობლემებში და თანამშრომლობს პაროდონტოლოგთან.
თუ კბილი ამოღებული არ არის და გვირგვინები გვერდიგვერდაა, ცალცალკე უნდა დამზადდეს, სწორედ ჰიგიენის თვალსაზრისით. ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა პრიორიტეტულია ნებისმიერი ხელოვნური კონსტრუქციის დამზადებისას.
ირიგატორის ხმარება რათქმაუნდა შეგიძლიათ, მაგრამ დამატებით. ფლოსი და კბილთაშორისი ჯაგრისები ბევრად ეფექტურია. საერთოდ, ასეთ შემთხვევებში პირადი ჰიგიენის რეჟიმი და საშუალებები უნდა შეარჩიოს პაროდონტოლოგმა ინდივიდუალურად. შესაძლებელია კბილების სხვადახვა უბანში სხვადასხვა საშუალება იყოს საჭირო მაქსიმალური ეფექტურობისთვის.
მეტალოკერამიკა, უმეტალო კერამიკა თუ ცირკონი — ეს ორთოპედთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ თავად. მთავარია ზემოთ აღნიშნული პრობლემების გათვალისწინება მოხდეს და გვრიგვინები სწორად დამზადდეს.
გამარჯობათ. თუ შეიძლება მიპასუხოთ, ზედა 11 კბილი მაქვს გადასაკრავი ,კლინიკაში მითხრეს ღომ ცირკონის გვირგვინებით 4000 ლარი ღირს. შეესააბამება თუ არა ეს ნორმალურად შესაბამის თანხას.??
დიახ, შესაძლებელია. ცირკონის გვრიგვინი საშუალოდ 350 ლარი ღირს.
Dzalian gtxovt mipasuxet.cina eqvsi kbili maqvs keramikis gavida xuti celi mtlianad chamoixsna.xelmeoret sheileba chaicementos tu raunda gamiketon.rasmirchevs.
არა, იგივე ხიდის ან გვირგვინების დამაგრება აღარ შეიძლება, მითუმეტეს თუ მოირყა და თავისით ჩამოვარდა. ახალი უნდა დამზადდეს.
gamarjobaat mainteresebs zemot 7 kbilis chasma!!
metalo keramika ra jdeba..
უნდა მიმართოთ რომელიმე კლინიკას კონსულტაციისთვის და ფასების გასაგებად.
gamarjobat, ra girs erti keramikis gaketeba
საშულოდ 150 ლარი, მაგრამ აჯობებს იკითხოთ კონკრეტულ კლინიკაში.
ra girs 1metelo-keramikis kbilis chasma?ramdenad myari da saimedoa?
შედეგი დამოკიდებული არა მასალაზე, არამედ ექიმის და კბილის ტექნიკოსის პროფესიონალიზმზე.
ფასი 150 ლარის ფარგლებშია. სხვადასხვა კლინიკაში შეიძლება სხვადასხვა იყოს.
mogeaslebit mainteresebs metali keramika da paipuri ertida igive xoaris da tan tua shesazlebeli metarlo keramikis kbili iyos tetri
“კერამიკა” და “ფაიფური” ერთიდაიგივეა, ისევე როგორც მეტალო-კერამიკა, მეტალო-ფაიფური, ლითონო-კერამიკა და ა.შ. ყველა ეს კონსტრუქცია გულისხმობს მეტალის (ლითონის) კარკასზე დამატებული კერამიკის (ფაიფურის) შრეს. მაგრამ არსებობს კერამია (ფაიფური) მეტალის გარეშეც, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც უმეტალო კერამიკას (ფაიფურს). ფერს რაც შეეხება, მეტალის არსებობა არ მოქმედესბს ფერზე და ერთნაირად შეიძლება ფერის არჩევა ყველა შემთხვევაში. თუმცა მეტალის კონსტრუქცია მოქმედეს გამჭვირვალობაზე. უმეტალო კერამიკა უფრო ბუნებრივია ამის გამო.
wina zeda 4kbilze minda umetalo keramikis gadakvra da mainteresebs ramdeni xani unda am proceduras da ra jdeba?asevee sad mirchevt romelklinikashi gaviketo
სავარაუდოდ რამდენიმე დღე. ცერეკის აპარატით მუშაობენ “მედი”-ში და “ელიტკერამიკოში”.
tqveni misamarti mainteresebs da saertod gldanshi tu gaqvt filiali?
ეს არაა რომელიმე კლინიკის საიტი, უბრალოდ საინფორმაციო ბლოგია პაციენტებისთვის და ექიმებისთვის. მე თვითონ საქართველოში არ ვარ.
