“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის —  კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული  მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

მაკა ბუღაძე

297 thoughts on ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

  1. გამარჯობათ, მაქვს ღია თანკბილვა, წინა კბილებს შორის მანდზილი რჩება 5 მმ-მდე, ვარ 29 წლის, მაინტერესებს არის ეს გამოსწორბადი თუ არა და რა პერიოდი დაჭირდება ამის გამოსწორებას დაახლოებით.

  2. განვადება დღეს უკვე ბევრ კლინიკაში კეთდება. პირობებზე თავად კლინიკას უნდა მოელაპარაკოთ.

  3. gamarjoba var 16 wlis minda kbilebis gasworeba maqvs win gamoteuli ori eshvi bevrs aqvs ase da ra mainteresebs ganvadebit ar ketdeba breketebis gaketeba?

  4. zeda ybaze amogebuli maq orive mzares meotxe kbilebi da undachaviyeno breketebi ro odnav mainc shemcirdes carieli adgili da shedzleb es breketi ? dzalian vnerviulob

    1. კბილების გადანაცვლება ბრეკეტის დანიშნულებაა სწორედ. პროფესიონალი ექიმის ხელში ეს პრობლემა არ იქნება.

  5. gamarjoba, var 22 wlis da exla gadavwyvite kbilebis gasworeba, rogorc ortodontma mitxra 2 weli mainc damchirdeba qveda ybaze, mainteresebs pirpitis tareba iwvevs tu ara dzaan yba saxis pormis shecvlas, anu magalitad bevrs aqvs mere nikapis problema da ase shemdeg… da tina miqadzestan mirchies misvla da shegidzliat mitxrat ramdenad kargi specialistia, madloba winaswar

    1. გამარჯობა.
      დავიწყებ იქიდან, რომ ფირფიტოვან აპარატზე ბევრად უფრო ეფექტურია ბრეკეტი, განსაკუთრებით დიდ ასაკში და მკურნალობის დროის შემცირების მიზნით. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია თანკბილვის გასწორება და შესაბამისად არ უნდა იწვევდეს რაიმე ვიზუალურ დეფექტს ნაკვთების მხრივ. თინა მიქაძე ბრეკეტზე არ მუშაობს რამდენადაც ვიცი. ბრეკეტ-სისტემა ბევრად ძვირია, ვიდრე ფირფიტა. მაგრამ ეფექტურობის და კომფორტულობის თვალსაზრისით არც შეედრება ფირფიტას. ბევრ კლინიკაში არსებობს განვადების სისტემა. ასე, რომ მე მაინც ბრეკეტს გირჩევდით.

  6. იცით რა მაინტერესებს? სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს კბილების გასცორების? ჩემ შემთხვევაში გეტყვით როგორია სიტუაცია და ამიტომ გეკიტხებით.. მარტო წინა 2 კბილი მაქ ოდნავ შეცეული და მაგის გასწორება მინდა. მაგალითად ნერვი რო მოიკლას ორივე კბილში ისე ვერ გასწორდება? და მაგ შემთხვევაში რა ასაკიდანაა შესაძლებელი? ერთი სიტყვით სხვა რაიმე საშუალებით თუ ხერხდება კბილების გასწორება გთხოვთ პასუხი გამაგებინოთ.მადლობა 🙂

    1. კი, ვინირის საშუალებით შეიძლება ფორმის შეცვლა, მაგრამ 2 კბილის გაწირვა მოსაკლავად ადვილი არაა. ყოველ შემთხვევაში, საშუალება არის და გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

  7. var 11 clis jer yvela mudmivi kbili ar maqvs da shemidzlia breketis gaketeba?pirpitebi meketa,magram didi shedegi ar momitana.pirshic sul mitamashebda gadacheris shemdegac ki…

    1. ბრეკეტი უძრავადაა დამაგრებული კბილის ზედაპირზე. თანაც ბრეკეტი ყველა კბილის მოცვლის მერე მაგრდება ძირითადად. როგორც ჩანს ფირფიტა გქონდათ.

  8. გამარჯობათ, ვარ 24 წლის, მინდა ბრეკეტის გაკეთება ზედა ყბაზე, 2 წელი უკვე მეკეთა ფირფიტა მაგრამ ხშირად ვიხსნიდი,ამის გამო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაინტერესებს ბრეკეტის ფასები და სად შეიძლება 500 ლარის ფარგლებში გავიკეთო ბრეკეტი, თუ ფლობთ ინფორმაციას გთხოვთ მომწეროთ. მადლობა წინასწარ

    1. ძალიან კარგია, რომ ბრეკეტის გაკეთება გადაწყვიტეთ. მაგრამ მაგ ფასად მე არცერთი კლინიკა არ ვიცი სამწუხაროდ. მაინც მოიძიეთ სხვაგანაც ინფორმაცია.

