“კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

feradi-breisebi

ყველას გვყოლია სკოლის ასაკში მეგობარი ან ნაცნობი, რომელიც ორთოდონტიულ აპარატს ატარებდა. ზოგს საკმაოდ დიდხანსაც უწევდა ამ “სამკაულის” ტარება. მართლაც ორთოდონტიული მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს ამ მხრივ ნამდვილად აქვს უპირატესობა.

ორთოდონტიულ მკურნალობას ექვემდებარება როგორც თანკბილვის, ისე კბილთა დგომის ანომალიები. ამ პათოლოგიების მიზეზი შეძლება მრავალი იყოს: ორსულის მიერ გადატანილი დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, მავნე ჩვევები.

პრობლემები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოჰყვება არასწორ თანკბილვას საკმაოდ სერიოზულია. გარდა ესთეტიური არასრულფასოვნებისა, დარღვეულია კბილების უმთავრესი — ღეჭვითი ფუნქცია, რასაც მოჰყვება მთლიანად საღეჭი აპარატის —  კუნთებისა და ქვედა ყბის სახსრის ფუნქციის დარღვევა, ასევე კბილების პათოლოგიური ცვეთა. ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების გადამუშავებისნ დარღვევას და შესაბამისად ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კიდევ ერთი სერიოზული რპობლემა, რომელიც თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიებს მოჰყვება, ესაა პაროდონტის დაავადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კბილის მთავარი ფუნქცია ღეჭვაა. თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგვლივმდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, ძვლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას.

კბილთა არასწორი დგომის დროს მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ვერ ხდება სრულფასოვანი წმენდა. დაგროვილი ნადები კიდევ უფრო ამძიმებს პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას და ამასთან კარიესის განვითარების ალბათობაც მაღალია.

“კბილების გასწორება” ანუ თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით: მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით.
მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემებია. ბრეკეტები დამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველი მიმართულებით.

კბილი არაა შეზრდილი ირგვლივმდებარე ძვალთან უძრავად. უფრო სწორად კი მასთან ერთგვარი იოგებითაა დაკავშირებული. მუდმივმოქმედი სუსტი ძალის ზემოქმედებით შესაძლებელი კბილის გადანაცვლება სასურველი მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ ძვლოვან ქსოვილს აქვს უნარი გაიწოვოს ზეწოლის შედეგად. კბილის გადაადგილდება. თავისუფალ ადგილს კი კვლავ ახალი ძვლოვანი ქსოვილი ავსებს. აუცილებელი პირობაა, რომ კბილებზე მოქმედი ძალა მუდმივი იყოს. ამიტომ მოსახსნელი აპარატებით მკურნბალობისას მათი მოხსნა მხოლოდ კვების დროს შეიძლება, ხოლო ბრეკეტ-სისტემების პლუსი ისიცაა, რომ პაციენტს თვითნებურად არ შეუძლია მისი მოხსნა.

ზემოთჩამოთვლილი მიზეზები ალბათ საკმარისია ორთოდონტიული  მკურნალობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი: უნაკლო კბილები თქვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი შტრიხია.

მაკა ბუღაძე

297 thoughts on ““კბილების გასწორება” ანუ ორთოდონტია

  1. ukacravad dzalian mainteresebs mteli kbilebi rom amovigo dagadzineben da ise aketeben amaso da axlidan chavisva ra damijdeba

    1. ვერ გეტყვით რა დაგიჯდებათ, მაგრამ ყველა კბილი რომ ამოიღოთ მთლიანი მოსახსნელი პროტეზი უნდა ატაროთ ორივე ყბაზე. საუკეთესო შემთხვევაში გაიკეთოთ რამოდენიმე იმპლანტი, რომელზეც დამაგრდება ეს პროტეზები უკეთესი ფიქსაციისთვის..

    1. ფასზე ვერაფერს გეტყვით, თავად კლინიკას უნდა დაუკავშირდეთ. ან კონსულტაციაზე მიხვიდეთ.

