მითები

მინდა დავდო ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ბევრ კითხვაზე გასცემს  ალბათ პასუხს.

დიდი ხანია თითქოს კბილებზე ყველაფერი უკვე ცნობილია. თუმცა ხშირად მცდარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ეჭვის საფუძველს იძლევა. დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები? ღირს თუ არა კბილების გათეთრება? როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას და რამოდენიმე ცნობილი მითის გაბათილებას შევეცდებით ამ სტატიაში.

მითი #1. გათეთრება მავნეა __ იგი აფუჭებს მინანქარს.
ნუ დაივიწყებთ, რომ მხოლოდ სურვილი, გქონდეთ თოვლივით ქათქათა კბილები საკმარისი არ არის. ამისთვის არსებობს კონკრეტული სამედიცინო ჩვენებები და უკუჩვენებები. თუ ამ პროცედურის ჩატარება გსურთ, მიაკითხეთ გამოცდილ სტომატოლოგს, რომელიც გადაწყეტს შეიძლება თუ არა თქვენთვის გათეთრების ჩატარება და რა მეთოდით.
გათეთრება უკუნაჩვენებია, თუკი პირის ღრუში არის კარიესული კბილები, ასევე თუკი ადგილი აქვს კბილის ქსოვილების არასრულ განვითარებას, ღრძილების დაავადებას, არასაკმარის ჰიგიენას. გათეთრების პროცედურა გადავადებულ უნდა იქნას ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

კბილის ფერს განსაზღვრავს დენტინი – კბილის ძირითადი ქსოვილი, რომელიც მინანქრის ქვეშ მდებარეობს. თვითონ მინანქარი ნახევრადგამჭვირვალე, მინის მსგავსი მტკიცე ქსოვილია. იმისათვის, რომ დენტინამდე მიაღწიოს და გააუფერულოს იგი, აქტიური ქიმიური აგენტი მინანქარში წარმოქმნის მიკროფორებს. შემდგომში ისინი აღდგება ნერწყვის ხარჯზე, თუმცა ზოგჯერს ეს საკმარისი არაა __ ვითარდება გართულება, ძირითადად მინანქრის ჰიპერმგრძნობელობის ხარჯზე.

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია “გათეთრება” სისტემით Air Flow თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენის ერთ-ერთი საშუალებაა და არა გათეთრების მეთოდი. ამ სისტემის საშუალებით მინანქრის ზედაპირიდან მთლიანად აშორებენ პიგმენტურ ნადებს, რომელიც წარმოიქმნება არასაკმარისი ჰიგიენის გამო. შედეგად პაციენტი ხედავს მინანქრის რეალურ ფერს და რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი მნიშვნელოვნად გათეთრდა.

მითი #2. გათეთრებით მიღებული შედეგი ხანმოკლეა.

საშუალოდ, პირველი გათეთრების შედეგი გრძელდება დაახლოებით ერთი წელი (ეს დამოკიდებული მინანქრის სიმკვრივეზე, რაც ყველას სხვადასხვა აქვს). თუკი კბილების გათეთრება თქვენთვის ჩვევად იქცა, გახსოვდეთ: პროცედურებს შორის პერიოდი თანდათან მოკლდება. საქმე იმაშია, რომ ფორების ზომა თითოეულ ჯერზე მატულობს, ნერწყვის ხარჯზე მთლიანად ვეღარ აღდგება და მათში ხვდება კვებითი პიგმენტები. რა შეიძლება გავაკეთოთ?

არსებობს სპეციალური საშუალებები გათეთრების შემდეგ ფერის შესანარჩუნებლად. ინიშნება პასტები, რომლების გამათეთრებელ აგენთებს შეიცავენ დაბალი კონცენტრაციით. მინანქრის აღსადგენად კი მიმართავენ სპეციალურ მარემინარილიზერებელ თერაპიას სპეციალური ხსნარებით.