  9. breketebisTVis asaki ukuCvenebas ar warmoadgens umravles shemtxvevashi.
    yvelaze iafi da normaluri metalis breketebi 550-600 laridan iwyeba erTi yba.

  10. gamarjobat,var 27clis,aqamde ver movaxerxe rom kbilebi gamescorebina da exla shesazlebeli iqneba?anu asaks xom aqvs mnishvneloba?ra asakamdea eg rkinebi tu breketebi arvici ra mchirdeba?.zeda ori kbili maqvs gamoceuli,sibrznis kbilebi amosuli maqvs ukve.

  11. ამ სტატიაში წერია რატომ ჯობია ფირფიტას ბრეკეტი.

  12. აუცილებლად ახალი უნდა დაგიმზადონ. ან ბრეკეტი უნდა გაიკეთოთ.

  13. 22 wlis var 16 wlis ro viyavi rkinebi meketa magram bolomde ar vatare da movixseni. mainteresebs sheidzleba tu ara exla mivakitxo stomatilogs da isev igive rkina chavidga, axali rom ar davamzado??

  14. 21 clis var da zeda ybis kbilebis gascoreba minda..chavidgi plastmasis firfita metalis rkalit..gamiscordeba??dzaan cudi mdgomareoba ar maqvs.amastan metalma gamigiziana tuchis shida mxare ra vqna?

    1. ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი თქვენმა ორთოდონტმა უნდა გაგცეთ. მე ვერაფრით დაგეხმარებით სამწუხაროდ.

    1. თბილისში ფასები მერყეობს 500 დან 1500 ლარამდე ერთი ყბა.

  15. erti kbili maqvs sheweuli shignit ..im kbilebisagan gansxvavebit romlebic nirmalurad maqvs ..daaxloebit ra jdeba mkurnalobaa?

  16. ქრონიკულ ართრიტს ხშირად ახასიათებს გამწვავება, რაც გაცივებას ან სახსრის ჭარბ დათვირთვას უკავშირდება. მწვავე პრიოდში რა თქმა უნდა ტარდება მკურნალობა, ყბა-სახის ქირურგს უნდა მიაკითხოთ. საერთოდ კი საჭიროა დამზოგველი რეჟიმი, არავითარ შემთხვევაში საღეჭი რეზინის საკმარისზე (15 -20 წუთი) მეტი გამოყენება, მაგარი საკვების ღეჭვა (მაგ, მაგარი ჩურჩხელა), უნდა მოერიდოთ მაქსიმალურად პირის გაღებას. სახლში რაც შეიძლება გაიკეთოთ, ესაა თბილი კომპრესები.

  17. აუ dentist მიშველეთ :S

    ადრე აქ დავწერე ჩემს მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე, ადრე მარტო ტკაცუნი იყო ზოგჯერ ეხლა კი ვგრძნობ ტკივილს, და მოძრაობის შეზღუდვას ანუ ანთების ნიშნებია ხო? 😦 მესმის რომ ასე გასარჩევი ამბავი არაა და უნდა მივიდე სტომატოლოგთან ,მაგრამ მანამდე მაინც მომზადებული რო ვიყო–ანუ რა შველის ამ ამბავს, როგრ მკურნალობენ? და ხო იკურნება?

  18. პირველი, რასაც გირჩევდით, ორთოდონტთან გაიარეთ კონსულტაცია.

  19. 25 წლის ვარ. ნახევარი კბილები დაპლომბილი მაქვს, პატარობაში წინა 2 კბილი გამოწეული მქონდა და შემდგომ დაპლომბვის შედეგად გავასწორედ. ეხლა ლაპარაკის დროს ვიხლები ხოლმე და მიზეზი ზედა ყბა მეგონა , მაგრამ ექიმმა მითხრა რომ ქვედა ჩამორჩენილი ყბა გაქვს და ამის ბრალიაო, რამდენი დრო დაჭირდება რომ ეს პრობლემა მოვაგვარო, ხო კიდევ წინა 1 კბილი ფაიფურის მაქვს, რომლის ფესვში პროცესი მქონდა და მერე უვეჩეს საშვალებით ჩავაცხრეთ, რომელზეც ითქვა რომ 1 წელი გამიძლებდა არადა 10 წელი არის რაც მაქვს, გადასულია პლომბი , მაგრამ არ მტკივა.