    1. თუ არ ვცდები კლინიკა “ცედექსს” უნდა ჰქონდეს ეს ტექნოლოგია.

    1. Cerec-ი არის ტექნოლოგია გვირგვინებისა და ჩანართების კომპიუტერული მოდელირებისათვის. ჯერ კეთდება სამგანზომილებიანი გრაფიკული მოდელი და შემდეგ აპარატი თვითონ ახდენს ფრეზირებას ანუ გამოძერწვას მოდელის მიხედვით კერამიკული ბლოკისგან. ასე მიიღება საჭირო კონსტრუქცია.

  2. gamarjobat minda chavidga breketi magram erti problemaa yoveli sami tve ar viknebi sakartveloshi da sam tveeshi erttxel rom mivide vizitze ekimtan am shemtxvevashi ar mekneba xom shedegi?

    1. გამარჯობა. კორექცეიბი ძირითადად თვეში ერთხელ ტარდება. მაგრამ არსებობს თვითლიგირებადი ბრეკეტები, რომელსაც კორექცია 2-3 თვეში ერთხელ უტარდება. გამოსავალი ეს შეიძება იყოს თქვენს შემთხვევაში.

  3. gamarjobat,var 16 wlis,zeda da qveda ybazec kbilebi maqvs shignit sheweuli da mainteresebs riti sheidzleba gaswordes da daaxloebit pasic mainteresebs.

    1. გამარჯობა. საუკეთესო საშუალება ბრეკეტია რა თქმა უნდა. თუნდაც ჩვეულებრივი მეტალის. ბრეკეტის ფასები სხვადასხვაა, დაწყებული 1000 ლარიდან 5000 ლარამდე.

  4. gamargoba, var 29 wlis zeda ybaze wina kbiliebi maqvs mechxeri9(dashorebuli ertmanets kbilebi)tu sheidzleba am asakshi kbiliebis gasworeba da ra metodit,vis mivmarto iqneb mirchiot,…dzalian ar momwons chemi kbilebis porma.madlobt

    1. გამარჯობა. ბრეკეტით რა თქმა უნდა შეიძლება. შეგიძლიათ მიმართოთ თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში, ან “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს”.

  5. ramdenime dgis ukan amovige meshvide kbili,da titqos dzvali michans eqimma mitxra dzgideao da ras metyvid daparavs dzgides rom shexorcdeba?

    1. საერთოდ ძგიდის მოკვეთა ამოღებისთანავე ჯობია, რომ მერე არ შეაწუხოს პაციენტი. ჭრილობა რომ დაიხურება შეიძლება აღარ შეგაწუხოთ, თუ არადა მოკვეთა იქნება საჭირო, ანესთეზიის ქვეშ.

    1. დიდი არჩევანი არაა საქართველოში კერამიკის ვინირის სპეციალისტების. “ელიტში” აკეთებს დავით ხაჟალია, თუ არ ვცდები 350 ლარი ღირს.

  6. anu kbili ar daiqlibeba da mxolot borit damushavdeba,,,,?me mainteresebs chemi kbili ramdenat damiziandeba…..madlobas gixditt winaswar

    1. ბორით დამუსავება იგივე დაქლიბვაა, უბრალოდ უფრო მცირე ნაწილი მუშავდება ვიდრე გვირგვინებით დაფარვისას. ანუ მუშავდება მხოლოდ წინა ზედაპირი და საჭრელი კიდე. დამუშავების სისქე ინდივიდუალურია, 1-3 მმ. ეს შეეხება ჰელიობჟენით დამზადებული პირაპირ ვინირებს, რომელიც უშუალოდ პირის ღრუში კეთდება. კერამიკის ვინირების დროს კბილი მუშავდება მინიმალურად.