ყველაფერი ზემოთთქმული ეხებოდა პროფესიონალურ გათეთრებას, რომელსაც ექიმი კლინიკაში ატარებს. პროცედურის ჩატარება შეიძლება სახლშიც. ამისათვის ექიმი ამზადებს კაპებს, რომლებშიც თავსდება გელი და ჩამოეცმება კბილთა რკალებზე. გამათეთრებელი გელის კონცენტრაცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალია და უსაფრთხოა ღრძილებისთვის. თვითონ პროცესი გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე კლინიკაში ჩატარებული, თუმცა შედეგი არაფრით განსხვავდება.

მითი #3. კბილების გათეთრება შეიძლება სოდით.

დიახ, მაგრამ სოდის გამოყენება მხოლოდ კვირაში ერთხელ, იმდენად, რამდენადაც იგი მაღალაბრაზიული საშუალებაა. თუმცა თვალისმომჭრელ სითეთრეს ნუ ელოდებით. სინამდვილეში კბილები კარგად გაპრიალდება და ბრწყინვალებას შეიძენს. ამისათვის კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ პასტა, მსუბუქად შეეხეთ საკვებ სოდას და გაიწმინდეთ კბილები. არსებობს ასევე სოდის შემცველი კბილის პასტები, სადაც ნაწილაკები უფრო მცირე ზომისაა და ნაკლებად ატრავმირებს მინანქარს. ასეთი პასტების გამოყენება არ შეიძლება უმეტეს 1 თვისა.

მითი #4. აუცილებლად გავიხეხოთ კბილები ორჯერ დღეში.

კბილების გახეხვა საჭიროა მინიმუმ ორჯერ დღეში. უფრო ზუსტად კი იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა პირის ღრუში კომფორტისა და სისუფთავის შეგრძნების მისაღწევად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიირთმევთ, რამდენად სწრაფად გროვდება ნადები პირის ღრუში. ავადმყოფობის დროს კბილები უნდა გაიხეხოთ განსაკუთრებით გულდასმით. საუკეთესო ვარიანტია __ გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი ყოველ ჯერზე საკვების მიღების შემდეგ. ამერიკელების უმრავლესობა თან ატარებს პატარა ჯაგრისს, რომელსაც ყოველი კვების შემდეგ იყენებენ. იგივეს ვურჩევთ ყველას: რამდენიმე მოძრაობის გაკეთებაც საკმარისია, თუნდაც კბილის პასტის გარეშე.

მითი #5. დილით კბილები უნდა გავიხეხოთ საუზმის შემდეგ.

კბილების გახეხვა საჭოიროა საკვების მიღების შემდეგ. თუმცა დილით უმჯობესია ეს გააკეთოთ საზმემდე (ჰიგინური თვალსაზრისით) და აუცილებლად საუზმის შემდეგ. მთავარია სწორი მეთოდიკა. სწორი ხეხვა კი შეუძლია გასწავლოთ მხოლოდ სტომატოლოგმა __ მოსთხოვეთ მას. როდესაც პროფესიონალურად დაეუფლებით, ხეხვა საშუალოდ 3-4 წუთს წაგართმევთ, მანამდე კი შეიძლება 5-7 წუთიც დასჭირდეს. იმის შესამოჭმებლად, რამდენად კარგად იხეხავთ კბილებს, აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ ნადების ინდიკატორი. ეს არის სპეციალური დასაღეჭი ტაბლეტები, რომელიც წითლად შეგებავს და ამ გზით გამოავლენს დარჩენილ ნადებს.

მითი #6. თანკბილვის გასწორება შეიძლება ნებისმიერ ასაკში.

თუკი საქმე ეხება ცალკეულ კბილებს, თანკბილვის გასწორება ყველა ასაკში შეიძლება, მაგრამ არსებობს თანკბილვის მძიმე პათოლოგიები, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ კბილები, არამედ ყბის ძვლებიც. ასეთ შემთხვევებში არსებობს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვები. ექიმი ორთოდონტი გირჩევთ, რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.

