სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. სიბრძნის, ანუ მერვე კბილი ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებული უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან. საქმე იმაშია, რომ საკვები იმ დროისთვის იყო ხისტი, დაუმუშავებელი და მისი დაქუცმაცების ფუნქცია მთლიანად კბილებს ეკისრებოდა. ამით იყო განპირობებული კბილების მეტი რაოდენობა, უფრო მასიური ქვედა ყბის. დროთა განმავლობაში მათ სამუშაო მოაკლდათ, რადგან ადამიანი უკვე უფრო რაფინირებულ საკვებს მიირთმევდა და ღეჭვის აქტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა. შესაბამისად დაიწყო ქვედა ყბის ზომების შემცირება რის გამოც უკანასკნელი კბილის ამოსაჭრელად ადგილის დეფიციტი შეიქმნა. ძირითადად პრობლემატური სწორედ ქვედა მერვე კბილების ამოჭრაა.
სიბრძნის კბილის მდებარეობისა და მიმართულების დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ხშირად დენტალურ (მცირე ზომის) რენტგენოგრამის მაგივრად მთლიანი პირის ღრუს რენტგენოგრამას ანუ ორთოპანტომოგრამას ვურჩევთ პაციენტს, რომელზეც ოთხივე სიბრძნის კბილი ჩანს მიმდებარე ქსოვილთან ერთად. ასეთი სურათი უფრო ინფორმატიულია რადგან მეტად იძლევა სიბრძნის კბილების “ქცევის” პროგნოზირების საშუალებას.
სურათზე მოყავნილია მერვე კბილების შესაძლო მდებარეობის რამდენიმე ვარიანტი.
შევინარჩუნოთ თუ შეველიოთ?
თუ სიბრძნის კბილის ამოჭრის მიმართულება ირიბია და აწვება გვერდით კბილის გვირგვინს ან ფესვს, რეკომენდებულია ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გექნებათ უსიამოვნო შეგრძნება, გამწვავების შემთხვევაში კი — ტკივილი, შეშუპება, პირის გაღების შეზღუდვა.
საკმაოდ ხშირად ასეთი კბილების ირგვლივ ქრონიკული ანთებისა და ძვლის რეზორბციის გამო ვითარდება პარა-დენტალური კისტა.
იმ შემთხვევაში, თუ სიბრძნის კბილის ამოჭრის მიმართულება სწორიაა, საკმარისია გვირგვინის თავზე არსებული ძვლოვანი ან ლორწოვანი ქსოვილის მოშორება ამოჭრის გასაადვილებლად. ამ პროცედურას ქუდაკის მოკვეთა ანუ კაპიშონექტომია ეწოდება და ადგილობივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ეგრეთწოდებული ქუდაკის ქვეშ ხშირად გროვდება საკვების ნარჩენები, რომელიც პირის ღრუში არსებული ბაქტერიების საშუალებით გახრწნას განიცდის და იწვევს კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკულ ანთებას ანუ პერიკორონარიტს.
როდის ჯობია ამოღება?
თუკი უკვე ცნობილია სიბრძნის კბილის არასასურველი მდებარეობის შესახებ, ამის გადადება არ ღირს. ასაკთან ერთად კბილის ფესვები იზრდება გარკვეულ დრომდე, დიდი ზომის კბილის ამოღება კი ბევრად ტრავმულია. გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ გაძნელებული ამოჭრით მიყენებულ უსიამოვნებებსა და ტკივილს, ირგვლივი ქსოვილები და გვერდითა კბილებიც გადარჩება დაზიანებას. ამასთანავე, ადრეულ ასაკში რეაბილიტაციის პროცესი ბევრად სწრაფად და უპრობლემოდ მიმდინარეობს.
.
გამარჯობა მტკივა მე 7 კბილი ვარ 17 წლის დაზიანებულია ცივზე ცხელზე და ცივი ჰაერზე არ მტკივა სიბრძნის კბილის ბრალი შეილება იყოს ???
თუ მეშვიდე კბილია დაზიანებული, სავარაუდოდ ამ კბილის ბრალია. თუმცა დათვალიერებით და გამოკვლევით ყველაფერი ადვილად გაირკვევა.