  7. gamargobat maitereseb vinireba ramdenat epeqturia gamzleobit. vinirebis gaketebis shemtxvevashi damiziandeba tuara kbilebi romelic magvs gansagi,magram maqvs dashoreba kbilebs shoris dzaeda ybaze,

    1. გამარჯობა. ვინირებისთვის აუცილებელია კბილის ზედაპირის დამუშავება ბორით. სწორად შესრულებული ვინირი გამძლეა. კომპოზიტური (ჰელიობჟენით დამზადებული) ვინირების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ვინირების მოვლას და პირის ღრუს ჰიგიენას, რომ ფერი არ შეიცვალოს და ბუნებრივი სიპრიალე არ დაკარგოს.

  8. gamarjobat me makvs chadgmuli orive ybaze pirpita..ekimma mitxra daaxloebit 2 celi unda geketoso ..ukve erti kviraa miketi da ver vcham dzalian michirs chamis dros vixni pirptas es problemebs shemikmnis shemdgom?

    1. გამარჯობა. ვერ გეტყვით. ეს თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ.

  9. berketi gasworebis shemtxvevashi kbiliebi ki miceba da sheivseba dashoreba kbilebs shoris,magram ise maqvs dashorebuli ro damcheba sicariele ,am shemtxvevashi ra sheidzleba ro gaketes,vis mirchevt karg specialists an klinikas madlobt

    1. ასეთ შემთხვევაში ორთოდონტიული მკურნალობა სწორედ სივრცეების დახურვას ისახავს მიზნად. ასე რომ არ უნდა დარჩეს სიცარიელე. გირჩევთ თამარ კუბლაშვილს “უნიდენტში”.

  10. გამარჯობა..ექიმმა მითხრა,რომ ბრეკეტები მჭირდება. ზედა ყბის წინა ორი კბილის ცენტრი არ ემთხვევა ქვედა წინა ორი კბილის ცენტრს..ცვეთა მიმდინარეობსო,მართლაც ასეა..მაგრამ არ შეიძლება სინები რომ ჩავისვა? კი, შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს გასწორებას,მაგრამ ეფექტი ხომ მაინც ექნება? უბრალოდ ხანდახან მოხსნა რომ შევძლო.

    1. გამარჯობა. მე ვერ გეტყვით შეიძლება თუ არა ფირფიტით გაისწოროთ. თუმცა შემიძლია გითხრათ რომ დარღვეული ცენტრის გასწორება საკმაოდ პრობლემატურია.

    1. ბრეკეტითაც და ფირფიტიტაც. ბრეკეტით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება რათქმაუნდა.

  11. sinebit minimum ra dro dachirdeba gasworebas miaxloebit? Mxolod erti kbili maqvs win wamoweuli. Anu 150 larad shemidzlia sinebis gaketeba. Da sad mivide? Mirchiet..da misamartic mitxarit tu sheidzleba

    1. რა დრო დაჭირდება ვერ გეტყვით. ფირფიტებით ასწორებენ ოპერის უკან “დენტექსში”, თინა მიქაძესთან.

  12. gamarjobat, 19 wlis var, zeda ybaze wina kbili maqvs odnav win gamoweuli, dzalian patarazea magram ar momwons da minda rom breketebi gaviketo da mainteresebs fasi ra iqneba, 400 lari dajdeba esec minimum?

    1. გამარჯობა. ფირფიტის ფასი 100-140 ლარია, ხოლო ბრეკეტის 1000-დან 4000 ლარამდე, მიუხედავად იმისა თქვენ რამდენ კბილს თვლით გასასწორებლად. ყველა კბილი უნდა გადანაცვლდეს და ორივე ყბაზე უნდა დაყენდეს ბრეკეტი. ბრეკეტსაც და ფირფიტასაც ყოველთვიურად სჭირდება კორექცია, რომელიც ფირფიტის შემთხვევაში 10 ლარია, ბრეკეტის — 20-30 ლარი.