მითი #7. კბილი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ.

კბილის დაკარგვა ყოველთვის არასასურველია. ხშირად სწორედ თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რომ უკიდურესი ზომების მიღებაა საჭირო. ჩევინარჩუნოთ კბილი ნებისმიერ შემთხვევაში (ანუ ქრონიკურლი ანთების კერა) მავნეა ჯანმრთელობისთვის. ამის გამო ხშირად ზიანდება, გული, თირკმელები, სახსრები. გართულებების თავიდან ასაცილებლად ხშირად გვიწევს კბილის ამოღება. გადაწყვეტილებას ყოველთვის ღებულობს ექიმი. არსებობს სიტუაციები, როცა თქვენის აზრით “უიმედო” კბილის მკურნალობა და აღდგენა შესაძლებელი ხდება, ერთი შეხედვით ჯანმრთელი კბილი კი ამოსაღები გამხდარა.

მითი #8. ჯანმრთელი მინანქარი __ თეთრი მინანქარია.

ეს ასე არაა. აბსოლუტურად თეთრი კბილები ბუნებაში არ არსებობს. მათ ფერს განსაზღვრავს დენტინი და და იგი მემკვიდრეობით გადაეცემა. Vita-ს საერთაშორისო შკალის მიხედვით არსებობს კბილის თეთრი ფერის 4 ძირითადი ვარიანტი: A __ მოყავისფრო, B __ მოყვითალო, C __ მორუხო, D __ მოწითალო. ითვლება, რომ ყველაზე მტკიცეა ის კბილები, რომელთა შეფერილობა შეესაბამება A3-ს. A მოყავისფრო შეფერილობაა, 3 კი შეესაბამება ფერის ინტენსივობას: 0-დან (კაშკაშა თეთრი) 4-მდე (თითოეულ ჯერზე მოყავისფრო შეფერილობა ძლიერდება). ითვლება, რომ თუ კბილის შეფერილობაა A1 იგი ბვერად უფრო ნაზი და მყიფეა, ვიდრე A3 შეფერილობის მქონე კბილები, რომელიც ევროპული რასისთვისაა დამახასიათებელი.

მითი #9. კარიესი ჩნდება ტკბილეულისგან.

რაც უფრო მეტ ტკბილეულს მიირთმევთ, მით უფრო მეტი „საკვებია“ პირის ღრუში მიკრობებისთვის. ისინი გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს მინანქარს შეგიძლიათ მიირთვათ ფუნთუშები, კანფეტები და ყველაფერ ამას დააყოლოთ გაზიანი სასმელიც, მაგრამ თუ არ გეცოდებათ საკუთარი კუჭი, შეიცოდეთ კბილები: ტკბილეულის მიღების შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში წყალი, მიირთვით ვაშლი ან სტაფილო.

მითი #10. ფლოსისა და პირის ღრუს სავლების ხმარება აუცილებელია კბილებისათვის.

სავლებები, ბალზამები და ელექსირები პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალებებია და სურვილისამბრ გამოიყენება. ისინი შეიცავენ მადეზოდორირებელ ნივთიერებებს, მსუბუქ ანტისეპტიკებს და ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ნადების მიმაგრებას მინანქრის ზედაპირზე. კბილის ძაფი (ფლოსი) __ ერთერთი ძირითადი საშუალებაა პირის ღრუს ჰიგიენის და მისი ხმარება აუცილებელია. თუ როგორ იხმაროთ იგი სწორად, რომ არ დააზიანოთ ღრძილის დვრილი და ეფექტურად გაიწმინდოთ კბილების საკონტაქტო ზედაპირები, უნდა გაჩვენოთ თქვენმა სტომატოლოგმა.

მითი #11. საკვების მიღების შემდეგ უნდა ვიხმაროთ საღეჭი რეზინი.