გამარჯობა, მაინტერესებს 3D ცერეკის ტექნოლოგიით კბილების გაკეთება რა ღირს. ვერსად ვერ ვნახე ინფორმაცია და იქნებ თქვენ დამეხმაროთ. გმადლობთ წინასწარ
ეს კლინიკა იყენებს ცერეკს, დაუკავშირდით — http://www.elitekeramico.com/?lng=geo
gamarjobat, ra girs cirkonokeramikis gvirgvinebi? mxolod gvirgvinebi ukve chasmul inplantaciaze da an inplantacia tavisi gvirgvinit? da momsaxureobac tu shedis fasshi? cinascar didi madloba
გამარჯობა. ცირკონოკერამიკის გვრიგვინი 200 ლარის ფარგლებშია დაახლოებით, იმპლანტაცია 800-900 ლარი. მომსახურეობაში რას გულისხმობთ?
eqimis momsaxureobas vgulisxmob. ai magalitad rom gaviketo cirkonokeramikis gvirgvini gadavixdi 200 lars? xom ar icit daaxloebit ramdeni dro chirdeba? anu stomatologtan pirveli visitis shemdeg ramden droshi chamisvamen cirkonokeramikis gvirgvinebs?
didi madloba.
დიახ ფასში ყოველთვის შედის ექიმი-ორთოპედის (პროტეზისტის) მომსახურეობა, მაგრამ თუ კბილი მოსამზადებელია თერაპიულად — არხის დაბჟენა, გვრიგვინის აღდგენა ან ჩანართი, ეს ემატება ფასს. დროსთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ რამოდენიმე დღე იქნება საჭირო.
გამარჯობათ, მაკლია წინა ზემო კბილი. პაროდონტიტის გამო იმპლანტს ვერ ვიკეტებ, არ მსურს ასევე გვერდიტი ჯანსაღი კბილების გაქლიბვა და გადაკვრა, სხვა რა ვარიანტია კიდევ მიკროპროტეზის გარდა ”პეპელას’ რომ ეზახიან რომელიც 1 თვის წინ გავიკეტე და გატყდა, გტხოვტ მირჩიოთ. ცირკონის კბილებზე წავიკიტხე და ვერ გავიგე ტუ ეს შეიძლება ჩემტვის გამოსავალი იყოს? გტხოვტ მირჩიოთ, კბილები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მადლობა
გამარჯობა. ცირკონოკერამიკა უბრალოდ მეტალოკერამიკის ალტერნატივაა და ხიდი რომ გაკეთდეს გვერდითა კბილების დაქლიბვას მაინც მოითხოვს. თუ ეს არ გსურთ, უნდა ჩატარდეს იმპლანტაცია ძვლის აუგმენტაციით, 2 ეტაპად. ალბათ უნდა მოძებნოთ იმპლანტოლოგი, რომელიც ამას აკეთებს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნური ძვლის დამატება იმპლანტაციის პროცედურას აძვირებს. კიდევ ერთი ვარიანტია ადჰეზიური ხიდი მინაბოჭკოვანი ლენტით, ანუ ახალი კბილი გვერდით კბილებს ეწებება დამუშავების გარეშე. მაგრამ ეს კონსტრუქცია ხანგრძლივი არაა ხოლმე.
tu sheidzleba ganvadebit gaketeba da sad ver mimascavlt?anu misamarti tu momcert vis unda mivmarto?
შეიძლება თუ არა ფერშეცვლილ კბილზე ვინირის გადაკვრა და ზუსტად ძველი ფერის დაბრუნება?
რა თქმა უნდა. ფერის მიღება ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
didi madlobaaa
გამარჯობათ,მაღლა 7 კბილი მაქვს მეტალო კერამიკის და ამასთან ერთად დამეწყო ღრძილების ანთება თან ერთვის მარჯვენა თვალის ტკივილი რაც გავიკეთე კბილები მის მერე,შეიძლება თუ არა იყოს გამოწვეული ეს ტკივილები და მხედველობის დაქვეითება აქედან გამომდინარეე.
გამარჯობა. თქვენ მომწერეთ უკვე ეს კითხვა და გიპასუხეთ:
“თვალის ტკივილი შეიძლება იყოს ცალკე ნევროლოგიური პრობლემა და ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
ხელოვნური გვირგვინების დროს ხშირია ღრძილების ანთება. თუ გვირგვინები გამსოაცვლელია, უნდა გამოცვალოთ. ამით შეიძლება მოგვარდეს ღრძილების პრობლემა. ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კონსულტაციაზე უნდა მიმართოთ თერაპევტ სტომატოლოგს და ის გადაგამისამართებთ ორთოპედთან თუ საჭიროა.”
misamarti momweret?