  13. gtxvot gamomexmauret rac mogweret imaze ,yoveltvis mshurs sxvisi kbilebis, ho martla imis dawera damaviwyda dzalian rom gavicineb grzilebi michans sul da dzalian vkompleqsdebi sarkestan vdgebi da vvarjishob ra zomaze gavicino rom grzilebi ar gamomichnde, egeba sheizelbode sheweva gamoweuli ybis ise rom chveulebrivad dajdes.. dzalian mjirdeba rcheva rame, gtxovt mipasuxet

    1. გამარჯობა. საკმარისი იქნება თუარა ორთოდონტიული მკურნალობა და საჭირო იქნება თუ არა ქირურგიული ჩარევა, ამის თქმა მხოლოდ ორთოდონტს სეუძლია კონსულტაციაზე. მე ასე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა რომ ბრეკეტის შესაძლებლობები ძალიან დიდია პროფესიონალი ორთოდონტის ხელში. ქიმიურ ჩარევას რაც შეეხება, ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ, სამწუხაროდ.

  14. marto zeda ybis kbilebis gasworeba tu aris shesadzlebeli berket sistemit. ise rom qveda ybaze ar gaketdes berketi? da es naklebi dajdeba tu ara?

    1. მხოლოდ ერთ ყბაზე კბილების გადანაცვლებით ირღვევა მათი შეთანასოვნება საპირისპირო კბილებთან. ამიტომ, თანკბილვის კორექცია ხდება ორივე ყბაზე პარალელურად.

  15. gamaroba. eseti problema maqvs kbilebi ertmanetze midevs da gaicvita dapataravda da wina ori kbili gverdebze chamotyda.:( qveda yba ki gamoweuli maqvs win qveda ybis sheweva rgor xdeba an konsultacia ra damijdeba ver metyvit?:(

    1. გამარჯობა. თანკბილვის კორექცია ხდება ორივე ყბაზე პარალელურად ბრეკეტ-სისტემით. როდესაც ქვედა ყბის უკან გადანაცვლებაა საჭირო, შეიძლება მკურნალობა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს და დამატებითი საშუალებები იყოს საჭირო, მაგალითად სპეციალური ქუდი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პათოლოგიაა. კონსულტაცია ბევრ კლინიკაში უფასოა. სადაც ფასიანია, დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებშია.

  16. 16 წლის ვარ და ზედა ორი კბილი მაქვს წინ გამოწეული.მაინტერესებს ჩვეულებრივი ”რკინებით” და არა ბრეკეტებით რამდენ ხანში გამისწორდება და თუ რით განსხვავდება ბრეკეტები ”რკინებისაგან”????

    1. “რკინები” ანუ ორთოდონტიული ფირფიტა განსხვავდება ბრეკეტებისგან ვიზუალურად და ფუნქციურად. ვიზუალურად — მას გააჩნია პლასტმასის ბაზისი, რომელიც ეყრდონა სასას ზედა ყბაზე და ენისქვეშა ლორწოვანს ქვედა ყბაზე. ბაზისზე დამაგრებულია მეტალის რკალი, რომელიც ტუშვისკენა მხრიდან ზემოქმედებს კბილების ზედაპირზე. ბრეკეტს ბაზისი არ გააჩნია. იგი შედგება თითოეულ კბილზე დაფიქსირებული მეტალის ფირფიტისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მეტალის რკალით. ზემოქმედება ხორციელდება თითოეულ კბილზე და ფაქტიურად მათი მართვა შესაძლებელია დამოუკიდებლად. გარდა ამისა ბრეკეტი მოუხსნელი აპარატია და ამიტომ მოქმედი ძალა უწყეტია. საერთო ჯამში ბრეკეტის ეფექტურობა უფრო მაღალია, აქედან გამომიდინარე კი მკურნალობის პერიოდი უფრო მცირეა. ზუსტად რა დრო დაგჭირდებათ მე ვერ გეტყვით, კონსულტაციაზე უნდა მიხვიდეთ ორთოდონტთან.

    1. ვერ გეტყვით. ეს იმ კლინიკაში უნდა იკითხოთ, სადაც ლინგვალური ბრეკეტებით მუშაობენ.

  17. var 19 wlis, zeda ybis wina 3 kbili shignit shemewia. da amis gamo eshvebi ufro gamoweuli chans. aranairi problema ar mqonia bavshvobidan kbilebtan dakavshirebit. sharshan damewyo da wels uares mdgomareobashi maqvs. breketebit ramdenad swrafad sheidzleba gaswordes ? daaxloebit rom mainc mitxrat.