გამარჯობა, უკან მერვე კბილის ადგილას დასიებული მაქვს და ოდნავ გათეთრებულიცაა მგონი სიბრძნის კბილები ამომდის, წინა კვირას წავედი ექიმთან და მაგ დროს არ ჩანდა შემთხვევით მეხუთეს ნერვი მომიკლა და არხი დატოვა გახსნილი იმის გამო რომ მტკიოდა როგორც ნერვზე(მოკლულია)ბამბას ვიდებ დროებით,როდესაც ამოვიღებ ხოლმე ტკივილი მაგ დროს მეწყება და შესაძლებელია თუ არა რომ ეს ტკივილი მეხუთე კბილის ტკივილი რომელშიც ნერვი მოკლულია სიბრძნის კბილის ბრალი იყოს???
როგორც ჩანს მერვე კბილი დამოუკიდებელი პრობლემაა. მეხუთე ბუნებრივია გაწუხებთ, რადგან მკურნალობა დასრულებული არ არის. არხის ღია დატოვება მიზანშეწონილი არ არის და სასურველია რაც შეიძლება მალე დაიხუროს არხი ჰერმეტულად. ანესთეზიის ქვეშ მკურნალობისას რატომ იყო ტკივილი პრობლემა ცოტა გაუგებარია.
მოგესალმებით.სიბრძნის კბიკი მაქვს გაშავებული თუმცა არ მტკივა მაგრამ მის გასწვრივ მტკივა ყელი და ჯირყვალი.შეიძლება ეს ყველაფერი სიბრძნის კბილის ბრალი იყოს?
შესაძლებელია, თუ ეს კბილი კარიესულია. სიშავე შეიძლება ნადების დაგროვებით იყოს გამოწვეული, რადგან სიბრძნის კბილის გაწმენდა ხშირად პრობლემატურია კბილების გახეხვის დროს, მისი მდებარეობის გამო.
გამარჯობათ, სიბრძნის კბილი ამოვიღე ელვის სისწრაფით, სულ რაღაც 5 წუთი ვიყავი სტომატოლოგთან, ეხლა რომ გადავხედე კომენტარებს ძაფებიც ამოვიღეო ამბობენ, და ეს რა ძაფებია? ეხლა რომ ვუყურებ ამოღებულ კბილს რაღაც გრძლად კი ჩანს ღრძილთან და ეგეც უნდა ამომეღო რაღაც ვერ გავიგე :(( იქნებ ამიხსნათ, დროც მითხრეს 2 საათი არ ვაჭამო ბავშვს, და მერე შეიძლება?
ნაკერი ყოველთვის არ იდება და შესაბამისად ძაფების ამოღებაც არაა საჭირო, თუ ნაკერი არაა.
კვლევების თანახმად, სტომატოლოგიური პროცედურების დროს სტანდარტული რაოდენობით ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებისას დედის რძეში მოხვედრილი ანესთეტიკის მეტაბოლიზმის პროდუქტების რაოდენობა ბავშვისთვის უსაფრთხოა. თუ გსურთ რომ მაინც თავიდან აიცილოთ ეს, მაშინ არ უნდა აჭამოთ 6 საათის განმავლობაში და ამ პერიოდში გამოწურული რძე გადაღვაროთ.
მადლობა 🙂
გამარჯობა ზედა ყბაზე დაპლომბილი სიბრძნის კბილი მტკივა ყრუდ და რეაქცია მაქვს ცივზე და ცხელზე. შესაძლებელია ნერვის მოკლა და კბილის გადარჩენა თუ ამოსაგებია? მადლობა წინასწარ
ამოსაღები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში კბილია. ასეთი სიმპტომების დროს როგორც წესი მკურნალობა შესაძლებელია. მაგრამ მეორე საკითხია რამდენად ღირს მერვე კბილის შენარჩუნება. თუ მისი მდებარეობის გამო წმენდა და ნადების მოშორება ვერ ხერხდება, მაშინ ზოგჯერ სრულიად საღი სიბრძნის კბილიც კი ამოღებას ექვემდებარება. ამიტომ ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
გამარჯობა, ამოვიღე სიბრძნის კბილი, უკვე ძაფებიც. ექიმმა თქვა რომ ყველაფერი კარგად არის. ამოღების შემდეგ უკვე ერთი კვირაა თავის ტკივილები მაქვს, ხან წნევაც მაღალი მაქვს და საშინელ სისუსტეს ვგრძნობ. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ანტიბიოტიკის მოქმედებაც უკვე გასული უნდა იყოს ამდენი ხანი.
