ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Pediatric Dentistry) რეკომენდაციით საჭიროა პატარას მიყვანა სტომატოლოგთან 6-12 თვის ასაკში. მათ 40% კარიესი აღენიშნება უკვე ბაღის ასაკამდე. როგორც კვლევებმა აჩვენა, მუდმივი თანკბილვის დროს კარიესების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სარძევე კბილებში კარიესების რაოდენობასთან. გარდა იმისა, რომ პატარა ადრეულ ასაკშივე ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტში არსებულ გარემოს და ჰიგიენურ პროცედურებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტების დროს მშობლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ადევნოს თვალყური ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობას.
აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისათვის:
- გადააჩვიეთ პატარა ბოთლით კვებას რაც შეიძლება ადრე. არაუგვიანეს 1 წლის ასაკისა იგი სითხეს უნდა სვამდეს ჭიქიდან (სულრეთია, რა სახის).
- პირველი კბილების ამოჭრისთანავე დააწყებინეთ გახეხვა სპეციალურად ამ ასაკისთვის განკუთვნილი ჯაგრისით, რათა შეეჩვიოს კბილების ხეხვის აუცილებლობას და ჩამოუყალიბდეს შესაბამისი ჩვევა.
- ნუ მისცემთ ტკბილეულს, ასევე ტკბილს სითხეებს კვებიდან კვებამდე. მიეცით მხოლოდ ჭამის შემდეგ.
პატარას პირველი ვიზიტისას მშობლები ხვდებიან სტომატოლოგს და ჰიგიენისტს. სასურველია ბავშვი მშობლის კალთაში იჯდეს. ექიმი ათვალიერებს პირის ღრუს და ახდენს ჯაგრისის გამოყენების დემონსტრირებას. რათქმაუნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ბავშვისთვის სახალისო და საინტერესო.
ამის შემდეგ მშობელს ეძლევა სრული ინფორმაცია პირის ღრუს ჰიგიენის, კბილების ამოჭრის ვადების, ფტორირების, მავნე ჩვევების, სწორი კვების შესახებ, რაც აუცილებელია ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის და იგეგმება შემდეგი ვიზიტი.
Gamarjoba. Mkavs 4 clis gogona romelsac aqvs qveda mexute kbilebze kariesi, sad agar mivikvane magram eshinia da araprit ar ugebs eqims pirs da ar ushvebs rom chaudos camali nervis mosaklavad… ukve lamis tbilisis kvela stomatologebi shemoviaret… gamosavali agar maqvs da vpiqrob gavuketo kbilebi sedaciis metodit anu dadzinebit… magram dzalian vnerviulob radgan tviton klinikis tanamshromelma mitxra rom martalia msubuqi magram mainc narkozia… ramdenad mirchevt am metodis gamokenebas… xom ar dautovebs es bavshvs shemdegshi raime saxis janmrtelobis an gonebriv problemebs… dzalian sasocarkvetili var ukve.. madloba
თუ მკურნალობის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია, ეს მეთოდი სწორედ ამისთვისაა. “დენტოკლუბში” ატარებენ ამ პროცედურას ყველა წესის დაცვით, სხვაგან ვერაფერს გეტყვით. პროცედურამ არანაირი გართულება არ უნდა გამოიწვიოს. სედაცია ნარკოზი არ არის, ცნობიერება შენარჩუნებულია, უბრალოდ პაციენტი მოდუნებულია და არ აქვს მძაფრი რეაქცია. ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია ამ მეთოდზე, რომელიც ალბათ ნახევარი საუკუნეა გამოიყენება საზღვარგარეთ. გისურვებთ წარმატებებს!