    1. ვიცი რომ რადმენიმე კლინიკაში აქვთ ორთოდონტიულ მკურნალობაზე განვადება, მაგრამ დანარჩენზე არაფერი გამიგია. ალბათ ჯობია თავად მოელაპარაკოთ კლინიკას.

  18. sgesadzlebelia tu ara 22 wlis asakshi berket sistemit an raime sxva sashualebit calkeuli kbilebis (mag. zeda 2 sawreli kbilis gasworeba , romeltagan erti kbili win odnav aris gamoweuli) . da amas daschirdeba tu ara ufro naklebi dro an naklebi finansebi?

    1. რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ თუნდაც ერთი კბილის რკალში ჩასაყენებლად ბრეკეტი მთელ ყბაზე მაგრდება, ყველა კბილი უნდა გადანაცვლდეს რომ ადგილი შეიქმნას. დროს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვით. კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია.

  19. damexvare dentist dzalian gtxov:)

    eseigi 19 clis var da zeda ybis mesame kbili maqvs dzalian cudad, gasascorebelia. ortodonttan mivedi da mitxra rom gascorebit ki gascordeba magram rogorc ki sibrdznik kbili amova egreve aireva cyoba da amitom shemomtavaza me4 kbilis amogeba radgan adgili eqnes kbilebs rom gadanacildes dzalian gtxov damexmare da ra vqna davtanxmdee??? :(((

    1. თუ ორთოპანტომოგრამა უკვე გადაიღეთ და მერვეს ჩანასახი ჩანს, მისი ამოღებით შეიძლება რეციდივის თავიდან აცილება. მაგრამ შეიძლება ექიმმა სხვა მოსაზრებითაც გირჩიათ მეოთხეს ამოღება. მე ვერ გეტყვით დათანხმდეთ თუ არა. მან უკეთესად იცის თქვენი მდგომარეობა. ისე მეოთხეების ამოღება ხშირად საჭირო ხდება როცა საკმარისი სივრცე არაა კბილების გადასანაცვლებლად.

  20. კიდევ რა მაინტერესებს კბილების გასწორება ყბასაც გაასწორებს? ყბის პრობლემა მაშინ გაჩნდა როცა თანკბილვაც დამემართა

  21. გამარჯობა.
    ვარ 18 წლის ბიჭი. მაქვს ცოტა თანკბილვა და ყბაც გამომეწია. გთხოვთ მირჩიოთ რისი გაკეთება სჯობს, მკურნალობა რამდენ ხანს გასტანს და დაახლოებით რა დამიჯდება. წინასწარ დიდი მადლობა

    1. გამარჯობა. “თანკბილვა” ნიშნავს ზედა და ქვედა ყბის შეთანასოვნებას და აქვს ყველას. იგი შეიძლება იყოს ნორმალური (ორთოგნათიული) და პათოლოგიური. რამდენადაც მე ვხვდები თქვენ თანკბილვა გაქვთ დარღვეული. მკურნალობის მეთოდი და და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პათოლოგია გაქვთ. უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე ორთოდონტთან, რომელიც დაგისვამთ დიაგნოზს და თქვენთვის საინტერესო კითხვებზეც გიპასუხებთ.

    1. ორთოდონტიული გზით (ფირფიტით ან ბრეკეტით) , ვინირიებით ან ხელოვნური გვირგვინების საშუალებით.

    1. რა თქმა უნდა ეშველება ორთოდონტიული მკურნალობით.