  20. nitaa დარწმინებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს ბრეკეტის ფიქსაციისთვის. მაგრამ ის, რომ ბჟენები გტყდებათ და ხშირად იცვლით, ნორმალური არაა. ბჟენი კეთდება კბილის დატვირთვის გათავლისწინებით.

  21. chemi problema icit rashia-cina kbilebeze emali naxevradaa gadakruli tu ar vcdebi am daavadebas hipoplaza hqvia,qveda yba saertod deformirebulia,ogognd garehnulad araferi metyoba,23 wlis var da shesadzlebelia tu ara ybis gascoreba,is cina kbilebi ki daplombili maqvs, magram rali cina kbilebze datvirtva didia xshirad mshirdeba plombis shecvala,xan mtydeba da ravici,davitanje

  22. გასწორების ხანგრძლივობა ბევრ მომენტზეა დამიკიდებული. მაგალითად გასასწორებელი აპარატის სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, ანომალიის სახეობაზე. საუკეთესო ვარიანტია ორთოდონტთან გაიარო კონსულტაცია და ფასის ჩათვლით თავად აგიხსნის ყველაფერს.

  23. me maqvs kbilebi gasasworebeli,13 wlis var…neta ramdeni xani unda vataro sinebi da sashualod ra damijdeba?

  24. თუ ნაწიბული ახალი არაა, არამგონია რამე პრობლემას წარმოადგენდეს. იქნებ რამოდენიმე სხვა ორთოდონტიც ნახო და მათი აზრიც მოისმინო.

  25. ninucaa
    ლოყაზე ნაწიბური რატომ უნდა უშლიდეს ხელს აპარატს?
    ბრეკეტების ფასი არის 400-დან 1500 ლარამდე თითო ყბა.

  26. tata
    ფირფიტა მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული და ასე ადვილად არ უნდა ვარდებოდეს ენით.

  27. linda
    გააჩნია ბჟენის (პლომბის) ზომას. თუ ბრეკეტის ფიქსაციისთვის საჭირო ზედაპირი ბჟენისგან თავისუფალია, პრობლემა არაა, ბჟენებს არაფერი მოუვა. ჯობია კონსულტაცია ჩაიტაროთ ჯერ და ყველაფერს აგიხსნით ექიმი.

  28. წინა კბილები მაქვს დაბრეცილი,წინა ეშვები გამოწეულია და გვერდითები ჩაწეულია,ვარ 25 წლის.წინა კბილიები დაპლომბილი მაქვს,თუ შეიძლება რო ისე გავისწორო რომ პლომბი არ დაზიანდეს?სად შეიძლება?გთხოვთ მომწეროთ!წინასწარ გიხდით მადლობას!

  29. ახლა ვერაფერს იზამ. თუ შეგაწუხებს მერე მიმართე ექიმს.

  30. კი კი კი, სულ ცალ მხარეს ვღეჭავდი, ეხლა მეც ვიფიქრე რომ მაგის ბრალი ხო არ არის მეთქი და დავიწყე აქეთ მხარესაც ღეჭვა,ალბათ ამიტომაა ხო? იმედია არაფერი სერიოზული და გამოსწორდება და რამე პროცესი არ მიდის ამ სახსარში,იმიტომ რომ არც მტკივა არც ნუ არანაერი სხვა სიმპტომი არა მაქვს,მარტო აი ზოგჯერ ალაგ-ალაგ ტკაცუნი ღეჭვის დროს 🙂
    ხო ,იმ ორთოპანტომოგრამას პარასკევს ვაპირებ და მართალი ხარ წინასწარ არ ვიფიქრებ უარესსზე :ჵ 🙂

  31. მერვე კბილების ექსტრაქცია მდებარეობის გამო შეიძლება უფრო მეტად ტრავმული იყოს. მისადგომადაც რთულია ზოგჯერ. მაგარმ ამაზე წინასწარ ნუ იფიქრებ. ჯერ ორთოპანტომოგრამა გადაიღე.
    საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის პათოლოგიები ხშირია. ცალ მხარეს ხომ არ ღეჭავ ან ადრე ხომ არ ღეჭავდი?

  32. xo kidev yvelafer amasTanaa mibmuli tu eg calke simptomia neta?–marcxena qvedayba-safetqlis saxsarshi zogjer tkacunebs chamis dros, zogjer! sxva arferi,arc mtkiva da arc piris ghaghebas mizghudavs

  33. au eg unda gadavigho am kvirashi aucileblad

    dges ertma stomatologma mitxra mag kbilis amoghebis mteli operaciao, gaachnia rogor mdebareobs eg sibrdznis kbili,zogjer dzalian dzneli misadgomia da ybis ttrepanaciac sheidzleba dachirdes :(, saertod mshishara ara var,magram mshvidad ro viyo kargi specialisti cmhirdeba da mteli proceduris kargad axsna.eseti vinme unda vipovo

  34. ორთო-პან-ტომოგრამა. ყველგან არ იღებენ. მაგალითად მიცკევიჩის 20-ში ან ვაკის ლეჩკომბინატში. ღირს სადღაც 25 ლარი.

