როგორ “შევარჩიოთ” ღიმილი, რომელიც განუმეორებელს გაგვხდის? საქმე იმაშია, რომ ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა მხატვრული რესტავრაცია და ფაიფურის ვინირები სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ეფექტურად შეცვალოს კბილების ფერი, ფორმა, ზომა და მდებარეობა.
ლამაზი ღიმილის რამდენიმე მახასიათებელი:
• სიმეტრიულობა. ყველა კბილი დგას თავის ადგილას.
• კბილების ნატურალური ფერი და ბზინვარება.
• მათი ლამაზი ფორმა და ზომა.
• ლაპარაკის, ღიმილის, სიცილის დროს კბილები თავისუფლად და ლამაზად უნდა ჩანდნენ.
• კბილთა მწკრივი უნდა შეესაბამებოდეს სახის ფორმას.
ღიმილის დიზაინის მთავარი შტრიხი სიმეტრიაა. მართალია, თუკი ღიმილი სიმეტრიულია ამას ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ როდესაც თვალს ხვდება მარჯვნივ და მარცხნივ არათანაბრად განლაგებული კბილები, დამეთანხმებით, არასასიამოვნო აღსაქმელია.
ლამაზი ღიმილისას ცენტრალური საჭრელი კბილები უნდა გამოიყოფოდეს. ახალგაზრდა ადამიანის ღიმილს ახასიათებს გვერდით საჭრელებზე ოდნავ გრძელი ცენტრალური საჭრელები. უფრო ნათელი ფერი, მომრგვალებული კუთხეები და გამჭვირვალე საჭრელი კიდე ცენტრალურ კბილებზე ___ აი ახალგაზრდული ღიმილის საიდუმლო.
თუმცა ყოველდღიურად კბილებზე მოქმედებენ ძლიერი ფაქტორები. რომლებიც ნელა, მაგრამ მნიშვნელოვნად ცვლიან მათ.
ნიშნები __ ცვეთა, რომლის დროსაც ცენტრალური საჭრელები მოკლდება, კუთხეები უფრო გამოიკვეთება. ფერი მუქდება.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ საჭრელი კიდის აღდგენა და ადამიანი თვალსადახელსშუა ახალგაზრდავდება.
სტომატოლოგიაში არსებობს ქალური და მამაკაცური ღიმილის ცნება. ქალებისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ზედა საჭრელები მომრგვალებული კუთხეებით, ხოლო მამაკაცებისთვის — უფრო მეტად სწორკუთხოვანი.
ხასიათის ელემეტები ღიმილის დიზაინში
ისტორიულადაა განპირობებული, რომ გრძელი, მახვილი ეშვები აგრესიისა და სისტიკის ნიშანია. დიზაინის თვალსაზრისით ზედა ყბის ეშვების ფორმა გამოხატავს ხასითის პასიურობას ან აგრესიულობას. “აგრესიული” ეშვები, როგორც წესი მეზობელ კბილებზე გრძელია კარგად გამოხატული წამახული საჭრელი წვეტით. “პასიური” ეშვი კი უფრო მრგვალი ფორმებით ხასიათდება და უფრო ბლაგვი, მომრგვალებული საჭრელი კიდით.
სამკაული ღიმილის დიზაინში
ისევე როგორც ძველ დროში მაიასა და აცტეკების ტომების ინდიელები იმკობდნენ კბილებს ძვირფასი თვლებითა და ოქროთი, ბევრ თანამედროვე წამყვან კლინიკაში შემოგთავაზებენ ღიმილის გალამაზების ასეთ საშუალებებს.
არსებობს მისაწებებელი სისტემები, რომლებიც მინანქარზე კარგ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ასევე ხელოვნურ ფაიფურის გვირგვინში თავისუფლადაა შესაძლებელი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ოქროსა და ბრილიანტის ჩანართების გაკეთება.
სტატიაში აღწერილი დიზაინის ელემენტები რა თქმა უნდა, სრულად ვერ ასახავს ღიმილის შექმნის ყველა საშუალებებს.
განსაკუთრებით საინტერესოა ღიმილის შერჩევის კომპიუტერული მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტს საშუალება ეძლევა თავლსაჩინოდ დაინახოს სხვადასხვა შესაძლო ვარიანტები. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებულ სურათს ექიმი კომპიუტერული ბიბლიოთეკიდან არგებს ღიმილის სხვადასხვა ვარიანტს.
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ცენტრალური საჭრელების ზომა და ფორმა, ასაკი, სქესი და ხასიათი აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას კოსმეტიკური მკურნალობის დაგეგმვისას. სტომატოლოგმა და პაციენტმა ერთად უნდა შეარჩიონ დიზაინის ელემენტები მშვენიერი და მომაჯადოებელი ღიმილის შესაქმნელად, ღიმილის რომლის დანახვისას სარკეში თამამად იტყვით: “მე მომწონს საკუთარი თავი!”