  22. გამარჯობა, ვარ 19 წლის…14-15 წლის ვიყავი როცა 2ვე წინა კბილი გადმოწეული მქონდა ძალიან და 1 წელში გავისწორე რკინებით…მაგრამ მოგვიანებით ზედა მარცხენა კბილმა ისევ დაიწყო წინ წამოსვლა და დღეს უკვე 2-3 მილიმეტრით წინაა ვიდრე მარჯვენა…ამის გამოსწორებას რა დრო დაჭირდება და სავარაუდოდ რა დაჯდება??? …ეჰ, არადა შედეგის მისაღებად 2 საღი კბილი შევწირე ამ ყველაფერს 😦 და ახლა ისევ იგივე პრობლემა, თუმცა განახევრებული…

    1. ეს რეციდივია. ალბათ რეტეინერი უფრო არ უნდა მოგეხსნათ ჯერ. რაც მალე მიმართავთ ორთოდონტს, მით მალე მიიღებთ შედეგს. თუმცა რეტეინერის ტარება შეიძლება რამდენიმე წელი დაგჭირდეთ.

  23. გამარჯობათ, ვარ19 წლის და მჭირდება ბრეკეტების გაკეთება მხოლოდ ზედა ყბაზე, მაინტერესებს რა ღირს და მთლიანად მკურნალო0ბა რამდენი დამიჯდება

    1. გამარჯობა. მხოლოდ ერთ ყბაზე როგორც წესი არ ხდება ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება. თუმცა ამას უფრო ზუსტად გეტყვით ორთოდონდი, ვისტანაც გაივლით კონსულტაციას. ბრეკეტების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვადასხვა კლინიკებში მერყეობს 600-დან 3800 ლარამდე.

  24. var 33wlis da qveda yba maqvs win wamoweuli , mainteresebs ra shemidzlia gavaketo da vis mivmarto? am asakshi problema xom ar iqneba da mogvarebadia es problema ? mainteresebs daaxloebit ra tanxastanaa dakavshirebuli rom vicode winaswar?

    1. გამარჯობა. უნდა მიმართოთ ორთოდონტს. მხოლოდ მას შეუძლია დაზუსტებით გიპასუხოთ ამ კითხვებზე. ბრეკეტით მკურნალობისთვის თქვენი ასაკი პრობლემა არაა. ფასებს რაც შეეხება, თბილისში მერყეობს 1000-დან 4000-მდე (ორივე ყბა).

    1. გათეთრება არა და ბრეკეტის ტარება შეგიძლიათ.

    1. ეს ტერმინი რამდენჯერმე გავიგე. რომელ კლინიკაში გითხრეს? არის გამჭვირვალე ბრეკეტები —- საფირის, არის ლინგვალური ბრეკეტები, რომელიც ენის მხრიდან მაგრდება და გარედან არ ჩანს. რომელს გულისხმობენ დააზუსტეთ.

  25. mchirdeba konsultacia . 😦 marcxena zeda ybaze maqvs sami kbili araswored ganlagebuli :(rogorxc stomatologma mitxra, maqvs didi zomis kbilebi da gasworebis shemtxvevashi 2 kbilis amogeba damchirdeba .. . tu shegidzliat damizustod ,amis gareshe tu sheidzleba brekeetebit mkurnaloba?ramden xans grdzeldeba daaxlovebit?p.s 20 wlis var.

    1. კბილების ამოღების საკითხი ძალიან ინდივიდუალურია. ზოგჯერ არის რომ ამოღების გარეშე უფრო სწრაფად დგება შედეგი, ვიდრე ამოღების შემდეგ, რადგან გაჩენილი სივრცეების დახურვას დიდი დრო მიაქვს. ზოგჯერ კი ამოღების გარეშე შაუძლებელია შედეგის მიღწევა. იმასაც გააჩნია რა მეთოდით ისწორებთ — ფირფიტით თუ ბრეკეტით. მოკლედ ეს ყევლაფერი ორთოდონტთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. ბრეკეტებით მკურნალობა დაახლოებით 2 წელს გრძელდება, თუმცა გააჩნია ანომალიას.

  26. gamarjobat.mainteresebs inkognito breketis efekturoba ramdenad magalia da fasi rogor meryeobs sahsualod? 23 wlis var.adre meketa e.w. sinebi,romelic ver vigue,xshirad visxnidi.ris sehdegadac shedegit kmayofili ar var.exla minda gaviketo breketi,magram sircxvilis gamo mirchevnia davmalo da inkognito gaviketo.ramdenad efekturia mainteresebs

    1. უნდა გაიაროთ კონსულტაცია კარგ ორთოდონტთან პირველ რიგში. მე გირჩევდით თამუნა კუბლაშვილს “უნიდენტში”.