შეიძლება, მაგრამ არაუმეტეს 10 წუთისა. ჭამის შემდეგ პირის ღრუში იცვლება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, რომელიც ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. ბალანსის აღდგენა შესაძლებელია საღეჭი რეზინის საშუალებით, მაგრამ მისი დიდხანს ღეჭვა მავნებელია კუჭისთვის. ღეჭვის პროცესში გამოიყოფა კუჭის წვენი, მაგრამ იმდენად რამდენადაც კუჭი ცარიელია, კუჭი „მოინელებს“ თავის თავს, ზარალდება ლორწოვანი გარსი. მეორეს მხრივ, საღეჭი რეზინი ზედმეტად ტვირთავს ქვედა ყბის სახსარს. ეს კი სახსრის დაავადების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მითი #12. ჯანმრთელი კბილები მემკვიდრეობით გადაეცემა.

კბილის ქსოვილების შენების თავისებურება მართლაც მემკვიდრეობით გადაეცეა. მაგრამ კბილების მდგომარეობა დამოკიდებულია ბევრს სხვა დამატებით ფაქტორზეც: გადატანილ და თანმხლებ დაავადებებზე, კვების რაციონზე, სარძევე კბილების მკურნალობის ხარისხზე და განსაკუთრებით პირის ღრუს ჰიგიენაზე.

კბილების სიჯანსაღისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელ წყალში ფტოეის შემცველობას. ამის ცოდნა აუცილებელია განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებისთვის, ვინაიდან ბავშვის სარძევე და მუდმივი კბილების ჩანასახების ფორმირება იწყება მუცლადყოფნის პერიოდის მე-6 თვიდან და მთავრდება 1 წლის ასაკისთვის. ფტორის ნაკლებობისას მინანქრის სტრუქტურა არასრულფასოვნად ფორმირდება, ამის შედეგი კი კარიესის სიმრავლეა. და პირიქით, ფტორის სიჭარბისას ვითარდება სხვა დაავადება __ ფლუოროზი. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ფტორის შემცველობა იმ წყალში, რომელსაც სასმელად იყენებთ (ნორმაა 1მგ/ლ).

თუკი ფტორის ნაკლებობა 0,3მგ/ლ-ზე ნაკლებია, აუცილებელია მისი დამატებით მიღება. გამოიყენეთ ფტორირებული საკვები მარილი, ფტორირებული კბილის პასტა, წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან პროფესიონალური ჰიგიენის პროცედურის შემდეგ ჩაიტარეთ ფტორლაკის აპლიკაციები. ასეე სტომატოლოგს შეუძლია დაგინიშნოთ ფტორის ტაბლეტები. თუკი თქვენს რაიონში ფტორის რაოდენობა სასმელ წყალში ნორმას აჭარბებს, შეიძინეთ მხოლოდ ბოთლის წყალი და გამოიყენეთ, როგორც დასალევად, ასევე სადილის მოსამზადებლად.

მითი #13. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი არაა __ მაინც მოსაცვლელია.

ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. აუცილებელია მიმართოთ უშუალოდ ბავშვთა სტომატოლოგს, რადგან სარძევე კბილებს ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი. მათი მოცვლა ხდება ფესვების ფიზიოლოგიური გაწოვის ხარჯზე. ფესვების სიახლოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში განლაგებულია მუდმივი კბილების ჩანასახები და ფესვების გაწოვისთანავე იწყებს ამოჭრას. თუკი ბავშობის ასაკში არ ვუმკურნალებთ კარიესს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მუდმივ კბილებთან დაკავშირებითაც: ამოჭრის ვადების დარღვევა, მინანქრის განუვითარებლობა და ჩანასახის სრული გაწოვაც კი.

მითი #14. რაც უფრო ძვირია კბილის პასტა, მით უფრო უკეთესია.