არამგონია კბილის ამოღებასთან იყოს კავშირში. მითუმეტეს თუ ჭრილობა კარგად შეხორცდა და არც რაიმე პრეპარატს იღებთ.
Gamarjobat sibrdznis kbili sakmaod didi xania mtkiva da kbiltan ertad tavshic ragac xmauria.es xmauri shesadzlebelia kbilisgan iyos?madloba
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კბილეთან იყოს კავშირში, თუმცა სიბრძნის კბილი აუცილებლად უნდა იმკურნალოთ, ან ამოიღოთ.
rogor vimkurnalo?
გააჩნია დიაგნოზს. თუ ტკივილი გაქვთ, დიდი ალბათობით არხები იქნება სამკურნალო. თუ მერვე კბილი ღეჭვაში არ მონაწილეობს, მაშინ ასეთი კბილის მკურნალობას და შენარჩუნებას დიდად არ აქვს აზრი და რეკომენდებულია ამოღება.
გამარჯობა
ერთი სიბრძნის კბილის ამოღებას ვგეგმავ მალე, ოდნავ დასიებული მაქ და ჭამის დროს მაწუხებს. ექიმმა რო ამოვიღებთ 2 დღე სავადმყოფოში გაგაჩერებო და მართლა საჭიროა გაჩერება?
არ ვიცი, ექიმი რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში, მაგრამ სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ რთულ შემთხვევაშიც პაციენტზე დაკვირვება ამბულატორიულად ხდება. შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა აძევს საფუძველს ექიმს ასეთი რამე შემოგთავაზოთ.
გამარჯობა, ზუსტად 1 კვირის წინ ამოვიღე ქვედა მე8 კბილი. კბილი აღმოჩდა 3 ფესვიანი და “ღრმული” საკმაოდ დიდი დარჩა.. ექიმს არ დაუნიშნავს არანაირი სავლები ან ანტიბიოტიკი- ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ აუცილებელი იყო დანიშვნა?
მე თვითონ ვივლებდი ბეტადინის წყალხსნარს ეს 1 კვირა, მარა როგორც ჩანს ანთება დამემართა მაინც მთელ ქვედა ყბაზე. მიჭირს საკვების მიღება მგრძნობელობის გაზრდის გამო.. აუცილებელია მისვლა ექიმთან?
ზოგადად ანტიბიოტიკი ჩვენების მიხედვით ინიშნება. მე ვერ გეტყვით აუცილებელი იყო თუ არა თქვენს შემთხვევაში. თუ ჭრილობა გაწუხებთ, თვლით რომ დაინფიცირდა და ანთება განვითარდა, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.
gamarjobat sibrdzins kbili amomdis mgoni 3 dgea da mtkiva dzann tan grdzili maq gaberilli sakmaod da mircihet rame ra an ramden xanhi amdosi kbili sibrdznis ?
სიბრძნის კბილის ამოჭრა შეიძლება წლები გაგრძელდეს და შეიძლება უკვე დაზიანებული ამოიჭრას, თან გვერდით კბილიც დააზიანოს. ამიტომ უმჯობესია ყბა-სახის ქირურგს მიმართოთ.
Gamarjobat , si rznis kbili amomdis da sashineli tkivilebi maqvs , ar arsebobs rai. E gza rom tkivili shevamciro ?
სინრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრისას მიზეზი ჩვეულებრივ არის ხოლმე ადგილის უკმარისობა კბილთა რკალში. ანუ კბილის ნაწილი დაფარულია ძვლით ან ღრძილით, რომელიც ხელს უშლის ამოჭრას. ამიტომ საჭიროა კბილის გათავისუფლება და ქირურგიული გზით ქსოვილის ნაწილის მოშორება.
gtxovt rame sashualeba mirchiot tkivilis droebit gasayucheblad
wamali naklebad moqmedebs
სამწუხაროდ სხვას ვერაფერს გირჩევთ, რადგან შინაური საშუალებები არაეფექტურია იქ სადაც ტკივილგამაყუჩებელი არ მოქმედებს.