    1. ღრმა თანკბილვა ძალიან პრობლემატურია, რადგან თანკბილვის აწევას საჭიროებს. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მე პირადად მგონია რომ ორთოდონტია აქ ნაკლებად ეფექტურია.

    1. ეგ ვიგულისხმე, რომ დავწერე ექიმის ტაქტიკას ვერ შევაფასებ მეთქი. მინახავს 20 კბილზე ბრეკეტები, მეექვსეებზე მეტალის რგოლები, მოკლე ბრეკეტები რამდენიმე წინა კბილზე. ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს ექიმი.

  27. ორთოდონტიაში არ არსებობს 2 ერთნაირი შემთხვევა და ექიმის მიდგომაც ყოველთვის ინდივიდუაალურია. მე არ შემიძლია გითხრათ რამდენად სწორია თქვენი ექიმის ტაქტიკა, მაგრამ თუ თვლით რომ მკურნალობა არაეფექტურია, გამოცვალეთ ექიმი. მესმის, რომ ქუთაისში სხვა ორთოდონტი არაა, მაგრამ თვეში ერთხელ თბილისში კორექციაზე ჩამოსვლა არ უნდა იყოს რთული, ასე დადის უამრავი პაციენტი რაიონიდან. მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, სტომატოლოგი არამცთუ დაუბანელი ხელით, ერჯერადი ხელთათმანისა და ნიღბის გარეშე არ უნდა ღებულობდეს პაციენტს.

  28. damexmaret var 16 wlis bichi makvs grma tankbilva anu zeda kbilei kvedazea gadmosuli .. miketia breketebi chemi stomatologi vinc gamiketa breketeui ar icavs higienas xelebs ar ibans mushaobis win . magalitad gushin mivedi garet sigarets eweoda da teleponze laparakobda ro shevedit ise gamocvala rezina xelebi ar daubania arc rame chamoucvia da irbadesac arxmarob kide 1 tvea miketia da shedegi kan ukan midis breketbi dabreciladaa mimagrebuli da xshirad vardeba a tavidan mawebebs :@:@ da mirchiet rame.. qutaisel var da qalaqshi meti eqimi araa am kacis garda lasha kvia gvari ar vici … madlobt yuradgebistvis

  29. გამარჯობა, თქვენს მონამორჩილს აინტერესებს, რა ჰქვია “სურათს”, ორივე ყბის ყველა კბილს ერთად რომ უღებენ? ყბა-სახის ქირურგმა მითხრა, ჯერ ეს გადაიღე და მერე ვისაც გინდა, აჩვენეო.
    მეორე – თბილისში სად არის ყველაზე უსაფრთხო (და მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფასებიანი) სტომატოლოგიური ცენტრი? ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხედო ჩემს ზედა ყბას. დიდი მადლობა 🙂

    1. გამარჯობა. რაც თქვენ გაინტერესებთ ორთოპანტომოგრამაა.
      თბილისში ბევრი კარგი კლინიკაა, ზოგი ძვირი, ზოგი შედარებით იაფი. სამწუხაროდ, მე ვერ გირჩევთ ერთ კონკრეტულს. მალე დავამატებ კლინიკების კატალოგს, სავარაუდოდ ძირითად პრაის-ლისტთან ერთად და გექნებათ ფასების შედარების საშუალება.

  30. ანუ გულისხმობთ რომ ზედა და ქვედა საჭრელი კბილების კიდეებს შორის რჩება სივრცე პირის დახურვისას? ღია თანკბილვის გასწორება საკმაოდ ხანგრძლივია. დეტალებზე უნდა ჰკითხოთ ორთოდონტს, ვინც გნახავთ და ვისთანაც გაივლით კონსულტაციას.

Leave a reply to sopo Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.