ყოველთვის ასე არაა, მაგრამ უცნობი წარმომავლობის იაფფასიანი კბილის პასტებმა მოკრობების მოშორების ნაცვლად შეიძლება ახალი სახეობებიც კი “შეგმატონ”.  ამიტომ აუცილებელია კბილის პასტა შეიძინოთ აფთიაქში ან დიდ მაღაზიაში, ამასთან სხვადასხვა სახის დილისთვის და საღამოსთვის. დილით უმჯობესია გამოიყენოთ აბრაზიული პასტები, საღამოს კი __ მცენარეული. ცვალეთ პასტები, შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო. პირის ღრუს მიკრობები ხშირად ეჩვევიან მათ, განსაკუთრებით კი თუ პასტის შემადგენლობაში შედის ისეთი ანტისეპტიკები, როგორიცაა მაგალითად ტრიკლოზანი და ქლორჰექსიდინი. შედეგად პასტის ეფექტურობა მცირდება.

მითი #15. თუკი კბილები არ გვაწუხებს, სტომატოლოგთან სიარული საჭირო არაა.

წელიწადში 1-2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. კარიესის გარდა არსებობს სხვა პათოლოგიებიც, რომელთა საწყისი გამოვლინება შეუძლია შენიშნოს მხოლოდ სტომატოლოგმა. მათი მკურნალობა ადრეულს სტადიებზე გაცილებით ადვილი და ეფექტურია (ეს განსაკუთრებით ეხება ღრძილების დაავადებებს). გარდა ამისა აუცილებელია რბილი ნადების და ქვების რეგულარული მოცილება. ქვები შეიძლება ღრძილქვეშაც იყოს განლაგებული, რაც უფრო მეტად საშიშია.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია თქვენს კბილებზე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს სტომატოლოგთან საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ.

40 thoughts on “მითები

    1. აუცილებლად უნდა გაირკვეს ცვეთის მიზეზი და მოიხსნას. თუ ბრუქსიზმია, უნდა გამოიყენოთ კაპა და მიმართოთ ნევროპათოლოგს. თუ თანკბილვის ბრალია, უნდა ჩაიტაროთ ორთოდონტიული მკურნალობა. საერთოდ ეს პრობლემა რამოდენიმე სპეციალისტის ჩარევას ითხოვს.თვითონ გაცვეთილი კბილების აღდგენის მეთოდი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით რამდენი და რომელი კბილებია დაზიანებული და რამდენად მოხდა გამომწვევი მიზეზის მოხსნა.

  1. და air-flov საშუალებით კბილების გაწმენდისას თუ არის საჭირო ფინალური პოლირება? არც ჩემთვის გაუკეთებიათ და მაინტერესებს

  2. პატივცემულო თქვენთან კითხვა მაქვს- 4დღის უკან კბილები გავიწმინდე სპეციალური აპარატით, რომელშიც ექიმმა რაღაც ფხვნილი ჩაყარა და მერე წყლისჭავლის სახით გადამატარა კბილებზე, კბილებს კი შეეტყო გაწმენდა, მაგრამ მეორე დღეს კანი მკონდა აცლილი ღრძილების ზემოთ, შეწიტლება და ცოტა ტკივილი ახლავს თან, ვივლებ ლაკალუტს იმედია მალე მომირჩება და სხვა სახის გართულება არაფერი ინება.

    1. დიახ, ამ მეთოდით (air-flow) გაწმენდისას ადვილად შეიძლება დაზიანდეს ღრძილის კიდე. მე ლაკალუტს არ გირჩევდით, ქლორჰექსიდინს შეიცავს და კბილები შეიძლება ოდნავ გაამუქოს. თუ მნიშვნელოვანი დაზიანება არაა მცენარეული სავლებიც საკმარისია, გვირილა ან სალბი. მოერიდეთ მჟავე, მლაშე და ცხარე საკვებს. იმედია რამდენიმე დღეში გაივლის.