    1. ukacravad , dzalian dakompleqsebuli var gtxovt vinmem mitxarit rame, var 21 wlis, zeda yba gamoweuli titqmis 1 santmetramde qveda ybastan shedarebit, dzlian dakompleqsebulli, ar, sicilis merideba, suntqvaze mqonda problema didixani da mitxres rom pirit rom suntqavdi magis braliao, gtxovt mitxari rkinebi ybas shemiwevs ukan? tu qimiuri charevaa sachiro an ushvelis qimiuri? rogor moviqce yvelafers gaviketeb ogon gamiswordes..

      1. Gamarjoba..
        ukacravad ra maineresebs..var 16wlis da qveda yba maqvs gamoweuli ise rom qveda da zeda kbilebi titqmis ertmanets ebjineba da amaze samkurnalod vis unda mivmarto an brekets ybis sheweva tu sheudzlian an raime rcheva rom momcet…

      2. თანკბილვის ასეთი სახის დარღვევას პირდაპირი თანკბილვა ეწოდება. უნდა მიმართოთ ორთოდონტს მკურნალობისთვის.

  35. აჰაა გაიხარე, იმედია ამოღება უშველის, კი არადა არ გააუარესებს რაც უკვე არის იმას :ჵ

    ე.ი. ორთო-პანტო-გრამა ოკ (პირველად მესმის),გადავიღბ 🙂

    (ჩვეულებრივ ადგილებში ხო იღებენ? ანუ რენტგენის ნაირსახეობაა ალბათ)

  36. მერვე კბილების ამოჭრისას რკალის დარღვევები ძალიან ხშირია. ამიტომ ამოჭრამდე სტომატოლოგმა რენტგენზე უნდა განსაზღვროს ამოჭრის სავარაუდო მიმართულება და შანსი რკალის დარღვევისა. ამის მიხედვით ხდება ზომების მიღება. უნდა გადაიღო ორთოპანტომოგრამა და აჩვენო ექიმს. თუ დახრილია ან ჰორიზონტალურად წევს მაშინ ჯობია ამოიღო (მერე რა რომ ბოლომდე ამოჭრილი არაა). თუ მიმართულება სწორი აქვს, მაშინ სავარაუდოდ ორთოდონტის კონსულტაცია დაგჭირდება. ანუ რკალის გასწორება გჭირდება, მაშინ ამოღებას გირჩევს ალბათ. ენივეი, ჯერ რენტგენი გჭირდება. ოღონდ ორთოპანტომოგრამა.

  37. უიიჰ მართლაა? :O
    და რა სუსტი ყბები მაქვს თუ რა ვიცი რა მაქვს სუსტი, ვის არ ამოსვლია სიბრძნის კბილები და ეს ხო არ ემართებათ
    ჰოდა კიდე–სანამ ამოსულა ბოლომდე მანამ რო ამოვიღო ეს მე8 კბილები არ შეიძლება ? :(,მაინც არაფრის მაქნისია, მაგათ გარეშეც მშვენივრად ვარ და ვიყავი 🙂

  38. სავარაუდოდ მაგის ბრალია. სანამ ბოლომდე ამოიჭრება კიდევ გადაანაცვლებს კბილებს.

  39. კი რამოდენიმე წლის წინ ამოიეშვირა ნახევრები ოღონდ მარტო , და არაფერი არ ცვლება ანუ ბოლომდე არ ამოსულა, ჯერ
    ანუ მაგის ბრალია? სიბრძნის კბილების ამოჭრის ბრალი?

  40. ქვედა მერვეები ხომ არ ამოგივიდა ამ ხნის განმავლობაში, ან ახლა ხომ არ ამოგდის?

  41. ეეეჰ :(, მე მაქვს ეგ პრობლემა, კი არადა ,ხო რა,
    დიდი ხანი არა რაც გამეღუნა ქვედა ყბაზე ჭინა რამოდენიმეკბილი,
    25 წლის ვარ,
    ალბათ დაახლ. 5 წლის წინ დაიწყო პროცესი
    ან რატო ეს ეგვიან? რისი ბრალია ნეტა? ???/

Leave a reply to tata Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.