გამარჯობათ, გადავიღე რედგენი და აღმოჩნდა რომ 8 კბილი დაწოლილია და ამოდის არასწორად (გვერდულად) . მე-7 კბილი ჩამომტყდა, მაქვს ტკივილი და ოდნავ შეშუპება.სტომატოლოგთა ერთი ნაწილი მეუბნება რომ მე-8 კბილი უნდა ამოიღოს ყბა-სახის ქირურგმა , მეორე ნაწილი ამბობს რომ მე-7 კბილს, რომელიც ჩამოტეხეილი მაქვს თუ ამოვიღებ მე-8 კბილი ამოვა ჩეულებრივად და გასწორდება. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? მე-7 კბილის ამოღებისას მე-8 კბილი სწორად ამოვა? და ეს ტკივილი საიდან მომდინარეობს მე-8 კბილის პრობლემით თუ მე-7 კბილის გამო?
ტკვილის მიზეზი შეიძება იყოს როგორც ერთი, ისე მეორე კბლი. პანორამული რენტგენი თუ გადაიღეთ მიზეზი გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში, როგორიც თქვენია გადაწყვეტილების მისაღებად სიტუაციის კარგად შეფასებაა საჭირო. თუ გამომიგზავნით პანორამას შევეცდები რამე გირჩიოთ. ზოგადად, დაწოლილი მერვე კბილი თავისით არ გასწორდება მეშვიდეს ამოღების შემთხვევაში. ასეთ დროს ორთოდონტიულად ხდება კბილის ამოჭრის მიმართულების შეცვლა. ამოღების შემთხვევაში ნამდვილად ყბა-სახის ქირურგმა უნდა ამოგიღოთ.
gamarjoba 13 clisvar da kveda kba dzalian mtkiva da sibrdznis kbili amochrilia ravkna?
ტკივილის მიზეზი უნდა გაირკვეს და ამისთვის ექიმს უნდა მიაკითხოთ.
gamartobat dzalian gtxobt dzalian mtkiva sibrdznis kbili ver vaxerxeb amogebas iqneb mirchiot saxlshi mkurnaloba rogor gavagrdzelo.gmadlobt
ამოსაღები კბილის სახლში მკურნალობა არ ხდება. გამაყიჩებელიც არაა ხშირად ეფექტური. შეიძლება მიხვიდეთ ექიმთან და ტკვილი მოგიხსნათ დროებით.
Gamarjoba dzalian mtkiva sibrdznis kbili amomdis da rogor moviqce arvici
სოფო, უნდა მიხვიდეთ აუცილებლად ქირურგთან. როცა სიბრძნის კბილი რთულად იჭრება, ეს პროცესი შეიძლება ჭლები გაგრძელდეს და ძალიან მტკივნეულია. თუ კბილი არასწორად იჭრება, შესაძლოა ამოღება იყოს საჭირო. თუ ადგილი არ ჰყოფნის, ღრძილის მოკვეთა ხდება ადგილის გასათავისუფლებლად.
Gamarojoba. Var 18 clis cotaxniscin vikavi stomatologtan, kariesi mkonda damiplomba, mimkurnala rac sachiro iko tumca kbilis tkivili damitova . Daplombili kbili mtkiva. Amastan ertad ambolodros ekimtan vizitamdec kbilebi dzalian dasustebuli mkonda xveeli gamichnda 2 adgilas, chamoipckvna. Mzesumziras vchamdi da Daplombil kbilebze mxvdeboda da arasasiamovno
Iko titkos xvrelia da grdziilze mexeba. Mokled vgrdznob kbilebis sisustes. Ekimma grdzilebi cesrigshi gakvso. Amastan ertad usiamovno shegrdznebebi
Makvs da mgonia sul specipiuri suni akvs chem
Kbilebs. Amastan ertad amomdis sibrdznis kbili ukve meore kviraa . Ver vxvdebi sibrdznis kbili mtkiva tu is danaplombi. Mgoni nervia amosagebi. Tumca roca damiplomba mitxta tuki shegacuxebs movklav nervso magram
Armacuxebda ambolos shemacuxa. Sibrdznis kbils tavi odnav amosuli akvs danarcheni ar amosula. Ikneb rame
Mirchiot. Cota ekimis profesionalizmshic echvi mepareba
თუ კარისული კბილი მკურნალობამდეც გტკიოდათ, მაშინ არხების მკურნალობა იყო საჭირო. სხვა შემთხვევში ტკივილი ადვილი შესაძლებელია სიბრძნის კბილის ბრალიც იყოს, თუ ძნელად იჭრება. სუნს რაც შეეხება, დათვალიერებით გამოჩნდება ქვების და ნადებების არსებობა და საჭიროა მათი მოშორება არა ერთჯერადად, არამედ რეგულარულად. ყოველთვის შეგიძლიათ და მიზანშეწონილიცაა მოისმინოთ სხვა სპეციალისტის აზრიც, თუ ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი შეგეპარათ.