  3. gamarjobat kbılebı gavıwmınde ramdenıme tvıs wın ragac amapxıkes ragac shemasxures nu ver mıvxvdıı mtkıvneulı ıyo zaaıan mıs mere kbılıs shıda nawılze nadebı gamıchnda aranaırı kbılıs pasta ar mshvelıs meshını ısev xelaxla gawmedıs uaresı ar damematos

    1. სავარაუდოდ არ ჩაუტარებიათ პოლირება, რაც გაწმენდის ფინალური ეტაპია. მისი საშუალებით მინანქრის ზედაპირიდან შორდება უმცირესი ნაწილაკებიც კი და ზედაპირი აბსოლუტურად გლუვი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხაოიანი მინანქარი ნადოები შემდგომი დაგროვებისთვის საუკეთესო პირობა ხდება და ეს პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.

    1. არა, არ უნდა გამოიწვიოს. გაქლიბული ნაწილი ვინირით იფარება.

    1. გაფუჭებაში რას გულისმობთ გააჩნია. კბილის ქსოვილი იქლიბება ვინირისთვის.

  4. me icit ra mainteresebs wina kbili mak meoreze gadamjdari mainteresebs sheizleba tu ara gaiklibos da amis shemdgom viniri gadaekras zemodan

    1. კი შეიძლება. მაგრამ ესთეტიკურად რამდენად ეფექტური იქნება შედეგი დამოკიდებული იმაზე თუ რამდენადაა გადანაცვლებული კბილები.

    1. კომპოზიტის ვინირების შეცვლა საჭიროა, ისევე როგორც ჰელიობჟენის. კერამიკის ვინირები ბევრად ხანგრძლივია. თუ ღრძილის მხრივ არ გაჩნდა რაიმე პრობლემა შეცვალს არ საჭიროებს. საერთოდ ვინირების გამოყენება დაახლოებით 10 წელია ხდება, ამიტომ დიდი გამოცდილება არაა ჯერ დაგროვილი შორეული შედეგებთან დაკავშირებით.

  5. ai icit ra mainteresebs samudamo gatetreba aris anu meubnebian rom kbilebze ra agcas akraven tetri akvt kbilebi da martalia anu zoomit iset shedegs ar miigeb o rogorc msaxiobebs akvto da aris egeti ragac rom kbilebze akraven zemodan

    1. ალბათ ლუმინირებს გულისხმობთ, მაგრამ ეს გათეთრების მეთოდი არაა. ანუ ძალიან თხელი კერამიკის ფირფიტა ეკვრება კბილის გარეთა ზედაპირს და შესაბამისად ფერიც შეიძლება სხვა იყოს.

  6. მაინტერესებს როგორ ჯობია კბილების გალამაზება ვინირის ფირფიტებით თუ ჰელიო ამოშენებით? რომელი უფრო უსაფრთხოა და ეფექტური

    1. 1.ვინირის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ კბილის წინა ზედაპირის შეცვლა. მაგრამ თუ კბილის ამოშენება ანუ აღდგენაა საჭირო, ეს რესტავრაციაა და სხვა პროცედურაა, ანუ ერთმანეთს არ ცვლის.
      2.ვინირს ფირფიტის სახე აქვს თუ კერამიკისაა. პირდაპირი ვინირი კი პირის ღრუში კეთდება ჰელიობჟენის საშუალებით.
      3. უსაფრთხოობას რაც შეეხება, გააჩნია რას გულისხმობთ. ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არცერთი არ წარმოადგენს. ვინირისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს კბილის “მოკვლა”. რესტავრაცია შეიძლება მოხდეს როგორც “ცოცხალი”, ისე “მკვდარი” კბილის.
      4. ორივე მეთოდი ეფექტურია, რადგან ორივეს თავისი ჩვენება აქვს.

    1. შეკითხვა ვერ გავიგე. შუქის დანათებით გაწმენდა არ არსებობს.

