კბილების გათეთრების ეტაპები —- ZOOM 3

გთავაზობთ სტატიების ციკლს კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით, კერძოდ კი ZOOM-ის სისტემის გამოყენებით.

გათეთრების პროცედურის დაწყების წინ, ექიმი განსაზღვრავს მინანქრის ნატურალურ ფერს და შეაქვს მონაცემები სპეციალურ ბარათში. ფერი განისაზღვრება სპეციალური — Vita-ს შკალით. გათეთრების დამთავრების შემდეგ კი, ახალი მონაცემები კვლავ შეაქვთ ბარათში, თვალსაჩინო შედარებისთვის.
შემდეგ ეტაპზე ხდება ღრძილების და ლოყების იზოლაცია კბილებისგან, რათა გამოირიცხოს გელის მოხვედრა რბილ ქსოვილებზე.
გელი, რომელიც თავსდება კბილების ზედაპირზე, შეიცავს დაახლოებით 25% წყალბადის ზეჟანგს, რომელიც ზუმ-ლამპის ზემოქმედებით გადაიქცევა ატომურ ჟანგბადად. შედეგად ხდება ქიმიური რეაქცია: გელი აღწევს კბილის ქსოვილში, ზემოქმედებს პიგმენტზე და ხდის მას გამჭვირვალეს და წყალში ხსნადს.
რეკლამას თუ დავუჯერებთ, “ზუმით” შეიძლება მთელი 8 ტონით კბილის ფერის გაღიავება, მაგრამ ეს ცოტა გადაჭარბებულია.
როგორც წესი, კბილები თეთრდება 3-4 ტონით, იმისდამიხედვით როგორია საწყისი ფერი და ქსოვილის სტრუქტურა.
თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის ხელოვნური კონსტრუქცია (ვინირი, ბჟენი, გვირგვინი, ხიდი), მათი გათეთრება მხოლოდდამხოლოდ მათი შეცვლით შეიძლება.
ასეთ შემთხვევაში ჯერ ტარდება გათეთრების პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფერის შერჩევა ახალი ვინირისა თუ გვირგვინისთვის.
ზუმ-ლამპით გათეთრების პროცედურა საკმაოდ მარტივი, სწრაფი და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთდერთი, რისთვისაც მზად უნდა იყოთ, ეს მინანქრის მგრძნობელობის მომატებაა. პირველი 2 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება “თეთრი დიეტა” —- არ შეიძლება ფერადი საკვების და სასმელის გამოყენება: შავი ჩაი, ყავა, ჭარხალი, სოიოს პროდუქტები და სხვა. რეკომენდებულია თავის შეკავება სხვადასხვა მჟავის შემცველი პროდუქტებისგან: ციტრუსები, ახალი ხილი და ა.შ. რათა არ მოხდეს მინანქრის მგრძნობელობის პროვოცირება. ნუ იღელვებთ, ეს მხოლოდ დროებითია __ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომატებული მგრძნობელობა გაივლის.
რაც შეეხება გარემოებებს, რომლის დროსაც არ შეიძლება გათეთრების ჩატარება, არც ისე ბევრია:

  1. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (კბილების გატეთრებას ყოველთვის მოსაწრებთ, არ ღირს ამის გაკეთება ორგანიზმისთვის ისედაც რთულ პერიოდში).
  2. წყალბადის პეროქსიდზე ალერგია.
  3. მოზარდობის პერიოდი (გათეთრება არაა რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, იმდენად რამდენადაც ჯერ არაა დასრულებული ფესვის მწვერვალების ფორმირება).
  4. ბრეკეტების ტარებისას (ადვილი მისახვედრია, რომ მინანქრის ზედაპირი არათანაბრად გათეთრდება).
  5. მინანქრის ეროზია.

http://str15a.ru/otbelivanie-zubov/etapi-Zoom3.htm

7 thoughts on “კბილების გათეთრების ეტაპები —- ZOOM 3

  1. arc ra girs eg mainteresebs da arc laqtacia tu ragac,))))
    tqven rodis chamixvalt saqartveloshi, gamitetret kbilebii raa )))

  2. ზოგიერთ საიტზე წერია ლაქტაციის პერიოდი პირველი 6 თვე და რომელს უფრო ვენდოთ?მე მინდა გაკეთება და მე8 თვეში მყავს პატარა

    1. გამარჯობა. თვითონ პროცედურა უმტკივნეულოა, მაგრამ შესაძლოა მოიმატოს კბილების მგრძNობელობამ პროცედურის შემდეგ. ამ თემაზე მიძღვნილ სტატიებს თუ გადახედავთ, შეიტყობთ ყველა უკუჩვენებასა და შესაძლო გართულებებზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.