როდესაც სურათზე ნაჩვენები მეოთხე ვარიანტივით მიდის კბილი და აწვება ყბას (ან ლოყას არ ვიცი როგორ ვთქვა მოკლედ კბილისკენ კი არა მისი საპირისპირო მიმართულებით მიდის) არის თუ არა შანსი მისთვის მიმართულების შეცვლის როცა დაახლოებით ნახევარი (ან ოდნავ მეტი) უკვე ამოსულია? თუ აუცილებლად ამოსაღებია?
თავისით რომ შეიცვალოს მიმართულება ნაკლებსავარაუდოა. ამოღება რეკომენდებული იქნება თუ მისი მდებარებოს გამო ვერ ხერხდება სრულფასოვნად წმენდა ყველა მხრიდან. ასეთ შემთხვევაში კარიესის და სხვა გართულებების რისკი მაღალია მომავალში, ამასთანავე შესაძლოა სხვა კბილების მდებარეობაც შეცვალოს.
თავისით არა სტომატოლოგის ჩარევით თუ შეიძლება მდგომარეობის შეცვლათქო ეს ვიგულისხმე
კი, ორთოდონტიულად რათქმაუნდა შეიძლება. მაგრამ ღირს თუ არა ეს უნდა გაირკვეს ჯერ. არის თუ არა საკმარისი ადგილი კბილთა რკალში და ხომ არ შეუქმნის საფრთხეს თანკბილვას. ტექნიკურად ნადვილად შესაძლებელია.
gamarjoba merve kbili makvs amosagebi sruli retenciaa narkozis gareshe ver viketeb da 2 kbilis ertad amogeba giirs xom ar gamirtuldeba ? orive kveda ybashia. winaswar madlobt
Tu orivestvis narkozi gchridebat, mashin ertdroulsd jobia, tumca postoperaciuli periodi ufro truli iqneba albat.
gamarjoba, zeda ybis bolo kbili mtkiva , romelic daxloebit 3 4 tvis ukan daviplombe da mas shemdeg ar sheuwuxebivar, exla ki gamichnda sashineli tkivil, tan axlavs shesiebac , sheidzleba tu ara es iyos sibrdznis kbilis amosvlastan dakavshirebuli problema? gtxovt gamcet am kitxvaze pasuxi radgan ar minda am mciredi problemis gamo eqimebis chareva
სავარაუდოდ სწორედ დაბჟენილი კბილი გაწუხებთ, რადგან: 1. სიბრძნის კბილის პრობლემატური ამოჭრა ძირითადად ქვედა ყბაზე ხდება. თქვენ ან უკვე ამოჭრილი გაქვთ ზედა სიბრძნის კბილი ან შეიძლება საერთოდ არ გაქვთ ჩანასახი. 2. სიბრძნის კბილის გართულებული ამოჭრისას ტკივილი უკავშირდება ყბის მოძრაობას, ასევე ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები შეშუპებული და მტკივნეულია.
ამ ნიშნებით მიხედვით შეგიძლიათ მეტრნაკლებად მოახდინოთ დიფერენციაციაა თქვენი პრობლემის.
gushinnn meotxe sibrdznis kbili amovigee movishore rogoc iqna…. ogond yba maqvsiseti gaisebuli meshinia chem tavs rom vuyureb
სიბრძნის კბილის ამოღება ცშირად ტრავმულია, რასაც შეშუპებაც მოჰყვება. მთავარია ექიმის დანიშნულება ზუსტად შეასრულოთ და ყველაფერი მალე გაივლის.
Me var 11,wlis da qvevit ybaze bolo grjili mtkiva es albad sibrdznis kbilia da ra vqna
ამ ასაკში სიბრძნის კბილის ამოჭრა ძალიან ადრეა. აჯობებს მიხვიდეთ ექიმთან, რომ გაირკვეს ტკივილის მიზეზი.