  7. ჩემს კოლექციაში დავამატე ვიდეო ვინირებაზე და შეგიძლიათ ნახოთ.

  8. shefutvashi ras gulisxmoben xolme ar vici.
    Tqvens SemTxvevaSi albat viniri ukeTesi gamosavalia.

  9. diax rom movixseni mashin gamitxelda minanqari anu zedmet helios rom ashorebda kbiliis zedapiric gabzara …. helioti sheoputva tu vinireba ? am 2 s shoris ra gansxvavebaa? : )) :*

  10. გათეთრებაზე არის სტატია და გადახედეთ. სწორად ჩატარებულ გათეთრებას სავალალო შედეგი არ მოყვება. შეიძლება მგრძნობელობის მომატება, მაგრამ ამითვისაც არსებობს საშუალებები. ბრეკეტმა მინანქარი როგორ გაგიცვითათ? ალბათ მოხსნისას დაზიანდა. ჰელიობჟენით შეიძლება მინანქრის აღდგენა უპრობლემოდ.

  11. მეც მინდა ქიმიურიი გათეთრება დაწერეთ რამდენად უსაფრთხოა და რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს… მე ბრეკეტები მეკეთა ზედა ყბაზე adentia mqonda eshvebze და…. მინანქარი გამიცვითა იმ საზიზღარმა ექიმაა ძალიან მატკინა გული 😦 რა ვქნა? 15 ის ვარ

  12. მთავარია მონდომება და გვიან არასოდეს არაა 🙂
    იმისათვის რომ კბილებს მოუაროთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ კარიესის რისკი საჭიროა 6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური გაწმენდა სპეციალური ულტრაბგერის აპარატით. აბრაზიული ბასტით გაპრიალება მხოლოდ ასრულებს ამ პროცედურას, ანუ კბილის ზედაპირის პოლირება ხდება პასტით და არა გაწმენდა.

  13. me ertxel gaviwminde 15 wlis asakshi ragac pastit da jagrisit stomatolgtan anu mag abreziuli pastit:) jerjerobi makmayofilebs chemi sitetre da mere qimiuradac gavitetreb:D me bavshobashi mindoda stomatologoba da exa vfiqrob ro netav chamebarebiantqo,iqneb araari gvian:)

  14. au exla gadaavwyvite kbilebis gatetrebaaa 17 is var da ar vici ra vqna!! nu daaan yvitelic ar maqvs tetria magarm uketesi minda. mirchiet ramee..

  15. me gavitetre stomatologtan ogond didi veraferi shedegi ver mivige,ragac pastit ta jagrisit(rom trialebs) gamiwmindes , ra iyo?!

    1. ეს არაა გათეთრება, რაც თქვენ გაიკეთეთ. ესაა პოლირება აბრაზიული პასტით, რომელიც კეთდება გაწმენდის პროცედურის დასრულებისას. გათეთრება კი მხოლოდ ქიმიური გზით ხდება, კაპებით ან სხივით.

  16. ანუ ოფისის მეთოდით გაგითეთრებია. თითოეულ კბილზე ცალცალკე დაგანათეს პატარა შუქით თუ ერთიანად დიდი ნათურით და ხანგრძლივად?
    მტკივნეული რატომ?

  17. მე ახლახან გავითეთრე კბილები, ოღონდ არაფერი “ჩამოსაცმელით”. ცისფერ “პასტას” გისვამენ და მერე შუქს ანათებენ, ეფექტი ძალიან კარგია და თანაც მე ვენდობი ჩემს დანტისტს, ამიტომ გეთანხმები, რომ ყველანაირი მითი უნდა დაიმსხვრეს – იარეთ კბილის ექიმებთან და მერე ნახეთ, როგორ ხშირად გაიღიმებთ 🙂

    პ.ს. თუმცა, გათეთრების პირველი პროცესი ძალიან დამღლელია და ცოტა მტკივნეულიც 😉 но ведь красота требует жертв.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.