რისი მისამართი?
wina 9 kbili maqvs sagi, danarcheni shignita kbilebi amogebuli. sheidzleba tu ara protezis gareshe chasma kbilebis.
ასეთ შემთხვევაში პროტეზის გარდა იმპლანტაციაა გამოსავალი.
მაქვს მეტალოკერამიკის გვირგვინი რომელიც დამაგრებულია ფესვებზე ჩამომტყდა ერთი კბილის ზედა კერამიკის საფარი, თუ არის შესაძლებელი ამ კბილის კერამიკით დაფარვა,
თუ ეს შესაძლებელია გთხოვთ მომწეროთ რომელ კლინიკას მივმართო
გვირგვინის მოუხსნელად, პირის ღრუში მხოლოდ დროებიტ შეიძლება აღდგენა სპეციალური ჰელიო-მასალით. შეიძლება მოხსნა და კერამიკის ფენის დამატება, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გვირგვინის შეცვლა, რადგან მოხსნის შემდეგ, ისევე როგორც განმეორებითი გამოწვის შემდეგ კერამიკა ხშირად იბზარება.
ვარ ალერგიული ყველა მეტალის მიმართ(ოქროს და ვერცხლის გარდა).თუმცა ჩემი კბილები აშკარად მოითხოვენ მეტალო კერამიკას:).ამ შემთხვევაში რა ზომებს იღებთ? რანაირად უნდა მოვიქცე?
წესით და რიგირთ, მეტალოკერამიკის გვრიგვინში არსებული მეტალის კარკასი შეხებაში არ უნდა იყოს რბილ ქსოვილებთან. მხოლოდ კბილის დაქლიბულ მაგარ ქსოვილებზე ცემენტდება. ასეთ შემთხვევაში ალერგიის მიზეზით გართულების ალბათობა პრაქტიკულად არაა.
gamarjobat. dzalian momewona tqveni gverdi da bevrisaintereso ram cavikitxe. minda gavigo vinirebis shesaxeb..amixsenit tu ar shecuxdebit misi arsi da ra mdgomareobashi ketdeba, maqvs titqmis garemontebuli kbilebi da saertod cud mdgomareobashi…itqmis rom sagi kbili ar maqvs…ras mirchevt, vis mivmarto konsultaciisatvis…madlobt.
გამარჯობა. მოდით მაშინ ასე მოვიქცეთ: სტატიას დავწერ ცალკე ვინირებზე და დავდებ უახლოეს მომავალში, რადგან ბევრისთვის საინტერესოა ეს თემა.
maqsimum ramdeni weli aqvs garantia vinirs? da romelime klinika tu idzleva garantias werilobiti formit?
5-დან 10 წლამდე, სხვადასსვა ფაქტორზეა დამოკიდებული. წერილობითი ფორმით იძლევიან თუ არა გარანტიას ვერ გეტყვით.
maqvs zeda ybaze araswori wyobis kbilebi, erti sakbechi kbili win aris gamoweuli, dargveulia simetria. mainteresebs shesadzlebelia tu ara vinirebit am problemis mogvareba?
სიმეტრიის დარღვევაში რას გულისხმობთ ჯერ დააკონკრეტეთ. თუ ცენტრია დარღვეული (ანუ სახის შუახაზი 2 ცენტრალურ საჭრელს კბილს შორის უნდა გადიოდეს, ცენტრის დარღვევისას კი ერთერთი საჭრელის გადანაცვლების გამო შუახაზი მასზე გადის) ეს პრობლემა ვინირით ვერ მოგვარდება. თუ რკალიდანაა გამოსული, შეიძლება რკალში ჩასმა თუ საკმარისი ადგილია. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილი ბუნებრივი ზომის ვერ გამოვა.
maqvs zeda ybaze mechxeri kbilebi cina 6bili maqvs dashorebuli tu shegidzliat ro momcerot ra tnxa damigdeba vinireba rom gaviketo.da romel klinikas mirchevt,var 28 wlis.madlobt.
თითო ვინირი დაახლოებით 100 ლარამდე ღირს (ჰელიონჟენით). მაგრამ თქვენს შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია, ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. გირჩევთ კონსულტაციას ირენ ზენტეკთან “ელიტში”.
gamarjobat maqvs zeda ori sachreli kbili eshvebs rom edzaxian cudat chamozrdili,sheidzleba mag ori kbilis gasworeba an axlis gaketeba?
შეიძლება გასწორდეს ორთოდონტიულადაც და ვინირითაც.